![]() |
![]() |
![]() |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
![]() |
![]() |
![]()
პოსტი
#1
|
||
![]() მაძიებელი ![]() ![]() ჯგუფი: საჯარიმო და წასულები პოსტები: 222 რეგისტრ.: 7-July 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: zestafoni წევრი №: 1,335 ![]() |
მოგესალმებით! ასეთი აზრი წარმოიშვა, ხომ არ მიგვემართა პარლამენტისთვის და გვეთხოვა 'იარაღის შესახებ' კანონში ცვლილების შეტანა პნევმატიკასთან დაკავშირებით? იქნებ ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდეს ის გაურკვეველი სიტუაცია, რაც ახლაა შექმნილი - ფაქტიურად შეუძლებელია პნევმატიკის შემოტანა საზღვარზე, მაღაზიებშიც ასეთი იარაღის არჩევანი ძალიან შემცირდა, და რაც არის დარჩენილი ისინიც უაზროდ ძვირია და ა.შ. გასაგებია ის განწყობაც, რომ ''არავინ არ მოგვაქცევს ყურადღებას მაინცო'', მაგრამ თუ არ ვცადეთ, საერთოდაც არავის გავახსენდებით. თანაც რაც მეტი იქნება ხელმომწერი, იმედია ყურადღებასაც მეტს დავიმსახურებთ. არადა მგონი ხელმოწერები არ უნდა გაჭირდეს, საკმაოდ ბევრნი ვართ პნევმატიკის მოყვარული. არის ამ იდეის განხორციელების სხვადასხვა გზა და ეგეც განხილვის თემაა. ისე, პირველ ეტაპზე ვიფიქრეთ უბრალოდ მიმართვის გაკეთება და ტექსტიც დავწერეთ ''შავად". აქვე გამოვაქვეყნებ. გადახედეთ და ვიმსჯელოთ როგორ აჯობებს ამ საქმის მოგვარება. საქართველოს პარლამენტის თავჯდომარეს ბატონ დავით უსუფაშვილს ბატონო დავით, შეიძლება ჩვენს მომართვაში აღწერილი პრობლემა არასერიოზულადაც მიიჩნიოთ, იმ უამრავ სამართლებრივ პრობლემებთან შედარებით, რაც თქვენ გაქვთ გადასაწყვეტი, მაგრამ, ალბათ, ისიც ფაქტია, რომ ათასობით ადამიანის ფუნდამენტური უფლების დარღვევის გამოსწორებაც, მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს დემოკრატიული სახელმწიფოსათვის. 2010 წლის დასაწყისში ყოფილი ხელისუფლების ერთერთი მაღალი თანამდებობის პირის მიერ გაკეთებული ზეპირი განცხადების საფუძველზე საქართველოში სპონტანურად დაიწყო პნევმატური იარაღის წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანია. აღნიშნულმა კამპანიამ გაუაზრებელი, არაკომპეტენტური ასახვა ჰპოვა, როგორც საკანონმდებლო აქტებში, ასევე ადმინისტრაციული ორგანოების მოქმედებებში. 2010 წლის 2 ივლისს ‘იარაღის შესახებ’ კანონში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც პნევმატური იარაღთან მიმართებაში კანონში არსებული შეზღუდვა შეიცვალა და კანონში გაკეთდა ჩანაწერი, რომლის თანახმადაც სამოქალაქო ბრუნვაში დასაშვები პნევმატური იარაღის ტექნიკური მახასიათებლები უნდა განესაზღვრა საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს. მიუხედავად კანონში ჩაწერილი მოთხოვნისა, აღნიშნულმა სააგენტომ თითქმის ორი წლის განმავლობაში ვერ ‘მოახერხა’ შესაბამისი ტექნიკური მახასიათებლების შემუშავება. 