გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> Ninja Paintball HPA, რაში შეიძლება გამოდგეს
azzy
პოსტი Dec 8 2013, 05:14 PM
პოსტი #1


ცნობის მოყვარე
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 88
რეგისტრ.: 25-August 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 1,787
ქალაქი:თბილისი



იდეა იყო ზოგადად Hand Pump იდან ბალონზე გადასვლის. არის რამოდენიმე ვარიანტი მაგრამ მე პეინთბოლის ბალონზე გავჩერდი (რაც დღევანდელი გადასახედიდან შეცდომად მიმაჩნია) ესეთი ტიპის HPA ბალონები გამოიყენება პეინთბოლისთვის და შესაბამისად იმისდამიუხედავად რომ შეიძლება მუშაობდეს 4500 PSI ზე გამომავალი წნევაა დარეგულირებული 500 - 800 PSI ზე იასნა ამის აწევა არის საჭირო.

აუცილებელია აღინიშნოს რომ შესაძლებელია ესეთი ტიპის PCP კომპკექტის შეძენა პირდაპირ რომელიც დარეგულირებული იქნება საჭირო წნევაზე წნევაზე

მინუსია ამის რომ უწევს განბაჟება.გადავწყვიტე ნაწილ ნაწილ ავაწყო იგივე (ბალონი თავის რეგულატორით და FAH002)

ამ ეტაპზე უკვე დავუშვი შეცდომა რადგანაც FAH002 ის გამოწერას ბევრად ჯობს ადგილზე ბატონ ja_ja ს გაკეთებული გადამყვანი მეორე მომენტია ის რომ არ ვიყავი გარკვეული რეგულატორებში არსებოს 2 ძირითადი ტიპის რეგულატორი




გამომავალი წნევა დამოკიდებულია ზამბარაზე რასაკვირვველია ზამბარას ჯობს რეგულატორში იყოს შაიბები რადგანაც შაიბების დამატება წყობის შეცვლა etc არის ის მექანიზმი რითაც ხდება რეგულირება. პირველი რეგულატორია PRO სერიიდან ბალონის ყიდვისას ყურადღება უნდა მიექცეს რომ მოყვებოდეს ეს რეგულატორი.ჩემს შეძენილ ბალონში რეგულატორი იყო



შემდეგი ეტაპია Burst Diskდა 2 კომპლექტი შეიბების დათრევა აი მერე იწყება ყველაზე საინტერესო ემპირიული მეთოდით უნდა იპოვო სწორი წყობა შეიძლება დაიწყო ესეთით ((()))((()))((()))((())) და მიიღო დაახლოებით 2k PSI... მოქმედების სქემაა ააწყე დატენე მიიღე წნევა არ გაწყობს დაცალე და ასე შემდეგ სანამ სასურველ რეზულტატს მიიღებ.ჩემ რეგულატორში მაგალითად 3k PSI არის ესეთი წყობით (((())))(((())))(((())).

ჩემი გადამყვენი FAH002


და ბალონი



შედეგები 90 CU იანი ბალონი 2k PSI ზე დარეგულირებული + რეგულირების შესაძლებლოდა საჭიროების შემთხვევაში 3k ზე
პლიუსები
1.ვიზუალურად სიმპატიურია
2.იწონის სულ რაღაც 1.3კგ
3.ის მომენტი რომ განბაჟება არ უწევს
მინუსები
1.კრანი არაა PCP ზე გათვლილი აგრესიულად უშვებს რეზიკში ჰაერს
2.მოცულობა თუ დისკოსთვის კაია (დაახლოებით 20 დატევა) მარაუდერისთვის საკითხავია რამდენჯერ დატენის
3.ჩამიჩი უნდა წნევის დარეგულირებას რაც კომპრესორი გარეშე ფიზიკურად არარეალურია

ეხლა ბიუჯეტი
ბალონი 155 $
FEH002 გადამყვანი 70$
ნაწილები 15$
ჩამოტანა ალბათ სულ 30 -35 ლარი
ანუ ფასი ამ ყოველივეს გამოდის around 450 Gel

