![]() |
![]() |
![]() |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
![]() |
![]() |
![]()
პოსტი
#1
|
||
![]() მსროლელი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 510 რეგისტრ.: 7-September 10 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 471 ქალაქი:თბილისი ![]() |
სალამი აირგანელებო დაგიბრუნდით თქვენი დაკარგული წევრი... ჩემი აღარ გამოჩენის ძირითადი მიზეზი არის ახალი სახლი (მშენებლობა არ არის დასრულებული, რის გამოც ინტერნეტი არ მქონდა)... ფანტომიც გავყიდე. მხოლოდ იმ პირობით შეველიე ჩემს პირველ თოფს, რომ ოდნავ უკეთესს მაინც ვიყიდდი უახლოეს მომავალში. ბევრი რომ აღარ გავაგრძელო გეტყვით რომ დაგიბრუნდით ახალი თოფით, რომლის მცირე მიმოხილვასაც ამ თემაში შემოგთავაზებთ. დღევანდელი განხილვის საგანი გახლავთ ჩვენთვის (და არამხოლოდ) კარგად ცნობილი ფირმის Crosman-ის მიერ წარმოებული Nitro Venom. სანამ უშუალოდ ჩემი ახალი შენაძენის განხილვას დავიწყებდეთ, თვალი გადავავლოთ მწარმოებლის მონაცემებს: • მწარმოებელი - Crosman • მოდელის ნომერი - CVW1K77NP • ტყვიის სიჩქარე - 335 მ/წ • მსუბუქი (alloy) - 365 მ/წ (მწარმოებლის მონაცემებს ტყვიის სიჩქარის შესახებ რა თქმა უნდა ვატარებთ... ) • წონა - 3.56 კგ • სიგრძე - 113 სმ • დატენვის მექანიზმი - გადასატეხი ლულა • ენერგიის წყარო - შეკუმშული აზოტი • კალიბრი - 4.5მმ • ოპტიკის სამაგრი რელსი - Picatinny Style • ოპტიკა - ცენტრ პოინტი 3-9x32 • სასხლეტის ჩამკეტი - ბერკეტი • კონდახი - ხე (წიფელი) თოფი მწარმოებლის საიტზე: http://www.crosman.com/airguns/rifles/break-barrel/CVW1K77NP ინსტრუქცია მფლობელებისთვის შეგიძლიათ იხილოთ აქ: http://www.crosman.com/pdf/manuals/CVDA515...om%20Series.pdf ხოლო დაშლილ მდგომარეობაში (exploded view) და ნაწილების ნომრები კი აქ: http://www.crosman.com/pdf/manuals/CVW1K77...0&%20PL.pdf თოფის შეძენა საქართველოში შესაძლებელია აქ: http://iaragi.ge/nitrovenom-in-geo.html ახლა კი გადავიდეთ ჩემი ახალი შენაძენის განხილვაზე... ყუთი რომელშიც თოფია მოთავსებული ასე გამოიყურება ![]() ![]() გავხსნათ ყუთი და ჩავიხედოთ რა ხდება შიგნით... ![]() ყუთში ასევე მოთავსებულია თოფის, ოპტიკის, ლულის გადატეხვისა და Artillery Hold-ის ინსტრუქციები ![]() (მათთვის ვინც არ იცის რა არის artillery hold- მოკლედ გეტყვით, რომ ეს არის ზდპ-ს ხელში დაჭეროს მეთოდი, რა დროსაც თოფი თავისუფლად გიჭირავს ხელში და ყველა გასროლაზე შესაძლებლობა ეძლევა თავისუფლად იმოძრაოს. უფრო ვრცლად კი აქ...) ![]() პოინტის 3-9X32 ოპტიკური სამიზნე. ლინზის გასაწმენდი ნაჭერი ისეთი