დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: მათთვის ვინც ჩინური ფირმა BAM/Xisico წარმოების იარაღის
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღი > ზამბარ-დგუშიანი პნევმატიკა
geojorjika
ეს არის სტატიის თარგმანი დადაეხმარება მათ ვინც ჩინური ფირმა BAM/Xisico წარმოების იარაღის ყიდვას აპირებს.
დავიწყოთ B3-1–ით , გაკვირვებული დავრჩი თუ რამდენი შეეძლო ამ პატარა სასაცილო იარაღს რომლის ფასის 55-65 $ ფარგლებში მერყეობს. მწარმოებლის ინსტრუქციის მიხედვით ამ იარაღს შეუძლია ტყვია მიანიჭოს 165 მ/წმ საეყისი სიჩქარე, ჩვენს მიერ აღებული ეგზემპლიარი კი ქრონოგრაფის მიხედვით ისროდა 153 მ/წმ სიჩქარით, არცთუისე ცუდი შედეგია , ყველაზე დიდი ღირსება რაც კი ამ იარაღს გააჩნია არის საოცარი სიზუსტე, ჩემი აზრით ეს არის ფიქსირებული ლულის და გვერდითა დამტენი მექანიზმის დამსახურება. უცებ აღმოვაჩინე რომ საოცრად მიადვილდებოდა ტყვიის ათიანში „ჩასმა“ , იარაღს აქვს ღია სამიზნე და „მერცხლის კუდი“ ოპტიკისთვის. ვფიქრობ საუკეთესო არჩევანია ახალგაზრდა მსროლელებისტვის ან იმ ხალხისთვის ვინ ეხლა იწყებს პნევმატიკასთან ურთიერთობას. ასევე სასიამობნოა ის ფაქტიც რომ ეს იარაღი გამოს როგორც 4.5 ასევე 5.5 კალიბრში.




შედეგი 9 მეტრზე

შემდეგი მოდის მოდელი B9როცა ეს იარაღი დავინახე. პირველმა აზრმა რამაც გამიელვა იყო, რომ ეს უნდა ყოფილიყო როგორც B3-1–ის გაუმჯობესებული ვარიანტი, ნახელავი უკეთესია და აშკარად უფრო „ მაგრად“ გამოიყურება ვიდრე B3-1–ი , მაგრამ მე პირადად ცოტა პრობლემები შემექმნა სროლისას შეიძლება ეს მხოლოდ ჩემი ბრალია, მაგრამ ფაქტია ცოტა ვერ „მოვერგე“ . ამ იარაღისათვის შესანიშნავი იქნებოდა პისტოლეტებისთვის განკუთვნილი ოპტიკა ან ისეთი რომელსაც აქვს „longer eye relief. „, რადგან სტანდარტულ ოპტიკაზე რომელიც მას მოყვება, დასამიზნებლად საჭიროა თავის მარჯვნინ და დაბლა დახრა ძალიან, თითქმის სავაზნემდე , რაც არაკომფორტულია ნამდვილად და სროლისას ზეთის ნაწილაკები მესხმებოდა სახეზე და თვალებში . მე გამოვიყენე BSA-ის “Red Dot”–ი რომელიც შესანიშნავად მოერგო მას, ყველაზე დიდი ღირსება რაც კი შეიძლება აღინიშნოს ამ აიარაღის არის ის რომ წამოუდგენლად სწრაფად და მარტივად იშლება ორ ნაწილად, ლულა „ცევიოსთან“ და ოპტიკასტან ერტად ძვრება იარაღის დანარჩენ ნაწილებს, რაც საკმაოდ მარტივს და მოსახერხებელს ხდის იარაღს გადატანისას. ასევე აღსანიშნავია ისიც რომ ეს იარაღი არის მრავალდამტენიანი, მას მოყვება 2 ცალი 10 ტყვიიანი მჭიდი, ტყვიის ლულაში მოთავსება კი ხდება გადატენისას, ასე რომ გადატენე–ისროლე, გადატენე–ისროლე და ა.შ. მშვენიერი გასართობის სატამაშოა პლინკისთვის . ეს იარაღიც B3-1–ის მსგავსაც ძალიან ზუსტი აღმოჩნდა, თუმცა მისი რელური ტექნიკური მონაცემები საგრძნობლად ჩამორჩება მის მწარმოებლისეულ მონაცემებს , რომლის მიხედვითაც მას 230 მ/წმ–თი უნდა ესროლა ტყვია ჩვენს ქრონოგრაფზე კი 165 მ/წმ დაფიქსირდა. მწარმოებლის მიერ რეკომენდირებული ფასი ამ იარაღზე არის 75$ , ვფიქრობ მწარმოებელმა ცოტა ცვლილებები თუ არ შეიტანა ამ იარაღში ის არ გაამართლებს თავის ფასსს, პირველ რიგში კი სტანდარტული ოპტიკა შეცვალოს ისეთით რომელშიც ნომალურად გამოჩნდება სამიძნე, მეორე– რეალურად შეაფასოს მისი ტექნიკური მონაცემები და დაუყენოს ფანრის დასამაგრებელი .




დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
geojorjika
შემდეგი მონაწილე არის B12 , თუ კი B3–1 იყო „პატარა“ მაგრამ „შეეძლო“
B12–ი არის „პატარა“ მაგრამ არ „შეუძლია“ . იარაღის ხელშ აღებისთანავე ამჩნევ რომ ძალიან ცუდი დამუშავებულია ანუ არ არის ის რაც უნდა იყოს. ის სტანდარტული „გადასატეხი“ პნევმატიკაა , რომლის გასაყიდი ფასი 55$–ია რაც ვფიქრობ მტავარი დამნაშავეა მის ხარისხში . იარაღი არის ღია სამიზნით, რომლის უკანა ნაწილი, რეგულირდება, წინა კი ფიქსირებულია, ერთადერთი რაც ამ იარაღში არმოვაჩინეთ იყო საშინელი სიზუსტე, ამას არც შეიძლება სიზუსტე ვუწოდოტ როცა 9 მეტრიდან 4x4 სამიზნეში ვერ არტყავ . ასევე ლულის დგუშტან შეერთება საშინელი და საშინელი სასხლეტი. ვფიქრობ მწარმოებელს მოუწევს ხარისხის კონტროლის გაძლიერება თორემ ეს იარაღი არის წყალში გადაყრილი ფული.







ეხლა კი რადგან მოვრჩით „დაბალი დონის“ პნევმატიკის განხილვას , მოდით გადავიდეთ შედარებიტ სერიოზულ პოდუქტზე რომელსაც ჩინური მწამოებელი გვთავაზოვს, პირველი ლოტია B26–ი, რომელიც არის Beeman R9–ის კოპია, მორგებულია და დამუშავებულია შესანიშნავად, უყურებ იარაღს და იცი ( ნუ ყოველშემთხვევაში იმედოვნებ მაინც) რომ ის ისვრის ისევე კარგად , როგორც გამოიყურება. საკმაოდ მსუბუქი და მოსახერხებელია, მხარზეს კარგად“ჯდება“. მთვარი „დავავადება“ რაც ჩინურ იარაღებს ჭირთ ეს არის სასხლეტი, აიღებ იარაღს, რომელიც შესანიშნავად გამოიყურება, ძლიერია და საშინელი სასხლეტი აქვს, უბრალოდ გული დაგწყდება .
B26–ი მჩატე იარაღია, რომელიც ადვილად იტენება ( ტყდება) , მოყვება ღია ფოსფორიანი რეგულირებადი სამიზნე, და სტანდარტული „mount“–ის ოპტიკისათვის. მოკლედ ბევრი რომ არ ვილაპარაკოთ ეს არის თითქმის 400$–იანი Beeman R9 145$ –ად . მწარმოებლის მიხედვით 5.5მმ–თვის ტყვიის საწყისი სიჩქარე უნდა ყოფილიყო 245 მ/წმ თუმცა ჩვენმა ქრონოგრაფმა აჩვენა მხოლოდ 200 მ/წმ. თუმცა ეს ერთი პრობლემა არ იყო ჩვენს მიერ დატესტილ ეგზემპლიარს აღმოაჩნდა მცველზე პრობლემა, უფრო ზუსტი იქნება თუ ვიტყვიტ რომ საერთოდ არ მუშაობდა , დიდი შრომის და „კეთილი“ ხალხის დახმარებით და მწარმოებელტან დარეკვით გამოვარკვიეთ რომ ესეტი პრობლემა მხოლოდ ამ ეგზემპლიარზე იყო და სხვა დანარჩენი ესეთი დეფექტით არ გამოდიოდა.
ვფიქრობ ცოოტა „ხელის შევლება“ უნდა და ამისგან შესანიშნავი შაშხანა დადგება .









