system 32 კაცოუ

კაცოუ

ფადამრევთ გეფიცები გადამრევთ,
1) ჯერ ეს ერთი 10 ინსპექტორი რომ დაიჭირო ყველა თავისას გეტყვის, საბაჟოზე გაჭედილი რომ იყო იარაღები, მაშინაც პოლიცია ამბობდა კი, სანებართვო ამბობდა არაფერი საჭირო არაა, საბაჟო ამბობდა სანებართვოდან მოიტანე ლიცენზია, ისინი შსს-ში გიშვებდნენ და ავოე

2) იგივე პოლიციელს ჰკითხე აბა რომ დამინახოს შენთან უბანში ქამარში გარჭობილი პისტოლეტით რას იფიქრებს რომ co2 პისტოლეტი მაქვს, თუ მომადგება და მომთხოვს საიდან და რა მაქვს??? ნი დაი ბოგ მე და შენ უბანში რომ ვხუმრობდეთ და სულელი რომ ვიყო და ღმერთმა დაგვიფაროს და რომ დაგიმიზნო ვითომ და მუქარის პონტში, რა რეაქცია ექნება? იფიქრებს რომ ჩვენ ისევ ვხუმრობთ, თუ გაყაჩაღებ???
ეს ყველაფერი შენ ეხლა წარმოუდგენლად და სასაცილოდ გეჩვენება, არადა მე და ჩემი კიდევ 2 მეგობარი 3 წლის წინ აფსოლუტურად კანონიერ პონტში გაგვქაჩეს, პოლიცია თავს იმენნა სირბილით დაგვეცა, გადატენილი პისტალეტებით და მთელი ამბით, რაღაც ზედმეტად რომ გავნძრეულიყავით ალბათ არც დაუფიქრდებოდა არაფერს ისე დაიწყებდა სროლას...
საქმე კი ერთი შეხედვით და უწყინარი პონტი იყო, ლისზე ვინ არ დადის, ვის არ გაუსვრია პნევმო, ბოლო-ბოლო ვინ დაეძებს პნევმოს, გლუვლულიანებს უბათქუნებს ხალხი და მაგის ნათელი მაგალითია ოხრად მიმოფანტული გილზებია, დამშრალ ტბასთან კი სასტავი ადის და საერთოდ კარაბინებით აქვს ბახა-ბუხი აწეული. მილიონჯერ ჩვენც ავსულვათ და იმ დღესაც ავედით, ერთ-ერთი დეჟურნი დღე იყო, მარა აღმოჩნდა რომ ამერიკის დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავდა იქვე სანაპიროზე ამერიკის საკონსულო. ჩვენ გადაღმა ნაპირზე კი ვიყავით, მარა ამერიკელები რა ჩაკუკუებულები არიან ქე იცი, ბუჩქში რომ თხუნელამ გაიფაჩუროს ეგრევე ტერორისტი და ბენლადენი ელანდებათ, ხოდა იასნია ღრიანცელს აქაც მთელი რაზვედკით, სპუტნიკებით და სნაიპერების გარემოცვაში ატარებდნენ.
რა იცის მეორე ნაპირზე მყოფმა სნაიპერმა რა გიჭირავს ხელში? ხედავ 3 კაცი თიოფით დატასაობს და ვეებერთელა ოპტიკები უყენიათ, ადგნენ და გადასცეს, სანამ ჩვენ გავუხსენით ცეცხლი სასწრაფოდ ჩადით გააიასნეთ რა ხდებაო, ჩვენი დურაკი პატრულიც ხომ ოდნავ არ აზროვნებს (თბილისელების სასეირნო ადგილია, ზოგი ძაღლს ასეირნებს, ზოგი იარაღს, ზოგი ქალს) ჩამოვარდნენ და.... ---- ამასობაში ჩვენ უკვე საჭმელად ვზივართ და ვხედავთ სადღაც 50 მეტრში 2 მოსიყვარული წყვილია მანქანაში, უკამ მთელი სისწრაფიდ მივარდა და ტორმუზების წივილ კივილით პატრულის მანქანა უჩერდებათ, გადმოდიან იარაღს ტენიან და მანქანაში უვარდებიან.... ის ტიპი ალბათ ცხოვრების ბოლომდე იმპოტენტი დატოვეს... რომ მოტვინეს იქ არაფერი იყოს აქეთ გამოიხედეს, მორბის 2 დეგენერატი გრუნტიან გზაზე გადატენილი პისტალეტით და თან გვიშვერს.. ნუ რა უნდა ელაპარაკო?