ანუ ერთის მხრივ განბაჟების გარეშე თრეულობ ბალონს რაღაც მანიპულაციების შედეგად ხდება გამოყენებადი ჩვენს საქმეში მეორეს მხრივ ამის კონკურენტია ესეთი 3 ლიტრიანი ბალონი

პლიუსები
1.out of box იძლევა საჭირო პარამეტრებს არაფრის გადაკეთება არ უნდა
2.მოცულობა არის 3 ლიტრიანი ჩემი გამოდის დაახლოებით 1.5 ლიტრიანი
3.კრანი სპეციალურად PCP სთვის გათვლილი

ამის ბიუჯეტი გრუბად რომ დაითვალო არის დაახლოებით 600 GEL ან ნაკლები შედეგად ჩემი ბალონი კონკურენციას ვერ უძლებს smile.gif
საბოლოოდ ერთადერთი ცალსახა პლიუსია წონა და სავარაუდოდ ოდნავ ნაკლები ფასი... ესეც ჩემი გამოცდილება ბალონებთან მიმართებაში


PS. დიდი მადლობა ja_ja ს ეს ყოველივე შენ დახმარების გარეშე არ გამოვიდოდა!!!
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
 
ახალი თემის დაწყება
გამოხმაურებები
ja_ja
პოსტი Dec 8 2013, 06:06 PM
პოსტი #2


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,351
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



azzy
მშვენიერი რეპორტის, უბრალოდ ჩაგისწორე 3K რეგულატორის დისკების პარამეტრები, თორემ ერთი ზედმეტი კომპლექტი გქონდა მიწერილი smile.gif

ასევე აქვე დავწერ შემდეგს (მომავალი ბალონ მაძიებლებისთვის), მოყვანილ სურათებზე თუ რეგულატორების განსხვავებას ვერ ნახულობთ, გეტყვით რომ ერთში გამოიყენება დისკები, მეორეში კი სტანდარტული ჩვეილი ზამბარა (ვინც ტანკში ზის და ვერ მიხვდა საუბარია "პრუჟუნაზე").



მარცხენა სურათზე არის დისკებიანი ვერსია, მარჯვენაზე კი ზამბარიანი. მოკლედ დააკვირდით რომ შეძიენისას (თუ შეიძენთ ეგეთ რამეს რა თქმა უნდა) რეგულატორი იყოს აწყობილი დისკებით. მხოლოდ დისკებიც გადაწყობა გადმოწყობა იძლევა საშუალებას რომ მიიღო გამომავალი სხვადასხვა წნევა, თორემ ზამბარა ნუ სუსტი რამეა და ქარხნულად გათვლილ 800PSi-ზე მეტს, ანუ 55 ბარზე მეტს ცოცხალი თავით არ მოგცემთ.

ანუ ზამბარაზე არის 2 ძირითადი პოზიცია, ან 55 ბარი (იგივე ატმოსფერო), ან პირადპირ ბალონში რაც არის. azzy-ს შემთხვევაში ბალონში 300 ბარია, შედეგად კრანის გახსნა და თოფში ეგრევე 300 ატმოსფერო იჩითება smile.gif ნუ გასაგებია რომ 300 ბარი თოფში არ გვაწყობს ისევე როგორც არ გვაწყობს 55 ბარიც. ამიტომაც გინდა არ გინდა უნდა დაითრიოთ მხოლოდ დისკიანი ვერსია.

ნუ ჩემს ხელში უკვე სადღაც 5-მა ეგეთმა ბალონმა გაიარა და მინდა გითხრათ რომ ყველა ბალონს თავისი პირადი მიდგომა უნდა. უფროსწორედ ყოველი ფირმის და ყოველი მოდელის ბალონს. მაგალითად Guorila-ს სულ სხვა შიგნეულობა აქვს და სულ სხვა წყობა უნდა, Ninja-ს სულ სხვა, Pure energy-ს სულ სხვა და ასე შედმეგ, დაჟე მოდელებს შორის არის განსხვავებები.

