umarex walther cp99 compact, umarex walther cp99 compact |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
umarex walther cp99 compact, umarex walther cp99 compact |
Sep 20 2013, 04:01 PM
პოსტი
#1
|
||
ცნობის მოყვარე ჯგუფი: Members პოსტები: 22 რეგისტრ.: 20-September 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: რუსთავი წევრი №: 1,803 ქალაქი:რუსთავი |
გამარჯობათ, პირველ რიგში მინდა ავღნიშნო, რომ მართლა საინტერესო და საჭირო ფორუმია. გადავწყვიტე და უკვე გამოვიწერე კიდევაც ზემოთ აღნიშნული პისტოლეტი umarex walther cp99 compact, რომელიც იმედია ჩამომივა და სადმე არ გაიჭედება. სამწუხაროდ ბოლომდე კარგად ვერ გავერკვიე ამ ყველაფერში და რამოდენიმე საკითხის დაზუსტება მინდა, თუ რათქმა უნდა შეგიძლიათ რომ დამეხმაროთ. სხვა თემებს როცა ვკითხულობდი ასეთი კითხვების შემდეგ ყოველთვის იყო კითხვა თუ რისთვის ჭირდებოდა პატრონს ესა თუ ის იარაღი. ამიტომ მეც დავწერ წინასწარ. 1. ზოგადად სურვილი გამიჩნდა პნევმატურის შეძენის და იქიდან გამომდინარე, რომ უკვე შეძენილი აქვს ჩემს ძმას air arms s510, გადავწყვიტე მე პისტოლეტი შემეძინა. 2. გასართობად ანუ როგორც იტყვიან საპლინკაოდ. 3. იმედი მაქვს რომ რაღაც დოზით დამეხმარება უკეთ სროლის სასწავლად. 4. რაღაც დოზით იმის იმედიც მაქვს, რომ სათევზაოთ წასულს მაინც გამომადგება პაპლაოკზე შემხტარი ბაყაყის მოსაგერიებლად. 5. და კონკრეტულად ეს მოდელი იმიტომ, რომ მგონია უფრო რეალისტურია ცეცხლსასროლი იარაღის მიმართებაში. რაც შეეხება საკითხებს, რომელიც მაინტერესებს ესენია: 1. რამდენად გამძლეა ზოგადად პნევმატური პისტოლეტები და ზოგადად რა რესურსი აქვს ამ მხრივ (რამდენ გასროლას შეძლებს სანამ მოირყევა და გაჩაჩანაკდება? 2. რამდენად შეუძლია ამ ტიპის პნევმატიკებს ერთმანეთთან დაახლოებული სიჩქარით ისროლოს ტყვიები. კარგ გასროლებს ვკითხულობ? 3. მოქმედებს თუ არა სროლის სიჩქარე ტყვიის სიჩქარეზე, ანუ თუ სწრაფსწრაფად ვისვრით ხომ არ მოხდება ისე, რომ საჭირო რაოდენობის აირით შეივსება ვერ მოხდება და სუსტი გამოვა მომდევნო გასროლა? 4. ამ კითხვაზე იმედია არ დამცინებთ და თუ არის შესაძლებელი რომ ეს BB ბურთულები ჩამოვასხათ ისევე როგორც საფანტი. ანუ ტყვიისგან დამზადებული ივარგებს? 5, თუ ვინმეს ქონია შეხება კონკრეტულად ამ მოდელთან თუ შეგიძლიათ, რომ პლიუს მინუსები და რჩევები მომცეთ რაც შეიძლება გამომადგეს ? P.S. თუ რამე ისე ვერ დავწერე როგორც საჭიროა ბოდიშს ვიხდი, იმედია მაპატიებთ
| |
> |
|
|
Oct 11 2013, 12:16 PM
პოსტი
#2
|
||
ცნობის მოყვარე ჯგუფი: Members პოსტები: 22 რეგისტრ.: 20-September 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: რუსთავი წევრი №: 1,803 ქალაქი:რუსთავი |
ხო კიდევ ერთი რაც ტარებას შეეხება. როგორც ამ ფორუმიდან ვიცი პნევმატურის ტარება შესაძლებელია ჩვეულებრივად თუ პირი სრულწლოვანია და არ ჭირდება გაფორმება და ნებართვა. მაგრამ იქნებ ვინმემ მითხრათ სად წერია და რომელ მუხლში? მე კი წავიკითხე ეგ კანონი (რაც ამ ფორუმზეც დევს) იარაღის შესახებ მაგრამ ეგ ჩანაწერი ვერ ვნახე ან შეიძლება გამომრჩა ან ვერ გავიგე? თუ პრინციპი ის არის, რომ არ წერია და შესაბამისად არავის აუკრძალავს და რაც არაა აკრძალული ის დაშვებულია?
| |
> |
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st September 2024 - 11:52 PM |
Hosted by Pro-Service |