დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: Ninja Paintball HPA
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღი > PCP - Pre Charged Pneumatics
azzy
იდეა იყო ზოგადად Hand Pump იდან ბალონზე გადასვლის. არის რამოდენიმე ვარიანტი მაგრამ მე პეინთბოლის ბალონზე გავჩერდი (რაც დღევანდელი გადასახედიდან შეცდომად მიმაჩნია) ესეთი ტიპის HPA ბალონები გამოიყენება პეინთბოლისთვის და შესაბამისად იმისდამიუხედავად რომ შეიძლება მუშაობდეს 4500 PSI ზე გამომავალი წნევაა დარეგულირებული 500 - 800 PSI ზე იასნა ამის აწევა არის საჭირო.

აუცილებელია აღინიშნოს რომ შესაძლებელია ესეთი ტიპის PCP კომპკექტის შეძენა პირდაპირ რომელიც დარეგულირებული იქნება საჭირო წნევაზე წნევაზე

მინუსია ამის რომ უწევს განბაჟება.გადავწყვიტე ნაწილ ნაწილ ავაწყო იგივე (ბალონი თავის რეგულატორით და FAH002)

ამ ეტაპზე უკვე დავუშვი შეცდომა რადგანაც FAH002 ის გამოწერას ბევრად ჯობს ადგილზე ბატონ ja_ja ს გაკეთებული გადამყვანი მეორე მომენტია ის რომ არ ვიყავი გარკვეული რეგულატორებში არსებოს 2 ძირითადი ტიპის რეგულატორი




გამომავალი წნევა დამოკიდებულია ზამბარაზე რასაკვირვველია ზამბარას ჯობს რეგულატორში იყოს შაიბები რადგანაც შაიბების დამატება წყობის შეცვლა etc არის ის მექანიზმი რითაც ხდება რეგულირება. პირველი რეგულატორია PRO სერიიდან ბალონის ყიდვისას ყურადღება უნდა მიექცეს რომ მოყვებოდეს ეს რეგულატორი.ჩემს შეძენილ ბალონში რეგულატორი იყო



შემდეგი ეტაპია Burst Diskდა 2 კომპლექტი შეიბების დათრევა აი მერე იწყება ყველაზე საინტერესო ემპირიული მეთოდით უნდა იპოვო სწორი წყობა შეიძლება დაიწყო ესეთით ((()))((()))((()))((())) და მიიღო დაახლოებით 2k PSI... მოქმედების სქემაა ააწყე დატენე მიიღე წნევა არ გაწყობს დაცალე და ასე შემდეგ სანამ სასურველ რეზულტატს მიიღებ.ჩემ რეგულატორში მაგალითად 3k PSI არის ესეთი წყობით (((())))(((())))(((())).

ჩემი გადამყვენი FAH002


და ბალონი



შედეგები 90 CU იანი ბალონი 2k PSI ზე დარეგულირებული + რეგულირების შესაძლებლოდა საჭიროების შემთხვევაში 3k ზე
პლიუსები
1.ვიზუალურად სიმპატიურია
2.იწონის სულ რაღაც 1.3კგ
3.ის მომენტი რომ განბაჟება არ უწევს
მინუსები
1.კრანი არაა PCP ზე გათვლილი აგრესიულად უშვებს რეზიკში ჰაერს
2.მოცულობა თუ დისკოსთვის კაია (დაახლოებით 20 დატევა) მარაუდერისთვის საკითხავია რამდენჯერ დატენის
3.ჩამიჩი უნდა წნევის დარეგულირებას რაც კომპრესორი გარეშე ფიზიკურად არარეალურია

ეხლა ბიუჯეტი
ბალონი 155 $
FEH002 გადამყვანი 70$
ნაწილები 15$
ჩამოტანა ალბათ სულ 30 -35 ლარი
ანუ ფასი ამ ყოველივეს გამოდის around 450 Gel

ანუ ერთის მხრივ განბაჟების გარეშე თრეულობ ბალონს რაღაც მანიპულაციების შედეგად ხდება გამოყენებადი ჩვენს საქმეში მეორეს მხრივ ამის კონკურენტია ესეთი 3 ლიტრიანი ბალონი

პლიუსები
1.out of box იძლევა საჭირო პარამეტრებს არაფრის გადაკეთება არ უნდა
2.მოცულობა არის 3 ლიტრიანი ჩემი გამოდის დაახლოებით 1.5 ლიტრიანი
3.კრანი სპეციალურად PCP სთვის გათვლილი

