![]() |
![]() |
![]() |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
![]() |
![]() |
![]()
პოსტი
#1
|
||
![]() ცნობის მოყვარე ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6 რეგისტრ.: 10-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 132 ![]() |
გამარჯობატ პნევმოიარაღის მოყვარულებო. შესაძლოა მეც შემოგიერთდეთ, მაგრამ ჯერ 3 შეკითხვა მაქვს. აქ ალბათ გაჟღერდა , მაგრამ ვერ ვიპოვნე. პირველი: შემიოძლია თუ არა შევიძინო და ვატარო მსგავსი იარაღი რეგისტრაციის გარეშე, ანუ ზღუდავს თუ არა კანონი ამ სახის იარაღის ტარება გამოყენებას(რათქმაუნდა ადამიანის წინააღმდეგ არა) არამედ ტყეში ან საკუთარ ეზოში და სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე. პოლიციას აქვს თუ არა უფლება ჩამოგართვას ან უფრო მეტი დაგაკაოს, მიუხედავად იმისა რომ ადამიანისთვის ან შინაური ცხოველისთვის, რომელიც თავს არ დაგესხა, არ გისვრია? რა კანონი უდგება? უფრო სწორად მუხლი და ასე შემდეგ. შემეძლება თუ არა მოვიგერიო ცხოველის, მგლის ან ძაღლის თავდასხმა, არა მოკვლის არამედ გამწარება-დაჩმორების დონეზე, პნევმატური ავტომატით, რომელსაც მთავაზობენ(იხილეტ ქვემოთ) და ბოლოს აი რას მთავაზობენ და დამწყებისთვის თუ ღირს ამის დათრევა? ![]() BIM-4 სერიეს BI 3581 რკინის. ფასი 350 ლარი
| |
> |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,351 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი ![]() |
ლეონტი და აქ ფორუმზე პირველ ფუნქტად რატომ არის იარარის კანონი ვერ გავიგე , თუ არაფერი არ ეხება და კანონის ობიექტი არაა მაშინ ეგ კანონი აქედან ამოსაგდებია , ეგრე არაა? გერევა ერთნმანეთში Air soft იარაღი, რომელსაც განეკუთვნება შენს მიერ ამორჩეული იარაღი, ისვრი პლასტმასის შარიკებს, იგივენაირი ვარიანტი იყიდება ბავშვებისთვის გაიარე სუპერმარკეტებში, უბრალო მაღაზიებში, უბრალოდ საბავშვო იარაღი დაბალი დონის შესრულებითაა. პლიუს სიჩქარე აქვს ძალიან დაბალი მაგ იარაღს ძირითადა 90 მეტრი წამში მაქსიმუმ 130 მეტრი წამში რაც ნიშნავს 1-2 ჯოულ ენერგიას, ამით კაცს თვალსაც ვერ ამოუგდებ, თუ პირდაპირ ლულა არ დაადე თვალზე. მართალია თვალში თუ მოარტყი შეიძლება ვეღარც გამოიხედოს კაცმა, ამიტომაცაა რომ სტრაიკის დროს გამოიყენება სპეციალური პლასტმასის სათვალეები. დაამატე ამას ის გარემოებაც რომ ლულა შენს იარაღში გლუვია და ხრახნები არ გააჩნია, შესაბამისად გინდა ასე ატრიალე, გინდა ისე შენს მიერ ამორჩეული ითვლება ჩვენთან სათამაშოდ და არანაირი რაიმე კანონი მას არ ეხება. საერთოდ 3 ჯოულამდე იარაღს კაციშვილი კაპიკად არ აგდებს, ხისგან გაკეთებულ ლაგატკას უფრო მეტი ძალა აქვს და უფრო საშიშია ვიდრე ეგ აირსოფტი. აი რაც შეეხება Hard პნევმატიკას, ანუ სტანდარტულ პნევმატიურ იარაღს, აქ უკვევკანონი გარკვეულ შეზღუდვებს აყენებს, ერთადერთი და ძირითადი კანონი რაც პნევმატიკას ეხება არის კალიბრის შეზღუდვა, ანუ 4.5 კალიბრიანზე მეტის დათრევა არ შეიძლება, დაჟე ნებართვა ან ლიცენზია არ არის გათვალისწინებული 4.5 მეტი კალიბრისთვის, არის მკვდარი არა! და მორჩა მაგით საქმე. ცუდი ისაა რომ 4.5-იანი ტყვია მიუხედავად იმისა რომ საკმაოდ ენერგიას ფლობს (20-35 ჯოული, ერთეულ შემთხვევებში შეიძლება 40-45 ჯოულს აღწევდეს) ტყვია არის მსუბუქი და მიზანში სროლისას ოდნავ ნიავიან ამინდშიც კი საშინელ ცვლილებებს იძლევა (ქაღალდზე სროლისას საშინელებაა, ერთი ტყვია 10-შია, მეორე 8-იანში, მესამე 0-იანში, მიუხედავად იმისა რომ ერთნაირი ტყვიებია და მყარი სასროლიდან ისვრი). პლიუს 4.5-იან ტყვიას ძალიან მოღუნული ბალისტიკური ტრაექტორია აქვს, ანუ ნაღმტყორცნივით მუშაობს, ეგრევე ძირს ვარდნას იწყებს ტყვია გასროლისთანავე. ეს ტკივილი ნაკლებად აწუხებს 5.5-იან ტყვიას, მაგრამ ჩვენთან ეგ კალიბრი აკრძალულია, არადა სტაბილური სროლისთვის და მიზნის შენარჩუნებისთვის, ნადირობისთვის და ასე შემდეგ ყველაზე მისაღები კალიბრია. სწორედ მაგიტომაა ჩვენთან რომ კანონზეა გართულება და აქცენტირება, 5.5-იანის ნებართვა გვინდა და სხვა არაფერი. რაც შენ შენს აირფოსტის შემთხვევაში საერთოდ არ გაღელვებს. და დავანებოთ თავი ავსტრალიას, იაპონიას და სხვა ქვეყნებს, ჩვენთან ეგეთი კანონები არ არსებნობს და იმედია არც არასდროს არ იარსებებს. მოკლედ თუ მაინც რაიმესი გეშინია და რაიმე გაჩერებს ჩემი რჩევაა - გაანება იარაღს თავი, სათამაშო იარაღის ჩათვლით.
| |
> |
|
|
![]() ![]() |
![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th June 2025 - 10:31 PM |
Hosted by Pro-Service |