|
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
Sep 20 2013, 04:01 PM
პოსტი
#1
|
||
|
ცნობის მოყვარე ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 22 რეგისტრ.: 20-September 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: რუსთავი წევრი №: 1,803 ქალაქი:რუსთავი |
გამარჯობათ, პირველ რიგში მინდა ავღნიშნო, რომ მართლა საინტერესო და საჭირო ფორუმია. გადავწყვიტე და უკვე გამოვიწერე კიდევაც ზემოთ აღნიშნული პისტოლეტი umarex walther cp99 compact, რომელიც იმედია ჩამომივა და სადმე არ გაიჭედება. სამწუხაროდ ბოლომდე კარგად ვერ გავერკვიე ამ ყველაფერში და რამოდენიმე საკითხის დაზუსტება მინდა, თუ რათქმა უნდა შეგიძლიათ რომ დამეხმაროთ. სხვა თემებს როცა ვკითხულობდი ასეთი კითხვების შემდეგ ყოველთვის იყო კითხვა თუ რისთვის ჭირდებოდა პატრონს ესა თუ ის იარაღი. ამიტომ მეც დავწერ წინასწარ. 1. ზოგადად სურვილი გამიჩნდა პნევმატურის შეძენის და იქიდან გამომდინარე, რომ უკვე შეძენილი აქვს ჩემს ძმას air arms s510, გადავწყვიტე მე პისტოლეტი შემეძინა. 2. გასართობად ანუ როგორც იტყვიან საპლინკაოდ. 3. იმედი მაქვს რომ რაღაც დოზით დამეხმარება უკეთ სროლის სასწავლად. 4. რაღაც დოზით იმის იმედიც მაქვს, რომ სათევზაოთ წასულს მაინც გამომადგება პაპლაოკზე შემხტარი ბაყაყის მოსაგერიებლად. 5. და კონკრეტულად ეს მოდელი იმიტომ, რომ მგონია უფრო რეალისტურია ცეცხლსასროლი იარაღის მიმართებაში. რაც შეეხება საკითხებს, რომელიც მაინტერესებს ესენია: 1. რამდენად გამძლეა ზოგადად პნევმატური პისტოლეტები და ზოგადად რა რესურსი აქვს ამ მხრივ (რამდენ გასროლას შეძლებს სანამ მოირყევა და გაჩაჩანაკდება? 2. რამდენად შეუძლია ამ ტიპის პნევმატიკებს ერთმანეთთან დაახლოებული სიჩქარით ისროლოს ტყვიები. კარგ გასროლებს ვკითხულობ? 3. მოქმედებს თუ არა სროლის სიჩქარე ტყვიის სიჩქარეზე, ანუ თუ სწრაფსწრაფად ვისვრით ხომ არ მოხდება ისე, რომ საჭირო რაოდენობის აირით შეივსება ვერ მოხდება და სუსტი გამოვა მომდევნო გასროლა? 4. ამ კითხვაზე იმედია არ დამცინებთ და თუ არის შესაძლებელი რომ ეს BB ბურთულები ჩამოვასხათ ისევე როგორც საფანტი. ანუ ტყვიისგან დამზადებული ივარგებს? 5, თუ ვინმეს ქონია შეხება კონკრეტულად ამ მოდელთან თუ შეგიძლიათ, რომ პლიუს მინუსები და რჩევები მომცეთ რაც შეიძლება გამომადგეს P.S. თუ რამე ისე ვერ დავწერე როგორც საჭიროა ბოდიშს ვიხდი, იმედია მაპატიებთ
| |
| > |
|
|
![]() |
Sep 20 2013, 08:19 PM
პოსტი
#2
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,351 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი |
akgag იქიდან გამომდინარე, რომ უკვე შეძენილი აქვს ჩემს ძმას air arms s510 შენს გახარებას ის მაინც გვითხარი რატომ არ შემოდის შენი ძმა აქინე, ან რატომ არ იღებს შეჯიბრებებში მონაწილეობას? ერთი ეგეთი აირ არმსის მფლობელი აგე 1 კვირის წინ მოწყობილ ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლით წავიდა და ლამის ნახევარი დღე სანამ დანარჩენი მოგებულები გამოვლინდებოდნენ პირველ ადგილზე გვეგონა ყველას დალშე რაც შეეხება რეალობას, ბაყაყებს და სროლის სწავლაში... ნუ მოკლედ: - ბაყაყებთან დაკავშირებით დაგეხმარება ოღონდ 10 მაქსიმუმ 15 მეტრამდე (ისე 15 მეტრი სერიოზულად გაგიჭირდება, განსაკუთრებით მიზანში განმეორადობით სროლის პონტში) - რეალობის და შესწავლის პონტში... ნუ წონა იგრძნობა ხელში და რაღაც პონტში კი სიმულაციას გაძლევს, განსაკუთრებით ბლოუ-ბექ სისტემა (ანუ ეგრეთწოდებული ზატვორის წინ და უკან სიარული), მაგრამ დიდად შესწავლის იმედი ნუ გექნება, რეალური ცეცხლსასროლი ნუ აი ძალიან ძალიან განსხვავდება, ეს უბრალოდ რაღაც საბაზისო ჩვევებს მიგაჩვევს რომ იარაღი ხელში ხტუნაობს, მუშკა და ცელიკი როგორ დაუმიზნო და ასე შედმეგ, თორემ ცეცხლსასროლს რომ დაიჭერ ხელში მიხვდები რომ ტყუილი იმედები გქონდა აი ძირითადი კითხვებიდან კი: - რესურსი ნუ გააჩნია რა, რადგანაც ესენი ცეცხლსასროლი არაა ამათზე ერთნაირი იდეალური განმეორადობა არაა, ასე რომ ზოგი მალე ფუჭდება ზოგი გვიან, ისე კი საშუალოდ უნდა იანგარიშო 5 ათას გასროლაზე მეტი, იშვიათი და რუსეთში გაგზავნილი წუნიანი პარტიების ჩათვლას თუ არ დავიწყებთ (იმათთან ნაწილი ისეთი ქაქი ჩადის რომ 2 000 გასროლას ძლივს აღწევენ), ნორმალური ეგზემპლარი წესით 10 000 გასროლაზე პრობლემას არ უნდა ქმნიდეს. შენ ჯობია ბალონების ხარჯზე იფიქრო : - გასროლიდან გასროლამდე ერთგვაროვანი იქნება სიჩქარე თუ გასროლებს შორის პაუზებს გააკეთებ, მინიმუმ 5 წამს, რეალურად კი 10-15 წამს. მოკლედ მანდ ფიზიკის კანონები ატრაკებენ რა... აი ბორჯომის ან კოკა-კოლას ბოთლი თუ გაგიხსნის ისეთი რომ აი ძალიან ცივია და გახსნამდე სითხეა, მაგრამ გახსნისთანავე მთელი ბოთლი იყინება. ეგეთივე დანიშნულება აქვს, ადამიანის ოფლის ჯირყვლებს, ოფლი გამოიყოფა, ორთქლდება (დუღილი დავარქვათ) და შედარებით გრილად გრძნობს ადამიანი, იმიტომ რომ ზედაპირზე დუღილი ენერგიას გაცლის, ენერგია კი ამ შემთხვევაში სიცხეთ ითვლება. იგივე ხდება კოკა-კოლის შემთხვევაში გაზი გამოდის, და ბოთლში შეჭირხნული მოლეკულების რაოდენობა მცირდება, იდეაში სუფთა ფიზიკის გადმოსახედიდან დუღილი ხდება, შედეგად ბოთლს წაერთვა ენერგია, ანუ სითბო და დარჩენილი სითხე იმდენად ცივდება რომ იყინება. ამ ეფექტს ცუდი გავლენა აქვს co2-ზე რომელიც ტემპერატურის ცვლილების მიმართ ძალიან მგრძნობიარეა, იმიტომ რომ სიტყვაზე 25 გრადუსზე თუ წარმოქმნის 70 ატმოსფეროს, 20 გრადუსზე უკვე წარმოქმნის 60 ატმოსფეროს და ასე შედმეგ მინუს 20 გრადუსზე კი მგონი საერთოდ აღარაფერს აღარ წარმოქმნის. ანუ რაც უფრო ცივია co2 მით უფრო ნაკლებს წნევას წარმოქმნის ეგ კი ნიშნავს ნაკლებ ზეწოლას ბურთულაზე და შედეგად ნაკლებ სიჩქარეს. შენ თუ ჩქარ ჩქარა გაისვრი, ეგ გამოიწვევს co2-ის