ამის ბიუჯეტი გრუბად რომ დაითვალო არის დაახლოებით 600 GEL ან ნაკლები შედეგად ჩემი ბალონი კონკურენციას ვერ უძლებს smile.gif
საბოლოოდ ერთადერთი ცალსახა პლიუსია წონა და სავარაუდოდ ოდნავ ნაკლები ფასი... ესეც ჩემი გამოცდილება ბალონებთან მიმართებაში


PS. დიდი მადლობა ja_ja ს ეს ყოველივე შენ დახმარების გარეშე არ გამოვიდოდა!!!
gregory
azzy
პირველ რიგში გილოცავ პროექტის დასრულებას smile.gif

რატომღაც სურათებს ვერ ვხედავ sad.gif

ციტატა(azzy @ 8th December 2013 - 06:14 PM) *
საბოლოოდ ერთადერთი ცალსახა პლიუსია წონა და სავარაუდოდ ოდნავ ნაკლები ფასი.

ნუ კომპოზიტური და რკონის ბალონის ფასები რომ საოცრად განსხვავდება მაგას რდ უნდა საუბარი wink.gif

ციტატა(azzy @ 8th December 2013 - 06:14 PM) *
2.მოცულობა თუ დისკოსთვის კაია (დაახლოებით 20 დატევა)

მეტჯერ არა? ჩემი ბევრდ პატარაა და 15 ჯერ უპრობლემოდ ტენის

azzy
gregory
მადლობა smile.gif

სურათები წესით უნდა ჩანდეს pix.ge ზეა ატვირთული არ მგონია რამეს არასწორედ ვშვებოდე
რეალურად დისკოს რამდენჯერ დავტენი დავწერ... ჯერ არ ვიცი 20 არის უბრალოდ ჩემი ვარაუდი მეტი არაფერი smile.gif
ja_ja
azzy
მშვენიერი რეპორტის, უბრალოდ ჩაგისწორე 3K რეგულატორის დისკების პარამეტრები, თორემ ერთი ზედმეტი კომპლექტი გქონდა მიწერილი smile.gif

ასევე აქვე დავწერ შემდეგს (მომავალი ბალონ მაძიებლებისთვის), მოყვანილ სურათებზე თუ რეგულატორების განსხვავებას ვერ ნახულობთ, გეტყვით რომ ერთში გამოიყენება დისკები, მეორეში კი სტანდარტული ჩვეილი ზამბარა (ვინც ტანკში ზის და ვერ მიხვდა საუბარია "პრუჟუნაზე").



მარცხენა სურათზე არის დისკებიანი ვერსია, მარჯვენაზე კი ზამბარიანი. მოკლედ დააკვირდით რომ შეძიენისას (თუ შეიძენთ ეგეთ რამეს რა თქმა უნდა) რეგულატორი იყოს აწყობილი დისკებით. მხოლოდ დისკებიც გადაწყობა გადმოწყობა იძლევა საშუალებას რომ მიიღო გამომავალი სხვადასხვა წნევა, თორემ ზამბარა ნუ სუსტი რამეა და ქარხნულად გათვლილ 800PSi-ზე მეტს, ანუ 55 ბარზე მეტს ცოცხალი თავით არ მოგცემთ.

ანუ ზამბარაზე არის 2 ძირითადი პოზიცია, ან 55 ბარი (იგივე ატმოსფერო), ან პირადპირ ბალონში რაც არის. azzy-ს შემთხვევაში ბალონში 300 ბარია, შედეგად კრანის გახსნა და თოფში ეგრევე 300 ატმოსფერო იჩითება smile.gif ნუ გასაგებია რომ 300 ბარი თოფში არ გვაწყობს ისევე როგორც არ გვაწყობს 55 ბარიც. ამიტომაც გინდა არ გინდა უნდა დაითრიოთ მხოლოდ დისკიანი ვერსია.

ნუ ჩემს ხელში უკვე სადღაც 5-მა ეგეთმა ბალონმა გაიარა და მინდა გითხრათ რომ ყველა ბალონს თავისი პირადი მიდგომა უნდა. უფროსწორედ ყოველი ფირმის და ყოველი მოდელის ბალონს. მაგალითად Guorila-ს სულ სხვა შიგნეულობა აქვს და სულ სხვა წყობა უნდა, Ninja-ს სულ სხვა, Pure energy-ს სულ სხვა და ასე შედმეგ, დაჟე მოდელებს შორის არის განსხვავებები.

