გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> ნორიკა გოლიატ, ვინმეს ხომ არ გაქვთ?
achi23
პოსტი Jun 25 2013, 10:53 PM
პოსტი #1


ცნობის მოყვარე
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 65
რეგისტრ.: 22-June 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 1,753
ქალაქი:tbilisi



გამარჯობათ, რას იტყვით ნორიკა გოლიატ-ზე, ტქვენი აზრი მაინტერესებს.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
 
ახალი თემის დაწყება
გამოხმაურებები
ja_ja
პოსტი Jun 27 2013, 11:43 AM
პოსტი #2


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,351
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



achi23
მაგარი არასწორი კითხვაა... ტყვია კი არ ყვინთავს, არამედ მიფრინავს პარაბოლაზე. და არანაირი ეგეთი დისტანცია არ არსებობს იქ გეკო 25 მეტრი, კარაბინი (რომელი ერთი და რომელ ტყვიაზე smile.gif ) 100 მეტრი და ასე შემდეგ....

ტყვია ლულის გამოსვლისთანავე პირველივე მილიმეტრიდან იწყებს ვარდნას, ნებისმიერ კალიბრში და ნებისმიერ თოფში, არა აქვს მნიშვნელობა პარამეტრებს, ფორმას და ასე შემდეგ, მინიმალური თუ მაქსიმალური ვარდნა ყოველთვის არსებობს, კომპენსირება ხდება ყოველთვის და ლულა ყოველთვის უაზრო ზემოთაა მიმართული ვიდრე დასამიზნებელი ხილვადი პირდაპირი ხაზი.



მოკლედ ვარდნა მუდმივია და კიდევ ერთი რამ უნდა იცოდე ტყვია დამიზნების ხაზს ორ ადგილზე კვეთავს , ახლო მანძილზე და შორ მანძილზე, ორივეს ეწოდება ნოლი.

პირველ ნოლამდე არის, აღმავალი ტრაექტორია, მერე გრძელდება აღმავალი ტრაექტორია და იწყება დაღმავალი ტრაექტორია, ამ დაღმავალი მოძრაობისას ტყვია კიდევ ერთხელ გადაკვეთავს დამიზნების ღერძს და მერე იწყებს სულ უფრო ძირს და ძირს წასვლას.

შენს თოფს მაგრა მეეჭვება 300 ჰქონდეს სიჩქარე, არადა ტყვიის ტრაექტორია დამოკიდებულია მის მასაზე სიჩქარეზე, ლულაში არსებულ ხრახნებზე და მათ ტვისტზე, ჰაერის სიმკვრივეზე...

რაც არ უნდა იყოს ამდენ თავდაპირველ გათვლებს ჯობია გააკეთო მარტივი მოქმედება:

1) მოიფიქრე და განსაზღვრე შენი სასროლი მანძილების მინიმალური და მაქსიმალური დისტანცია (არ იგულისხმება სუპერ ახლო მანძილი და სუპერ შორი მანძილი როგორც შენ წეღან წერდი 100 მეტრის პონტს), ანუ მიახლოებით აიღე ასეთი დისტანცია 20 დან 40 მეტრამდე. შესაბამისად შენ გჭირდება შუალედური წერტილი ანუ მიახლოებით 30 მეტრი.

2) ჯდები და მაგ 30 მეტრზე ასწორებ შენს ოპტიკას.

3) როდესაც მაგ 30 მეტრზე დაიწყებ მოხვედრას და ასე ვთქვათ მიზანს ნოლში გაასორებ, მიახლოებით გექნება ასეთი გამოთვლები:
- 30 მეტრამდე მანძილზე უნდა ესროლო ჯვრიდან ზედა ადგილზე, იმიტომ რომ ამ დროს ტყვია აღმავალ დისტანციაზეა და გასწორებული 30 მეტრზე თუ ჯვარში მიდის, მანამდე იასნია ზემოთაა დამიზნების წერტილიდან ტყვია
- თუ 30 მეტრზე შორსაა სამიზნე მაშინ უკვე უმიზნებ ჯვრის გადაკვეთიდან ქვევით, იმიტომ რომ გასწორებული 30 მეტრიანი დისტანციის შემდეგ ტყვია მუდმივად ძირს იქნება და რაც უფრო შორი მანძილი იქნება მით უფრო მეტად ძირს მოხვდება
- გექნება ასევე საპოვნი პირველი ნოლი, ანუ 30 მეტრზე ნოლში გაქვს ოპტიკა გასწორებული და ჯვარში ხვდება ტყვია, მაგრამ როგორც გახსოვს ლულა ყოველთვის ზემოთაა მიმართული რომ ტყვიის ვარდნის ტრაექტორიის კომპენსირება მოხდეს, ამიტომაც, თავდაპირველად დასამიზნებელი ხაზის მიმართ ტყვის ზემოთ მიფრინავს (ნუ რეალში ვარდება, მაგრამ ლულის კუთხის გამო ზემოთ მიფრინავს), შედეგად ლულა ყოველთვის ქვემოთაა სამიზნე კი ზემოთ, ამიტომაც, ქვემოდან ამომხტარი ტყვია რაღაც მანძილზე გადაკვეთავს დამიზნების ხაზს და დაიწყებს ზემოთ ფრენას აი ეგ გადაკვეთის ხაზი იქნება პირველი ნოლი, ნუ არაზუსტი გათვლებით მოყვანილ მაგალითის შემთხვევაში პირველი ნოლი იქნება სადღაც 5-დან 10 მეტრამდე.

