![]() |
![]() |
![]() |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
![]() |
![]() |
![]()
პოსტი
#1
|
||
![]() მაძიებელი ![]() ![]() ჯგუფი: საჯარიმო და წასულები პოსტები: 222 რეგისტრ.: 7-July 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: zestafoni წევრი №: 1,335 ![]() |
მოგესალმებით! ასეთი აზრი წარმოიშვა, ხომ არ მიგვემართა პარლამენტისთვის და გვეთხოვა 'იარაღის შესახებ' კანონში ცვლილების შეტანა პნევმატიკასთან დაკავშირებით? იქნებ ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდეს ის გაურკვეველი სიტუაცია, რაც ახლაა შექმნილი - ფაქტიურად შეუძლებელია პნევმატიკის შემოტანა საზღვარზე, მაღაზიებშიც ასეთი იარაღის არჩევანი ძალიან შემცირდა, და რაც არის დარჩენილი ისინიც უაზროდ ძვირია და ა.შ. გასაგებია ის განწყობაც, რომ ''არავინ არ მოგვაქცევს ყურადღებას მაინცო'', მაგრამ თუ არ ვცადეთ, საერთოდაც არავის გავახსენდებით. თანაც რაც მეტი იქნება ხელმომწერი, იმედია ყურადღებასაც მეტს დავიმსახურებთ. არადა მგონი ხელმოწერები არ უნდა გაჭირდეს, საკმაოდ ბევრნი ვართ პნევმატიკის მოყვარული. არის ამ იდეის განხორციელების სხვადასხვა გზა და ეგეც განხილვის თემაა. ისე, პირველ ეტაპზე ვიფიქრეთ უბრალოდ მიმართვის გაკეთება და ტექსტიც დავწერეთ ''შავად". აქვე გამოვაქვეყნებ. გადახედეთ და ვიმსჯელოთ როგორ აჯობებს ამ საქმის მოგვარება. საქართველოს პარლამენტის თავჯდომარეს ბატონ დავით უსუფაშვილს ბატონო დავით, შეიძლება ჩვენს მომართვაში აღწერილი პრობლემა არასერიოზულადაც მიიჩნიოთ, იმ უამრავ სამართლებრივ პრობლემებთან შედარებით, რაც თქვენ გაქვთ გადასაწყვეტი, მაგრამ, ალბათ, ისიც ფაქტია, რომ ათასობით ადამიანის ფუნდამენტური უფლების დარღვევის გამოსწორებაც, მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს დემოკრატიული სახელმწიფოსათვის. 2010 წლის დასაწყისში ყოფილი ხელისუფლების ერთერთი მაღალი თანამდებობის პირის მიერ გაკეთებული ზეპირი განცხადების საფუძველზე საქართველოში სპონტანურად დაიწყო პნევმატური იარაღის წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანია. აღნიშნულმა კამპანიამ გაუაზრებელი, არაკომპეტენტური ასახვა ჰპოვა, როგორც საკანონმდებლო აქტებში, ასევე ადმინისტრაციული ორგანოების მოქმედებებში. 2010 წლის 2 ივლისს ‘იარაღის შესახებ’ კანონში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც პნევმატური იარაღთან მიმართებაში კანონში არსებული შეზღუდვა შეიცვალა და კანონში გაკეთდა ჩანაწერი, რომლის თანახმადაც სამოქალაქო ბრუნვაში დასაშვები პნევმატური იარაღის ტექნიკური მახასიათებლები უნდა განესაზღვრა საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს. მიუხედავად კანონში ჩაწერილი მოთხოვნისა, აღნიშნულმა სააგენტომ თითქმის ორი წლის განმავლობაში ვერ ‘მოახერხა’ შესაბამისი ტექნიკური მახასიათებლების შემუშავება. 