![]() |
![]() |
![]() |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
![]() |
![]() |
![]()
პოსტი
#1
|
||
![]() ცნობის მოყვარე ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 22 რეგისტრ.: 20-September 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: რუსთავი წევრი №: 1,803 ქალაქი:რუსთავი ![]() |
გამარჯობათ, პირველ რიგში მინდა ავღნიშნო, რომ მართლა საინტერესო და საჭირო ფორუმია. გადავწყვიტე და უკვე გამოვიწერე კიდევაც ზემოთ აღნიშნული პისტოლეტი umarex walther cp99 compact, რომელიც იმედია ჩამომივა და სადმე არ გაიჭედება. სამწუხაროდ ბოლომდე კარგად ვერ გავერკვიე ამ ყველაფერში და რამოდენიმე საკითხის დაზუსტება მინდა, თუ რათქმა უნდა შეგიძლიათ რომ დამეხმაროთ. სხვა თემებს როცა ვკითხულობდი ასეთი კითხვების შემდეგ ყოველთვის იყო კითხვა თუ რისთვის ჭირდებოდა პატრონს ესა თუ ის იარაღი. ამიტომ მეც დავწერ წინასწარ. 1. ზოგადად სურვილი გამიჩნდა პნევმატურის შეძენის და იქიდან გამომდინარე, რომ უკვე შეძენილი აქვს ჩემს ძმას air arms s510, გადავწყვიტე მე პისტოლეტი შემეძინა. 2. გასართობად ანუ როგორც იტყვიან საპლინკაოდ. 3. იმედი მაქვს რომ რაღაც დოზით დამეხმარება უკეთ სროლის სასწავლად. 4. რაღაც დოზით იმის იმედიც მაქვს, რომ სათევზაოთ წასულს მაინც გამომადგება პაპლაოკზე შემხტარი ბაყაყის მოსაგერიებლად. 5. და კონკრეტულად ეს მოდელი იმიტომ, რომ მგონია უფრო რეალისტურია ცეცხლსასროლი იარაღის მიმართებაში. რაც შეეხება საკითხებს, რომელიც მაინტერესებს ესენია: 1. რამდენად გამძლეა ზოგადად პნევმატური პისტოლეტები და ზოგადად რა რესურსი აქვს ამ მხრივ (რამდენ გასროლას შეძლებს სანამ მოირყევა და გაჩაჩანაკდება? 2. რამდენად შეუძლია ამ ტიპის პნევმატიკებს ერთმანეთთან დაახლოებული სიჩქარით ისროლოს ტყვიები. კარგ გასროლებს ვკითხულობ? 3. მოქმედებს თუ არა სროლის სიჩქარე ტყვიის სიჩქარეზე, ანუ თუ სწრაფსწრაფად ვისვრით ხომ არ მოხდება ისე, რომ საჭირო რაოდენობის აირით შეივსება ვერ მოხდება და სუსტი გამოვა მომდევნო გასროლა? 4. ამ კითხვაზე იმედია არ დამცინებთ და თუ არის შესაძლებელი რომ ეს BB ბურთულები ჩამოვასხათ ისევე როგორც საფანტი. ანუ ტყვიისგან დამზადებული ივარგებს? 5, თუ ვინმეს ქონია შეხება კონკრეტულად ამ მოდელთან თუ შეგიძლიათ, რომ პლიუს მინუსები და რჩევები მომცეთ რაც შეიძლება გამომადგეს ![]() P.S. თუ რამე ისე ვერ დავწერე როგორც საჭიროა ბოდიშს ვიხდი, იმედია მაპატიებთ ![]()
| |
> |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
||
![]() ზუსტი მსროლელი ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Airgun.ge Club პოსტები: 1,224 რეგისტრ.: 15-December 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: rustavi წევრი №: 577 ქალაქი:რუსთავი ![]() |
akgag პირველ რიგში კეთილი იყოს შენი პოსტი ამ ფორუმზე : )) ახლა მეორე : ) . ამ კითხვაზე იმედია არ დამცინებთ და თუ არის შესაძლებელი რომ ეს BB ბურთულები ჩამოვასხათ ისევე როგორც საფანტი. ანუ ტყვიისგან დამზადებული ივარგებს? დაცინვით არავინ დაგცინებს, ფორუმიც იმიტომ არსებობს რომ კითხვები დაისვას და შემდეგ გამოცდილმა ხალხმა გიპასუხოს ამ კითხვებზე და დაგეხმარონ თუ რამე დაგჭირდება, რაც შეეხება ტყვიის ბურთულების ჩამოსხმას, ჩემი აზრით არ ივარგებს ეგ ვარიანტი, ეს ბბ ტყვიები არის ლითონის, ანუ აბოიმაში ჩატენვის შემთხვევაში როდესაც ზამბარა აწვება რაც აბოიმიდან ლულას აწვდის ტყვიას, მაგ მომენტში და ისეც, მიქაჩული ზამბარა აბოიმაშივე გაჭყლიტავს შენს მიერ ჩამოსხმულ ტყვიის ბურთულებს, არა მარტო გაჭ*ლეტსს, შეიძლება მექანიზზმა გვერდებიც ისე აათალოს რომ ბოლოს გაიჭედოს, თან გაჭ*ლეტილი ტყვია მიზანშიც არ წავა. , მოკლედ არ გირჩევ მაგ ამბავს, თორე რაღატომ ჩამოასხა, იყიდიდი უკვე ჩამოსხმულ საფანტს და ისროდი რამდენიც გინდა , მაგრამ, არ გამოვა ეგ ამბავი, ბბ ბურთულები უნდა შეეიძინო, რომელიც უფრო მკვრივი შენადნობია და რომელიც აბოიმაში და მექანიზმში არ დეფორმირდება, : )) შემოვლენ კიდევ ჩვენი ფორუმელები და კიდევ უფრო ზუსტად და დეტალურად აგიხსნიან თუ რატომ მხოლოდ და მხოლოდ ბბ ბურთულები, ამ ფორუმზე კი ამ მხრივ კომპეტენტური პირები კი საბედნიეროდ ბევრნი არიან : )
| |
> |
|
|
![]() ![]() |
![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 14th August 2025 - 07:55 PM |
Hosted by Pro-Service |