![]() |
![]() |
![]() |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
![]() |
![]() |
![]()
პოსტი
#1
|
||
![]() პროფესიონალი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Airgun.ge Club პოსტები: 3,099 რეგისტრ.: 23-March 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi წევრი №: 335 ![]() |
როგორც თქვენთვის უკვე ცნობილია, ამ დღეებში გავხდი ამ საინტერესო ,პნევმატური კომპრესიული პისტოლეტის მფლობელი. როგორც იტყვიან გზა და გზა ვეცნობი ამ იარაღს და შეძლებიდაგვარად ვეცდები თქვენც გაგაცნოთ მისი მონაცემები და მახასიათებლები. ![]() პნევმატური კომპრესიული პისტოლეტი იჯ-46 განკუთვნილია, 10 მეტრის მანძილზე სროლისას, სპორტული მომზადებისა და შეჯიბრებებისთვის. ეს პისტოლეტი შექმნილია 1988 წელს, იჟევსკის მექანიკურ ქარხანაში. აქვს საკმაოდ ლამაზი დიზაინი და გამოირჩევა მაღალი სიზუსტით, რამაც განაპირობა საერთაშორისო კონკურსებზე მიღწეული კარგი შედეგები,მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე. იჯ-46 -ის მოდიფიკაცია არის იჯ-46მ, და ძირითადი განსხვავება მათ შორის არის გაზრდილი მოცულობის კომპრესიაში, რაც ზრდის ტყვიის საწყის სიჩქარეს 12%-ის ოდენობით . ტექნიკური მონაცემები: კონსტრუქცია: კომპრესიული ლულა: ლითონის შემსუბუქებული ლულის სიგრძე: 280 მმ. ლულის ხრახნები: 12 მარჯვენა მხრიანი. კალიბრი: 4.5 სამიზნე ხაზის სიგრძე: 360 მმ. სასხლეტის წინააღმდეგობა: 400 გრამიდან 1000 გრამამდე (რეგულირებადი). სასხლეტის სვლის სიგრძე: 0,2-2,0 მმ (რეგულირებადი) წონა: 1.3კგ. გადატენვის ძალისხმევა: 8000 გრამი (8 კგ.) ტყვიის სიჩქარე: არა უმეტეს 120 მ/წ. ენერგიია: არა უმეტეს 7.5 ჯ. პლიუსები: 1. მაღალი სიზუსტე 2. მაღალი ხარისხი 3. პრაქტიკულად უკუცემის გარეშე 4. რეგულირებადი სასხლეტი 5. ბევრი დეტალი დამზადებულია მსუბუქი ლითონისგან 6. დაბალი ფასი სხვა ანალოგებთან შედარებით. მინუსები: 1. სახელურის კონსტრუქცია გათვლილია მხოლოდ მარჯვენა ხელზე. 2. დაბალი ენერგია. მაგრამ ერთად-ერთია ამ ტიპის პისტოლეტებს შორის, რომლის გადატენვის თანმიმდევრობის შეცვლის შემთხვევაში 10%-ით იზრდება გასროლილი ტყვიის სიჩქარე. ეს კი იჯ-46 ბასკოა: ![]() 1999 წელს ჩაეყარა საფუძველი რუსეთში პირველი PCP-ის, იჯ 46 ბასკო-10-ის შექმნის იდეას, მაშინდელი საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრის, ოლეგ ბარნოვის თხოვნით და პირველი ეგზემპლიარი ბარნოვს ერგო, უკვე მსოფლიო ჩემპიონის რანგში მყოფს, რომელიც იჯ46-ის ბაზაზე შეიქმნა (მოხსნადი, ფეინკბერბაუერის პ-34-ის რეზიკით და რედუქტორით) მაგრამ დღემდე ეს მოდელი სერიულად არ გამოდის და კეთდება მხოლოდ შეკვეთით. როგორც ამბობენ უმრავლეს ანალოგიურ იარაღებში გამოიყენება დარტყმითი ტიპის კლაპანი, ხოლო ამ ორ მოდელში კი უკუსვლის ტიპის კლაპანი (ეგრეთწოდებული - "ატკატნოგო ტიპა”), რითაც უფრო სწრაფ გასროლასა და სწრაფ წნევის მატებას უზრუნველყოფს ლულაში. რაც საბოლოო ჯამში გასროლის სიზუსტეში აისახება. ერთად -ერთი მინუსი იჯ 46-ის არის დაბალი 120მ/წ. სიჩქარე, რაც იჯ 46 ბასკოში უზრუნველყოფილია რეგულირებადი რედუქტორის მეშვეობით და შეადგენს 140-170 მ/წ.-ს. 200 ატმოსფერომდე დატენილი, 90 ატმოსფერომდე აკეთებს 110-120 გასროლას 0.5 მ/წ-ის სხვაობით. კიდევ ერთი დადებითი მომენტი რაც გააჩნია ამ ორივე იარაღს არის ფუჭი გასროლების ჩატარება( ვარჯიში) კომპრესორით გადატენვის გარეშე, რაც ქარხნულად არის გათვალისწინებული და არავითარ ზიანს არ აყენებს. ესეც ჩემი იჯ-46. ![]() პირველ რიგში უნდა გავერკვე ყველაფერში მაქსიმალურად და მერე როცა უკვე მომივა დაიხვეწება იდეები, ვაპირებ რდუქტორი და რეზიკი დაუყენო. სახელურიც არ მომწონს (მასალაც არაა კარგი და უხეშად არის დამზადებული) და ალბათ შევცვლი. გარედან ნაკაწრები და დეფექტებიც აქვს საკმარისად, მაგრამ მაგასაც მივხედავ. მოკლედ მაგარ ვიდზედაც უნდა მოვიყვანო. ჯერჯერობით მიზანში არ მისვრია და ამ მხრივ ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ მოვასწარი გაქრონვა, მქონდა მხოლოდ მძიმე ტყვიები: ვისროლე ჯსბ-0.67გრამი და ცპ-10.5გრეინი, სიჩქარე დააფიქსირა 96 და 91 შესაბამისად. ხოლო განსხვავებული თანმიმდევრობით დატენვის შემთხვევაში ,იგივე ტყვიებით შედეგი იყო 106 და 101 შესაბამისად. პრინციპში ჯერ ვეცნობი და არაფერი არ გამიკეთებია, ბევრს ვერაფერს ვიზამ ალბათ მაგრამ ყველაფერი გასაწმენდი მაქვს და მანჯეტიც არ მომწონს. მოკლედ ჯერჯერობით ამ ეტაპზე ვარ ვნახოთ მომავალში რა იქნება. თუ ვინმეს რამე შეკითხვები გაგიჩნდათ, შეძლებისდაგვარად ვეცდები ვუპასუხო.
| |
> |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,350 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი ![]() |
tengo მაგრამ ერთად-ერთია ამ ტიპის პისტოლეტებს შორის, რომლის გადატენვის თანმიმდევრობის შეცვლის შემთხვევაში 10%-ით იზრდება გასროლილი ტყვიის სიჩქარე. ეს გადატენვის თანმიმდევრობა რა არის, ეგებ აგვიხსნა რა? მე დავიბენი, ნიტო დატუმბვერბის რაოდენობაა, ნიტო რაცხა ისეთი ახალია რომ საერთოდ ვერ გავიგე რა არის ![]() P.S. თემა გავწმინდე ფლუდისგან, იქ ლინკების ჩასმაზე და ელიავაზე წასვლაზე რომ იყო საუბარი
| |
> |
|
|
![]() ![]() |
![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 13th May 2025 - 02:34 PM |
Hosted by Pro-Service |