momxre ციტატა(momxre @ 16th December 2013 - 07:55 PM)

არავინ იცით ვინც ხარისხიანად და შეღავათიანად აკეთებს ამ საქმეს
საკუთარი თვალის გარდა ვერავინ ვერაფერს ვერ გაგიკეთებს.
მაგალიტად შემიძლია გითხრა რომ მიდი ამა და ამ ადგილზე, და ცივი მისროლით (ანუ ლაზერული სხივის მეშვეობით) გაგისწორებენ თოფს მეთქი. არის ერთი საქათმე მაღაზია რომელიც მაგას არეკლამებდა ცეცხლსასროლი ხრახნლულიანებისთვის. დადგეს რაცხა ჩამოიტანეს 50$-იანი ლაზერის მნიშნებელი და 10 მეტრიან მაღაზიაში ვითომ და თოფის ოპტიკას ასწორებდნენ 200 და 300 მეტრზე. ზღაპარია და თავის მოტყუება.
ანუ პრინციპი მანდ არის, შემდეგი:
1) უნდა განსაზღვრო რა დისტანციაზე გიწევს ყველაზე ხშირად სროლა. შესაბამისად მაგ დისტანციას ირჩევ ამოსავალ წერტილად. გადაზომავ მანძილს, დადებ ქაღალდის სამიზნეს, დაჯდები მყარად მაგიდასთან ან რაც იქნება, ოღონდ არავითარ შემთXვევაშI არ უნდა იყოს მანქანის კაპოტი, მეგობრის ზურგი, დინოზავრის ბარკალი და ასე შედმეგ. მხოლოდ კლასიკური ვარიანტი, მყარი მაგიდა (ჩაბეტონებული უკეთესია) და მყარი სკამი, თოფი უნდა დაიტოს მყარ ბალიშებზე. ოღონს არა იმ ბალიშებზე რომელზეც თავი გიდევს ძილის დროს, არამედ პატარა ქვიშით გავსებულ სპეციალურ ბალიშებზე, ანუ აი ასეთებზეა საუბარი ან მაგდაგვარზე

თუ დაითრევ დასამაგრებელ დაზგას უკეთესია, მაგრამ ნამეტანი ძვირი ღირს, ასე რომ მაგ მომენტს გამოვტოვებთ, დაზგა კი რომ იცოდე მიახლოებით აი ასე გამოიყურება

2) იმის მერე რაც მანძილიც გადაზომე, და თოფიც მყარად დევს, იწყებ სამიზნეში სროლას, ნუ ვთქვათ ზემოთ წავიდა ტყვია, ცდილობ ბარაბნებით სამიზნე ჯრარი გადაანაცვლო იქ სადაც მოხვდა ტყვია, კიდევ, გაისვრი, კიდევ დააკორექტირებ და ასე შედმეგ., ბოლოს 5-5 ტყვიის გასროლას აკეტებ თითო წერტილში და დიდი გაფანტვა არ უნდა იყოს. თუ 20 მილიმეტრს არ გასცდება ტყვიების დაცილება ერთმანეტს მშვენიერი შედეგია სანადირო თოფისთვის. 30 მილიმეტრიც მისაღებია, მაგრამ ქე ხვდები რომ რაც ნაკლებია მით უკეთესია.
3) იმის მერე რაც ერთ დისტანციაზე უკვე გააკეთე მისროლა და იცი რომ ტყვია ზუსტად ჯვარში ხვდება, უკვე იწყებ ფირს მაზე რომ რა მოხდება სამიზნე ობიექტი ახლოს ან უფრო შორს რომ გაჩნდეს? აი მაგისთვის უკვე იწყებ ალტერნატიული მანძილების გადაზომვას. მაგალიატდ თუ თავიდან თოფი გაასწორე 30 მეტრზე, ახლა ალტერნატიურად საჭიროა იცოდე სად წავა ტყვია 20 და 40 მეტრზე, ანუ 30-მეტრზე ახლოს და 30 მეტრის შორს.
ამისათვის გასწორებულ სამიზნეს ხელს აღარ ახლებ. უბრალოდ ახლო მანძილზე ესვრი იგივე 5-5 ტყვიან სერიას და აკვირდები მილდოტის რომელ მილზე ჯდება ტყვია მილზე. თუ ახლო მანძილზს ესვრი ტყვიები წავა ზედა მილდოტისკენ, იმიტომ რომ ჯერ აღმავალი ტრაექტორიაა, ხოლო თუ გასწორებულ 30 მეტრზე შორს ესვრი, მაშინ ტყვიები დაჯდება ქვედა მილდოტზე. ასე უნდა დაამუღამო 10მეტრზეც და 50 მეტრზე. დალშე ახლა 60-70 მეტრზე და შორს თუ გინდა, ეგეც უნდა ჩაინიშნო. ი ვსიო.
ანუ ამის მერე რომ დაინახავ ობიექტს თვალით უნდა განსაზღვრო მიახლოებით რა მანძილზე ზის. თუ 20 მეტრშია, ესეიგი ესვრი ჯვრიდან ზემოთ განთავსებულ მილდოტებით, მაგალიტად ტესტირებისას ტყვიები გდებოდა მე-2 ზედა მილდოტზე, ესეიგი შენ რომ სუსტად გაარტყა სამიზნეს 20 მეტრზე ჯვარი კი არ უნდა დაუმისნო, არამედ ზედა მეორე მილდოტი უნდა დაუმიზნო და ზუსტად მოხვდება. არ აიბნე თუ ჯვარს დაუმისნებ ტყვიები ისევ ზევით წავა და გადაუფრენს თავზე ობიექტს, ამიტომაც წინასწარ რომ იცი სადაც წავა ტყვია იმ ადგილს უმიზნებ.
თუ მოხვდება ისე რომ სამიზნე ზის 40 მეტრში მაშინ უმიზნებ ჯვრიდან ქვევით განთავსებულ მილდოტში, მაგალითად ტესტირებისას ქვედა პირველ მილდოტში ხვდებოდა ტყვიები, შენც ადექი და პირდაპირ ქვედა მილდოტი დაუმიზნე, ხოლო თუ სამიზნე მიახლოებით 30 მეტრში იქნება, ნუ მანდ იცი რომ პირდაპირ ვარში უნდა ესროლო და მორჩენილი საქმეა