ასევე გაითვალისწინეთ განსხვავებები არის, თვითონ დისკებშიც, ამიტომაც თუ შეძენაზე მივა საქმე აუცილებალდ ერთ ჯერზე უნდა იყიდოთ საჭირო რაოდენობა. მაგალიტად თუ იყიდით რეგულატორს დისკებით მინიმუმ კიდევ ერთი კომპლექტი დისკები დაგჭირდებათ, ხოლო თუ იყიდით რეგულატორს ზამბარით, მაშინ გარანტირებულად გჭირდებათ 2 კომპლექტი დისკები როგორც ზემოთ მოყვანილ მიმდევრობებში ხედავთ მინიმუმ 23 დისკი მაინც არის საჭირო, კომლპექტში კი მხოლოდ 12 ცალი დისკი იყიდება, ასე რომ გამოთვალეთ რამდენი გჭირდებათ

აუცილებელია ასევე შეიცვალოს დაბალი წნევის დამცელი დისკი ეგრეთწოდებული Burst disk-ი. ნუ ასეთი მცველი ბალონს აქვს 2 ცალი, ერთი მაღალი წნევის, მეორე დაბალი წნევის. მარტივად რომ აგიხსნათ ეს არის, შიდა ბალონის წნების მცველი, მაგალიტად თუ ბალონი გათვლილია 4500-PSI-ზე, მაღალი წნევის დამცველად აყენია 5K დისკი, ანუ 5000PSI-ს თუ გადასცდება ბალონში წნევა (ნუ იქ ზედმეტი ჩატენეთ მზეზე გათბა და ასე შედმეგ), იმის მაგივრად რომ ბალონი გაიხეს და ვიღაც შეიჭიროს, გაიხევა მსველი და წვრილი ნაკადით ნელნელა დაცლის ბალონს, ისე რომ არავინ დაშავდეს, მაქსიმუმ ვიღაცას შეეშეინდება უცებ გამოსული ჰაერის მიერ გამოწვეული ხმაურით და ჰა-ჰა ჰაერს გააფუჭწებს smile.gif

ჩვენ მაღალი წნევის დისკი შესაცვლელი არ გვერქნება უნდა შეიცვალოს დაბალი წნევის დისკი, რომელიც აყენია ყველა ბალონზე და არის 1.8K ანუ 1800 PSI. თუ ამ ნიშნულს მიაღწევს გამომავალი წნევა რომ დაიცვას თოფი და ისევ დაცალოს ბალონი. იმის გამო რომ ჩვენ პეინტბოლს არ ვიყენებთ იასნია ასეთი დაბალი წნევა არ გვაწყობს, ამიტოამც ეს დისკიც შესაცვლელია და უნდა დაყენდეს 3K ან 5 K მცველები (ვინც ტანკში ზისკ და ვერ მიხვდა K სიმბოლო რას ნინშავს, ამ სიმბოლოთი აღინიშნება Kilo ანუ ათასი, შესაბამისად 3K ნიშნავს 3000-ს ხოლო 5K... ნუ იმედია მიხვდით smile.gif )

და ბოლოს რჩევა... როგორც azzy-მ თავის თავზე გამოსცადა, ამ ტიპის ბალონის შეძენით ან ძალიან პატარა ფინანსურ სარგებელს იღებს ან საერთოდ ვერ იღებს კაცი სარგებელს. მაგალიტად ზედა პოსტში ნახსენები ბალონი რომელიც 150 ფუნტი ღირს, რეალში ჯდება 150-16.67% ანუ იქაური დ.ღ.გ აკლდება და გამოდის 125 ფუნტი. დღეისათვის კურსი გაზრდილია (ამწუტას ეროვნული კურსი არის 2.78) და გამოდის 347 ლარი, ანუ განბაჟება უწევს, მარა როდესაც კურსი ნორმალურია ხოლმე და იმედია ეს მთავრობა მთლად არ დააქცევს ქართულ ეკონომიკას, შედეგად იმედი ვიქონიოთ რომ კურსი 2.40-ზე დაბრუნდება, მაშინ უკვე გამოდის ბალონის ღირებულება 300 ლარი. შედეგად განბაჟება არუწევს smile.gif ემატება მხოლოდ ჩამოტანის ფასი მგონი 50 ევრო, შედეგად 300 ლარს პლიუს უხეშად 120 ლარი გამოდის 420 ლარი.

