![]() |
![]() |
![]() |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
![]() |
![]() |
![]()
პოსტი
#1
|
||
![]() მაძიებელი ![]() ![]() ჯგუფი: საჯარიმო და წასულები პოსტები: 222 რეგისტრ.: 7-July 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: zestafoni წევრი №: 1,335 ![]() |
მოგესალმებით! ასეთი აზრი წარმოიშვა, ხომ არ მიგვემართა პარლამენტისთვის და გვეთხოვა 'იარაღის შესახებ' კანონში ცვლილების შეტანა პნევმატიკასთან დაკავშირებით? იქნებ ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდეს ის გაურკვეველი სიტუაცია, რაც ახლაა შექმნილი - ფაქტიურად შეუძლებელია პნევმატიკის შემოტანა საზღვარზე, მაღაზიებშიც ასეთი იარაღის არჩევანი ძალიან შემცირდა, და რაც არის დარჩენილი ისინიც უაზროდ ძვირია და ა.შ. გასაგებია ის განწყობაც, რომ ''არავინ არ მოგვაქცევს ყურადღებას მაინცო'', მაგრამ თუ არ ვცადეთ, საერთოდაც არავის გავახსენდებით. თანაც რაც მეტი იქნება ხელმომწერი, იმედია ყურადღებასაც მეტს დავიმსახურებთ. არადა მგონი ხელმოწერები არ უნდა გაჭირდეს, საკმაოდ ბევრნი ვართ პნევმატიკის მოყვარული. არის ამ იდეის განხორციელების სხვადასხვა გზა და ეგეც განხილვის თემაა. ისე, პირველ ეტაპზე ვიფიქრეთ უბრალოდ მიმართვის გაკეთება და ტექსტიც დავწერეთ ''შავად". აქვე გამოვაქვეყნებ. გადახედეთ და ვიმსჯელოთ როგორ აჯობებს ამ საქმის მოგვარება. საქართველოს პარლამენტის თავჯდომარეს ბატონ დავით უსუფაშვილს ბატონო დავით, შეიძლება ჩვენს მომართვაში აღწერილი პრობლემა არასერიოზულადაც მიიჩნიოთ, იმ უამრავ სამართლებრივ პრობლემებთან შედარებით, რაც თქვენ გაქვთ გადასაწყვეტი, მაგრამ, ალბათ, ისიც ფაქტია, რომ ათასობით ადამიანის ფუნდამენტური უფლების დარღვევის გამოსწორებაც, მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს დემოკრატიული სახელმწიფოსათვის. 2010 წლის დასაწყისში ყოფილი ხელისუფლების ერთერთი მაღალი თანამდებობის პირის მიერ გაკეთებული ზეპირი განცხადების საფუძველზე საქართველოში სპონტანურად დაიწყო პნევმატური იარაღის წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანია. აღნიშნულმა კამპანიამ გაუაზრებელი, არაკომპეტენტური ასახვა ჰპოვა, როგორც საკანონმდებლო აქტებში, ასევე ადმინისტრაციული ორგანოების მოქმედებებში. 2010 წლის 2 ივლისს ‘იარაღის შესახებ’ კანონში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც პნევმატური იარაღთან მიმართებაში კანონში არსებული შეზღუდვა შეიცვალა და კანონში გაკეთდა ჩანაწერი, რომლის თანახმადაც სამოქალაქო ბრუნვაში დასაშვები პნევმატური იარაღის ტექნიკური მახასიათებლები უნდა განესაზღვრა საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს. მიუხედავად კანონში ჩაწერილი მოთხოვნისა, აღნიშნულმა სააგენტომ თითქმის ორი წლის განმავლობაში ვერ ‘მოახერხა’ შესაბამისი ტექნიკური მახასიათებლების შემუშავება. 