![]() |
![]() |
![]() |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
![]() |
![]() |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,350 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი ![]() |
მოკლედ ვაგრძელებ ნიუსების დაყრას, თუ აკვირდებით ნაწილ ნაწილ ვყრი რომ პაწა ინტერესი შევინარჩუნო ფორუმზე, კაი მამაძაღლი ვარ არა ![]() ადრე შეიძლება ზოგიერთმა მოკარით ყური / თვალი რომ მინდოდა სანადიროდ რაიმე მსუბუქი ოპტიკა და არა ჩემი უნივერსალური Vector Optics 6-25x56 FFP (რომლითაც ძალიან კმაყოფილი ვარ ქაღალდზე სროლისას, მაგრამ სანადიროდ ეს ოპტიკა ვერ წავა, ჯერ მეცოდება, მერეადა მძიმე და დიდია). მოკლედ ვიყავი არჩევანის წინაშე, ამერჩია Leapers Golden Image 3-9x32AO თუ Centerpoint Optics Adventure Class 4-16x40. მათი შეძენის სურვილი და განსხვავებები ამ თემში მქონდა ჩამოყალიბებული. დამძლია 16x-მა და ვითრიე მეგობრის ძმისგან Centerpoint Optics Adventure Class 4-16x40 (მეგობარს ვეძახი, თუმცა ერთერთ სამსახურში ჩემი უფროსი, იყო, იმდენად კაი კაცია რომ დღემდე კაი ურთიერთობა გვაქვს ერთმანეთთან). ჩამოსვლისთანავე რამდენიმე სასიამოვნო სიურპრიზი და რამდენიმე უსიამოვნო ფაქტი დამხვდა. მაგრამ ყველაფერს ნელნელა მივყვეთ. ![]() ოპტიკის ძირითადი პარამეტრებია: 1) ჯერადობა - ცვალებადი 4x16 2) გამომავალი მილის ზომა - 40 მილიმეტრი 3) მთლიანი სიგრძე - 36.83 სანტიმეტრი (მზის კეპი არ მოყვა, შეიძლება არც მოყვება, შეიძლება ხელზე ნაყიდი რომაა იმიტომ არ მოყვება) 4) წონა - 532 გრამი 5) პარალაქსის გასწორება - 5 იარდიდან (ანუ 4.5 მეტრიდან, ეს სრული სიურპრიზი იყო, არ დავმალავ - საკმაოდ სასიამოვნო) 6) 1"-იანი მილი 7) 5 დონიანი ილუმინაცია მწვანე და წლითელი 8) ბადე - Mil-dot ბადე განთავსებულია უკანა ფოკალში, შედეგად რომელ ჯერადობაზეა რეალური მილდოტი არ ვიცი, იმედია ნელნელა გავარკვევ (რეალური მილდოტი ნიშნავს ფორმულის დაცვას - მანძილი = მიზნის სიმაღლე მეტრებში *1000/სამიზნის სიმაღლე მილებში, ეს ფორმულა ყველა ჯერადობაზე არ მუშოაბს, ანუ იცვლება და ყველა ჯერადობაზე სხვადასხვა ფორმულა მუშოაბს, რომელზე რა ფორმულაა, ამას უკვე ექსპერიმენტები მიჩვენებს) 9) MOA- 1/4 კლიკი 100 იარდზე 10) ბარაბნები - ტაქტიკური ბარაბნები 11) ბარაბნების ჩაკეტვის სისტემა - Zero lock/reset 12) წყალგაუმტარი, ანტინისლიანი, ყანყალმედეგი (Nitrogen-filled, Shockproof, Fogproof, Waterproof) დამატებით მოყვა დამცავი ჩამოსაცმელი პრობკები, საფირმო შავი ნაჭერი, არ ვიცი რისთვისაა, ბევრი მაკულატურა, Weaver-ის რინგები (ამას კი ვფიქრობდი, თვითონ მფლობელმა არ იცოდა რა რნგები იყო, ბოლო მომენტამდე იმედი მქონდა რომ მერცხლის კუდზე ჩამოვიდოდა. ეჰ... გატეხა, მაგრამ Weaver-ი ჩამოვიდა ![]() ჰო