ასევე გაითვალისწინეთ განსხვავებები არის, თვითონ დისკებშიც, ამიტომაც თუ შეძენაზე მივა საქმე აუცილებალდ ერთ ჯერზე უნდა იყიდოთ საჭირო რაოდენობა. მაგალიტად თუ იყიდით რეგულატორს დისკებით მინიმუმ კიდევ ერთი კომპლექტი დისკები დაგჭირდებათ, ხოლო თუ იყიდით რეგულატორს ზამბარით, მაშინ გარანტირებულად გჭირდებათ 2 კომპლექტი დისკები როგორც ზემოთ მოყვანილ მიმდევრობებში ხედავთ მინიმუმ 23 დისკი მაინც არის საჭირო, კომლპექტში კი მხოლოდ 12 ცალი დისკი იყიდება, ასე რომ გამოთვალეთ რამდენი გჭირდებათ

აუცილებელია ასევე შეიცვალოს დაბალი წნევის დამცელი დისკი ეგრეთწოდებული Burst disk-ი. ნუ ასეთი მცველი ბალონს აქვს 2 ცალი, ერთი მაღალი წნევის, მეორე დაბალი წნევის. მარტივად რომ აგიხსნათ ეს არის, შიდა ბალონის წნების მცველი, მაგალიტად თუ ბალონი გათვლილია 4500-PSI-ზე, მაღალი წნევის დამცველად აყენია 5K დისკი, ანუ 5000PSI-ს თუ გადასცდება ბალონში წნევა (ნუ იქ ზედმეტი ჩატენეთ მზეზე გათბა და ასე შედმეგ), იმის მაგივრად რომ ბალონი გაიხეს და ვიღაც შეიჭიროს, გაიხევა მსველი და წვრილი ნაკადით ნელნელა დაცლის ბალონს, ისე რომ არავინ დაშავდეს, მაქსიმუმ ვიღაცას შეეშეინდება უცებ გამოსული ჰაერის მიერ გამოწვეული ხმაურით და ჰა-ჰა ჰაერს გააფუჭწებს smile.gif

ჩვენ მაღალი წნევის დისკი შესაცვლელი არ გვერქნება უნდა შეიცვალოს დაბალი წნევის დისკი, რომელიც აყენია ყველა ბალონზე და არის 1.8K ანუ 1800 PSI. თუ ამ ნიშნულს მიაღწევს გამომავალი წნევა რომ დაიცვას თოფი და ისევ დაცალოს ბალონი. იმის გამო რომ ჩვენ პეინტბოლს არ ვიყენებთ იასნია ასეთი დაბალი წნევა არ გვაწყობს, ამიტოამც ეს დისკიც შესაცვლელია და უნდა დაყენდეს 3K ან 5 K მცველები (ვინც ტანკში ზისკ და ვერ მიხვდა K სიმბოლო რას ნინშავს, ამ სიმბოლოთი აღინიშნება Kilo ანუ ათასი, შესაბამისად 3K ნიშნავს 3000-ს ხოლო 5K... ნუ იმედია მიხვდით smile.gif )

და ბოლოს რჩევა... როგორც azzy-მ თავის თავზე გამოსცადა, ამ ტიპის ბალონის შეძენით ან ძალიან პატარა ფინანსურ სარგებელს იღებს ან საერთოდ ვერ იღებს კაცი სარგებელს. მაგალიტად ზედა პოსტში ნახსენები ბალონი რომელიც 150 ფუნტი ღირს, რეალში ჯდება 150-16.67% ანუ იქაური დ.ღ.გ აკლდება და გამოდის 125 ფუნტი. დღეისათვის კურსი გაზრდილია (ამწუტას ეროვნული კურსი არის 2.78) და გამოდის 347 ლარი, ანუ განბაჟება უწევს, მარა როდესაც კურსი ნორმალურია ხოლმე და იმედია ეს მთავრობა მთლად არ დააქცევს ქართულ ეკონომიკას, შედეგად იმედი ვიქონიოთ რომ კურსი 2.40-ზე დაბრუნდება, მაშინ უკვე გამოდის ბალონის ღირებულება 300 ლარი. შედეგად განბაჟება არუწევს smile.gif ემატება მხოლოდ ჩამოტანის ფასი მგონი 50 ევრო, შედეგად 300 ლარს პლიუს უხეშად 120 ლარი გამოდის 420 ლარი.

