![]() |
![]() |
![]() |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
![]() |
![]() |
![]()
პოსტი
#1
|
||
![]() მსროლელი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 510 რეგისტრ.: 7-September 10 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 471 ქალაქი:თბილისი ![]() |
სალამი აირგანელებო დაგიბრუნდით თქვენი დაკარგული წევრი... ჩემი აღარ გამოჩენის ძირითადი მიზეზი არის ახალი სახლი (მშენებლობა არ არის დასრულებული, რის გამოც ინტერნეტი არ მქონდა)... ფანტომიც გავყიდე. მხოლოდ იმ პირობით შეველიე ჩემს პირველ თოფს, რომ ოდნავ უკეთესს მაინც ვიყიდდი უახლოეს მომავალში. ბევრი რომ აღარ გავაგრძელო გეტყვით რომ დაგიბრუნდით ახალი თოფით, რომლის მცირე მიმოხილვასაც ამ თემაში შემოგთავაზებთ. დღევანდელი განხილვის საგანი გახლავთ ჩვენთვის (და არამხოლოდ) კარგად ცნობილი ფირმის Crosman-ის მიერ წარმოებული Nitro Venom. სანამ უშუალოდ ჩემი ახალი შენაძენის განხილვას დავიწყებდეთ, თვალი გადავავლოთ მწარმოებლის მონაცემებს: • მწარმოებელი - Crosman • მოდელის ნომერი - CVW1K77NP • ტყვიის სიჩქარე - 335 მ/წ • მსუბუქი (alloy) - 365 მ/წ (მწარმოებლის მონაცემებს ტყვიის სიჩქარის შესახებ რა თქმა უნდა ვატარებთ... ) • წონა - 3.56 კგ • სიგრძე - 113 სმ • დატენვის მექანიზმი - გადასატეხი ლულა • ენერგიის წყარო - შეკუმშული აზოტი • კალიბრი - 4.5მმ • ოპტიკის სამაგრი რელსი - Picatinny Style • ოპტიკა - ცენტრ პოინტი 3-9x32 • სასხლეტის ჩამკეტი - ბერკეტი • კონდახი - ხე (წიფელი) თოფი მწარმოებლის საიტზე: http://www.crosman.com/airguns/rifles/break-barrel/CVW1K77NP ინსტრუქცია მფლობელებისთვის შეგიძლიათ იხილოთ აქ: http://www.crosman.com/pdf/manuals/CVDA515...om%20Series.pdf ხოლო დაშლილ მდგომარეობაში (exploded view) და ნაწილების ნომრები კი აქ: http://www.crosman.com/pdf/manuals/CVW1K77...0&%20PL.pdf თოფის შეძენა საქართველოში შესაძლებელია აქ: http://iaragi.ge/nitrovenom-in-geo.html ახლა კი გადავიდეთ ჩემი ახალი შენაძენის განხილვაზე... ყუთი რომელშიც თოფია მოთავსებული ასე გამოიყურება ![]() ![]() გავხსნათ ყუთი და ჩავიხედოთ რა ხდება შიგნით... ![]() ყუთში ასევე მოთავსებულია თოფის, ოპტიკის, ლულის გადატეხვისა და Artillery Hold-ის ინსტრუქციები ![]() (მათთვის ვინც არ იცის რა არის artillery hold- მოკლედ გეტყვით, რომ ეს არის ზდპ-ს ხელში დაჭეროს მეთოდი, რა დროსაც თოფი თავისუფლად გიჭირავს ხელში და ყველა გასროლაზე შესაძლებლობა ეძლევა თავისუფლად იმოძრაოს. უფრო ვრცლად კი აქ...) ![]() პოინტის 3-9X32 ოპტიკური სამიზნე. ლინზის გასაწმენდი ნაჭერი ისეთი საშინელებაა რომ მგონი ლინზას რომ მოუსვა დაკაწრავს ![]() კიდევ ერთხელ (როგორც ფანტომზე) გამიმართლა და ოპტიკის ბადე შემხვდა კვლავ მილდოტი ![]() გავხსნათ ცელოფანი, ამოვაძვრინოთ თოფი და აი ისიც: ![]() კონდახზე მონტეკარლო აქვს ორივე მხარეს, ხე საკმაოდ კარგად არის დამუშავებული, მაგრამ უკეთესიც შეიძლებოდა... ლულა