umarex walther cp99 compact, umarex walther cp99 compact |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
umarex walther cp99 compact, umarex walther cp99 compact |
Sep 20 2013, 04:01 PM
პოსტი
#1
|
||
ცნობის მოყვარე ჯგუფი: Members პოსტები: 22 რეგისტრ.: 20-September 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: რუსთავი წევრი №: 1,803 ქალაქი:რუსთავი |
გამარჯობათ, პირველ რიგში მინდა ავღნიშნო, რომ მართლა საინტერესო და საჭირო ფორუმია. გადავწყვიტე და უკვე გამოვიწერე კიდევაც ზემოთ აღნიშნული პისტოლეტი umarex walther cp99 compact, რომელიც იმედია ჩამომივა და სადმე არ გაიჭედება. სამწუხაროდ ბოლომდე კარგად ვერ გავერკვიე ამ ყველაფერში და რამოდენიმე საკითხის დაზუსტება მინდა, თუ რათქმა უნდა შეგიძლიათ რომ დამეხმაროთ. სხვა თემებს როცა ვკითხულობდი ასეთი კითხვების შემდეგ ყოველთვის იყო კითხვა თუ რისთვის ჭირდებოდა პატრონს ესა თუ ის იარაღი. ამიტომ მეც დავწერ წინასწარ. 1. ზოგადად სურვილი გამიჩნდა პნევმატურის შეძენის და იქიდან გამომდინარე, რომ უკვე შეძენილი აქვს ჩემს ძმას air arms s510, გადავწყვიტე მე პისტოლეტი შემეძინა. 2. გასართობად ანუ როგორც იტყვიან საპლინკაოდ. 3. იმედი მაქვს რომ რაღაც დოზით დამეხმარება უკეთ სროლის სასწავლად. 4. რაღაც დოზით იმის იმედიც მაქვს, რომ სათევზაოთ წასულს მაინც გამომადგება პაპლაოკზე შემხტარი ბაყაყის მოსაგერიებლად. 5. და კონკრეტულად ეს მოდელი იმიტომ, რომ მგონია უფრო რეალისტურია ცეცხლსასროლი იარაღის მიმართებაში. რაც შეეხება საკითხებს, რომელიც მაინტერესებს ესენია: 1. რამდენად გამძლეა ზოგადად პნევმატური პისტოლეტები და ზოგადად რა რესურსი აქვს ამ მხრივ (რამდენ გასროლას შეძლებს სანამ მოირყევა და გაჩაჩანაკდება? 2. რამდენად შეუძლია ამ ტიპის პნევმატიკებს ერთმანეთთან დაახლოებული სიჩქარით ისროლოს ტყვიები. კარგ გასროლებს ვკითხულობ? 3. მოქმედებს თუ არა სროლის სიჩქარე ტყვიის სიჩქარეზე, ანუ თუ სწრაფსწრაფად ვისვრით ხომ არ მოხდება ისე, რომ საჭირო რაოდენობის აირით შეივსება ვერ მოხდება და სუსტი გამოვა მომდევნო გასროლა? 4. ამ კითხვაზე იმედია არ დამცინებთ და თუ არის შესაძლებელი რომ ეს BB ბურთულები ჩამოვასხათ ისევე როგორც საფანტი. ანუ ტყვიისგან დამზადებული ივარგებს? 5, თუ ვინმეს ქონია შეხება კონკრეტულად ამ მოდელთან თუ შეგიძლიათ, რომ პლიუს მინუსები და რჩევები მომცეთ რაც შეიძლება გამომადგეს ? P.S. თუ რამე ისე ვერ დავწერე როგორც საჭიროა ბოდიშს ვიხდი, იმედია მაპატიებთ
| |
> |
|
|
Oct 17 2013, 02:27 PM
პოსტი
#2
|
||
ცნობის მოყვარე ჯგუფი: Members პოსტები: 22 რეგისტრ.: 20-September 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: რუსთავი წევრი №: 1,803 ქალაქი:რუსთავი |
ახლა რაც შეეხება ამ umarex walther co99 compact ს, მოვასწარი უკვე რამოდენიმე ბალონის დაცლა მაგრამ არც სურათი და არც ვიდეო არ გადამიღია იქიდან გამომდინარე, რომ თავიდან დიდი იმედ გაცრუება განვიცადე. ვესროლე პირველად პლასტმასის წყლით სავსე ბოთლს და მჭიდი ისე დაიცალა ბოთლი არც განძრეულა. მეგონა ვერ ვარტყავდი და რო მივედი ბოთლთან ვნახე რო მცირედი კვალი ეტყობოდა ბოთლზე ნასროლი ტყვიების. იმედგაცრუება კი ის იყო, რომ მიუხედავად იმისა რომ ბევრჯერ მოხვდა ბოთლს, ის არც კი განძრეულა (ბოთლი უბრალოდ მიწაზე იდო და გამაგრებული არ მქონია). მერე ვესროდი ქაღალდის ყუთს ხან 10 ხანაც 15 მეტრიდან (მანძილი დაახლოებითია) და მინდა ვთქვა, რომ მიზანში კარგად მიაქვს ამ მანძილზე ყოველშემთხვევაში. ჩვეულებრივი შუშის ბოთლს რაც შეეხება ცალ მხარეს გახვრიტა 10 მეტრიდანაც და 15 მეტრზე უფრო შორი მანძილიდანაც, ოღონდ ამას გახვრეტა რამდენად ქვია არ ვიცი, არც ერთ შემთხვევაში ტყვია ბოთლში არ აღმოჩნდა. ანუ მოხვდა, დირკა კი დაადო მაგრამ თვითონ ტყვია უკან გამოვარდა. რაც შეეხება ერთი ბალონით გასროლილ ტყვიების რაოდენობას, არ დამითვლია მაგრამ 5 მჭიდს მაინც ვცლიდი მინიმუმ სანამ იმ დონემდე იცლებოდა რომ ზატვორს უკან ვეღარ ექაჩებოდა და ყოველ გასროლაზე ხელით ჭირდებოდა გადატენვა. რათქმა უნდა ტყვიის სიჩქარესაც ვერ გავზომავდი თუმცა უნდა აღინიშნოს რომ როცა შუშის ბოთლი გახვრიტა 15 მეტრზე უფრო შორი მანძილიდან ძველი ბალონი მედო და გახვრეტიდან 3-4 გასროლის შემდეგ ბალონი შევცვალე რადგან როგორც ზევით დავწერე თვითონ უკვე ვეღარ ერეოდა დასატენად. არ ვიცი ამას თუ აქვს მნიშვნელობა და საერთოთ თუ აქვს პნევმატურს ეგრედ წოდებული "ატსეჩკა", მაგრამ ამას არ ქონია სწრაფად სროლის დროსაც კი. ეს არის რაც შემიძლია ვთქვა ამ პისტოლეტზე. სხვა რა უნდა დავწერო არც ვიცი
| |
> |
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 10th June 2024 - 04:47 PM |
Hosted by Pro-Service |