18 მეტრი
geojorjika
გადავიდედ ჩვენი კონკურსის შემდეგ მონაწილეზე B30-1. რომელიც 320$ RWS model 48–ის სრული კოპია 150$–ად . ანუ ნახევარ ფასად შესანიშნავი სიზუსტე, რომელიც ფიქსირებული ლულის დამსახურებაა, ასევე საკმაოდ კარგი სასხლეტი, მოყვება ღია სამიზნე რომელიც აღჭურვილია ფოსფორის წერტილებით და სტანდარტული „მერცხლის კუდი“ ოპტიკისთვის. მაგრამ ეს არ არის ყველაფერი სიკეთე რაც ამ იარაღს აქვს, უმთავრესი ძალა. ის ძალიან ძლიერია, 4.5მმ–ში Crosman Premier Hollow Point– ტყვიები მან ისროლა 290 მ/წმ სიჩქარიტ , დარწმუნებული ვარ უფრო მჩატე ტყვიები აუცილებლად გადალახავენ 300მ/წმ–იან ზღვარს.
სროლა საკმაოდ მოსახერხებელია, გვერდიტა დამტენი რიჩაგი სქელი მტკიცეა და მოსახერხებელია. ვფიქრობ თუკი ეძებთ ძლიერ და გამძლე იარაღს, მიზანში სასროლად და სანადიროდ 150–200$–ს ფარგლებში ეს იარაღი მაშინ თქვენთვისაა.






10 იარდი

20 იარდი



და ბოლოს ყველაზე უფროსი ძმა B40. ეს არის შესანიშნავი იარაღი, მძიმე 5 კგ–ზე მეტია თუმცა იგრძნობა რომ ეს სიმძიმე „ხარისხის ნიშანია“ . იგი არის Air Arms TX200–ის სრული კოპია რომელიც ღირს 570$. მაშინ როცა B40 280$ ღირს. ეს არის ყველა თავის ძმასტან შედარებით აშკარა ფავორიტი, სასხლეთი რბილია, თითქოს თბილ კარაქს დანით ჭრი და ძალიან, ძალიან ჩუმი. ასევე მოყვება 3-12x50 IR MD ოპტიკური სამიზნე. ის ძალიან ზუსტია, ლულისქვეშა რიჩაქი შესანიშნავად მუშაობს, ქრონორგრამა 5.5 მმ–ში აჩვენა 230 მ/წმ სიჩქარე, 18 მეტრზე სროლისას საკმაო ქარი იყო და ამიტომ ის ჯგუფი არ არის ისეთი როგორიც უნდა იყოს. მოკლედ ეს არის საკმაოდ ძლიერი, ზუსტი და ლამაზი იარაღი.





10 იარდი

20 იარდი


ეს მცირედი განხილვა დაწერილია იმათთვის ვინც ახლო მომავალში აპირებეს აღნიშნული „ჩინელების“ ყიდვას, ვფიქრობ მცირდით მაინც დაგეხმარებათ ჩემი ნაწვალები .