2012 წლის 24 აპრილს დაიწყო პნევმატური იარაღის შეზღუდვასთან დაკავშირებული კიდევ ერთი აბსურდული ტალღა. ისევ შევიდა ცვლილებები ‘იარაღის შესახებ’ კანონში და ასევე ცვლილებები შევიდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში. პნევმატური იარაღი ფაქტიურად გაუთანაბრეს ცეცხლსასროლ იარაღს - კანონში გაჩნდა პნევმატური იარაღი რეგისტრაციის, ბალისტიკური შემოწმების და ა.შ. მოთხოვნები. ამჯერად უკვე სამოქალაქო ბრუნვაში დასაშვები პნევმატური იარაღის ტექნიკური მახასიათებლების შემუშავება დაევალა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს. თუმცა დღევანდლამდე ასეთი ტექნიკური მახასიათებლები ისევ არაა შემუშავებული. აღწერილმა ქმედებებმა შექმნა აბსურდული და სერიოზული როგორც სამართლებრივი, ასევე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული პრობლემები. მესამე წელია, რაც შემოსავლების სამსახურის საბაჟო სტრუქტურების მიერ ხდება უამრავი ადამიანის საკუთრების უფლების უკანონო შეზღუდვა - 2010 წლიდან მოყოლებული საქართველოს ტერიტორიაზე არ უშვებენ პნევმატური იარაღს მიმსგავსებულ არცერთნაირ ნივთს. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ პნევმატურ იარაღს მიმსგავსებული ბავშვების სათამაშობის შემოტანაც კი აიკრძალა. თან ასეთი ნივთების ჩამორთმევა, ანუ კონსტიტუციით გარანტირებული საკუთრების უფლების ხელყოფა ხდება ადმინისტრაციული წარმოების ყველა წესის დარღვევით - არავითარი ადმინისტრაციული წარმოება, არავითარი წერილობითი სახის დოკუმენტი, არავითარი ახსნა-განმარტება! მხოლოდ პირად საუბრებში გამოთქმული წუხილი და მხრების აჩეჩვა - ჩვენ რა ვქნათ? ხომ იცით ეს ‘იმის’ მოთხოვნააო! ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ ზოგისთვის ჩამორთმეული ნივთები უბრალოდ ბავშვის სათამაშოა, სხვებისთვის კი ბიზნესი და შემოსავლის ერთადერთი წყარო. ამ ხნის განმავლობაში ზოგის ბიზნესი საერთოდ დაიხურა, ზოგისას კი სერიოზული ზიანი მიადგა. აღნიშნულთან დაკავშირებული რამდენიმე საქმის განხილვა დღესაც მიმდინარეობს სასამართლოებში. ამასთანავე საყურადღებოა, რომ ჩამორთმეული ნივთების შესანახად გადაცემა ხდებოდა კერძო ორგანიზაციებში, სადაც შენახვისათვის საკმაოდ დიდი გადასახადი გროვდება. არადა დარღვევები იმდენად აშკარაა, რომ საკუთრება ჩამორთმეული მოქალაქეებს ნივთები ადრე თუ გვიან მაინც დაუბრუნდებათ, ხოლო შენახვისათვის გათვალისწინებული გადასახადი სახელმწიფო ბიუჯეტს დააწვება ტვირთად. დღეს არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ნებისმიერი ადამიანი ვისაც პნევმატური იარაღი აქვს, ერთის მხრივ შეიძლება სამართალდამრღვევად მივიჩნიოთ, რადგან შეუძლებელია კანონის მოთხოვნების შესრულება (პნევმატური იარაღის რეგისტრაცია და ა.