გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> 2 ივნისი. კლუბ "ოჩოპინტრეს" სასტენდო შეჯიბრი
TAMPLIER
პოსტი May 29 2013, 10:20 AM
პოსტი #1


მაძიებელი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 491
რეგისტრ.: 20-January 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 1,487



მოგესალმებათ მონადირეთა და მეთევზეთა კლუბი ,,ოჩოპინტრე,,

მონადირეთა და მეთევზეთა კლუბი ,,ოჩოპინტრე,, ატარებს პირველ კლუბთაშორის შეჯიბრს სპორტინგში მოყვარულ - მონადირეთა შორის.
კლუბებიდან ან გაერთინებებიდან უნდა იქნან წარმოდგენილი , სამი (3) ადამიანისაგან შემდგარი გუნდები.

მაშ ასე იმედია არავითარი ექსცესები არ იქნება - პირველ ყოვლისა უსაფრთხოების ნორმები უნდა იქნას დაცული !

1. თოფებს ვკეტავთ, სასროლად, მხოლოდ ნომერზე გასვლისას. მანამდე გახსნილი თობებით ვმოძრაობთ.
2. მრავალვაზნიანი - ნახევრად ავტომატური თოფის მფლობელები გახსნიან რესივერს და ასე ივლიან ვიდრე პოზიციაზე არ გავლენ.
3. ადამიანზე მიშვერა ცარიელი თოფის და რათქმაუნდა დატენილისაც, კატეგორიულად არ შეიძლება
4. ვისაც ერთხელ მაინც არ აქვს ნასროლი თიხის თეფშებზე, ასეთი ადამიანის მონაწილეობა შეჯიბრზე არ არის სასურველი
5. სროლის დროს უნდა იყოს დაცული იდეალური სიჩუმე.
6. აკრძალულია ნებისმიერი ალკოჰოლური სასმელი და ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი პირის მონაწილეობა და დასწრება.
7. სასურველია სმენის დამცავებისა და მხედველობის დამცავების ქონა
8. არ არის სასურველი მუქი ფერის და ასევე სამხედრო (სამხედრო კამუფლირება ) ტანისამოსით შემოსვა
9. დამსწრე საზოგადობას შეადგენს მხოლოდ მონაწილეთა მოწვეული სტუმრები, რომელთა ქცევასა და უსაფრთხოებაზე, მასპინძლები იქნებიან პასუხისმგებელნი.
10. თოფი სიცოცხლისათვის საშიში იარაღია. ყურადღებით ! ! !
11.შეჯიბრის დროს, მონაწილის მიერ თოფის დამიზნება რაიმე საგნისადმი, ვიდრე ნომერზე არ გავა. კატეგორიულად აკრძალულია. ჯარიმა: ავტომატური დისკვალიფიკაცია.
12.ვაზნა თოფში ჩაიდება ნომერზე დადგომისას, უშუალოდ სროლის წინ
13. ყველა მონაწილე ისვრის მხოლოდ 12 კლიბრიანი, გლუვლულიანი თოფით.
14. ყველა , ვინც აპირებს მონაწილეობის მიღებას, ჩასახრახნ ჩოკებიანი თოფებით, უნდა ჩაახრახნოს , 0.5 -ი ჩოკი ანუ ნახევარჩოკი. ან უფრო ვიწრო (სურვილის მიხედვით)


ქულა ითვლება: თუ თეფში დაიმტვრევა, ან თუ თეფშს მოცილდება ხილული ნაწილაკი. ამას წყვიტავს მთავარი მსაჯი და ორი გვერდითი მსაჯი საჭიროების შემთხვევაში. სადაო მომენტი გადაწყდება სამივე მსაჯის ერთობლივი თათბირის საფუძველზე.