2012 წლის 24 აპრილს დაიწყო პნევმატური იარაღის შეზღუდვასთან დაკავშირებული კიდევ ერთი აბსურდული ტალღა. ისევ შევიდა ცვლილებები ‘იარაღის შესახებ’ კანონში და ასევე ცვლილებები შევიდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში. პნევმატური იარაღი ფაქტიურად გაუთანაბრეს ცეცხლსასროლ იარაღს - კანონში გაჩნდა პნევმატური იარაღი რეგისტრაციის, ბალისტიკური შემოწმების და ა.შ. მოთხოვნები. ამჯერად უკვე სამოქალაქო ბრუნვაში დასაშვები პნევმატური იარაღის ტექნიკური მახასიათებლების შემუშავება დაევალა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს. თუმცა დღევანდლამდე ასეთი ტექნიკური მახასიათებლები ისევ არაა შემუშავებული. აღწერილმა ქმედებებმა შექმნა აბსურდული და სერიოზული როგორც სამართლებრივი, ასევე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული პრობლემები. მესამე წელია, რაც შემოსავლების სამსახურის საბაჟო სტრუქტურების მიერ ხდება უამრავი ადამიანის საკუთრების უფლების უკანონო შეზღუდვა - 2010 წლიდან მოყოლებული საქართველოს ტერიტორიაზე არ უშვებენ პნევმატური იარაღს მიმსგავსებულ არცერთნაირ ნივთს. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ პნევმატურ იარაღს მიმსგავსებული ბავშვების სათამაშობის შემოტანაც კი აიკრძალა. თან ასეთი ნივთების ჩამორთმევა, ანუ კონსტიტუციით გარანტირებული საკუთრების უფლების ხელყოფა ხდება ადმინისტრაციული წარმოების ყველა წესის დარღვევით - არავითარი ადმინისტრაციული წარმოება, არავითარი წერილობითი სახის დოკუმენტი, არავითარი ახსნა-განმარტება! მხოლოდ პირად საუბრებში გამოთქმული წუხილი და მხრების აჩეჩვა - ჩვენ რა ვქნათ? ხომ იცით ეს ‘იმის’ მოთხოვნააო! ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ ზოგისთვის ჩამორთმეული ნივთები უბრალოდ ბავშვის სათამაშოა, სხვებისთვის კი ბიზნესი და შემოსავლის ერთადერთი წყარო. ამ ხნის განმავლობაში ზოგის ბიზნესი საერთოდ დაიხურა, ზოგისას კი სერიოზული ზიანი მიადგა. აღნიშნულთან დაკავშირებული რამდენიმე საქმის განხილვა დღესაც მიმდინარეობს სასამართლოებში. ამასთანავე საყურადღებოა, რომ ჩამორთმეული ნივთების შესანახად გადაცემა ხდებოდა კერძო ორგანიზაციებში, სადაც შენახვისათვის საკმაოდ დიდი გადასახადი გროვდება. არადა დარღვევები იმდენად აშკარაა, რომ საკუთრება ჩამორთმეული მოქალაქეებს ნივთები ადრე თუ გვიან მაინც დაუბრუნდებათ, ხოლო შენახვისათვის გათვალისწინებული გადასახადი სახელმწიფო ბიუჯეტს დააწვება ტვირთად. დღეს არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ნებისმიერი ადამიანი ვისაც პნევმატური იარაღი აქვს, ერთის მხრივ შეიძლება სამართალდამრღვევად მივიჩნიოთ, რადგან შეუძლებელია კანონის მოთხოვნების შესრულება (პნევმატური იარაღის რეგისტრაცია და ა.