შ.), მეორე მხრივ კი არ არსებობს ტექნიკური მახასიათებლები, რომლებიც პნევმატური იარაღის დიფერენცირების საშუალებას მისცემდა სახელმწიფოს, რათა განესაზღვრა რეალური სამართალდამრღვევი. კი, შესაძლებელია ვიფიქროთ, რომ იარაღთან დაკავშირებული საკითხი არაა უმნიშვნელოვანესი, იმ პრობლემებთან შედარებით რაც საქართველოს მოსახლეობას აწუხებს, მაგრამ არსებობს მეორე მხარეც. ზოგიერთ ქვეყანაში (მაგ. ამერიკის შეერთებული შტატები, მექსიკა, შვეიცარია) იარაღთან დაკავშირებული უფლება კონსტიტუციითაც კია გარანტირებული. თან საქართველოში არსებული სიტუაცია, უბრალოდ სამარცხვინოც კია, რადგან ფაქტიურად არ არსებობს ქვეყანა, სადაც ეს საკითხი ასეთ აბსურდულ დონემდე იყოს მიყვანილი. ჩვენთვის რა თქმა უნდა აშკარაა, რომ პნევმატურ იარაღთან დაკავშირებული საკითხები საჭიროებენ გარკვეული შეზღუდვების დაწესებას, მაგრამ ეს შეზღუდვები უნდა იყოს ლოგიკური, გამომდინარეობდეს საჭიროებიდან, იყოს გასაგები და სრულყოფილი. დღეს არსებული სიტუაციით კი, თითქოს ასეთი შეზღუდვები არსებობს (თან აუცილებელზე გაცილებით მკაცრი), მაგრამ მათი შესრულება შეუძლებელია. ამიტომ ძლიერი პნევმატური იარაღი შეიძლება მოხვდეს ნებისმიერის ხელში (მაგ. არასრულწლოვანის), ხოლო სახელმწიფოს იმის სამართლებრივი ბერკეტიც კი არ გააჩნია, რომ საყვედური მაინც უთხრას ასეთ პირს. ბატონო დავით, მთელი ამ გაუგებარი სიტუაციის თავიდან ასაცილებლად საკმარისია თვით `იარაღის შესახებ` კანონში მოხდეს სამოქალაქო ბრუნვაში დასაშვები პნევმატური იარაღის იმ კრიტერიუმების ასახვა, რომლების მიხედვითაც მოხდება აკრძალვების და/ან შეზღუდვების დაწესება. ასეთი ჩანაწერი მიღებული პრაქტიკაა და თითქმის ყველა სახელმწიფოში სწორედ კანონითაა განსაზღვრული პნევმატურ იარაღთან დაკავშირებული შეზღუდვები (აკრძალვები) და აღნიშნული მახასიათებლების დაწესების უფლება არ აქვს მინიჭებული რომელიმე საქვეუწყებო დაწესებულებას, როგორ ეს `იარაღის შესახებ` კანონის ამჟამინდელ ვერსიაშია. რაც შეეხება კონკრეტულ კრიტერიუმებს, თქვენი ნდობის შემთხვევაში, ცვლილებების ოპერატიულად განხორციელების მიზნით, მზად ვართ უმოკლეს ვადაში წარმოგიდგინოთ სხვადასხვა ქვეყანაში არსებული პრაქტიკის შესახებ ინფორმაცია და/ან მოგაწოდოთ შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების პროექტიც.
| |
> |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,351 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი ![]() |
minchanin ნუ ბატონობით არავის მივმართავ ფორუმზე, და არც არასდროს არ მომიმართია თუნდაც შენთვის, ჩამითვალე თუ გინდა უხეშობაში, მაგრამ ფაქტია ეგრეა... და სხვათა შორის არც სხვისგან ვითხოვ ბატონობით მომართვას, თუ სრულფასოვანი და ერთი კლასის მომხმარებლები ვართ,... დალშე აღარ გავაგრძელებ.. მოკლედ ეს არ ეხება ამ საქმეს და თუ რაიმე პირადად ჩემთან გაქვს გასარკვევი Welcom პირად შეტყობინებებში... ასეა თუ ისეა, დამრიგებლობა მე არ დამიწყია, შემოგთავაზე ასე ჯობია მეთქი, ამბობ მაქვს გასაბათილებელი მაგრამ რა აზრი აქვს დაწერასო... გახსენებ რომ თუ დაიწყე უნდა დაამთავრო, ხოლო თუ აზრი არ აქვს დადებას, მაშინ მოიტა მეთქი ეგ ქაღალდი და ხელს მოგიწერ მეთქი... Dave ფორუმის ადმინობა თუ რაიმე განსაკუთრებული გგონიათ და ამ მიზეზით გაქვთ ჯაჯა ბატონო დიდაქტიკური ტონი ათვისებულ ბატონობაზე იგივეს დავწერდი... რაც შეეხება ტონს... როდესაც სათქმელი მაქვს სხვა ტონი ვერ იქნება, მაქვს მწარე გამოცდილება და გიზიარებთ, არ გაქვთ სურვილი და ღმერთმა ხელი მოგიმართოთ, მე რა წინ გადავეღობები თქვენს მიმართვას? რაიმე ხელის შემშლელ მოქმედებას ჩავიდენ? პარლამენტის თავჯდომარე იქნება თუ შსს-ს მინისტრი იმასთან დავრეკავ და ვეტყვი - არიქა ახლა რაცხა წერილს მოგიტანენ და არ განიხილოთ მეთქი???? როგორ წარმოგიდგენიათ ან ერთს, ან მეორეს ეგ? მინდა რაღაც გირჩიოთ რომ არ გაიჭიმოს დროში, ეფექტური იყოს, არ მიგაჩნიათ სწორე და მაშინ ბურთიც თქვენია და მოედანიც... ტექსტი ამხელა იქნება თუ იმხელა აზრი არ აქვს, ტექსტები 100-ჯერ მეტიც მიწერია, მაგრამ კიდევ ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ ასეთი წერილი მაქსიმუმ ერთ ფურცელზე (2 გვერდზე) უკეთესია ერთ გვერდზე ეტეოდეს... ეს სასამართლოსთან მიმართვა კი არაა, ან რაიმე ისტორიული ნარკვევი... და ბოლოს ღმერთმანი ვერ ვხვდები როგორ შემიძლია ხელი შეგიშალოთ? აიღეთ მიდით მიწერეთ და უშველეთ საქართველოს! თქვენ რა გგონიათ მე მაწყობს ეგ სიტუაცია? რაიმე ფული მომდის? თუ რა? რა მნიშვნელობა აქვს ვინ გაარღვევს ბლოკადას? გაარღვიეთ მეთქი, იყავით პირველები... რაში ხედავთ პრობლემას? იმაში რომ რეალობა დაგანახეთ? თუ არიქა იმისთვის ემზადებით აი Ja_Ja არის საზიზიზღარი ხელი შეგვიშალა არაფერი გამოვიდაო... რეალურად აწონ დაწონეთ ყველაფერი... ბრმად გიწერთ ხელს, არ გინდათ არაფრის შესმენა და ქენით რასაც იზამთ ოღონდ და გამოვიდეს... P.S. მოკლედ პირადი რაღაც უაზრობები, ან PM-ში, ან ნებას გაძლევთ დროებით - თუ განმუხტვა გინდათ ფლეიმში დროებით გახსნათ თემა და თუ რაიმე პრეტენზიები გაქვთ ჩემს მიმართ იქ ჩამოყაროთ და თუ რაიმეა დაგროვებული იქ შეგიძლიათ განვიხილოთ, მლანძღოთ, ჭკუა მასწავლოთ, დანარჩენი ამ თემაში არ დავინახო არაფერი... P.S. p.s. და ვაბშე კომენტარებით პასუხი "ვსეზნაიკობით" რომ რამე მიიღწეოდეს, აქამდე მიაღწევდით და მოაგვარებდით აწ უკვე ამდენი ხნის პრობლემას ნუ ეს მაგარი შეცდი, მე ხომ ვარ სუსტი, აგერაა მოედანიც და ბურთიც, შემოთავაზებული წერილიც... ქენით რამე... იგივე სასამართლოები რომ არის მინიმუმ 2 საქმე, იმაზე რატომ ვერაფერს შვებით? რაო დავიწყო ახლა მეც ნიშნის მოგებით - სუსტები ხართ თუ რა ხდება? რა სისულელეს ბაზრობ დეივ თუ ხვდები?! კუბში აყვანილი სისულელე დაწერე. არა გამაგებინეთ პრეზიდენტს ვეხუტები ხოლმე, მინისტრებთან მაქვს ყოველდღიური ვახშამი, პარლამენტის თავჯდომარესთან თუ რა??? Ja-Ja გიშლით რაიმეში ხელს მაგ სასამართლო საქმეებში, თუ Ja_Ja-ს მაგიური წვერები აქვს, და ერთი გაქნევით მოაგვარებდა ამ პრობლემას სურვილი რომ ჰქონოდა და აი ისეთი საზიზღარია რომ არაფერს