ამ პარამეტრების მიხედვით უკვე იასნია 10 მეტრამდე ობიექტებს უმიზნებ ჯვარს და ესვრი, 10-დან 30 მეტრამდე ჯვარიდან ზემოთ უმიზნებ (რამდენად ზემოთ და რა დისტანციაზე რა პაპრავკებით ეგ უკვე ექსპერიმენტალური გზებით უნდა დაადგინო), 30 მეტრის იქეთ კი უკვე ჯვარს ქვემოთ ადგილს უმიზნებ სამიზნეს.

მე არ ვიცი შენს ოპტიკას რა ბადე აქვს მაგ ოპტიკას, რაცხა ოსპრეი ვერ მოვძებნე, მოკლედ ინფორმაციისთვის აირგანში ყველაზე კარგ ბადედ ითვლება Mill DOT-ის ბადე, გამოიყურება აი ასე



ეს წერტილები გადასარევი რამეს ცდომილებების გასათვლელად. მაგალითად 10-დან 30 მეტრამდე იცი რომ ტყვია ზემოთ მიდის, მაგრამ თუ სიტყვაზე სამიზნეს დააყენებ და ესვრი ჯვარში 20 მეტრზე დაინახავ რომ ტყვია რეალში მოხვდება ჯვრიდან 1 მილდოტით ან 2 მილდოტით ზემოთ, ნუ მოკლედ იოლი ათვლის წერტილია, ასევე შეიძლება იყოს ნახევარი მილდოტი, 1.5 და ასე შედეგ...

იგივე ეხება შორ დისტანციას ანუ ვთქვათ 30 მეტრზე შორს, ვთქვათ მიახლოებით მისროლით დაადგენ რომ 40 მეტრზე 1 მილდოტით ქვევით უნდა დაუმიზნო, 50 მეტრზე 2 მილდოტით და ასე შემდეგ... ნუ ეს მოყვანილი ციფრები იასნია ჰაერიდანაა და არაფერი საერთო შენს რეალობასთან არ ექნება ეგ ყევლაფერი შენ პირადად ექსპერიმენტალურად უნდა დადგინო.

ასევე გაითვალისწინე, ერთი ტყვიის მიმართ ჩამოყალიბებული პირობები, მეორე ტყვიის გამოყენების შემთხვევაში სულ სხვა მონაცემებს მოგცემს და პირველი ტყვიით მიღებულ და მიჩვეულ ადგილებში შეიძლება სულაც არ მოხვდეს.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

პოსტი ამ თემაში
- achi23   ნორიკა გოლიატ   Jun 25 2013, 10:53 PM
- - ja_ja   ნუ ვაბშეტა სათაური...   Jun 26 2013, 07:51 AM
- - ReMiNgToN   achi23 ჩემს ახლობელს ჰ...   Jun 26 2013, 10:03 AM
- - achi23   მიზანში ცოტა უჭირს...   Jun 26 2013, 02:20 PM
- - ReMiNgToN   achi23 ინტერესნო.... 100 მე...   Jun 26 2013, 02:22 PM
- - achi23   ტყვიებს რაც შეეხებ...   Jun 26 2013, 02:33 PM
- - ja_ja   achi23 ციტატა(archili @ 26th Jun...   Jun 26 2013, 02:35 PM
- - achi23   ოპტიკის ბრალი არამ...   Jun 26 2013, 02:37 PM
- - ja_ja   P.S. ახლა კიდევ დაგიმ...   Jun 26 2013, 02:40 PM
- - achi23   ეს ზდპ რა არის აჩი ი...   Jun 26 2013, 02:43 PM
- - ja_ja   achi23 ციტატა(archili @ 26th Jun...   Jun 26 2013, 03:04 PM
- - achi23   მადლობა გაიხარე რჩ...   Jun 26 2013, 04:58 PM
- - achi23   ისე ლულის გაწმენდა...   Jun 26 2013, 05:07 PM
- - ja_ja   achi23 პნევმატიკისთვი...   Jun 26 2013, 10:30 PM
- - ja_ja   შენ ჯერ უნდა იჩალი...   Jun 26 2013, 10:35 PM
- - achi23   დიდი მადლობა გაიხა...   Jun 26 2013, 11:04 PM
- - ja_ja   achi23 ნუ ზეთი უნდა იყი...   Jun 27 2013, 09:24 AM
- - achi23   მადლობა, კიდევ ერთ...   Jun 27 2013, 10:02 AM
- - ReMiNgToN   achi23 უფრო ხშირად ნოლ...   Jun 27 2013, 10:44 AM
- - ja_ja   achi23 მაგარი არასწორ...   Jun 27 2013, 11:43 AM
- - nihontoman   ციტატა(ნუ ნადირობა...   Jun 27 2013, 12:32 PM
- - nihontoman   ეეე, მოკლედ ვეღარ ვ...   Jun 27 2013, 12:40 PM


მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 24th June 2025 - 10:36 AM
Hosted by Pro-Service