გადაციებას და შედეგად ყოველ მომდევნო გასროლისას უფრო და უფრო ნაკლებ წნევას. ხოლო თუ გასროლებს შორის პაუზას გააკეთებ, შედეგად co2-ის მიერ დაკარგული ტემპერატურა მოასწრებს საწყის პარამეტრთან გათანაბრებას და თითქმის ერთგვაროვან გასროლებს მოგცემს. - ნუ მესამე პუნქტზე მგონი უკვე გიპასუხე - რაც შეეხება ჩამოსხმას, არც კი იოცნებო. მანდ რამდენიმე ფაქტორია... პირველი იდეალურად მრგვალი უნდა იყოს და არა წვეთის ფორმის, რომელიც იდეაში უფრო ხშირად მიიღება ხელით ჩამოსხმისას, ამიტომაც, ქარხნულად როდესაც მზადდება BB ტყვიები, მზადდება ან დაპრესვით ან 2 ფირფიტას შორის გორაობის მეშვეობით. ტყვიას აქვს კიდევ ეთი ცუდი თვისება, ითხიპნება და კვალს ტოვებს ლულაში, დროთა განმავლობაში ნადები იმდენი იქნება რომ გაეჭედება ტყვიები და მოგიწევს გადაგდება... კაროჩე რა BB ტყვიები ძვირი არ ღირს და დარწმუნებული ვარ ჩამოსხმა უფრო ძვირი დაგიჯდება, პლიუს თან მოყოლილი პრობლემები მეორე მინუსი ისაა რომ ნორმალური BB ჯერ ეს ერთი რკინის უნდა იყოს (გარედან აქვს უთხელესი ფენა სპილენძი რომ ლულაში იოლად ისრიალოს). რკინა კი იმიტომ გამოიყენება რომ მჭიდში ზედა ბურთულა გაჩერებულია მაგნიტის მეშვეობით, შენს მიერ ჩამოსხმულ საფანტს კი მაგნიტის თვისებები არ ექნება და ლულიდან გამოცვივდება - რაც შეხეება მაგ მოდელს, მე პირადად არ მქონია, მხოლოდ გარეგნულად ვიცი ეგ იარაღი, მაგრამ ბევრი წყარო ასახელებს როგორც იდეალურ იმიტატორს ანუ მაქსიმალურად მიახლოების რეალურ ცეცხსასროლთან, ასე რომ ამ ფორუმზე პირველი იქნები ვინც ითრევ და იმედია გამოცდილებას არ მოგვიჟმოტავ და გაგვიზიარებ
| |
| > |
|
|
akgag umarex walther cp99 compact Sep 20 2013, 04:01 PM
gela akgag
პირველ რიგში კე... Sep 20 2013, 04:18 PM
gregory akgag
ციტატა(akgag @ 20th Septem... Sep 20 2013, 05:20 PM
akgag Pპირველ რიგში მადლ... Sep 20 2013, 09:45 PM
ja_ja akgag
ციტატა(akgag @ 20th Septem... Sep 20 2013, 10:26 PM
akgag Xო თვითმფრინავით ა... Sep 20 2013, 10:42 PM
geojorjika akgag
რომელი გადამზიდ... Sep 20 2013, 10:48 PM
akgag Bბარამით. Gანბაჟება ... Sep 20 2013, 10:51 PM
geojorjika akgag
კი განსაკუთრებუ... Sep 20 2013, 10:54 PM
malxazi თუ მოუწევს განბაჟე... Sep 20 2013, 11:01 PM
akgag Mე მაპატიეთ ჩემი ძმ... Sep 20 2013, 11:03 PM
ja_ja akgag
ციტატა(akgag @ 20th Septem... Sep 21 2013, 06:56 AM
akgag ციტატა(ja_ja @ Sep 21 2013, 07... Sep 21 2013, 03:40 PM
akgag აი ესეც ჩემი ტყვიე... Sep 23 2013, 12:12 PM
gregory ციტატა(akgag @ 23rd September 201... Sep 23 2013, 12:43 PM
akgag რაც აქ ღირს იმასთა... Sep 23 2013, 01:21 PM
gregory akgag
ოქტომბრის პირვე... Sep 23 2013, 02:05 PM
ja_ja akgag
ნუ ცალი ბალონი მ... Sep 23 2013, 10:38 PM
malxazi თოფს რომ ვყიდულობდ... Sep 23 2013, 11:03 PM
gregory akgag
ხო კიდევ ერთი.