შ.), მეორე მხრივ კი არ არსებობს ტექნიკური მახასიათებლები, რომლებიც პნევმატური იარაღის დიფერენცირების საშუალებას მისცემდა სახელმწიფოს, რათა განესაზღვრა რეალური სამართალდამრღვევი. კი, შესაძლებელია ვიფიქროთ, რომ იარაღთან დაკავშირებული საკითხი არაა უმნიშვნელოვანესი, იმ პრობლემებთან შედარებით რაც საქართველოს მოსახლეობას აწუხებს, მაგრამ არსებობს მეორე მხარეც. ზოგიერთ ქვეყანაში (მაგ. ამერიკის შეერთებული შტატები, მექსიკა, შვეიცარია) იარაღთან დაკავშირებული უფლება კონსტიტუციითაც კია გარანტირებული. თან საქართველოში არსებული სიტუაცია, უბრალოდ სამარცხვინოც კია, რადგან ფაქტიურად არ არსებობს ქვეყანა, სადაც ეს საკითხი ასეთ აბსურდულ დონემდე იყოს მიყვანილი. ჩვენთვის რა თქმა უნდა აშკარაა, რომ პნევმატურ იარაღთან დაკავშირებული საკითხები საჭიროებენ გარკვეული შეზღუდვების დაწესებას, მაგრამ ეს შეზღუდვები უნდა იყოს ლოგიკური, გამომდინარეობდეს საჭიროებიდან, იყოს გასაგები და სრულყოფილი. დღეს არსებული სიტუაციით კი, თითქოს ასეთი შეზღუდვები არსებობს (თან აუცილებელზე გაცილებით მკაცრი), მაგრამ მათი შესრულება შეუძლებელია. ამიტომ ძლიერი პნევმატური იარაღი შეიძლება მოხვდეს ნებისმიერის ხელში (მაგ. არასრულწლოვანის), ხოლო სახელმწიფოს იმის სამართლებრივი ბერკეტიც კი არ გააჩნია, რომ საყვედური მაინც უთხრას ასეთ პირს. ბატონო დავით, მთელი ამ გაუგებარი სიტუაციის თავიდან ასაცილებლად საკმარისია თვით `იარაღის შესახებ` კანონში მოხდეს სამოქალაქო ბრუნვაში დასაშვები პნევმატური იარაღის იმ კრიტერიუმების ასახვა, რომლების მიხედვითაც მოხდება აკრძალვების და/ან შეზღუდვების დაწესება. ასეთი ჩანაწერი მიღებული პრაქტიკაა და თითქმის ყველა სახელმწიფოში სწორედ კანონითაა განსაზღვრული პნევმატურ იარაღთან დაკავშირებული შეზღუდვები (აკრძალვები) და აღნიშნული მახასიათებლების დაწესების უფლება არ აქვს მინიჭებული რომელიმე საქვეუწყებო დაწესებულებას, როგორ ეს `იარაღის შესახებ` კანონის ამჟამინდელ ვერსიაშია. რაც შეეხება კონკრეტულ კრიტერიუმებს, თქვენი ნდობის შემთხვევაში, ცვლილებების ოპერატიულად განხორციელების მიზნით, მზად ვართ უმოკლეს ვადაში წარმოგიდგინოთ სხვადასხვა ქვეყანაში არსებული პრაქტიკის შესახებ ინფორმაცია და/ან მოგაწოდოთ შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების პროექტიც.