კიდევ ერთი სასიამოვნო სიურპრიზი, მოყვა დაშლადი ბიპოდი, როდესაც ფოსტით მეგობრის ძმას ვესაუბრებოდი, ამ ბიპოტზე ხსენებაც არ ყოფილა ასე რომ არც კი ველოდებოდი, საკმაოდ კაი რაღაცაა, დაკეცილია 3 ნაწილად, მოაძრობ დახვეულ ღვედს და თვითონ წამებში სწორდება, ლამის 1 მეტრიანი ბიპოდი იჩითება. მოკლედ მე რომ სამფეხა გავაკეთე ტოტებისგან მეორე შეხვედრისას, რაღაც იმდაგვარია. მაგრა ვიხალისე, რამდენად გამოყენებადია ჯერ არ ვიცი. მოკლედ ბიპოდის და Weaver-ის გამო ვთვლი რომ გამომიგზავნეს აი ეს ოპტიკა თუ მართლა ეგაა მაშინ მაგრა იაფად გამოვძვერი, იმიტომ რომ 120$-იანი ოპტიკა დავიადე 70$-ად პლიუს ტრანსპორტირების საფასური, ნუ მაქსიმუმ თბილისამდე 80$-მდე დაჯდა. თუ მართლა ის ოპტიკაა რასაც ვთვლი მაშინ 40-50$-ი მომიგია ![]() მაგრამ ხელზე ნაყიდს აქვს რამდენიმე სხვა მინუსიც, არ მოყვა რინგების გასაღები (ჩემი ვექტორის გასაღები მშვენივრად წავიდა, იდეაში ერთი სტანდარტია), მოყვა რაღაც ბალისტიკური ცხრილი, მაგრამ იმდენად დაკუჭულია რომ... რინგები ნაწვალებია, ვინტების ადგილებზე ეტყობა ოდნავ მოცვეთა, ალბათ არაერთხელ მოჭერილ მოხსნილია. კაი ბატონო გადავიდეთ ფოტორეპორტაჟზე. ისე სანამ დავიწყებ ერთი დიდი თხოვნა მექნება JAH-თან, თუ ამ თემას კითხულობ, იქნება ერთ პოსტში ჩასასმელი სურათების და სიცილაკების რაოდენობა გაზარდო რა, დიდი მიმოხილვის ჩასმა არ გამოდის ხოლმე, 2-3 თემად გატეხვა კი რაღაც ნიტოა. ამჯერად გატეხვა მომიწევს, იმიტომ რომ 18-19 სურათი მიგროვდება, ერთ პოსტში კი მგონი 10-ზე მეტის ჩასმა არ არის ნებადართული. კაი დავუბრუნდით ჩვენს ბარტყებს: ![]() ეს არის ოპტიკა, საკმაოდ კარგი რაღაცაა, მიუხედავად თავისი ეკონომ კლასისა, მსუფუქია და მოხერხებული, პლიუს არც ისე დიდია. მოკლედ ისაა რაც მინდოდა ![]() ![]() საზიზღარი რინგები, ვერაფერში ვერ გამოვიყენებ, ვერც ჩემს დისკოზე და ვერც დაგეგმილ მარადიორზე. სხვათაშორის თუ ვინმეს გჭირდებათ გაგიცვლით მერცხლის კუდზე არსებულ რინგებში, ჩუქებით ნუ მიწყენთ ვერ გაჩუქებთ, თუ ვერ გავცვალე ყველასათვის ცნობილ საბარიგო საიტზე გავასუხარებ ![]() ![]() თავზე და ბოლოზე ჩამოსაცმელი დამცავი პრობკები. დიდი არაფერია, აღწერად არ ღირს, ეგრევე გადავდივართ შემდეგ შტუკებზე ერთად დავყრი რამდენიმეს რადგან ცალცალკე განხილვას აზრი არა ქვს ![]() ![]() ![]() რაღაც ბალისტიკური ცხრილი, ელემენტი უაზრო გაფრთხლებით რომ ილუმინაცია ჩართული არ უნდა დატოვო ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ოპტიკის სხვადასხვა ხედები, არსებული სამი ბარაბნებიდან მარცხენა არის ილუმინაციის, ზემოთა არის ზემოთ/ქვემოთ გასასწორებელი, და მარჯვენა არის მარჯვნივ/მარცხნივ გასასწორებელი. პარალაქსის გასწორება ყველა ბიუჯეტური ვერსიის ვარიანტში წინა ლინზაზე აქვს გადატანილი.