საშინელებაა რომ მგონი ლინზას რომ მოუსვა დაკაწრავს ![]() კიდევ ერთხელ (როგორც ფანტომზე) გამიმართლა და ოპტიკის ბადე შემხვდა კვლავ მილდოტი ![]() გავხსნათ ცელოფანი, ამოვაძვრინოთ თოფი და აი ისიც: ![]() კონდახზე მონტეკარლო აქვს ორივე მხარეს, ხე საკმაოდ კარგად არის დამუშავებული, მაგრამ უკეთესიც შეიძლებოდა... ლულა სადაც მოძრაობს გადატენვის დროს ეგ ადგილები შიგნიდან ისეთი ხაოიანია, მგონი საერთოდ ხელუხლებელია ![]() ლულაზე აქვს რეზინის მოდერი (?), რომელიც მოდერის გარდა მგონი ყველაფერია ![]() ![]() ![]() ესეც ჩემი ვაჟკაცი თავისივე ოპტიკით ![]() პლიუს მინუსების ჩამოწერისგან ჯერჯერობით თავს შევიკავებ, იმიტომ რომ ჯერ მხოლოდ ერთი-ორჯერ გავისროლე, მაგრამ დავწერ პირველ შთაბეჭდილებებს თოფის ხელში დაჭერის შემდეგ: საბოლოო ჯამში, თუ ფასს გავითვალისწინებთ, ნამდვილად ღირს... მშვენიერი შესრულებულია... ფანტომზე მძიმე არის, მაგრამ მისგან განსხვავებით ბალანსი შესანიშნავი აქვს. ვეღარ ვითმენ, მოდი ერთხელ ვისვრი... ჩავირბინე პადვალში, გავამზადე სქელი ფიცარი, ჩავკეტე სასხლეტი, გადავტეხე ლულა, ჩავდე შემორჩენილი მსუბუქი ჯსბ, დავუბრუნე საწყის პოზიციას ლულა, გავწიე ბერკეტი წინ, გამოვკარი სასხლეტს და..... აი აქ განიცადა ფიასკო ჩემმა ოცნებებმა და იმედებმა თოფის სიჩუმისა და იმის შესახებ, რომ არცერთ ჰაერის ზამბარიან თოფს დეკონსერვაცია არ სჭირდება... ხმა იყო რაღაც გამაყრუებელი... დავხედე ფიცარს და სადაც ტყვია მოხვდა 1 სმ რადიუსში გაშავებული იყო. გადავტეხე ლულა, შევუბერე სული და რა თქმა უნდა კვამლიც გამოვიდა ლულიდან... ნუ ბევრი ამბობს იმას, რომ რამდენიმე გასროლის შემდეგ გაუვლის დიზელი, მაგრამ ასეთ პირობებში არამგონია მანჟეტმა დიდხანს გაძლოს. მოკლედ გარდაუვლად მიმაჩნია დეკონსერვაცია... ფანტომზე უკვე ისე ვიყავი მიჩვეული, აღარ წარმოადგენდა სირთულეს ჩემთვის მარტო მისი დაშლა-აწყობა და იმედია ვენომზეც არ გამიჭირდება... მოგვიანებით როდესაც დავშლი თოფს, დავწერ დეკონსერვაციის ინსტრუქციას სურათებითურთ. ასევე შევეცდები სხვა საინტერესო რაღაცებიც შემოგთავაზოთ ახლო მომავალში... ჯერ-ჯერობით კი მხოლოდ ამ პატარა მიმოხილვით შემოვიფარგლები, რადგან რამდენიმე დღის წინ პატარა მარიამი შემეძინა და რა თქმა უნდა, მთლიანად დამისაკუთრა ამ პაწაწინა ანგელოზმა... ![]() ![]()
| |
> |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
||
![]() ცნობის მოყვარე ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 34 რეგისტრ.: 11-January 13 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 1,690 ქალაქი:თბილისი ![]() |