თუ ვაზნა რიგი მიზეზთა გამო არ გავარდა:
შემოწმდება ფისტონი, თუ ნემსას კვალი აღინიშნება, მოხდება ამ ვაზნის გადასროლა, თუ ისევ არ გავარდა, მოხდება გადასროლა სხვა ვაზნით.
თუ სროლა არ დაფიქსირდა:
ძირითადად არ გავრდნა ხდება თოფებზე, მცველის დაბლოკილ მდგომარეობაში დარჩენის გამო. ამ მიზეზით ითვლება დ ა ც ი ლ ე ბ ა
ნახევრად ავტომატებში, ნებისმიერი მიზეზით ვერ გადატენვა და შესაბამისად მეორე ვაზნის ვერ გასროლა ითვლება დ ა ც ი ლ ე ბ ა დ



მონაწილეობის მისაღებად ,გუნდის შემოსატან თანხას შეადგენს 170 ლარი (3 მსროლელზე)

თანხაში შედის : 35 ვაზნა 35 თეფში. მედლები, სიგელები, თასი და პრიზი (პრიზები)

მონაწილეები გადმორიცხავენ თანხას მისამართზე:

სს "თიბისი ბანკი" >> საბანკო კოდი : TBCBGE22 >> ააიპ საქართველოს მონადირეთა და მეთევზეთა კლუბი "ოჩოპინტრე." >> ანგარიშსწორების ანგარიში: GE34TB1130836080100002 , დანიშნულებაში მიუთითეთ, კლუბის დასახელება რომლის სახელითაც გამოდიან მონაწილეები


შეჯიბრი ჩატარდება 2 ივნისს



გისურვებთ წარმატებებს
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
 
ახალი თემის დაწყება
გამოხმაურებები
TAMPLIER
პოსტი May 29 2013, 01:20 PM
პოსტი #2


მაძიებელი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 491
რეგისტრ.: 20-January 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 1,487



ja_ja

biggrin.gif biggrin.gif
ისე ამოდი შეკაცო


როგორც ვიცი თაზო გამოდის ერთი და მგონი ჩეზეც (დაუზუსტებელი ინფოთი)
ხოდა თქვენში დაკომპლექტდით
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

პოსტი ამ თემაში
- TAMPLIER   2 ივნისი. კლუბ "ოჩოპინტრეს" სასტენდო შეჯიბრი   May 29 2013, 10:20 AM
- - ja_ja   სირვილი კი მაქვს მ...   May 29 2013, 11:14 AM
- - TAMPLIER   ja_ja ისე ამოდი შეკა...   May 29 2013, 01:20 PM
- - koknar   TAMPLIER სად ტარდება ის...   May 29 2013, 01:37 PM
- - TAMPLIER   41 46 22.54 N 44 55 14.79 E   May 29 2013, 01:58 PM
- - TAMPLIER   ჰა არავინ ხართ მონ...   May 30 2013, 07:09 PM
- - monadire.   ბრატცი, დიდი სურვი...   May 30 2013, 08:37 PM
- - leogeo   აგი შეჯიბრი მარტო ...   May 30 2013, 10:53 PM
- - geojorjika   მე მინდოდა თაზო გა...   May 30 2013, 10:56 PM
- - ilariona   geojorjika კვირას სულ 3 სა...   May 31 2013, 01:43 AM
- - geojorjika   ilariona ბიჭი თბილისშI ა...   May 31 2013, 08:44 AM
- - TAMPLIER   ბევრსაც აქვს მარა ...   May 31 2013, 01:34 PM
- - monadire.   რა ტყუილად შევაწუხ...   May 31 2013, 11:55 PM
- - TAMPLIER   გადარეკე გადმორეკ...   Jun 1 2013, 02:21 AM
- - gregory   მაგარი ქარია და რა...   Jun 2 2013, 07:30 AM
- - TAMPLIER   კი ქარი იყო მაგრამ ...   Jun 2 2013, 09:08 PM
- - monadire.   მივულოცოთ ოჩოელებ...   Jun 2 2013, 09:33 PM
- - TAMPLIER   http://ochopintre.ge/forum/index.php?showtopic=104...   Jun 6 2013, 01:40 PM
- - ja_ja   გუტ, გუტ... მარა ე მედ...   Jun 6 2013, 02:12 PM
- - koknar   რაღაც საინტერესო ლ...   Jun 6 2013, 08:30 PM
- - TAMPLIER   ცოტა მოსწრების ამბ...   Jun 6 2013, 11:53 PM


მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 17th July 2025 - 08:31 PM
Hosted by Pro-Service