პირველადი წყარო : www.airgunweb.com
parna
საიმნტერესო იარაღებია კარგ ფასად ნეტა ჯორივით მუშაობა თუ შეუძლიათ ჩემი დეიზისავით smile.gif

დიდიმადლობა საინტერესო ინფოსათვის ჯორჯიკიაა wink.gif
Jah
geojorjika
ძალიან დიდი მადლობა, ასეთი დიდი ნაშრომისთვის. 6.gif
ძალიან საინტერესო და ვრცელი მასალაა.
Jah
geojorjika
დღეს ვნახე smile.gif შენი კამათი guns.ge-ზე ვირაცა რომ გიმტკიცებდა smile.gif რომ ეს გერმანულიაო smile.gif
იმას უთხარი რომ NORKONIA- არის ჩინური NORINKO-ს წარმომადგენლობა გერმანიაში smile.gif და BAM-ის და სხვა ჩინურ ნაწარმს ყიდის smile.gif გერმანიაში
ასევე როგორც მაგალითად გერმანული Weirauch-ს ამერიკაში ქვია Beeman, და Diana-ს ქვია RWS
geojorjika
Jah გაიხარე, ვეტყვი აუცილებლად smile.gif
GIGA
B40 _ მემგონი ნასროლი მაქვს 5.5 შეიძლება ზუსტად ეგ იყო მაგრად გავს ტყვიის ჩასადებით ისიც ეგრე იტენებოდა მძიმე იყო და რბილი სასხლეტი ქონდა საკმაოდ ძლიერი და ზუსთი იარაღი იყო (ნათესავს აქვს და რო წავალ დავაკვირდები აუცილებლად რა მოდელია და უფრო გრძელ ინფოს დავწერ smile.gif )
geojorjika
bidza 5.5 რომ აკრზალულია რანაირად აქვს? :o ჩვენც გვინდა sad.gif sad.gif
Jah
ციტატა(bidza @ 6th March 2009 - 03:14 PM) *
მძიმე იყო და რბილი სასხლეტი ქონდა საკმაოდ ძლიერი და ზუსთი იარაღი იყო

ჩინელები, როგორც თურქები აკეთებენ ცნობილი იარაღის კლონებს...
მაგრამ თურქებთან განსხვავებით, ბევრად უფრო ხარისხიანად.
guja
geojorjika
დღეს ვნახე შენი კამათი guns.ge-ზე ვირაცა რომ გიმტკიცებდა რომ ეს გერმანულიაო
იმას უთხარი რომ NORKONIA- არის ჩინური NORINKO-ს წარმომადგენლობა გერმანიაში და BAM-ის და სხვა ჩინურ ნაწარმს ყიდის გერმანიაში
ასევე როგორც მაგალითად გერმანული Weirauch-ს ამერიკაში ქვია Beeman, და Dian ოო მძიმე შემთხვევაა <_<
Jah
ციტატა(guja @ 6th March 2009 - 06:49 PM) *
ოო მძიმე შემთხვევაა

wink.gif ხდება ხოლმე
guja
:huh: :huh:
Jah
guja
მე არ მახსოვს საიდან დაიწყო ის თემა smile.gif
თქვენ რა იარაღი გაქვთ კონკრეტულად?
guja
მე ვარ 16 წლის არასდროს, პნევმატიკასთან შეხება არ მქონია და guns.ge ვკითხულობდი ,და დამაინტერესა და კლასელმა მაჩუქა ის პნევმო, და მე რა ვიცოდი რა იყო რაც ზედ ეწერა ის დავწერე. norconia germany b3-xs 4,5 mm ეგ იყო და ეგ biggrin.gif
Jah
ციტატა(guja @ 6th March 2009 - 07:04 PM) *
მე ვარ 16 წლის არასდროს, პნევმატიკასთან შეხება არ მქონია და guns.ge ვკითხულობდი ,და დამაინტერესა და კლასელმა მაჩუქა ის პნევმო, და მე რა ვიცოდი რა იყო რაც ზედ ეწერა ის დავწერე. norconia germany b3-xs 4,5 mm ეგ იყო და ეგ