ეხლა კიდევ ერთი შეკითხვა დამებადა... რატომ მიიჩნევს ყველა გარდაუვლად ფანტომის და მისთანების (ზამბარიანების) დეკონსერვაციას გარდაუვლად (მანჟეტის და ზამბარის შესანარჩუნებლად) და რატომ მიაჩნიათ დასაშვებად ნიტრო სისტემის დაუშლელად სროლა, როდესაც ორივე ახალი თოფი მქონია და სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ დაშლისას ორივე შემთხვევაშI ანალოგიური სიტუაცია დამხვედრია შიგნით... თუ ფანტომის მანჟეტს შეიძლება შეექმნას საფრთხე, რატომ არ შეიძლება იგივე განმეორდეს ნიტროს შემთხვევაში? ამ საკითხთან დაკავშირებით ჩემი აზრი ასეთია. 1. დეკონსერვაცია საჭიროა ყველა შემთხვევაში. ეს არა თუ იმიტომ, რომ შევცვალოთ მასში არსებული ზეთი, ჩვენი აზრით უფრო მისაღები საპოხი მასალით. მწარმოებელმა ჩვენზე ცუდად არ იცის თუ რა საპოხი მასალა იხმაროს. არამედ იმიტომ, რომ აღმოვაჩინოთ - მოკლედ დავშალე თოფი და ყბა ჩამომივარდა შიგნით დამხვდა საკმაო რაოდენობით ჟანგისფერი ზეთი და კედლებზე კარგად მიმცხვარი ფხვნილი იმავე ფერის (ნალექიანი ყავა რომ შერჩება ჭიქის კედლებზე დაახლოებით ისე) - კომპრესორის კედლებზე, დგუშის შიგნითა კედლებზე, დგუშის გარშემო, და იმ ნაწილში გაზის ზამბარის უკანა მხარე რაშიცაა ჩასმული 5. back spring guide. რის გამოც ზამბარის მაგ ნაწილზე შავი კრასკა აფხეკილი დამხვდა... ეს ნაწილი ყველაზე რთულად გასუფთავდა... დიდხანს მომიწია ჩალიჩი რომ ფაქიზად გამომესუფთავებინა შიგნეულობა... საბედნიეროდ მანჟეტიც მთელი დამხვდა. მე მგონი გასაგებია რისი თქმაც მინდოდა. 2. რატომაა არა სასურველი დიზელი. მანჟეტს (არა მპ-512) 30-40 დიზელით გასროლა ვერაფერს დააკლებს. მხედველობაში მაქვს ყველაზე მეტად გავრცელებული მანჟეტები, რომლებიც კონუსურ "გრიბოკზე" მაგრდებიან. დიზელი საშიშია ჩვეულებრივი, ხვეული ზამბარისათვის. რადგან დიზელის დროს ხდება ზამბარის სწრაფად შეკუმშვა, მაშინ როცა ის გაშლის პროცესშია. რაც თავის მხრივ ხშირად იწვევს ზამბარის გატეხვას. და ნიტრო ზამბარას ასეთი ქმედება ვერაფერს აკლებს. გარდა ამისა დიზელი იწვევს თოფის ლულის ცოტაოდენ გადახსნას და იმ რეზინის "სალნიკის" გახევას, რომელიც ახდენს ლულის კოლოფის ჰერმეტულად მიბჯენას კომპრესორთან. მართალია ბევრ თანამედროვე თოფებში რეზინა შეცვლილია პოლიურეტანით, რომელიც გაცილებით უფრო გამძლეა. მაგრამ ხშირად ისიც ვერ უძლებს. ისე კი ინფორმაციისთვის - საერთოდ დიზელის თოფებიც კი არსებობენ. და როგორც ვიცი ერთ ერთი ჩვენი თანაფორუმელი მუშაობს ამ საკითხზე. და თუ საჭიროდ ჩათვლის თვითონ იტყვის ამაზე თავის აზრს.
| |
> |
|
|
![]() ![]() |
![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 08:54 AM |
Hosted by Pro-Service |