2012 წლის 24 აპრილს დაიწყო პნევმატური იარაღის შეზღუდვასთან დაკავშირებული კიდევ ერთი აბსურდული ტალღა. ისევ შევიდა ცვლილებები ‘იარაღის შესახებ’ კანონში და ასევე ცვლილებები შევიდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში. პნევმატური იარაღი ფაქტიურად გაუთანაბრეს ცეცხლსასროლ იარაღს - კანონში გაჩნდა პნევმატური იარაღი რეგისტრაციის, ბალისტიკური შემოწმების და ა.შ. მოთხოვნები. ამჯერად უკვე სამოქალაქო ბრუნვაში დასაშვები პნევმატური იარაღის ტექნიკური მახასიათებლების შემუშავება დაევალა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს. თუმცა დღევანდლამდე ასეთი ტექნიკური მახასიათებლები ისევ არაა შემუშავებული. აღწერილმა ქმედებებმა შექმნა აბსურდული და სერიოზული როგორც სამართლებრივი, ასევე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული პრობლემები. მესამე წელია, რაც შემოსავლების სამსახურის საბაჟო სტრუქტურების მიერ ხდება უამრავი ადამიანის საკუთრების უფლების უკანონო შეზღუდვა - 2010 წლიდან მოყოლებული საქართველოს ტერიტორიაზე არ უშვებენ პნევმატური იარაღს მიმსგავსებულ არცერთნაირ ნივთს. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ პნევმატურ იარაღს მიმსგავსებული ბავშვების სათამაშობის შემოტანაც კი აიკრძალა. თან ასეთი ნივთების ჩამორთმევა, ანუ კონსტიტუციით გარანტირებული საკუთრების უფლების ხელყოფა ხდება ადმინისტრაციული წარმოების ყველა წესის დარღვევით - არავითარი ადმინისტრაციული წარმოება, არავითარი წერილობითი სახის დოკუმენტი, არავითარი ახსნა-განმარტება! მხოლოდ პირად საუბრებში გამოთქმული წუხილი და მხრების აჩეჩვა - ჩვენ რა ვქნათ? ხომ იცით ეს ‘იმის’ მოთხოვნააო! ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ ზოგისთვის ჩამორთმეული ნივთები უბრალოდ ბავშვის სათამაშოა, სხვებისთვის კი ბიზნესი და შემოსავლის ერთადერთი წყარო. ამ ხნის განმავლობაში ზოგის ბიზნესი საერთოდ დაიხურა, ზოგისას კი სერიოზული ზიანი მიადგა. აღნიშნულთან დაკავშირებული რამდენიმე საქმის განხილვა დღესაც მიმდინარეობს სასამართლოებში. ამასთანავე საყურადღებოა, რომ ჩამორთმეული ნივთების შესანახად გადაცემა ხდებოდა კერძო ორგანიზაციებში, სადაც შენახვისათვის საკმაოდ დიდი გადასახადი გროვდება. არადა დარღვევები იმდენად აშკარაა, რომ საკუთრება ჩამორთმეული მოქალაქეებს ნივთები ადრე თუ გვიან მაინც დაუბრუნდებათ, ხოლო შენახვისათვის გათვალისწინებული გადასახადი სახელმწიფო ბიუჯეტს დააწვება ტვირთად. დღეს არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ნებისმიერი ადამიანი ვისაც პნევმატური იარაღი აქვს, ერთის მხრივ შეიძლება სამართალდამრღვევად მივიჩნიოთ, რადგან შეუძლებელია კანონის მოთხოვნების შესრულება (პნევმატური იარაღის რეგისტრაცია და ა.შ.), მეორე მხრივ კი არ არსებობს ტექნიკური მახასიათებლები, რომლებიც პნევმატური იარაღის დიფერენცირების საშუალებას მისცემდა სახელმწიფოს, რათა განესაზღვრა რეალური სამართალდამრღვევი. კი, შესაძლებელია ვიფიქროთ, რომ იარაღთან დაკავშირებული საკითხი არაა უმნიშვნელოვანესი, იმ პრობლემებთან შედარებით რაც საქართველოს მოსახლეობას აწუხებს, მაგრამ არსებობს მეორე მხარეც. ზოგიერთ ქვეყანაში (მაგ. ამერიკის შეერთებული შტატები, მექსიკა, შვეიცარია) იარაღთან დაკავშირებული უფლება კონსტიტუციითაც კია გარანტირებული. თან საქართველოში არსებული სიტუაცია, უბრალოდ სამარცხვინოც კია, რადგან ფაქტიურად არ არსებობს ქვეყანა, სადაც ეს საკითხი ასეთ აბსურდულ დონემდე იყოს მიყვანილი. ჩვენთვის რა თქმა უნდა აშკარაა, რომ პნევმატურ იარაღთან დაკავშირებული საკითხები საჭიროებენ გარკვეული შეზღუდვების დაწესებას, მაგრამ ეს შეზღუდვები უნდა იყოს ლოგიკური, გამომდინარეობდეს საჭიროებიდან, იყოს გასაგები და სრულყოფილი. დღეს არსებული სიტუაციით კი, თითქოს ასეთი შეზღუდვები არსებობს (თან აუცილებელზე გაცილებით მკაცრი), მაგრამ მათი შესრულება შეუძლებელია. ამიტომ ძლიერი პნევმატური იარაღი შეიძლება მოხვდეს ნებისმიერის ხელში (მაგ. არასრულწლოვანის), ხოლო სახელმწიფოს იმის სამართლებრივი ბერკეტიც კი არ გააჩნია, რომ საყვედური მაინც უთხრას ასეთ პირს. ბატონო დავით, მთელი ამ გაუგებარი სიტუაციის თავიდან ასაცილებლად საკმარისია თვით `იარაღის შესახებ` კანონში მოხდეს სამოქალაქო ბრუნვაში დასაშვები პნევმატური იარაღის იმ კრიტერიუმების ასახვა, რომლების მიხედვითაც მოხდება აკრძალვების და/ან შეზღუდვების დაწესება. ასეთი ჩანაწერი მიღებული პრაქტიკაა და თითქმის ყველა სახელმწიფოში სწორედ კანონითაა განსაზღვრული პნევმატურ იარაღთან დაკავშირებული შეზღუდვები (აკრძალვები) და აღნიშნული მახასიათებლების დაწესების უფლება არ აქვს მინიჭებული რომელიმე საქვეუწყებო დაწესებულებას, როგორ ეს `იარაღის შესახებ` კანონის ამჟამინდელ ვერსიაშია. რაც შეეხება კონკრეტულ კრიტერიუმებს, თქვენი ნდობის შემთხვევაში, ცვლილებების ოპერატიულად განხორციელების მიზნით, მზად ვართ უმოკლეს ვადაში წარმოგიდგინოთ სხვადასხვა ქვეყანაში არსებული პრაქტიკის შესახებ ინფორმაცია და/ან მოგაწოდოთ შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების პროექტიც.
| |
> |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,350 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი ![]() |
minchanin უი ესენი ეხლა ვნახე შეიძლება გკეთდეს ჩვენი ფორუმის სახელით. თუ, რა თქმა უნდა, ადმინისტრატორი თანახმა იქნება. კიბატონო, არანაირი პრობლემა ოღონდ და ეშველოს პრობლემას... თუ საკმარისად ბევრ ხელმოწერებს შევაგროვებთ (30 000 ხელმოწერა), რაც ჩემი აზრით რეალურია, მაშინ საერთოდ შესაძლებელია პარლამენტში შევიდეთ საკანონმდებლო ინიციატივით. და ამ შემთხვევაში პარლამენტი ვალდებული იქნება განიხილოს ეს საკითხი. რა თქმა უნდა ეს იოლი გზა არ არის, მაგრამ ყველაზე ეფექტურია. აი აქ კი ნამეტანი ფანტასტიკის სფეროში ვართ.. რეალურად 30 ათასი კი არა მაგის 10%-იც კი არ მოგროვდება, უფრო სწორედ რაის 10%... 