![]() |
![]() |
![]() |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
![]() |
![]() |
![]()
პოსტი
#1
|
||
![]() ცნობის მოყვარე ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 22 რეგისტრ.: 20-September 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: რუსთავი წევრი №: 1,803 ქალაქი:რუსთავი ![]() |
გამარჯობათ, პირველ რიგში მინდა ავღნიშნო, რომ მართლა საინტერესო და საჭირო ფორუმია. გადავწყვიტე და უკვე გამოვიწერე კიდევაც ზემოთ აღნიშნული პისტოლეტი umarex walther cp99 compact, რომელიც იმედია ჩამომივა და სადმე არ გაიჭედება. სამწუხაროდ ბოლომდე კარგად ვერ გავერკვიე ამ ყველაფერში და რამოდენიმე საკითხის დაზუსტება მინდა, თუ რათქმა უნდა შეგიძლიათ რომ დამეხმაროთ. სხვა თემებს როცა ვკითხულობდი ასეთი კითხვების შემდეგ ყოველთვის იყო კითხვა თუ რისთვის ჭირდებოდა პატრონს ესა თუ ის იარაღი. ამიტომ მეც დავწერ წინასწარ. 1. ზოგადად სურვილი გამიჩნდა პნევმატურის შეძენის და იქიდან გამომდინარე, რომ უკვე შეძენილი აქვს ჩემს ძმას air arms s510, გადავწყვიტე მე პისტოლეტი შემეძინა. 2. გასართობად ანუ როგორც იტყვიან საპლინკაოდ. 3. იმედი მაქვს რომ რაღაც დოზით დამეხმარება უკეთ სროლის სასწავლად. 4. რაღაც დოზით იმის იმედიც მაქვს, რომ სათევზაოთ წასულს მაინც გამომადგება პაპლაოკზე შემხტარი ბაყაყის მოსაგერიებლად. 5. და კონკრეტულად ეს მოდელი იმიტომ, რომ მგონია უფრო რეალისტურია ცეცხლსასროლი იარაღის მიმართებაში. რაც შეეხება საკითხებს, რომელიც მაინტერესებს ესენია: 1. რამდენად გამძლეა ზოგადად პნევმატური პისტოლეტები და ზოგადად რა რესურსი აქვს ამ მხრივ (რამდენ გასროლას შეძლებს სანამ მოირყევა და გაჩაჩანაკდება? 2. რამდენად შეუძლია ამ ტიპის პნევმატიკებს ერთმანეთთან დაახლოებული სიჩქარით ისროლოს ტყვიები. კარგ გასროლებს ვკითხულობ? 3. მოქმედებს თუ არა სროლის სიჩქარე ტყვიის სიჩქარეზე, ანუ თუ სწრაფსწრაფად ვისვრით ხომ არ მოხდება ისე, რომ საჭირო რაოდენობის აირით შეივსება ვერ მოხდება და სუსტი გამოვა მომდევნო გასროლა? 4. ამ კითხვაზე იმედია არ დამცინებთ და თუ არის შესაძლებელი რომ ეს BB ბურთულები ჩამოვასხათ ისევე როგორც საფანტი. ანუ ტყვიისგან დამზადებული ივარგებს? 5, თუ ვინმეს ქონია შეხება კონკრეტულად ამ მოდელთან თუ შეგიძლიათ, რომ პლიუს მინუსები და რჩევები მომცეთ რაც შეიძლება გამომადგეს ![]() P.S. თუ რამე ისე ვერ დავწერე როგორც საჭიროა ბოდიშს ვიხდი, იმედია მაპატიებთ ![]()
| |
> |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,351 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი ![]() |
system 32 akgag პნევმატურის ტარება არ შეიძლება? რამდენიმე დღის წინ ვკითხე უბნის ინსპექტორს და არანაირი შეზღუდვა არააო თუ კალიბრი 4.5მმ-ზე მეტი არ არისო, გახსოვთ წინა გვერდზე მთელი ტრაქტატი რომ დავდე და არ შეიძლება ტარება მეთქი და შემთხვევით ვინმემ არა ადეკვატური დასკვნა არ გააკეთოს მეთქი... დარწმუნებული ვარ ზერელედ იყო ნებისმიერის მიერ მიღებული, ნუ ტიპა ეგ მხოლოდ თეორიებშია სად ხდება ეგრე რომ პოლიციელს შეეშალოს..... ნეტა ეგრე აგიხდეთ ხოლმე ყველას ნალაპარაკები რა, ოღონდ კაი გაგებით ![]() ქართული ნიუსის წყარო ინგლისურ ენოვანი წყაროები პირველი მეორე მესამე ამის მერე თამამად შემიძლაი გითხრათ - ვისაც კატასავით 7 სიცოცხლე გაქვთ ატარეთ ეს პნევმატიკა, მაგრამ ნორმალური 1 სიცოცხლის მქონე ხალხმა მილიონჯერ აწონ დაწონეთ სანამ რაიმეს გააკეთებთ, რაც საერთო საზოგადოების სტერეოტიპულ მოქმედებებს სცდება.
| |
> |
|
|
![]() ![]() |
![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th June 2025 - 09:41 PM |
Hosted by Pro-Service |