|
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
May 29 2013, 10:20 AM
პოსტი
#1
|
||
![]() მაძიებელი ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 491 რეგისტრ.: 20-January 12 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 1,487 |
მოგესალმებათ მონადირეთა და მეთევზეთა კლუბი ,,ოჩოპინტრე,, მონადირეთა და მეთევზეთა კლუბი ,,ოჩოპინტრე,, ატარებს პირველ კლუბთაშორის შეჯიბრს სპორტინგში მოყვარულ - მონადირეთა შორის. კლუბებიდან ან გაერთინებებიდან უნდა იქნან წარმოდგენილი , სამი (3) ადამიანისაგან შემდგარი გუნდები. მაშ ასე იმედია არავითარი ექსცესები არ იქნება - პირველ ყოვლისა უსაფრთხოების ნორმები უნდა იქნას დაცული ! 1. თოფებს ვკეტავთ, სასროლად, მხოლოდ ნომერზე გასვლისას. მანამდე გახსნილი თობებით ვმოძრაობთ. 2. მრავალვაზნიანი - ნახევრად ავტომატური თოფის მფლობელები გახსნიან რესივერს და ასე ივლიან ვიდრე პოზიციაზე არ გავლენ. 3. ადამიანზე მიშვერა ცარიელი თოფის და რათქმაუნდა დატენილისაც, კატეგორიულად არ შეიძლება 4. ვისაც ერთხელ მაინც არ აქვს ნასროლი თიხის თეფშებზე, ასეთი ადამიანის მონაწილეობა შეჯიბრზე არ არის სასურველი 5. სროლის დროს უნდა იყოს დაცული იდეალური სიჩუმე. 6. აკრძალულია ნებისმიერი ალკოჰოლური სასმელი და ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი პირის მონაწილეობა და დასწრება. 7. სასურველია სმენის დამცავებისა და მხედველობის დამცავების ქონა 8. არ არის სასურველი მუქი ფერის და ასევე სამხედრო (სამხედრო კამუფლირება ) ტანისამოსით შემოსვა 9. დამსწრე საზოგადობას შეადგენს მხოლოდ მონაწილეთა მოწვეული სტუმრები, რომელთა ქცევასა და უსაფრთხოებაზე, მასპინძლები იქნებიან პასუხისმგებელნი. 10. თოფი სიცოცხლისათვის საშიში იარაღია. ყურადღებით ! ! ! 11.შეჯიბრის დროს, მონაწილის მიერ თოფის დამიზნება რაიმე საგნისადმი, ვიდრე ნომერზე არ გავა. კატეგორიულად აკრძალულია. ჯარიმა: ავტომატური დისკვალიფიკაცია. 12.ვაზნა თოფში ჩაიდება ნომერზე დადგომისას, უშუალოდ სროლის წინ 13. ყველა მონაწილე ისვრის მხოლოდ 12 კლიბრიანი, გლუვლულიანი თოფით. 14. ყველა , ვინც აპირებს მონაწილეობის მიღებას, ჩასახრახნ ჩოკებიანი თოფებით, უნდა ჩაახრახნოს , 0.5 -ი ჩოკი ანუ ნახევარჩოკი. ან უფრო ვიწრო (სურვილის მიხედვით) ქულა ითვლება: თუ თეფში დაიმტვრევა, ან თუ თეფშს მოცილდება ხილული ნაწილაკი. ამას წყვიტავს მთავარი მსაჯი და ორი გვერდითი მსაჯი საჭიროების შემთხვევაში. სადაო მომენტი გადაწყდება სამივე მსაჯის ერთობლივი თათბირის საფუძველზე. თუ ვაზნა რიგი მიზეზთა გამო არ გავარდა: შემოწმდება ფისტონი, თუ ნემსას კვალი აღინიშნება, მოხდება ამ ვაზნის გადასროლა, თუ ისევ არ გავარდა, მოხდება გადასროლა სხვა ვაზნით. თუ სროლა არ დაფიქსირდა: ძირითადად არ გავრდნა ხდება თოფებზე, მცველის დაბლოკილ მდგომარეობაში დარჩენის გამო. ამ მიზეზით ითვლება დ ა ც ი ლ ე ბ ა ნახევრად ავტომატებში, ნებისმიერი მიზეზით ვერ გადატენვა და შესაბამისად მეორე ვაზნის ვერ გასროლა ითვლება დ ა ც ი ლ ე ბ ა დ მონაწილეობის მისაღებად ,გუნდის შემოსატან თანხას შეადგენს 170 ლარი (3 მსროლელზე) თანხაში შედის : 35 ვაზნა 35 თეფში. მედლები, სიგელები, თასი და პრიზი (პრიზები) მონაწილეები გადმორიცხავენ თანხას მისამართზე: სს "თიბისი ბანკი" >> საბანკო კოდი : TBCBGE22 >> ააიპ საქართველოს მონადირეთა და მეთევზეთა კლუბი "ოჩოპინტრე." >> ანგარიშსწორების ანგარიში: GE34TB1130836080100002 , დანიშნულებაში მიუთითეთ, კლუბის დასახელება რომლის სახელითაც გამოდიან მონაწილეები შეჯიბრი ჩატარდება 2 ივნისს გისურვებთ წარმატებებს
| |
| > |
|
|
![]() |
May 31 2013, 11:55 PM
პოსტი
#2
|
||
![]() მაძიებელი ![]() ![]() ჯგუფი: Airgun.ge Club პოსტები: 289 რეგისტრ.: 12-June 11 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 1,317 |
რა ტყუილად შევაწუხე თავადიშვილი, კომპრომისიც მოიძებნა , მარა ხოწ ბი ხნი!
| |
| > |
|
|
TAMPLIER 2 ივნისი. კლუბ "ოჩოპინტრეს" სასტენდო შეჯიბრი May 29 2013, 10:20 AM
ja_ja სირვილი კი მაქვს მ... May 29 2013, 11:14 AM
TAMPLIER ja_ja
ისე ამოდი შეკა... May 29 2013, 01:20 PM
koknar TAMPLIER
სად ტარდება ის... May 29 2013, 01:37 PM
TAMPLIER 41 46 22.54 N
44 55 14.79 E May 29 2013, 01:58 PM
TAMPLIER ჰა არავინ ხართ მონ... May 30 2013, 07:09 PM
monadire. ბრატცი, დიდი სურვი... May 30 2013, 08:37 PM
leogeo აგი შეჯიბრი მარტო ... May 30 2013, 10:53 PM
geojorjika მე მინდოდა თაზო გა... May 30 2013, 10:56 PM
ilariona geojorjika
კვირას სულ 3 სა... May 31 2013, 01:43 AM
geojorjika ilariona
ბიჭი თბილისშI ა... May 31 2013, 08:44 AM
TAMPLIER ბევრსაც აქვს მარა ... May 31 2013, 01:34 PM
TAMPLIER გადარეკე გადმორეკ... Jun 1 2013, 02:21 AM
gregory მაგარი ქარია და რა... Jun 2 2013, 07:30 AM
TAMPLIER კი ქარი იყო მაგრამ ... Jun 2 2013, 09:08 PM
monadire. მივულოცოთ ოჩოელებ... Jun 2 2013, 09:33 PM
TAMPLIER http://ochopintre.ge/forum/index.php?showtopic=104... Jun 6 2013, 01:40 PM
ja_ja გუტ, გუტ... მარა ე მედ... Jun 6 2013, 02:12 PM
koknar რაღაც საინტერესო ლ... Jun 6 2013, 08:30 PM
TAMPLIER ცოტა მოსწრების ამბ... Jun 6 2013, 11:53 PM![]() ![]() |
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th November 2025 - 02:01 PM |
| Hosted by Pro-Service |