1%-იც არ მოგროვდება.... ძალიან ოპტიმისტურად უყურებ საქმეს, ეს საქართველოა (აი ისე გამომივიდა რა ჰოლივუდის პონტში, This is spartaaaaaa ![]() ![]() ![]() მარტივი მაგალითი, საქართველო რომ ჩაერთოს PayPalის სისტემაში აუცილებელი 30 000 ხელმოწერა.... ხედავ როგორ დაემთხვა ![]() 2.5 წლის წინ ფეისბუქსე ცალკე გვერდი შეიქმნა, ნაციონალური ბანკი და სხვა ბანკები სპონსირებას უკეთებდნენ აპიარებდნენ რომ 30 000 ხელმომწერი ყოფილიყო, რის შემდეგაც PayPal-ს სხვა გზა არ ექნებოდა საქართველო უნდა ჩაერთო თავის ქსელში... შედეგი გაინტერესებს? აგერაა ოფიციალური საიტი და 2.5 წლის შემდეგ რამდენია ხელმომწერი შენ თვითონ დაინახავ.... და ეს საუბარია, იმ სისტემაზე რომელიც ყოველ მეორეს სურს, მოითხოვს არის, ერთი ამბავი, ვაი ვუი... შედეგი... თან არ დაგავიწყდეს ეს მთელი რასკრუტკის, კურიერის, ბიზნეს კურიერის, კავშირგაბმულობის დეპარტამენტის ჩართულობის, და ეროვნული ბანკის ჩალიჩის მერე.... არ იქნება ჩვენს საკითხზე 300 კაციც კი... This is Georgia! ![]() თუ გავითვალისწინებთ რომ თუნდაც ჩვენ ფორუმზე ორი ათასამდე კაცია დარეგისტრირებული, და 10 -მა პროცენტმა რომ მაინც მოაწეროს ხელი ეს უკვე 200 ხელმოწერაა კაცოუ მესმის კაია ოპტიმიზმი :0 მაგრამ ნაციონალებივით უსაფუძვლო ყველანაირი უაზრო პიარი რომ არ გამოგვივიდეს, ხანდახან რეალობას უნდა გადავხედოთ ხოლმე... იმ დარეგისტრირებული 1000 ადამიანიდან რამდენს ხედავ ხოლმე ფორუმზე აქტიურს, დათვალე რა... რაის 200 კაცი.. 20 კაცი ავიკრიფებით მაქსიმუმ, ზემოთ არის, ლინკი წევრთა სია, დააჭირე მაგას და ამოირჩიე წევრების ძებნა რეიტინგით, მიუთითე რეიტინგი 4, და მოძებნე ნახავ რომ სულ რაღაც 42 კაცი მოიძებნება, ყველაზე ცოტა პოსტები აქვს ვიტოს, და ეგ კაცი ფორუმზე 2 წელია აღარ შემოსულა.... ხალხნო მესმის რაცხა ნამეტანი პესიმიზმის დამთესავად ვჩნდები, მაგრამ უაზრო ოპტიმისტურ შეძახილებს და ქარის წისქვილებთან ბრძოლას, რეალურად უნდა სიტუაციების გათვლა და საკუთარი ძალების აწონ დაწონა. P.S. კიდევ ერთხელ მინდა გავუსვა ხაზი, რომ ჩემი მოქმედებით მე არ მინდა ვინმეს პირველობა წავართვა, ჯაჯა ბატონო თქვენ არ მოგწონთ ჩემი იდეა. მაგრამ თქვენი საკუთარი იდეაც არ ჩანს. თქვენი ჩონჩხიც კი გამომდინარეა ჩემი იდეიდან. ამაში სწრაფად დარწმუნდებით თუ ყურადღებით გადაიკითხავთ ჩემს თემას. კარგი იქნებოდა თუ „ინტელიგენტურობიდან“ გადავალთ რეალურობაზე და ვიფიქრებთ ჩვენს საერთო სატკივარზე. დიდი თხოვნაა რიტორიკას შეეშვა... თუ არის, დასაწერი რაიმე პუნქტებად იქნება თუ ნაბიჯებად უნდა დაიწეროს, აბა რისთვის დადე ფორუმზე? არ განვიხილოთ არაფერი ჩავასწოროთ ჩავამატოთ ან ამოვიღოთ და პირდაპირ შევუდგებ მიტინგს და შეძახილებს... ვთქვი და კიდევ ერთხელ ვწერ, ნუ მიგაჩნივართ რაღაც საფრთხობელად, მოვიწერე, კიბატონო ფორუმის სახელით იქნება თუ რიგითი ხელმომწერის პონტი იქნება გაქვთ ჩემი ხელმოწერა, მეთქი, მაგრამ შედეგი იქნება )-ს პლიუს 0.0001... რაც ინიციატივაში ურთიერთ გამომრიცხავი გეწერა იგივე დაწერე პასუხშიც, დადე მაგრამ არ ჩამოწერ, იმიტომ რომ საქმე ჯობია ლაპარაკს და ასე შედმეგ... შეკაცო მაშინ რაღას ვდებთ ფორუმზე, მაიტა სადაა ეგ ქაღალდი მოგიწერ ხელს...
| |
> |
|
|
![]() ![]() |
![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 3rd May 2025 - 06:03 AM |
Hosted by Pro-Service |