ამ დროს ვირებდ 2-ჯერ მეტ მოცულობას, არ არის არანაირი რეგულატორი საჩალიჩო და დამატებითი რაიმე დისკები თუ მცველები საყიდელი, არ არის საყიდელი ონკანი შლანგი და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი ბრიტანულ ბალონს მოყვება, გარდა ამისა მოყვება პლასტმასის ხომჩა რომელიც საშუალებას გაძლევთ ბალონი ნორმალურად ფეხზე დააყენოთ. ხოლო ონკანი რომელიც მოყვება გაძლევთ საშუალებას უცებ შეუშვათ ჰაერი, ან ნელნელა შეუშვათ ჰაერი რეზერვუარში. და ასევე გექნებათ რეალურად ნორმალური მანომეტრი, რომელიც რეალურ მონაცემებს გიჩვენებთ და არა პაწუწკუნტელა პეინტბოლის გაუგებარი შტუკა smile.gif

მგონი სულ ესაა რა smile.gif დანარჩენი რა კითხვებიც იქნება აწი, პასუხებს ან მე, ან თემის ავტორი თავისი გამოცდილებიდან გაგცემთ smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

პოსტი ამ თემაში
- azzy   Ninja Paintball HPA   Dec 8 2013, 05:14 PM
- - gregory   azzy პირველ რიგში გილ...   Dec 8 2013, 05:42 PM
- - azzy   gregory მადლობა სურათ...   Dec 8 2013, 05:49 PM
- - ja_ja   azzy მშვენიერი რეპორ...   Dec 8 2013, 06:06 PM
- - gregory   მანდვილად კარგია ე...   Dec 8 2013, 06:35 PM
- - DaV1nCh   http://www.ebay.com/itm/Tank-Cover-Medium-...=item...   Jan 3 2014, 06:25 PM
- - geojorjika   ეგ ჩიხოლია ბალონია...   Jan 3 2014, 06:26 PM
- - DaV1nCh   არადა როგორ გამიხა...   Jan 3 2014, 06:28 PM
- - ja_ja   ჩიტატ ნადო უმეტ Tank Cov...   Jan 3 2014, 06:55 PM
- - DaV1nCh   ქოვერ აგარ წამიკით...   Jan 3 2014, 07:07 PM
- - DaV1nCh   http://www.amazon.com/Ninja-4500psi-Carbon...+pain...   Feb 5 2014, 09:43 PM
- - DaV1nCh   და 45 ინ 3, 50 ინ 3, რას ნი...   Feb 6 2014, 02:04 PM
- - ja_ja   DaV1nCh ციტატა(DaV1nCh @ 6th Feb...   Feb 6 2014, 02:59 PM
- - DaV1nCh   ჯაჯა ჩემთვის მნიშვ...   Feb 6 2014, 03:06 PM
- - DaV1nCh   და ჯაჯა ეგ 3 ლიტრიან...   Feb 7 2014, 05:56 PM
- - ja_ja   დაივინგისთვსი 3 ლი...   Feb 7 2014, 07:23 PM
- - maqsimusa   ეს ყველაფერი გასაგ...   Apr 9 2014, 12:05 AM
- - nihontoman   maqsimusa აქ ეგ კითხვა რო...   Apr 9 2014, 02:46 AM
- - ja_ja   maqsimusa შენ ბალონი გაჩ...   Apr 9 2014, 07:01 AM
- - ja_ja   maqsimusa შენ ბალონი გაჩ...   Apr 9 2014, 07:01 AM
- - maqsimusa   ja_ja გასაგებია, http://www.ai...   Apr 9 2014, 03:38 PM
- - ja_ja   maqsimusa ციტატა(maqsimusa2 @ 9t...   Apr 9 2014, 09:45 PM
- - maqsimusa   ციტატა(ja_ja @ 9th April 2014 ...   Apr 9 2014, 10:00 PM


მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 9th June 2025 - 07:01 AM
Hosted by Pro-Service