მოკლედ ისეთი შტუკა რაცაა ოპტიკის ბარაბნების ტრიალი დამიზნებისას არის ან ძალიან ხარისხიან ოპტიკებზე, ან ჰოლივუდის ფილმებში. რეალურ ცხოვრებაში ბარაბნების ტრიალს იყენებს მაგალიტად სამხედრო სნაიპერი რომელმაც იცის რომ ძვირიანი ოპტიკა აქვს, ნოლი არის, ამა და ამ მანძილზე, მეორე კაცი რომელიც მანძIლს კარნახობს ეუბნება რა მანძილზეა ობიექტი, იმას შესაბამისი კალკულატორით შეაქვს ცვლილებები ბარაბნების პარამეტრებში, ითვალისწინებს ქარის მიმართულებას და თუ მოძრაობს ობიექტი ასევე დამატებითად გაითვალისწინებს სანამ ტყვია ადგილამდე მივა რა მანძIლით გადაადგილზება სამიზნე. ამ ყველაფრის გათვალისწინების შემდეგ აკეტებს გასროლას.
არის მეორე ვარიანტი, ჰოლივუდის ფილმი, იქ უკვე სიუჟეტი და მძაფრი სიტუაცია ითხოვს რომ აი ტიპი მარტოა, მაგრამ ისეთი ნავაროჩენი როჟაა რომ მარტო ზის მანძილსაც იგებს, ბარაბნებსაც ატრიალებს, ქარსაც ითვალისწინებს და რავიცი რას, აგებს სამიზნეს ჯვარს და ისვრის

ეფექტურია ეკრანზე, მაგრამ არარეალურია ცხოვრებაში

იმის გამო რომ შენ არ გეყოლება ეგრეთწოდებული "ნავოდჩიკი" და არც ჰოლივუდის ბლოკბასტერში არ მონაწილეობ, მოგიწევს შენით უცებ მანძილის განსაზღვრა (თვალი უნდა მიაჩვიო მანძილის უხეშად გამოთვლას, დიდ მანძილებზე ჩვენ მაინც არ ვისვრით), უცებ კორექტივების გათვლა ქვედა მილი ზედა მილი თუ ჯვარი უნდა დაუმიზნო და ეგრევე ბა-ბახ. ვსიო.
ტყუილა ელოდები რომ სხვა გაგისწორებს სამიზნეს, არ ხდება ეგეთი რამ. მაგალიტად შეიძLება გაგისწორო სამიზნე მე და ვთქვა რომ იდეალურად ისვრის თოფი, მიაქვს ჯვარში, მაგრამ დაიჭერ შენ და აღმოაჩენ რომ ან მარჯვნივ მიაქვს ან მარცხნივ, ეს დამოკიდებულია სხეულის აღნაგობაზე, თოფის დაჭერაზე და მრავალ სხვა ფაქტორზე. სხვის მიერ გასწორებული ოპტიკა მაქსიმუმ მოგწევს ამოსავალ წერტილს თუ საიდან უნდა დაიწყო შენზე სიტუაციის მორგება, მაგრამ შენს თვალზე სხვის მიერ გასწორებული ოპტიკა არასდროს არ იმუშავებს