achi23 მაგარი არასწორი კითხვაა... ტყვია კი არ ყვინთავს, არამედ მიფრინავს პარაბოლაზე. და არანაირი ეგეთი დისტანცია არ არსებობს იქ გეკო 25 მეტრი, კარაბინი (რომელი ერთი და რომელ ტყვიაზე

) 100 მეტრი და ასე შემდეგ....
ტყვია ლულის გამოსვლისთანავე პირველივე მილიმეტრიდან იწყებს ვარდნას, ნებისმიერ კალიბრში და ნებისმიერ თოფში, არა აქვს მნიშვნელობა პარამეტრებს, ფორმას და ასე შემდეგ, მინიმალური თუ მაქსიმალური ვარდნა ყოველთვის არსებობს, კომპენსირება ხდება ყოველთვის და ლულა ყოველთვის უაზრო ზემოთაა მიმართული ვიდრე დასამიზნებელი ხილვადი პირდაპირი ხაზი.

მოკლედ ვარდნა მუდმივია და კიდევ ერთი რამ უნდა იცოდე ტყვია დამიზნების ხაზს ორ ადგილზე კვეთავს , ახლო მანძილზე და შორ მანძილზე, ორივეს ეწოდება ნოლი.
პირველ ნოლამდე არის, აღმავალი ტრაექტორია, მერე გრძელდება აღმავალი ტრაექტორია და იწყება დაღმავალი ტრაექტორია, ამ დაღმავალი მოძრაობისას ტყვია კიდევ ერთხელ გადაკვეთავს დამიზნების ღერძს და მერე იწყებს სულ უფრო ძირს და ძირს წასვლას.
შენს თოფს მაგრა მეეჭვება 300 ჰქონდეს სიჩქარე, არადა ტყვიის ტრაექტორია დამოკიდებულია მის მასაზე სიჩქარეზე, ლულაში არსებულ ხრახნებზე და მათ ტვისტზე, ჰაერის სიმკვრივეზე...
რაც არ უნდა იყოს ამდენ თავდაპირველ გათვლებს ჯობია გააკეთო მარტივი მოქმედება:
1) მოიფიქრე და განსაზღვრე შენი სასროლი მანძილების მინიმალური და მაქსიმალური დისტანცია (არ იგულისხმება სუპერ ახლო მანძილი და სუპერ შორი მანძილი როგორც შენ წეღან წერდი 100 მეტრის პონტს), ანუ მიახლოებით აიღე ასეთი დისტანცია 20 დან 40 მეტრამდე. შესაბამისად შენ გჭირდება შუალედური წერტილი ანუ მიახლოებით 30 მეტრი.
2) ჯდები და მაგ 30 მეტრზე ასწორებ შენს ოპტიკას.
3) როდესაც მაგ 30 მეტრზე დაიწყებ მოხვედრას და ასე ვთქვათ მიზანს ნოლში გაასორებ, მიახლოებით გექნება ასეთი გამოთვლები:
- 30 მეტრამდე მანძილზე უნდა ესროლო ჯვრიდან ზედა ადგილზე, იმიტომ რომ ამ დროს ტყვია აღმავალ დისტანციაზეა და გასწორებული 30 მეტრზე თუ ჯვარში მიდის, მანამდე იასნია ზემოთაა დამიზნების წერტილიდან ტყვია
- თუ 30 მეტრზე შორსაა სამიზნე მაშინ უკვე უმიზნებ ჯვრის გადაკვეთიდან ქვევით, იმიტომ რომ გასწორებული 30 მეტრიანი დისტანციის შემდეგ ტყვია მუდმივად ძირს იქნება და რაც უფრო შორი მანძილი იქნება მით უფრო მეტად ძირს მოხვდება
- გექნება ასევე საპოვნი პირველი ნოლი, ანუ 30 მეტრზე ნოლში გაქვს ოპტიკა გასწორებული და ჯვარში ხვდება ტყვია, მაგრამ როგორც გახსოვს ლულა ყოველთვის ზემოთაა მიმართული რომ ტყვიის ვარდნის ტრაექტორიის კომპენსირება მოხდეს, ამიტომაც, თავდაპირველად დასამიზნებელი ხაზის მიმართ ტყვის ზემოთ მიფრინავს (ნუ რეალში ვარდება, მაგრამ ლულის კუთხის გამო ზემოთ მიფრინავს), შედეგად ლულა ყოველთვის ქვემოთაა სამიზნე კი ზემოთ, ამიტომაც, ქვემოდან ამომხტარი ტყვია რაღაც მანძილზე გადაკვეთავს დამიზნების ხაზს და დაიწყებს ზემოთ ფრენას აი ეგ გადაკვეთის ხაზი იქნება პირველი ნოლი, ნუ არაზუსტი გათვლებით მოყვანილ მაგალითის შემთხვევაში პირველი ნოლი იქნება სადღაც 5-დან 10 მეტრამდე.
ამ პარამეტრების მიხედვით უკვე იასნია 10 მეტრამდე ობიექტებს უმიზნებ ჯვარს და ესვრი, 10-დან 30 მეტრამდე ჯვარიდან ზემოთ უმიზნებ (რამდენად ზემოთ და რა დისტანციაზე რა პაპრავკებით ეგ უკვე ექსპერიმენტალური გზებით უნდა დაადგინო), 30 მეტრის იქეთ კი უკვე ჯვარს ქვემოთ ადგილს უმიზნებ სამიზნეს.
მე არ ვიცი შენს ოპტიკას რა ბადე აქვს მაგ ოპტიკას, რაცხა ოსპრეი ვერ მოვძებნე, მოკლედ ინფორმაციისთვის აირგანში ყველაზე კარგ ბადედ ითვლება Mill DOT-ის ბადე, გამოიყურება აი ასე

ეს წერტილები გადასარევი რამეს ცდომილებების გასათვლელად. მაგალითად 10-დან 30 მეტრამდე იცი რომ ტყვია ზემოთ მიდის, მაგრამ თუ სიტყვაზე სამიზნეს დააყენებ და ესვრი ჯვარში 20 მეტრზე დაინახავ რომ ტყვია რეალში მოხვდება ჯვრიდან 1 მილდოტით ან 2 მილდოტით ზემოთ, ნუ მოკლედ იოლი ათვლის წერტილია, ასევე შეიძლება იყოს ნახევარი მილდოტი, 1.5 და ასე შედეგ...
იგივე ეხება შორ დისტანციას ანუ ვთქვათ 30 მეტრზე შორს, ვთქვათ მიახლოებით მისროლით დაადგენ რომ 40 მეტრზე 1 მილდოტით ქვევით უნდა დაუმიზნო, 50 მეტრზე 2 მილდოტით და ასე შემდეგ... ნუ ეს მოყვანილი ციფრები იასნია ჰაერიდანაა და არაფერი საერთო შენს რეალობასთან არ ექნება ეგ ყევლაფერი შენ პირადად ექსპერიმენტალურად უნდა დადგინო.
ასევე გაითვალისწინე, ერთი ტყვიის მიმართ ჩამოყალიბებული პირობები, მეორე ტყვიის გამოყენების შემთხვევაში სულ სხვა მონაცემებს მოგცემს და პირველი ტყვიით მიღებულ და მიჩვეულ ადგილებში შეიძლება სულაც არ მოხვდეს.