![]() |
![]() |
![]() |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
![]() |
![]() |
![]()
პოსტი
#1
|
||
![]() ცნობის მოყვარე ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 32 რეგისტრ.: 16-February 12 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 1,532 ქალაქი:თბილისი ![]() |
მოგესალმებით ფორუმელებო დღეს, ამაზონზე შევიძინე ნიტრო ვენომი ხის კონდახით 127$-ად, ფასი კი უწერია 137$ მაგრამ 10$-საც აკლებენ. ვისაც სურვილი გქონდათ ამ იარაღის შეძენის და ფასის გამო თავს იკავებდით შეგიძლიათ შეიძინოთ. იმედია ეს პოსტი ვინმეს მაინც გამოადგება ![]()
| |
> |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
||
![]() ზუსტი მსროლელი ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,736 რეგისტრ.: 10-January 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 628 ![]() |
სანადიროდ რომელია უფრო პრაქტიკული და სიზუსტე რომელს ქონდა უკეთესი? სიმართლე ის არის, სანამ არ გამოცდი პირადად ვერ გაიგებ შენთვის მისაღებ პასუხს ამომწურავად. აქ ბევრი ფაქტორებია გასათვალისწინებელი. რისთვის გინდა თოფი, რაზე გინდა ინადირო, რა მანძილზე გინდა მიზნის მონადირაბა, რამდენი ხანი გიწევს გადაკიდებული თოფით სიარული ნადირობისას და ასე სემდეგ. ნიტრო ზამბარიანი თოფები არააქვს მნიშვნელობა რომელი იქნება, ყველას აქვს საკმარისი ძალა მოინადიროს ფრინველი 60-70 მეტრში. ხოლო უნივერსალური ზედეპე არარსებობს ჯერჯერობით. აი მე პირადად დავწერ იმას რა დასკვნამდეც მივედი ჩემი გადმოსახედიდან და სხვა არვიცი როგორ სეხედავს ამას. მე ვნადირობ ხშირ წიწვოვან ტყეში ფრინველებზე და მცირე ზომის მღრნელებზეც ხანდახან. ასევე მიწევს ხანდახან 50-60 მეტრზეც სროლა თუ მეტი ახლოს ვერ ვუახლოვდები ობიექტს. მე ყოველთვის ვცდილობ რაც შეიძლება ახლოს მივიდე მიხნამდე რადგან ნადირობა არაა პინგპონკის ბურთებზე პლინკაობა შენთვის მოირგო მანძილი. ჩემი პირველი ჰაერის ზამბარიანი თოფი იყო მურკა. მერე ჰასტან 99 და ბოლოს მქონდა ატ-44 პცპ. ნუ რათქმაინდა პცპ-ეს სიზუსტით და სროლის კომფორტით ზედეპეები ვერ სეედრებოდა მაგრამ წონამ დამტანჯა პირდაპირი მნიშვნელობით. ქანცი გამძვრა მაგის ტარებით. ბევრს დავდიოდი ტყეში და ეგ წონა ბოლოს მიღებდა. სროლა კი მაინც იმ დისტანციაზე მიწევდა რომელზეც ადრე ვესროდი მურკით. ხოდა თურმე პრაქტიკული ჩემთვის ზუსტად ის მურკა ყოფილა ვიდრე ჩემი პცპ. მჩატე იყო ძან, ჰაერის ზამბარის წყალობით საკმაოდ ზუსტი და ძან მოხერხებული ნადირობსას. ტურას და მელიას არ ვესროდი მაგრამ მის დაბლა ყველა ზომის მღრნელს უმკლავდებოდა 50 მეტრში. ფრინველზე არ მაქვს ლაპარაკი. თუ ახლა ვინმე მარტო მაგიდიდან მიზანში სასრილად იყიდის ნიტროს მას წონაზე პრობლემა არ ექნება თავისთავად. ხოლო რაც შეეხება ნიტროების სიზუსტეს ეგ ხმარებაში გამოჩნდება, რადგან ყველა თოფი თავისებურად ისვრის. იდეალურად თანაბარი სიზუსტით არ გამოდის ყველა თოფი. პნევმატიკა ცოტა კაპრიზნი რამეა მაგ მხრივ. ესაა უბრალოდ რომ ნიტრო ზამბარებიანი თოფები გაცილებით ზუსტებია ხვეულ ზამბარიანებზე მაგრამ აქვთ ერთი მინუსი. ვერ იტანენ სიცივეს და ყინვას. მე ერთი რამ ვიცი და ეგ ჩემი გადაწყვეტილებაა. თუ ვიყიდი პცპ-ეს ეს იქნება მხოლოდ დისკო რადგან ვთვლი რომ ეგ მოდელი მართლაც ნადირობისთვისაა შექმნილი. მჩატე წონა და პრაქტიკულობა. ხოლო თუ ზედეპეს ვიყიდი, პირველ რიგში ვიყიდი ისევ მურკას (თუ ვნახავ რათქმაუნდა ხის კონდახით და დაბალ ფასში ) დავაყენებ ჰაერის ზამბარას და მორჩა. თუ ვერ ვიშოვი და ვიყიდი ყველაზე მჩატეს და მოხერხებულ ნიტროს. სიძლიერეს არააქვს მნიშვნელობა ამ შემთხვევაში. რაც არ უნდა იყოს 4.5 კალიბრი სასწაულებს არ ახდენს გინდა ნიტრო იყოს და გინდა ხვეული ზამბარა. 50 მეტრია რეალური დისტანცია.
| |
> |
|
|
![]() ![]() |
![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th May 2025 - 09:49 PM |
Hosted by Pro-Service |