| |
> |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,350 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი ![]() |
ბარაბნები მიუხედავად იმისა რომ ბიუჯეტური მოდელია საკმაოდ კარგად წკაპუნობს, მართალი გითხრა არ მოველოდი. ასევე ბარაბნებს აქვს ჩამკეტი Zero lock/reset . ანუ ვთქვათ გაასწორე ბარაბნები რაიმე პოზიციაზე, აიღებ და ბარაბნის ძირს არსებულ რგოლს მოუჭერ, შედეგად ბარაბნის გადატრიალება შეუძლებელი ხდება. ახლა თუ ძალიან ძალას იხმარ მაინც დაატრიალებ. იდეაში ეს ალბათ იმისთვისაა საჭირო რომ არ აირიოს ბარაბნების პარამეტრები ხეიტალისას რადგან მოშვებულ მდგომარეობაში ბარაბნები ძალიან იოლად ტრიალებს. ![]() ![]() ეს მინიმალური პარალაქსის გასწორების ფაქტი ![]() ![]() ჩინეთი ჩვენი თავის ტკივილია ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ეს ილუმინაციები, ვიტყოდი რომ ზედმეტად კაშკაშაა. იმდენად ზედმეტად კაშკაშაა რომ მაქსიმუმზე დოტები პლაქტიკულად ერთ ხაზად გეჩვენება (კი ჩანს წერტილები მაგრამ...), ჰო აქვე გაირკვა მანუალიდან რომ მწვანე ფერს მიაქვს ყველაზე მეტი ინერგიაო, და თუ წითელი ირთვება და მწვანე არაო, ესეიგი ელემენტი დაჯდაო და უნდა გამოცვალოო, ეს კაი ინფო იყო აქამდე არ ვიცოდი. ისე საერთო ჯამში რეალობიდან გამომდინარე, მიუხედაბვად იმისა რომ დიდი გამოცდილება ოპტიკაში და ნადირობაში არ მაქვს, ამ ილუმინაციის პრაქტიკულ აზრს ვერ ჩავწვდი, რისთვის გამოიყენება და როდის.... რავიცი მე ჯერ ვერ ვუპოვე გამოყენება. ერთადერთხელ ვცადე მუქი მიწის ფონზე გამოყენება როდესაც ბადე არ ჩანდა, მაგრამ იმხელა მზე იყო რომ ილუმინაცია პრაქტიკულად არ ჩანდა. ![]() ![]() აქ შევეცადე მინიმალურ ჯერადობაზე ანუ 4x-ზე გადამეღო რაიმე ობიექტი. პირველ სურათში რომ ჩანს ამოშვერილი რაღაც ანტენესავით ისაა ნაჩვენები მეორე სურათზე რამსიშორეზეა. მაქსიმალური გადიდების შემხთევვაში ხელი ვერ გავაჩერე რომ იგივე ობიექტი გადამეღო, ასე რომ ეგ ექსპერიმენტი ჩაიშალა ![]() ![]() ![]() და ბოლოს დაკეცილი და გახსნილი ბიპოდი. რამდენად პრაქტიკულია ამას მოგვიანებით შევამოწმებ, თან თუ იმხელაა რაც პირამიდის სურათზეა გამოსახული.... მოკლედ მგონი სუფთად სანადირო პონტია. დროა დავაჯამოთ ამ ოპტიკის შედეგები. პლიუსები: 1) იაფი დაჯდა 2) მიუხედავად ხელზე ნაყიდვისა კაი კომპლექტაცია გააჩნია 3) პატარაა, მსუბუქია და დიდი ჯერადობა აქვს 4) მინიმალური დისტანცია პარალაქსის გასასწორებლად, ამაზე პატარა მე ჯერ არ მინახია 5) კომპლექტში რინგების არსებობა 6) მე რომ Weaver-ის დასამაგრებელი მქონოდა პრაქტიკულად მზადაა დასაყენებლად და სასროლად. მინუსები: 1) ბიუჯეტნიკია და შესაბამისად მაქსიმალურ ჯერადობაზე საგრძნობლად მუქდება გამოსახულება 2) ისევ და ისევ Weaver-ის რინგები, პირადად ჩემთვის მინუსია 3) არ მოყვა გასაღები და სათადარიგო ჭანჭიკები, მე მგონი უნდა მოყოლოდა, რადგან სხვა რაც ჩამოვიდა ბიჭებისთვის იმათ ყველას მოყვა კომპლქტში, თუმცა ეს შეიძლება იმის ბრალია რომ ხელზეა ნაყიდი და არა პირდაპირ მაღაზიაში. 4) პარალაქსის გასწორება ბარაბანზე არაა, წინა ცხვირზეა გადატანილი ესეც ასე ჩემი ბატონოოო, მე ამით დავამთავრე ეს მიმოხილვა, იმედია რაიმეში გამოგადგებათ ეს სტატია ![]()
| |
> |
|
|
![]() ![]() |
![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 2nd May 2025 - 05:59 PM |
Hosted by Pro-Service |