| |
> |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,351 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი ![]() |
minchanin პირველი და უმთავრესი ისწავლე პოსტის ნორმალურად დაწერა, როგრო ფიქრობ შენი დადებული ერთ აბზაცად და მიყოლებით ჩამოწერილი უფრო იკითხება თუ ის ფორმა რაც ჩასწორების მერე დავდე? რთულია დავიჯერო მკითხველის თვალით შეხედო და გადაიკითხო რამდენად კარგად იქნება აღქმული? მეორე მე მინდა მივმართო პირადად ჯაჯას. მე სრულებით არ ვისახავ მიზნათ დავამცირო თქვენი პირადობა და შევლახო შენი რეპუტაცია. პირადობა მე მიდევს საფულეში, არის ასეთი ქაღალდი, მთავრობის მეირ გაიცემა ადამინიანის პირადობის დამადასტურებლად, ხოლო რაც შეეხება პიროვნებას, ამაზე მე და შენ სერიოზულად ვიჩხუბებთ და არანაირი დაძაბულობა აქ არ არის... რაის შელახვა, რის არიქა და რეპუტაცია... ვიხმალაოთ თუ რას ჩალიჩობ? არ შეგიძლია ჩემი სახელის ხსენების გარეშე? რაღაც ირგვლივ ტრიალი და ვაი ვუი მესმის, მე 2-ჯერ საღად და გააზრებულად დავწერე ის რაც მიმაჩნია მართებულად და თუ არა გჯერავს მე არ მჯერა შენი გამონათქვამის, რომ ახლანდელი კანონი შენ მოგწონს. დარწმუნებული ვარ რომ გამონათქვამი ემოციის რეზულტატი იყო. ნუ ამაში ყველა თავისუფალია თავისუფალ ქვეყანაში ვცხოვრობთ, გინდ დაიჯერე გინდ არა, მე გზა დაგითმეთ და შენ უნდა გააკეთო, იქნები ერთი ადამიანი თუ მთელი გაერთიანებული ჯგუფი მოგიწევს შენ ჩალიჩი, მე პასს... შეეშვი იდეოლოგიურ პრესინგს, არიქა იქ შერიგება, ეს არ არის ბოსტანში ქვა და ასე შედმეგ. უბრალოდ ჩამოაყალიბე რაც გინდა, შეაგროვე ხელმოწერები და მიმართე იმას, ან შენ, ან მთელმა ჯგუფმა ვისაც თვლი საჭიროდ, არანაირი Ja_Ja მანდ საჭირო არაა და შეეშვი ვითომ აი დაჩაგრულის თამაშს და ისე რა აი გაკვრით ხსენებას, აი შენს გარეშე არ გამოდის, და შენ კდიევ გაკეთება არ გინდაო, შეეშვი ამ იმერულ რაღაც კუკუ ზახოდებს. გასაკეთებელია, თვლი რომ უნდა გაკეთდეს, სხვა არ აკეთებს, ადექი და გააკეთე... მაინცა და მაინც ომი უნდა დავიწყოთ? ვითომ და იქ შერიგების რაღაც უაზრო ტექსტები, იქნებ კიდევ ზაგრანიშნი ფრანფიფული სიტყვაც შემოვიღოთ ტიპა "კოხაბიტაცია"... ბესელიას და მთელს პარლამენტს უფრო სერიოზული საქმეები აქვს გადასაწყვეტი, აგერ პრეზერვატივების საკითხია მწვავედ ქვეყანაში, იქ მუწუკიანი, ხაოიანი, თუ გლადკი, შერშავი და პრიალა ზედაპირით უნდა იყოს... აგერ ახლა თავს იმტვრევენ გამოყენების დროს რომელი კომისია გაუშვან და ადგილზე შეამოწმონ რა ხდება... კარგი რა მაინცა და მაინც ამ დამცინავ საუბარზე უნდა გადავიდეთ თუ გონია ბრმა ვარ და არიქა ახლა კაცმა აგერ ჩემი ბოსტანიდან გვა გაიტანა და აბა ჰე და აბა ჰო და... გააკეთე რა, ადექი და გააკეთე, ყველანაირი Ja_Ja-ს გარეშე... არ შეგიძლია გაკეთება? მაშინ შეეშვი, შეეშვი მაგ იდეასაც და განსაკუთრებით ჩემი სახელის ტრიალს ისე და ასე და არიქა და ვაი და ვუი.... შეეშვი... მეთვითონ იმერელი ვარ და კარგად ვიცი ქიციც და ქიცმაცურიც, მაგრამ 300 კილომეტრზე მცემს სუნი როდეასც რაღაც ნიტო ხდება ასე რომ შეეშვი საზიზღარი გერმანელი ფაშისტებისგან დაჩაგრული ებრაელი გოგონას ხატის შექმნას და მიხედე კონკრეტულ საქმეს თუ რაიმეს გაკეთება შეგიძლია... აგერ პარლამენტში რომ იყავი და აღფრთოვანებული ხარ უმცირესობა უმრავლესობით... მანდ წასვლაზე რაიმე მივლინების საბუთი დაგჭირდა და Ja_Ja-ს ხელმოწერა ან ფორუმის საზოგადოების თანხმობა იყო საჭირო? გადაწყვიტე და მიხვედი ხომ? ხოდა მიიყვანე რა ის საქმეც რაც დაიწყე, რათ უნდა მაგას ან ჩემი ნებართვები, ან რევერანსები, ან კაცმა არ იცის კიდევ რა არ იქნება ეგ იდეა მინიმუმ 1 წელი, აგერ შენ აგერ მე, თუ ითავე მიიყვანე ბოლომდე... დავწერე პირველივე გვერდზე ამორჩეული გზა არის არასწორი მეთქი და შენ გგონია თავი კანონმდებელი, ღმერთმა ხელი მოგიმართოს, მე არ ვარ კანონმდებელი იმიტომ რომ ამ ფორუმებზე რამოდენიმე ათასი ადამიანია სად ნახე ეს რამდენიმე ათასი, 1 ტილიანი ათასიც კი არ გროვდება, აგერ სტატისტიკა პირველი გვერდიდან (გადადი და ძირს წაიკითხე, ღია ინფორმაციაა და მგონი ყველა ხედავს შენს გარდა) ციტატა ჩვენმა წევრებმა ჯამში დაწერეს 97,931 პოსტი ჩვენ გვყავს 950 რეგისტრირებული მომხმარებელი ბოლოს დარეგისტრირდა: ბაჩო ერთდროულად ყველაზე მეტი, 122 მომხმარებლის ფორუმში შემოსვლის დრო: Mar 11 2011, 01:20 AM და ამ 950-დან, მინიმუმ 30 რეზერვირებული იუზერები მყავს, რომლის რეგისტრირებაც ფორუმზე არ შეიძლება (ადმინ, აირგან, სუპერ ადმინ და ასე შედმეგ), კიდევ მინიმუმ 50 ბანშია, სადრაც 100 აქტიურიც კი არაა უკვე ჩამოხვედი 750-ზე ამ 750-დან კიდევ უმეტესობა დარეგისტრირებულია იმისათვის რომ პოსტები წაეკითხა და სურათებს რომ ვერ ხედავდა რეგისტრაციას გადიოდა საიტზე, პლიუს ბოტები ჩათვალე... არ გინდა გაიგო რომ რეალურად აქტიური ამ ფორუმზე 50 კაცი არ მოგროვდება, ისევ ოცნებებში ხარ რომ არიქა და რაღაც არმიაა, რეალურად საქმე საქმეზე რომ მიდგეს 15-20 კაცს ძლივს შეაგროვებ, რომელ ათასეულ მომხმარებელზე მეუბნები? ისევ იმ 30 000 ვარდისფერ საოცნებო ხელმომწერზე გვაქვს საუბარი? დაეშვი დედამიწაზე არ არსებობს არც ის 30 000 და არც ამ ფორუზე რეგისტრირებული ათასობით ხალხი.. მოკლედ რა მე პირადად ამ თემაში აღარაფერს არ ვწერ, ჩემს სახელს რაიმე კონტექსტში ახსენებ და 1 კვირიან ბანს ჩაგახუტებ, 1 კვირის მერე იგივეს გაიმეორებ და მერე 1 თვიან ბანს ჩაგახუტებ, არ გამომდის სხვანაირად შენი კალაპოტში ჩასმა...
| |
> |
|
|
![]() ![]() |
![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 13th August 2025 - 02:10 AM |
Hosted by Pro-Service |