დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: 2 ივნისი. კლუბ "ოჩოპინტრეს" სასტენდო შეჯიბრი
Georgian Airgunners Portal > საერთო > ფლეიმი
TAMPLIER
მოგესალმებათ მონადირეთა და მეთევზეთა კლუბი ,,ოჩოპინტრე,,

მონადირეთა და მეთევზეთა კლუბი ,,ოჩოპინტრე,, ატარებს პირველ კლუბთაშორის შეჯიბრს სპორტინგში მოყვარულ - მონადირეთა შორის.
კლუბებიდან ან გაერთინებებიდან უნდა იქნან წარმოდგენილი , სამი (3) ადამიანისაგან შემდგარი გუნდები.

მაშ ასე იმედია არავითარი ექსცესები არ იქნება - პირველ ყოვლისა უსაფრთხოების ნორმები უნდა იქნას დაცული !

1. თოფებს ვკეტავთ, სასროლად, მხოლოდ ნომერზე გასვლისას. მანამდე გახსნილი თობებით ვმოძრაობთ.
2. მრავალვაზნიანი - ნახევრად ავტომატური თოფის მფლობელები გახსნიან რესივერს და ასე ივლიან ვიდრე პოზიციაზე არ გავლენ.
3. ადამიანზე მიშვერა ცარიელი თოფის და რათქმაუნდა დატენილისაც, კატეგორიულად არ შეიძლება
4. ვისაც ერთხელ მაინც არ აქვს ნასროლი თიხის თეფშებზე, ასეთი ადამიანის მონაწილეობა შეჯიბრზე არ არის სასურველი
5. სროლის დროს უნდა იყოს დაცული იდეალური სიჩუმე.
6. აკრძალულია ნებისმიერი ალკოჰოლური სასმელი და ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი პირის მონაწილეობა და დასწრება.
7. სასურველია სმენის დამცავებისა და მხედველობის დამცავების ქონა
8. არ არის სასურველი მუქი ფერის და ასევე სამხედრო (სამხედრო კამუფლირება ) ტანისამოსით შემოსვა
9. დამსწრე საზოგადობას შეადგენს მხოლოდ მონაწილეთა მოწვეული სტუმრები, რომელთა ქცევასა და უსაფრთხოებაზე, მასპინძლები იქნებიან პასუხისმგებელნი.
10. თოფი სიცოცხლისათვის საშიში იარაღია. ყურადღებით ! ! !
11.შეჯიბრის დროს, მონაწილის მიერ თოფის დამიზნება რაიმე საგნისადმი, ვიდრე ნომერზე არ გავა. კატეგორიულად აკრძალულია. ჯარიმა: ავტომატური დისკვალიფიკაცია.
12.ვაზნა თოფში ჩაიდება ნომერზე დადგომისას, უშუალოდ სროლის წინ
13. ყველა მონაწილე ისვრის მხოლოდ 12 კლიბრიანი, გლუვლულიანი თოფით.
14. ყველა , ვინც აპირებს მონაწილეობის მიღებას, ჩასახრახნ ჩოკებიანი თოფებით, უნდა ჩაახრახნოს , 0.5 -ი ჩოკი ანუ ნახევარჩოკი. ან უფრო ვიწრო (სურვილის მიხედვით)


ქულა ითვლება: თუ თეფში დაიმტვრევა, ან თუ თეფშს მოცილდება ხილული ნაწილაკი. ამას წყვიტავს მთავარი მსაჯი და ორი გვერდითი მსაჯი საჭიროების შემთხვევაში. სადაო მომენტი გადაწყდება სამივე მსაჯის ერთობლივი თათბირის საფუძველზე.

თუ ვაზნა რიგი მიზეზთა გამო არ გავარდა:
შემოწმდება ფისტონი, თუ ნემსას კვალი აღინიშნება, მოხდება ამ ვაზნის გადასროლა, თუ ისევ არ გავარდა, მოხდება გადასროლა სხვა ვაზნით.
თუ სროლა არ დაფიქსირდა:
ძირითადად არ გავრდნა ხდება თოფებზე, მცველის დაბლოკილ მდგომარეობაში დარჩენის გამო. ამ მიზეზით ითვლება დ ა ც ი ლ ე ბ ა
ნახევრად ავტომატებში, ნებისმიერი მიზეზით ვერ გადატენვა და შესაბამისად მეორე ვაზნის ვერ გასროლა ითვლება დ ა ც ი ლ ე ბ ა დ



მონაწილეობის მისაღებად ,გუნდის შემოსატან თანხას შეადგენს 170 ლარი (3 მსროლელზე)

თანხაში შედის : 35 ვაზნა 35 თეფში. მედლები, სიგელები, თასი და პრიზი (პრიზები)

მონაწილეები გადმორიცხავენ თანხას მისამართზე:

სს "თიბისი ბანკი" >> საბანკო კოდი : TBCBGE22 >> ააიპ საქართველოს მონადირეთა და მეთევზეთა კლუბი "ოჩოპინტრე." >> ანგარიშსწორების ანგარიში: GE34TB1130836080100002 , დანიშნულებაში მიუთითეთ, კლუბის დასახელება რომლის სახელითაც გამოდიან მონაწილეები


შეჯიბრი ჩატარდება 2 ივნისს



გისურვებთ წარმატებებს
ja_ja
სირვილი კი მაქვს მარა თოფი მე არ მაქვს, სათვალე, დამცავი ყურსასმენები, მანქანა, ტანსაცმელი.... აეეე რა მინდა მანდ წავედი დავახვიე გვერდზე biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
TAMPLIER
ja_ja

biggrin.gif biggrin.gif
ისე ამოდი შეკაცო


როგორც ვიცი თაზო გამოდის ერთი და მგონი ჩეზეც (დაუზუსტებელი ინფოთი)
ხოდა თქვენში დაკომპლექტდით
koknar
TAMPLIER
სად ტარდება ისიც მიაწერე ბარემ
TAMPLIER




41 46 22.54 N
44 55 14.79 E
TAMPLIER
ჰა არავინ ხართ მონადირე გლუვლულიანით??



monadire.
ბრატცი, დიდი სურვილი მაქვს ჩვენი კლუბის სახელით გამოვიდე შეჯიბრზე, მაგრამ მარტო ვერ ვისვრი სამი კაცის მაგივრად! თუკი გაქვთ ვინმეს სურვილი გავიდეთ, თხა თხაზე ნაკლები, მგლის დედაც ვატირეო, ასე უთქვამთ ჩვენ წინაპრებს! biggrin.gif აბა, გამოით ვისაც გინდათ რომ აირგანი ვასახელოთ! თუარადა მონაწილეობაც უკვე დიდი საქმეა. ჟორჟიკ, ბოთლებს რომ ბათქაბუთქი აუტეხე ქესალოში, იქნება თეფშებზე უფრო გამოგივიდეს, რასიტყვი? wink.gif
leogeo
აგი შეჯიბრი მარტო კლუბის წევრებზე ვრცელდება ხო ?
geojorjika
მე მინდოდა თაზო გამოსვლა მარა ეს შაბათ კვირა ახალციხეში ვარ
ilariona
geojorjika
კვირას სულ 3 საათი უნდა გამონახო, კარგი იქნება თუ გამოვა აირგანი ამ შეჯიბრზე, თანაც ოფიციალური კლუბი ვართ!

leogeo
აირგანელები ჩვენი რეკომენდაციით გამოდიან. თუ გინდა გამოსვლა პრობლემა არაა.

მე ვერ გამოვალ, სალრგანიზაციო საკითხებში ვარ ჩართული.
geojorjika
ilariona
ბიჭი თბილისშI არ ვიქნები შაბათს მივდივარ ახალციხედი და კვირას ჩამოვალ საღამოს თორემ პაჟალუსტა

კაცო ჩვენთან მეტს არავის არ აქვს გლუვი დავიჯერო?
TAMPLIER
ბევრსაც აქვს მარა რად გინდა რა!ეტყობა სროლა არ იციან და ეხათრებათ smile.gif
monadire.
რა ტყუილად შევაწუხე თავადიშვილი, კომპრომისიც მოიძებნა , მარა ხოწ ბი ხნი! sad.gif
TAMPLIER
გადარეკე გადმორეკე
მაგრამ რად გინდა რა biggrin.gif
gregory
მაგარი ქარია და რაფრა იქნება მაგი საქმე?
TAMPLIER
კი ქარი იყო მაგრამ უკმაყოფილო არავინ წამოსულა იქიდან
monadire.
მივულოცოთ ოჩოელებს გამარჯვება, უფრო დიდი გამარჯვებების საწყისი ყოფილიყოს დღევანდელი დღე! მალადცი არლი!!! i-m_so_happy.gif
ja_ja
გუტ, გუტ... მარა ე მედლები რუსული დროშის ფერიან ზონარებზე რომ კიდია ნამეტანი რაცხა არ მომეწონასავით smile.gif

ერთი ზონარი დაგეთრიათ რაიმე ნორმალური არ შაიძლებოდა? smile.gif
koknar
რაღაც საინტერესო ლოკაციაა, პატარა ლილოს ზემოთ ადრე დავდიოდით ხოლმე დელტაპლანებით დავხტოდით ხოლმე მთიდან, რაღაც შეცვლილია ან სხვა მხრიდანაა, კაი ხალხი და კაი ბუნება ! კაი ჩემპიონატი გამოგსვლიათ !

ფერებს რას ერჩი ჯაჯ სუფთა ამერიკული ფერებია. smile.gif რუსული არი KGB biggrin.gif biggrin.gif
TAMPLIER
ცოტა მოსწრების ამბავი იყო და ეგრე გამოვიდა
კიდევ იგეგმება მომავალში და იმედია მერე მაინც გამოხვალთ
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.