ამ დროს ვირებდ 2-ჯერ მეტ მოცულობას, არ არის არანაირი რეგულატორი საჩალიჩო და დამატებითი რაიმე დისკები თუ მცველები საყიდელი, არ არის საყიდელი ონკანი შლანგი და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი ბრიტანულ ბალონს მოყვება, გარდა ამისა მოყვება პლასტმასის ხომჩა რომელიც საშუალებას გაძლევთ ბალონი ნორმალურად ფეხზე დააყენოთ. ხოლო ონკანი რომელიც მოყვება გაძლევთ საშუალებას უცებ შეუშვათ ჰაერი, ან ნელნელა შეუშვათ ჰაერი რეზერვუარში. და ასევე გექნებათ რეალურად ნორმალური მანომეტრი, რომელიც რეალურ მონაცემებს გიჩვენებთ და არა პაწუწკუნტელა პეინტბოლის გაუგებარი შტუკა smile.gif

მგონი სულ ესაა რა smile.gif დანარჩენი რა კითხვებიც იქნება აწი, პასუხებს ან მე, ან თემის ავტორი თავისი გამოცდილებიდან გაგცემთ smile.gif
gregory
მანდვილად კარგია ეგ ბრიტანული ბალონი, ფასიც მისაღებია, მაგრამ წონა sad.gif
TORA
http://www.ebay.com/itm/Tank-Cover-Medium-...=item3f27b8f784 აბა როგორი ბალონებია ნახეთ როგორ იაფია

მემგონი ნინჯა პაინთბოლის ნაირია
geojorjika
ეგ ჩიხოლია ბალონია არ არის
TORA
არადა როგორ გამიხარდა რა იაფია მეთქი ჩემი მომავალი პცცპსთვის გამომადგება მეთქი
ja_ja
ჩიტატ ნადო უმეტ Tank Cover !!!
TORA
ქოვერ აგარ წამიკითხია და
TORA
http://www.amazon.com/Ninja-4500psi-Carbon...+paintball+tank
ამის გამოწერა მინდა ჯაჯა, და მარადაზე ხომ წავა? ზემოთ წავიკითხე რომ რაღაც რეგულირებები უნდაო, ისე როგორი ბალონია? რამდენჯერ დატენის მარადას?
TORA
და 45 ინ 3, 50 ინ 3, რას ნიშნავს ? ზომებია ? მე რომელი მჭირდება ? smile.gif)
ja_ja
DaV1nCh
ციტატა(DaV1nCh @ 6th February 2014 - 03:04 PM) *
და 45 ინ 3, 50 ინ 3, რას ნიშნავს ?

მოცულობა კუბური ინჩი. ინტერში არის ბევრი კონვერტორი და შეგიძლია გადააკონვერტორო რა გამოვა.

90 Cu IN- არის მიახლოებით 1.5 ლიტრი (უფრო ზუსტად 1.47483576 ლიტრი) ნუ ახლა 45 იქნება 0.73741788 ლიტრი დანარჩენი კი მაგათ შუაშია.

რაც შეეხება რამდენჯერ დატენის მარადიორს და ასე შემდეგ მაგაზე უკვე პოსტის ავტორს უნდა მიმართო. მაგას აქვს დისკოც და მარადიორიც.

მარა ჩემის აზრით 1.5 ლიტრზე ნაკლებიანი არ უნდა იყიდო ეგ უკვე 165$ პლიუს ჩამოტანა პლიუს კრანი პლიუს შლანგი პლიუს ქვიქ დისკონექტი, პლიუს რედუქტორის დისკები, პლიუს ჩალიჩი.... მგონი რეალურად ჯობია გაიხედო ჩვეულებრივი ბალონისკენ , გამოაგზავნინ საქართველოშI და გამოაკლდება მაგას კიდევ იქაური დღგ, მორჩა იქნება 2-ჯერ მეტი მოცულობის, კრანით, შლანგით (ნუ ქვიქ დისკონექტი კი გექნება დასათრევი, მარა მხოლდო ეგ), პლიუს ნორმალური ონკანი ყველანაირი უცბად ჰაერის შეშვების გარეშე და ნუ რავი მოკლედ მხოლოდ პლიუსებია.

პეინტბოლის ბალონის შემთხვევაში ჩემი უხეში ანგარიშით ახვალ სადღაც 230-250$-ზე და პლიუს ჩალიჩი გრჩება, ანუ უხესად 445 ლარი და ჩალიჩი (თუმცა შეიძLება ჩამოტანის ფასიც დაემატოს ეგ არარ ამხსოვს ვიანგარიშე თუ არა), ბრიტანული ბალონის შემთხვევაში კი გამოგდის იგივე 430-440 ლარი (მაქსიმუმ თუ არ გაგიმართლებს განბაჟება გექნება გადასახდელი (მგონი დღგ-ს გარეშე სადღაც 350 ლარი გამოდის, შეიძლება გამოატაროს საბაჟომ უპრობლემოდ და გექნება მხოლოდ ტრანსპორტირება დამატებული რის გამოც საბოლოო ფასზე ახვალ), მაგრამ 2-ჯერ მეტი მოცულობა, და ყველაფერი ქარხნული გამზადებული
TORA
ჯაჯა ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს რა ბალონი იქნება, მთავარია იმუშაოს და თავისი საქმე შეასრულოს smile.gif) რაც შეეხება გადამყვანს მე მეგონა ნასოსს რაც უყენდება წინ, მაგასაც ეგ უნდოდა, ეგ ცუდია თუ ეგეც საყიდელია sad.gif

