ლეონტი ჯერ კეთილი იყოს შენი ფეხი აქანე

მეორეც დავიწყოთ შენი საკითხის განხილვა:
ნუ თავიდან დაბძენდი რომ ეს სოფტ-აირის იარაღია ასე რომ ალბათ მოდერატორი შესაბამის განყოფილებაში გადაიტანს
1)
ციტატა(ლეონტი @ 10th July 2009 - 10:29 AM)

რა კანონი უდგება? უფრო სწორად მუხლი და ასე შემდეგ
კანონი საერთოდ არ უდგება

წესით გადის პნევმატიკაში რომლის კალიბრიც არ უნდა იყოს 4.5-ზე მეტი (ამის კალიბრი კი 6 მილიმეტრია), მაგრამ ჯერ ბუნებაში კაცი არ არსებობს რომელიც მაგ ტიპის იარაღის გამო დააჯარიმეს, ჩამოართვეს ან რაიმე ამდაგვარი მომხდარიყოს. როდესაც პოლიცია ამ იარაღს ხედავს პირველი რეაქცია გასაგებია, გეცემიან გშმონავენ, მერე რომ ხვდებიან და ნახულობენ რაც არის, გეხვერწებიან - გვასროლინე რა, გვასროლინე

როგორ წესი პოლიციასთა ურთიერთიობა ეგრე თავდება
2)
ციტატა(ლეონტი @ 10th July 2009 - 10:29 AM)

შემიოძლია თუ არა შევიძინო და ვატარო მსგავსი იარაღი რეგისტრაციის გარეშე
სრული თავისუქფელაბა გაქვს, დღევანდელი კლასიფიკაციით სათამაშოდ ითვლება, არანაირი ნებართვა შეთანხმება და ასე შემდეგ არ სჭირდება, უბრალოდ თუ ქუჩაში მაგით დაიწყებ სიარულს ყოველი პატრული გაგაჩერებს შემოწმების მიზნით

ჯობს იარაღის ჩიხოლში ჩადო და სადაც გინდა გადაიტანე, ამოიღებ სახლში, ეზოში ან ტყეში და ისროლე გალურჯებამდე.
3)
ციტატა(ლეონტი @ 10th July 2009 - 10:29 AM)

ანუ ზღუდავს თუ არა კანონი ამ სახის იარაღის ტარება გამოყენებას(რათქმაუნდა ადამიანის წინააღმდეგ არა)
არამედ ტყეში ან საკუთარ ეზოში და სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე.
კანონი მის გამოყენებას არ ზრუდავს ადამიანების წინააღმდეგაც, ხალხი მაგ ტიპის იარაღით იკრიბებიან და სტრაიკბოლს თამაშობენ, ურახუნებენ ერთმანეთს, და მეორე დღეს დალურჯებულები ერთმანეთს უყვებიან თუ რა მაგარი იყო იმას რომ მოარტყეს, ის შემობა აიღეს და ასე შემდეგ. უბრალოდ სტაიკში თამაშისთვის საჭიროა შესაბამისი ფორმა (მოსამხედრო ან სამონადირეო, კამუფლაჟისთვის) და აუცილებელია თვალების დაცვა შესაბამისი პლასტიკატის სათვალეებით და არა მოდაში არსებული მზის სათვალეებით რომელბიც პირველივე მოხვედრისას გატყდება და თვალს დაგიზიანებს.
პლიუს სტრაიკს თავისი წესები გააჩნია, მაგალითად თუ მოგხვდა ტყვია ნეკა თითში, ფეხში, სიფათში, მნიშვნელობა არა აქვს სად, ყველგან მოხვედრა ითვლება სიკვდილად. წევ ხელს და მიდიხარ საწყის პოზიციაზე, მოტყუება მამაძაღლობა არ მოსულა, დაგაფიქსირებენ მოტყუებაში გაგაგდებენ და ცხოვრებაში არ მიგიღებენ სათამაშოდ. მოკლედ მთავარი პრინციპია ნამუსიანობა და თამაშის პროცესიდან სიამოვნების მიღებაა და სხვისთვის სიამოვნების მინიჭება, ჟილკაობა და კრისაობა არ მოსულა, ბანია უკომენტაროდ.
4)
ციტატა(ლეონტი @ 10th July 2009 - 10:29 AM)

შემეძლება თუ არა მოვიგერიო ცხოველის, მგლის ან ძაღლის თავდასხმა, არა მოკვლის არამედ გამწარება-დაჩმორების დონეზე,
არ გირჩევ. ცხოველზე სროლისას არსებობს ერთადერთი შეუცვლელი წესი - დაჭერი ცხოველი, დაბრიდე ბოლომდე. იცი რატომ? გამცარებული ცხოველი ჩემმა მტერმა იწვნიოს თავის თავზე. შეიძლება პატარა ფინია ძაღლი წკმუტუნით გაიქცეს, გინდაც ქათამი ან ჩიტი, მარა თუ ცოტა მოზრდილი ძაღლი შემოგიტრიალდა ვერ გიშველის ეგ ფიშტო

ვინ ვის გაამწარებს საკითხავი მერე იქნება.
5)
ციტატა(ლეონტი @ 10th July 2009 - 10:29 AM)

აი რას მთავაზობენ და დამწყებისთვის თუ ღირს ამის დათრევა?
ნანახი მაქვს კაი ვიდზეა, კაი ფორმა აქვს, უბრალოდ გაითვალისწინე, მაგას წინა არ აქვს სამიზნე, შესაბამისად ღია სამიზნე არ გაქვს, მინიმუმ კილიმატორული სამიზნის დაყენება დაგჭირდება, ისე მიზანში ამოღება გაგიჭირდება.
6) სანამ მაგას დაითრევ ერთერთი ჩვენი ფორუმელის მაღაზია ნახე
http://striker.ge/, ხანდახან საკაიფო რაღაცეები აქვს ხოლმე და საკმაოდ იაფად.