აკეთებს.... მთელი აირსოფტის ასოციაცია - ფედერაციები იქნება, პეინტბოლისტები თუ სხვა... მინისტრებსაც ხვდებოდნენ, წერილებსაც ტონა ნახევარს წერდნენ და რა? დამანახეთ რა!!! რას მოითხოვთ ჩემგან ვერ ვხვდები? ვირბინო სამინისტროებს შორის, უაზროდ და აქ ვწერო აი ხომ ხედავთ რამდენს ვჩალიჩობ და ვერაფერს გავდივარ მეთქი?! მაქვს ცოტაოდენ ნარბენი, ვერ დავიკვეხნი თავი შევიწუხე მეთქი, არ არის ყველაფერი დასაწერი და რაღაც მიზერული სისულელები, მაგრამ არ გამოდის როგორც ჩანს, ყველას თავი რაღაც ჰგონია, არიქა მე ვიზამ იმას რასაც ვიზამ, ქენით! გვყავს რიგებში ერთი კაცი რომელიც ერთერთ სამინისტროში საკმაოდ მაღალ თანამდებობაზეა (ყოველ შემთხვევაში იყო, ახლა არ ვიცი), მოიწამლა პნევმატიკით, მოუნდა კანონიერი გზებით 5.5 ან მეტი...ჩემზე და შენზე მეტი საშუალებები აქვს, პირდაპირი კავშირები... იცი რა პასუხი მიიღო როდესაც არკვევდა ამ ყველაფერს და ლამის მიაღწია იქამდე ვისთანაც საჭირო იყო? - გაჩერდი სანამ დროა, თუ შენი ადგილი და სიტუაცია გინდა თორემ ისე გაქრები უკან ვერ მოიხედავო... და ამ შემთხვევაში რა უნდა ქნას Ja_Ja-მ? წიხლით შეანგრიოს რომელიმე სამინისტროს კარები? თავი არტყმევინოს ვინმეს კანონების დასტაზე თუ რა?! ის რომ ეს ყველაფერი არ იცით და არ არის ღიად განსახილველი არ ნიშნავს იმას რომ რაღაც ბავშური ნაეზდები აკეთოთ! არაერთ საქმეში მქონია საუბარი ამ თემაზე, ადრე იმ სტანდარტების ორგანიზაციის უფროსს შევხვდი, მერე კაიხნის მერე არ მენახა ამასწინათ ისევ მომიწია შეხვედრა, ისევ მკვდარი კედელია... ის მაღალჩინოსანიც შსს-ს თანამშრომლებსაც უვლიდა გვერდებს და ელოლიავებოდა, მე და ილარიონა ნიადაგის მოსასინჯათ მერიაშიც ვიყავით ერთხელ... მერე... თქვენგან განსხვავებით ეს ყველაფერი დაგვიშმონია და საკუთარი კისერი იქნება თუ ტყავი გვიგრძნია... იმენნა გადამრიეთ ამ დურაკული ტექსტებით და ბავშური სისულელებით, რაღაც კამფეტის მოლოდინით, გეუბნებით მაქვს გამოცდილება და გიზიარებთ მეთქი, გერჩივნოთ ჩემგან ქილიკი ვიდრე იმ ხალხისგან ვისაც რაღაც ენით აუღწერელი იმედებით შეჰყურებთ და რაღაც გგონიათ.... რამ დაგაბრმავათ ასე? ესეც ნაციონალების და მეოცნებეების საარჩევნო აგიტაციაა თუ რა გჭირთ? პროსტა რა აი რაღა დავწერო არ ვიცი, ღმერთმა ხელი მოგიმართოთ ისე მოხდეს რომ გაარღვიოთ ეს ბარიკადა და ნაციონალურ გმირებად იყოთ აღიარებული პნევმო სამყაროში, თუ ოდესმე ჩემი ხელმოწერა დაგჭირდებათ კიდევ ერთხელ გეუბნებით ბრმად გიწერთ ხელს, მახატია რა იქნება მანდ დაწერილი... უბრალოდ დასანანი ისაა რომ არასწორმა ერთმა წერილმა შეიძლება კიდევ დიდი ხნით გადადოს ეს საქმე და მეორე წერილი იქნება, თუ მიმართვა გამოიწვევს ხელის ჩაქნევით საუბარს და რეაქციას - აა ხოო, რაღაც ამდაგვარი ადრეც ხომ მოიწერეს...
| |
> |
|
|
![]() ![]() |
![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 18th June 2025 - 12:19 PM |
Hosted by Pro-Service |