მირჩევნია ეგ 3 ლიტრიანი ბალონები, მაგრამ ამაზონზე არი? შევაგროვებ ფულს და მაგას გამოვიწერ smile.gif)
TORA
და ჯაჯა ეგ 3 ლიტრიანი ბალონები დაივინგისთვისაც ხო გამოდგება?
ja_ja
დაივინგისთვსი 3 ლიტრი ძალიან ცოტაა სასუნთქი ჰაერის შესანახად (გეყოფა ალბათ 15-20 წუთი). და ძალიან მსუბუქია. მარილიან წყალს დიდი ამოგდების კოეფიციენტი აქვს ამიტომაც დაივერები ძირიტადად იყენებენ ან დიდ 8-9 ლიტრიან რკინის ბალონებს, ან ალუმინის ბალონებს და დამატებით წელზე სიმძიმეებს იმაგრებენ თორემ ტივტივასავით ზემოთ ამოვარდებიან
maqsimusa
ეს ყველაფერი გასაგებია, ბალონი გვჭირდება იმისთვის, რომ დავტენოთ ჩვენი PCP იარაღების რეზერვუარები, smile.gif
მაგრამ (მე მომიტევეთ თუ ჩაინიკურ კითხვას ვსვავ, ახლა ვეცნობი ყველაფერს) ეს დიდი ბალონი რით, როგორ, სად და რა ფასად იტენება? smile.gif
nihontoman
maqsimusa
აქ ეგ კითხვა რომ გაჩნდა პცპშნიკმა სასტავმა საკმაოდ დიდი თანხა ააგროვა და შეიძინა დიიიდი კომპრესორი biggrin.gif
ja_ja
maqsimusa
შენ ბალონი გაჩითე და მერე მე დამიკავშირდი, დატენვის პრობლემა მომენტალურად მოგვარდება, მაგრამ იმის გამო რომ კომპრესორი საერთო ფულითაა შეგროვებული, ამიტომაც მხოლოდ თანხის დამდებებს ეკუთვნით უფასოთ ბალონის დატენვა, სხვა დანარჩენს კი უწევს თანხის გადახდა დატენვაში. ნუ ეგ თანხა ხმარდება დენის, ზეთის და სხვა მელკი ხარჯებს.

მოკლედ შენ ბალონი დაიადე და მოცულობის მიხედვით დაგიჯდება დატენვა 5 ლარიდან 20 ლარამდე (20 ლარი 9 ლიტრიანი, 5 ლარია 1ლიტრიანი, შუალედურებისთვის შუალედური თანხები)

ja_ja
maqsimusa
შენ ბალონი გაჩითე და მერე მე დამიკავშირდი, დატენვის პრობლემა მომენტალურად მოგვარდება, მაგრამ იმის გამო რომ კომპრესორი საერთო ფულითაა შეგროვებული, ამიტომაც მხოლოდ თანხის დამდებებს ეკუთვნით უფასოთ ბალონის დატენვა, სხვა დანარჩენს კი უწევს თანხის გადახდა დატენვაში. ნუ ეგ თანხა ხმარდება დენის, ზეთის და სხვა მელკი ხარჯებს.

მოკლედ შენ ბალონი დაიადე და მოცულობის მიხედვით დაგიჯდება დატენვა 5 ლარიდან 20 ლარამდე (20 ლარი 9 ლიტრიანი, 5 ლარია 1ლიტრიანი, შუალედურებისთვის შუალედური თანხები)

maqsimusa
ja_ja
გასაგებია, http://www.airgun.ge/forums/index.php?showtopic=2717 ამაზეა ალბათ საუბარი!

ეგ ცხრა ლიტრიანი ბალონი რამდენჯერ დამიტენის მარადას რეზერვუარს დაახლოებით?
ja_ja
maqsimusa
ციტატა(maqsimusa2 @ 9th April 2014 - 04:38 PM) *
ეგ ცხრა ლიტრიანი ბალონი რამდენჯერ დამიტენის მარადას რეზერვუარს დაახლოებით?

სადღაც 60-65-ჯერ
maqsimusa
ციტატა(ja_ja @ 9th April 2014 - 10:45 PM) *
სადღაც 60-65-ჯერ

მადლობ
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.