სადაც მოძრაობს გადატენვის დროს ეგ ადგილები შიგნიდან ისეთი ხაოიანია, მგონი საერთოდ ხელუხლებელია ![]() ლულაზე აქვს რეზინის მოდერი (?), რომელიც მოდერის გარდა მგონი ყველაფერია ![]() ![]() ![]() ესეც ჩემი ვაჟკაცი თავისივე ოპტიკით ![]() პლიუს მინუსების ჩამოწერისგან ჯერჯერობით თავს შევიკავებ, იმიტომ რომ ჯერ მხოლოდ ერთი-ორჯერ გავისროლე, მაგრამ დავწერ პირველ შთაბეჭდილებებს თოფის ხელში დაჭერის შემდეგ: საბოლოო ჯამში, თუ ფასს გავითვალისწინებთ, ნამდვილად ღირს... მშვენიერი შესრულებულია... ფანტომზე მძიმე არის, მაგრამ მისგან განსხვავებით ბალანსი შესანიშნავი აქვს. ვეღარ ვითმენ, მოდი ერთხელ ვისვრი... ჩავირბინე პადვალში, გავამზადე სქელი ფიცარი, ჩავკეტე სასხლეტი, გადავტეხე ლულა, ჩავდე შემორჩენილი მსუბუქი ჯსბ, დავუბრუნე საწყის პოზიციას ლულა, გავწიე ბერკეტი წინ, გამოვკარი სასხლეტს და..... აი აქ განიცადა ფიასკო ჩემმა ოცნებებმა და იმედებმა თოფის სიჩუმისა და იმის შესახებ, რომ არცერთ ჰაერის ზამბარიან თოფს დეკონსერვაცია არ სჭირდება... ხმა იყო რაღაც გამაყრუებელი... დავხედე ფიცარს და სადაც ტყვია მოხვდა 1 სმ რადიუსში გაშავებული იყო. გადავტეხე ლულა, შევუბერე სული და რა თქმა უნდა კვამლიც გამოვიდა ლულიდან... ნუ ბევრი ამბობს იმას, რომ რამდენიმე გასროლის შემდეგ გაუვლის დიზელი, მაგრამ ასეთ პირობებში არამგონია მანჟეტმა დიდხანს გაძლოს. მოკლედ გარდაუვლად მიმაჩნია დეკონსერვაცია... ფანტომზე უკვე ისე ვიყავი მიჩვეული, აღარ წარმოადგენდა სირთულეს ჩემთვის მარტო მისი დაშლა-აწყობა და იმედია ვენომზეც არ გამიჭირდება... მოგვიანებით როდესაც დავშლი თოფს, დავწერ დეკონსერვაციის ინსტრუქციას სურათებითურთ. ასევე შევეცდები სხვა საინტერესო რაღაცებიც შემოგთავაზოთ ახლო მომავალში... ჯერ-ჯერობით კი მხოლოდ ამ პატარა მიმოხილვით შემოვიფარგლები, რადგან რამდენიმე დღის წინ პატარა მარიამი შემეძინა და რა თქმა უნდა, მთლიანად დამისაკუთრა ამ პაწაწინა ანგელოზმა... ![]() ![]()
| |
> |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
||
![]() მსროლელი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 510 რეგისტრ.: 7-September 10 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 471 ქალაქი:თბილისი ![]() |
ნიტროს მფლობელების თემა ჩაძირულა... ვაგრძელებ ტყვიების ტესტს ჩემი ნიტრო ვენომით. კიდევ ერთხელ ავღნიშნავ, რომ ვეძებ ვენომისთვის შესაფერის ტყვიას სანადიროდ. წინა ტესტში შეცდომა მქონდა დაშვებული - პლასტელინი იმდენად მაგარი იყო, რომ ტყვია ვერ ახერხებდა ექსპანსიურობის გამოჩენას... დიდხანს ზელვა კიდე დამეზარა და შედეგად კი მივიღე ის რაც ზევით წერია... მოკლედ ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, დღეს ცოტა თავისუფალი დრო გამომიჩნდა და გადავწყვიტე ხელახლა ჩამეტარებინა ტესტი და წინა შეცდომაც გამეთვალისწინებინა... ავიღე პლასტელინი გავჭერი ოთხად და მივუშვირე დენის გამათბობელს დაახლოებით 10 წუთი ![]() შედეგად რა თქმა უნდა პლასტელინი ბევრად