![]() |
![]() |
![]() |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
![]() |
![]() |
![]()
პოსტი
#1
|
||
![]() მსროლელი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 510 რეგისტრ.: 7-September 10 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 471 ქალაქი:თბილისი ![]() |
სალამი აირგანელებო დაგიბრუნდით თქვენი დაკარგული წევრი... ჩემი აღარ გამოჩენის ძირითადი მიზეზი არის ახალი სახლი (მშენებლობა არ არის დასრულებული, რის გამოც ინტერნეტი არ მქონდა)... ფანტომიც გავყიდე. მხოლოდ იმ პირობით შეველიე ჩემს პირველ თოფს, რომ ოდნავ უკეთესს მაინც ვიყიდდი უახლოეს მომავალში. ბევრი რომ აღარ გავაგრძელო გეტყვით რომ დაგიბრუნდით ახალი თოფით, რომლის მცირე მიმოხილვასაც ამ თემაში შემოგთავაზებთ. დღევანდელი განხილვის საგანი გახლავთ ჩვენთვის (და არამხოლოდ) კარგად ცნობილი ფირმის Crosman-ის მიერ წარმოებული Nitro Venom. სანამ უშუალოდ ჩემი ახალი შენაძენის განხილვას დავიწყებდეთ, თვალი გადავავლოთ მწარმოებლის მონაცემებს: • მწარმოებელი - Crosman • მოდელის ნომერი - CVW1K77NP • ტყვიის სიჩქარე - 335 მ/წ • მსუბუქი (alloy) - 365 მ/წ (მწარმოებლის მონაცემებს ტყვიის სიჩქარის შესახებ რა თქმა უნდა ვატარებთ... ) • წონა - 3.56 კგ • სიგრძე - 113 სმ • დატენვის მექანიზმი - გადასატეხი ლულა • ენერგიის წყარო - შეკუმშული აზოტი • კალიბრი - 4.5მმ • ოპტიკის სამაგრი რელსი - Picatinny Style • ოპტიკა - ცენტრ პოინტი 3-9x32 • სასხლეტის ჩამკეტი - ბერკეტი • კონდახი - ხე (წიფელი) თოფი მწარმოებლის საიტზე: http://www.crosman.com/airguns/rifles/break-barrel/CVW1K77NP ინსტრუქცია მფლობელებისთვის შეგიძლიათ იხილოთ აქ: http://www.crosman.com/pdf/manuals/CVDA515...om%20Series.pdf ხოლო დაშლილ მდგომარეობაში (exploded view) და ნაწილების ნომრები კი აქ: http://www.crosman.com/pdf/manuals/CVW1K77...0&%20PL.pdf თოფის შეძენა საქართველოში შესაძლებელია აქ: http://iaragi.ge/nitrovenom-in-geo.html ახლა კი გადავიდეთ ჩემი ახალი შენაძენის განხილვაზე... ყუთი რომელშიც თოფია მოთავსებული ასე გამოიყურება ![]() ![]() გავხსნათ ყუთი და ჩავიხედოთ რა ხდება შიგნით... ![]() ყუთში ასევე მოთავსებულია თოფის, ოპტიკის, ლულის გადატეხვისა და Artillery Hold-ის ინსტრუქციები ![]() (მათთვის ვინც არ იცის რა არის artillery hold- მოკლედ გეტყვით, რომ ეს არის ზდპ-ს ხელში დაჭეროს მეთოდი, რა დროსაც თოფი თავისუფლად გიჭირავს ხელში და ყველა გასროლაზე შესაძლებლობა ეძლევა თავისუფლად იმოძრაოს. უფრო ვრცლად კი აქ...) ![]() პოინტის 3-9X32 ოპტიკური სამიზნე. ლინზის გასაწმენდი ნაჭერი ისეთი საშინელებაა რომ მგონი ლინზას რომ მოუსვა დაკაწრავს ![]() კიდევ ერთხელ (როგორც ფანტომზე) გამიმართლა და ოპტიკის ბადე შემხვდა კვლავ მილდოტი ![]() გავხსნათ ცელოფანი, ამოვაძვრინოთ თოფი და აი ისიც: ![]() კონდახზე მონტეკარლო აქვს ორივე მხარეს, ხე საკმაოდ კარგად არის დამუშავებული, მაგრამ უკეთესიც შეიძლებოდა... ლულა სადაც მოძრაობს გადატენვის დროს ეგ ადგილები შიგნიდან ისეთი ხაოიანია, მგონი საერთოდ ხელუხლებელია ![]() ლულაზე აქვს რეზინის მოდერი (?), რომელიც მოდერის გარდა მგონი ყველაფერია ![]() ![]() ![]() ესეც ჩემი ვაჟკაცი თავისივე ოპტიკით ![]() პლიუს მინუსების ჩამოწერისგან ჯერჯერობით თავს შევიკავებ, იმიტომ რომ ჯერ მხოლოდ ერთი-ორჯერ გავისროლე, მაგრამ დავწერ პირველ შთაბეჭდილებებს თოფის ხელში დაჭერის შემდეგ: საბოლოო ჯამში, თუ ფასს გავითვალისწინებთ, ნამდვილად ღირს... მშვენიერი შესრულებულია... ფანტომზე მძიმე არის, მაგრამ მისგან განსხვავებით ბალანსი შესანიშნავი აქვს. ვეღარ ვითმენ, მოდი ერთხელ ვისვრი... ჩავირბინე პადვალში, გავამზადე სქელი ფიცარი, ჩავკეტე სასხლეტი, გადავტეხე ლულა, ჩავდე შემორჩენილი მსუბუქი ჯსბ, დავუბრუნე საწყის პოზიციას ლულა, გავწიე ბერკეტი წინ, გამოვკარი სასხლეტს და..... აი აქ განიცადა ფიასკო ჩემმა ოცნებებმა და იმედებმა თოფის სიჩუმისა და იმის შესახებ, რომ არცერთ ჰაერის ზამბარიან თოფს დეკონსერვაცია არ სჭირდება... ხმა იყო რაღაც გამაყრუებელი... დავხედე ფიცარს და სადაც ტყვია მოხვდა 1 სმ რადიუსში გაშავებული იყო. გადავტეხე ლულა, შევუბერე სული და რა თქმა უნდა კვამლიც გამოვიდა ლულიდან... ნუ ბევრი ამბობს იმას, რომ რამდენიმე გასროლის შემდეგ გაუვლის დიზელი, მაგრამ ასეთ პირობებში არამგონია მანჟეტმა დიდხანს გაძლოს. მოკლედ გარდაუვლად მიმაჩნია დეკონსერვაცია... ფანტომზე უკვე ისე ვიყავი მიჩვეული, აღარ წარმოადგენდა სირთულეს ჩემთვის მარტო მისი დაშლა-აწყობა და იმედია ვენომზეც არ გამიჭირდება... მოგვიანებით როდესაც დავშლი თოფს, დავწერ დეკონსერვაციის ინსტრუქციას სურათებითურთ. ასევე შევეცდები სხვა საინტერესო რაღაცებიც შემოგთავაზოთ ახლო მომავალში... ჯერ-ჯერობით კი მხოლოდ ამ პატარა მიმოხილვით შემოვიფარგლები, რადგან რამდენიმე დღის წინ პატარა მარიამი შემეძინა და რა თქმა უნდა, მთლიანად დამისაკუთრა ამ პაწაწინა ანგელოზმა... ![]() ![]()
| |
> |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
||
![]() ზუსტი მსროლელი ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Airgun.ge Club პოსტები: 1,799 რეგისტრ.: 17-October 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: rustavi წევრი №: 212 ![]() |
azzy შენ გული არ გაიტეხო. არა საჯგუფე ტყვიებით ისროდი და კიდევ კარგად გამოგივიდა მე თუ მკითხავ. როგორც გელამ დაწერა გუშინ ერთად ვარახუნეთ ეგ თოფი. გელას ხათრით არ ვიძახი ნაღდად რო მაგ ფასის თოფმა თავის შესაძლებლობები რაც გუშინ გვანახა დაგლიჯა ძმაო. იმ ამნიდში და იმ მანძილებზე რაც ჩვენ ვისროდით არა მგონია სხვა ზდპ-მ მასეთი შედეგი ანახოს. ვისროდით მინიმუმ 80 მ-ზე და იმის იქითაც საშინელ ქარში. ფრინველებისთვის არ გვისვრია იმის გამო რო ვერ ავიღებდით და მავნებლობა აღარ ვიკადრეთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ ეყოფოდა ძალა გასანადგურებლად ცოცხალი სამიზნის. ყველაზე დიდი საჭიროება აქვს სასხლეტის შეცვლა. ძალიან უხეშია და სროლის სიზუსტეზე აშკარად მოქმედებს. სასხლეტის პრობლემა რო მაგვარდეს მაგ ფასში ხოშიანი რამე დადგება
| |
> |
|
|
![]() ![]() |
![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 7th August 2025 - 10:55 PM |
Hosted by Pro-Service |