თუ... Sep 24 2013, 06:49 AM
akgag [quote name='gregory' date='Sep 24 201... Sep 26 2013, 04:26 PM
akgag აი gregory - ის როცა ეცოდ... Sep 24 2013, 08:53 AM
gregory ციტატა(akgag @ 26th September 201... Sep 26 2013, 04:30 PM
akgag არ მინდოდა აქამდე ... Oct 1 2013, 09:16 AM
ja_ja მაგარი ბედი გქონია... Oct 1 2013, 02:54 PM
akgag ერთი 20 ლარი ბალონებ... Oct 1 2013, 03:14 PM
akgag ერთი კითხვა მაქვს? ... Oct 2 2013, 12:17 PM
gregory არანაირი აკრძალვა.... Oct 2 2013, 12:52 PM
ja_ja akgag
ციტატა(akgag @ 2nd October... Oct 2 2013, 07:22 PM
akgag 70 ატმოსფერო პირობი... Oct 2 2013, 07:28 PM
akgag როგორც იქნა ჩამოვი... Oct 11 2013, 11:55 AM
akgag ხო კიდევ ერთი რაც ტ... Oct 11 2013, 12:16 PM
ja_ja არასდ ეეგთი სისულე... Oct 11 2013, 01:34 PM
akgag ja_ja
"აუწონავ დაუწ... Oct 11 2013, 02:05 PM
system 32 პნევმატურის ტარებ... Oct 11 2013, 04:42 PM
akgag 8. ნებართვას/ლიცენზ... Oct 11 2013, 05:43 PM
ja_ja system 32
კაცოუ კაცოუ ფ... Oct 11 2013, 06:58 PM
akgag Nუ თუ იმას შევხედავ... Oct 11 2013, 07:44 PM
system 32 მუხლი 12. სამოქალაქო... Oct 11 2013, 08:32 PM
ja_ja system 32
ციტატა(system 32 @ 11t... Oct 11 2013, 11:17 PM
akgag კი მობილურიდან ვკრ... Oct 12 2013, 09:18 AM
akgag :-D:-D:-D:-D ახლა ვნახე და ... Oct 12 2013, 09:24 AM
ja_ja akgag
ციტატა(akgag @ 12th Octobe... Oct 12 2013, 10:24 AM
foxi უფ თქვენ გაიხარეთ,... Oct 12 2013, 12:16 PM
akgag ახლა რაც შეეხება ა... Oct 17 2013, 02:27 PM
ja_ja system 32
akgag
ციტატა(system 32 ... Oct 24 2013, 03:19 PM
system 32 და რა მაინტერესებს... Oct 25 2013, 11:27 PM
ja_ja system 32
დაიწყე პოლიცი... Oct 26 2013, 02:47 PM
Rebellion მოკლედ ჯაჯა სწორია... Nov 12 2013, 07:32 AM![]() ![]() |
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 8th December 2025 - 08:07 AM |
| Hosted by Pro-Service |