გასაგები. smile.gif
და ისე, მთავარი არ არის ვინ არის მწარმოებელი.
მთავარია როგორც მუშაობს აპარატი smile.gif
guja
არ ვიცი მე ვერ ვერკვევი, ჯერჯერობით კარგათ მაგრამ მე რო ვესროლე, 250 გვერდიანი წიგნი გაიცჰვრიტა და ტყვია ბეტონის კედელში, იყო გაყედილი ეს ერტი 5 თვის წინ ეხლა ცოტა დაუსლაბდა პრუჟინა. biggrin.gif
Jah
ციტატა(guja @ 6th March 2009 - 08:10 PM) *
ეხლა ცოტა დაუსლაბდა პრუჟინა.

არა მგიონია... უფრო მანჟეტი იქნება დამწვარი...
parna
ციტატა(guja @ Mar 6 2009, 07:10 PM) *
არ ვიცი მე ვერ ვერკვევი, ჯერჯერობით კარგათ მაგრამ მე რო ვესროლე, 250 გვერდიანი წიგნი გაიცჰვრიტა და ტყვია ბეტონის კედელში, იყო გაყედილი ეს ერტი 5 თვის წინ ეხლა ცოტა დაუსლაბდა პრუჟინა. biggrin.gif



გუჯა სურათები და რამე დაყარე პნევმატიკა მფლობელთა თვალში და შენი რეპორტი მაგ იარაღზე როგორმოგწონს და რამე smile.gif მე მომწონს შენი იარაღი ak 47 ის დიზაინი იგრძნობა smile.gif
guja
ოკ
geojorjika
guja აქაც გამოჩნდი? smile.gif კარგია smile.gif , შენ იარაღს არ არქვს ოპტიკა? მაგისთვის 4X32 იქნება კარგი , ოღონდ ისეთი აიღე 10-20 სროლის მერე გადასაგდები რომ არ გახდეს smile.gif , ქარავანში იკითხე მგონი მანდ ქონდათ რაღაცეები
guja
არა ოპტიკა, არ აქვს. კარგი გავითვალისწინებ, შენ რჩევას. smile.gif
GIGA
ციტატა(geojorjika @ Mar 6 2009, 04:16 PM) *
bidza 5.5 რომ აკრზალულია რანაირად აქვს? :o ჩვენც გვინდა sad.gif sad.gif

ეხლა არ უყიდია დიდი ხანია აქვს თან თბილისის გარეთ ცხოვრობს :rolleyes:
Jah
ციტატა(bidza @ 6th March 2009 - 08:41 PM) *
ეხლა არ უყიდია დიდი ხანია აქვს თან თბილისის გარეთ ცხოვრობს

ისე შეიძლება თემაშI არ ვამბობდე ახლა...
შემოტანა კი გახდა პრობლემა... (ისეც გასარკვევია)
მაგრამ თუ ქალაქში გაგაჩერებს პატრული... არამგონია რომ დაიწყებენ ლულის არქის გაზომვა smile.gif სხვაობა სულაც 1 მმ.-ია smile.gif
მაგრამ რათქმაუნდა კანონს არ უნდა ვარღვევდეთ, საქმე უბრალოდ ჩვენი სამართალდამცავების უვიცობაშია...
geojorjika
ციტატა
შემოტანა კი გახდა პრობლემა...

სწორედ ეს არის პრობლემა თორემ შემოტანილი რომ იყოს მაგის ქონის პრობლემაა არააა, რუთაველზე სეირნობას მე არ ვაპირებ პნევმატიკით და მიტოვებული ქარხნის ტერიტორიებზე და ტყეში მე შტანგერფარგლით არავინ დამადგება ლულა გამაზომინეო smile.gif
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.