ლამის მიწაზე დაგვაწვინეს, ერთს მუშკაზე 2 მეგობარი ყავს ერთი დეგენერატი მე მშმონავს, მერე მეორეზე გადავიდნენ, რომ ნახეს არაფერი გვაქვს იარაღი სადააო, ვაჩვენე იქვე ბუჩქებში კისტის თოფები ყრია და თუ მაგას ეძებთ არ ვიცი მეთქი...
არ დაიჯერა, წამოდიო, მეგობრები მომყვებიან, მეორე აჩერებს იარაღით არ გაყვეთო, ეს დეგენერატი მოდის, უყურებს მარადიორს - ვერ იგებს რა არის, მერე დაასკვნა სტრაიკბოლისააო, გადატენა გაისროლა, მივდა რაცხა ნიტოა, დაწყნარდა და იარაღი მცველზე დაააყენა, მერე რაციას აძრობს და ვიღაცას ეუბნება არაფერია, აი ტყეში რომ დარბიან და ერთმანეთს რომ ესვრიან ის იარაღიაო....
რაც მე იმ დღეს ამომასხა იმ ამერიკელებზე, ამ ჩვენს დუკარ პოლიციაზე, იმ ვიღაც სნაიპერზე.... არა და ცოტა ქართული მიწოლა რომ გამეჩალიჩებინა (ნუ ტიპა - რა იყო ბრატ და რატომ უნდა ავწიო ხელები და შენ ვინ ხარ და ასე შედმეგ...) შეიძლება წინააღმდეგობის გაწევისთვის ცეცხლი გაეხსნათ....
დაუკვირდით ხალხნო, იარაღია ეს შობელძაღლი, მერე რა რომ შენ იცი პნევმოა, ირგვლივ მყოფებიც ეგეთივე გათვითცნობიერებულები არიან????
akgag ნუ ვნებათაღელვა ნაკლებად, უფრო რეალურად ვერ გამიგია რატომ უნდა გინდოდეს ტარება?
შენს მიერ დადებულ მე-8 პუნქტშიც კი არსადაა ტარებაზე საუბარი... დამიჯერე იურიდიულ საკითხებში ტარება და გადაადგილება აფსოლუტურად სხვადასხვა რამეა.
მართვის მოწმობა გააქვს? იცი რა განსხვავებაა გაჩერებასა და შეჩერებას შორის? მარტო პირველი 2 სიმბოლო არ განსხვავდება, ერთი გულისხმობს იმას რომ მანქანა გააჩერე იქ სადაც არ შეიძლება გაჩერება და მაგისთვის ჯარიმა გეკუთვნის, მეორე კი გულისხმობს რომ ისევ იმ ადგილზე გააჩერე მანქანა სადაც გაჩერება არ შეიძლება, მაგრამ 5 წუთიანი დრო გაქვს რომ ჩამოსვა მგზავრი, ჩამოცალო ტვირთი, ან პირიქით მგზავრი აიყვანო და ტვირთი ჩადო მანქანაში.
არაა ეგრე კანონი რომ კითხულობ და შენ რაც გსურს იმას რომ ხედავ.... ვეებერთელა თხოვნაა კიდევ ერთხელ გადახედო შენს მიერ დადებულ ციტატას სად წერია სიტყვა
ტარება????
საქართველოს კანონმდებლობით ცეცხლსასროლი პისტალეტის შეძენა, გადაადგილება, შენახვა დასაშვებია შესაბამისი ლიცენზიის შემთხვევაში, მაგრამ აი ნიდაიბოგ ტარება დაიწყო, მინიმუმ 3 წელი ციხეა ან სასამართლო მოლაპარაკების შედეგად შეიძლება 30 000 ლარად გამოძვრე.
ნუ პნევმოზე არაა ეგეთი სიმკაცრე, მაგრამ სანამ გაირკვევა რომ პნევმოა რა შარში იხვევ თავს? დავწერე აგერ ზემოთ აფსოლუტურად ნიპრიჩომ სიტუაციაში ლამის 3 კაცი გაგვისტუმრეს იმქვეყნად...
ჩემი გაუგებრობა და რავი თუ გინდა ვნებათა ღელვა დავარქვათ გამომდინარეობს იქედან რომ სულ რაღაც 3-4 წლის წინ ეგეთმა ერთი შეხედვით და უაზრო ტარებამ კოშმარული შედეგი გამოიწვია მთელი საქართველოსთვის. კერძოდ, ერთ-ერთი მამიკოს შვილი რომელიც ამასობაში იყო ერთ-ერთი სკოლის დირექტორის შვილი, ბლატნოი პონტში სკოლაში პნევმო პისტოლეტით იყო წასული. მოხდა შემთხვევა როგორც ახალგაზრდებში ხდება ხოლმე და რაღაც პატარა შუხური აიწია.... იცი რა ქნა ამ უჭკუომ? ამოიღო თავისი პისტალეტი და ტიპს თავში დაუშინა....
ერთი შეხედვით და მერე რა, ხომ ვერ მოკლავდაო, მისი წინდაუხედავი რეალურად იმბეცილის საქციელის გამო მოხდა შემდეგი არაერთი რამ:
1) ეგ დურაკი აღრიცხვაზე აიყვანეს (ოდესმე სახელმწიფო სამსახურში რომ მოისურვოს მუშაობა კაციშვილი აღარ მიიღებს)
2) მამიკო სკოლიდან მოაძრეს, შვილის დეგენერატული საქციელის გამო
3) ვინც გაყიდა იარაღი ის ცალკე დაკითხვებზე იყო - მამიკოს მიყიდა იარაღი თუ ამ არასრულწლოვან ღლაპს
4) ვისაც ესროლა ის ტიპი დასახიჩრდა, იმიტომ რომ მოკვლით ვერ მოკლავს co2-ი მაგრამ სახეში ფოლადის ბურთულის სროლა კანს ხევს და ფლითავს, ხანდახან კანქვეშ რჩება, ამოღება ძნელია, იმიტომ რომ პატარა ნივთია და ხშირად ომის ვეტერანივით მსხვერპლს შტაპნელის პონტში ჭრილობაში უტოვებენ, მგონი იმ ტიპს თვალში არ მოხვედრია, მარა რომ მოხვედროდა თვალს აკარგინებ, მთელი ერთი ამბავი იყო რომ აი საავადმყოფოში მოხვდა ბავშვი და აი რას შვება პოლიცია და რას შვება მთავრობა, სკოლა, მშობელი, აჰი ჰუი.....
5) ეს ამბავი ისე გაიზარდა პრესის გამო რომ შსს-მ ცნობილ აკრძალვებს რომელიც 2011 წლის 1 იანვარს მოხდა და 2.5 წელი საქართველოში პნევმო ვერ შემოდიოდა - აკრძალვის ერთ-ერთ მოტივად სწორედ ასეთი დეგენერატებისგან მოქალაქეების დაცვის იდეა დაასახელეს (მიზეზი სულ სხვა იყო, მაგრამ გააჟღერეს იმენნა ეს მიზეზი)....
მოკლედ სია უსასრულოდ შეიძლება გავაგრძელო, მთავარი აზრი კი ისაა - რასაც შენ ახლა ვერ ხედავ, არ ნიშნავს იმას რომ არ არსებობს. რასაც შენ ეხლა ვერ ითვალისწინებ ზერელე მიდგომის გამო - მხოლოდ დრო უნდა და აუცილებლად მოხდება. მხოლოდ შენი ინტერესებიდან, მუღამიდან, კაიფიდან რომ გამოდიხარ, შენს ერთ არასწორ ნაბიჯს შეიძლება მოყვეს მთელი ქვეყნის დასჯა და ერთი ნათელი მაგალითი უკვე გვაქვს.
ასე რომ დიდი თხოვნაა როდესაც რაღაც გამოცდილების მქონე ადამიანი რაღაცას გეუბნება პირდაპირ ნუ უარყოფ და ნუ მიგაჩნია რომ შენი უფლებების შეზღუდვას ჩალიჩობენ, ეგებ და რაცხა მართლა იცის იმ საზიზღარმა ადამიანმაც.....
P.S. იმედია არასწორად არა გამიგებთ და შეურაწყოფად არ მიიღებთ ამოდენა პროსტინას, რეალურად რომ ვილაპარაკო, ნამდვილად არ მაღელვებს დაიწყებთ ტარებას თუ არა, ან რომც დაიწყოთ და მე აქ ვენები გადავიჭრა უფლება არ გაქვთ მეთქი რა ჩემს ფეხებს მივიღებ

პროსტა ჩემი ჟინის გასატანად და ჩემი ზეობისთვის კი არ ვიძახი, ისევ თქვენ რომ შარში არ გაეხვიოთ....