დარბილდა... გადავზილე, მივაღებინე სასურველი ფორმა და მსხვერპლს პირველი ჭრილობა მივაყენე ბარაკუდა ჰანტერით (0.67 g-10.34 gr ) ![]() როგორც ხედავთ ხვრელი წინა ტესტისგან ბევრად განსხვავდება ![]() ![]() ტყვიამ შეაღწია 6სმ-ზე და აქედან დასაწყისში 3.5 სანტიმეტრზე საკმაო დარტყმის მიყენება შეძლო ![]() რაც შეეხება დეფორმაციას... პლასტელინიდან ამოღებული ტყვია ასე გამოიყურებოდა ![]() ჰანტერი ბევრად ფორმაშეცვლილი გვინახავს, მაგრამ ჩემი ფიშტო ამ წონის ტყვიებს დაახლოებით 255-260 მ/წმ სიჩქარით ისვრის. (მე ქრონოგრაფი არ მაქვს, იუტუბში ვნახე ვიღაც ტიპი ქრონში ატარებდა ქროსმანის 10.5 გრეინიან ტყვიას) წინა ტესტისგან განსხვავებით ამ ტყვიით ბევრად კმაყოფილი ვარ ![]() შემდეგი იყო პრედატორი (8gr) ![]() ამ ტყვიამ ჰანტერის მსგავსი კვალის დატოვება ვერ მოახერხა პლასტელინში, მაგრამ გაიყო სამ ნაწილად... ![]() თავი (წითელი) სადღაც ჩაიკარგა, სამწუხაროდ ვერ ვიპოვე, (ბევრიც არ მიძებნია) მაგრამ ამოვიღე დარჩენილი ორი ნაწილი ![]() ტესტის მესამე მონაწილე გახლდათ მსუბუქი ჯსბ ექზაკტი. ეს უკანასკნელი ჩემს ფანტომს ისე ძალიან მოსწონდა, რომ ლულაში სხვა ტყვიას არ იკარებდა ![]() მოკლედ ვესროლე ეს ტყვიაც პლასტელინს... პირველი შეხედვისთანავე ჩანს რომ იგივე დიამეტრის ხვრელი გააკეთა, როგორიც პრედატორმა ![]() ესეც შეღწევის მანძილი ![]() მსხვერპლის განსაკუთრებულ დაზიანებას როგორც ხედავთ ადგილი არ ქონია ეს კი თავად დეფორმირებული ტყვია ![]() სიმართლე გითხრათ ამ ტყვიისგან გაცილებით მეტს მოველოდი... sad.gif დღევნდელი ტესტის ბოლო, მეოთხე მონაწილე იყო H&N-ის Crow Magnum .,57g 8.80 gr. მგონი ამ ტყვიის შესახებ ფორუმზე მხოლოდ ზედაპირული საუბარი გვქონდა, ან მე გამომრჩა... დავტენე ფიშტო და ჩავახუტე პლასტელინს ზემოაღნიშნული ტყვია... არ დაგიმალავთ და ესეთ შედეგს არ ველოდი, არ ვიცი რატომ... ![]() როგორც ხედავთ საკმაოდ განიერი ხვრელია ![]() ![]() გავჭრათ პლასტელინი და ჩავიხედოთ შიგნით... ![]() მშვენიერია... ალბათ დაგაინტერესებთ რა მოუვიდა ტყვიას. ![]() ტყვიის ფრთა ბოლო ნაწილში გაჩერდა, ხოლო თავი კი გამოვიდა გარეთ... ეს კი ჩვენი დანაწევრებული ტყვია. ნახეთ ტყვიის თავმა როგორი ფორმა მიიღო... ![]() ტყვიამ ექსპანსიურობაც გამოიჩინა და ამის შემდეგ თავმა ფორმა შეიცვალა და მთელი ენერგია გადავიდა მასზე (შედარებისთვის მაგალითად მოვიყვან პრედატორებს, იდენტური პრინციპია მოქმედების)... დღევანდელი შედეგებიდან გამომდინარე H&N-ის ტყვიებმა ჰანტერმა და ქროუ მაგნუმმა მოიგო ჩემი გული... როცა თავისუფალ დროს გამოვნახავ აუცილებლად გავტესტავ ქროსმანის ტყვიებსაც. ვფიქრობ არანაკლებ საინტერესო იქნება... შემდეგ უკვე გადავინაცვლებ ღია სივრცეში და დავიწყებ შორ დისტანციებზე ქაღალდზე სროლას... დღეს კი სულ ეს იყო. მომიტევეთ თუ თავი შეგაწყინეთ...
| |
> |
|
|
![]() ![]() |
![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 7th August 2025 - 06:18 PM |
Hosted by Pro-Service |