![]() |
![]() |
![]() |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
![]() |
![]() |
![]()
პოსტი
#1
|
||
![]() მაძიებელი ![]() ![]() ჯგუფი: საჯარიმო და წასულები პოსტები: 222 რეგისტრ.: 7-July 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: zestafoni წევრი №: 1,335 ![]() |
გამარჯობათ მეგობრებო. მინდა შემოგთავაზოთ ჩემს მიერ დამზადებულ ჰაერის ზამბარები, მათს ასევე ეძახიან ნიტრო პისტონს, გაზის ზამბარას, აირის ზამბარას. მე ვეძახი ჰაერს ზამბარას, რადგან მასში ჩატუმბულია ჩვეულებრივი მშრალი ჰაერი. ![]() თუ რა არს ჰაერის ზამბარა ამაზე ბევრს არ ვილაპარაკებ, მხოლოდ ყურადღებას გავამახვილებ რამოდენიმე ასპექტზე: 1. ჰაერის ზამბარა შეიძლება გამოყენებული იქნას ზამბარა დგუშიან პნევმატიურ თოფებში, სადაც დგუშის დაჭერა „შეპტალოთი“ ხდება (დგუშის გვერდითი ნაწილით) ![]() 2. ჰაერის ზამბარის დატუმბვა ხდება ოპტიმალური წნევით, ან იმ წნევით რომელსაც მოითხოვს მომხმარებელი. 3. ჰაერს ზამბარის ეფექტურობა ჩვეულებრივ ზამბარასთან შედარებით შეიძლება დავიანგარიშოთ დგუშის გადაადგილების მანძილისა და მისი (დგუშის) დიამეტრის შეფარდებით - 23მმ - მდე - არა აფექტურია 24 – 32მმ - ნაკლებად ეფექტურია 33 – 36მმ - ეფექტურია 37მმ და ზემოთ - მაქსიმალურად ეფექტურია. ჰაერის ზამბარის ძირზე, იმყოფება კლაპნის ვინტი, რომლის ამოხრახვნა, ან მასზე მექანიკური ზემოქმედება აკრძალულია. ![]() ![]() ![]() კორპუსზე ძირის მიმაგრება ხდება თითფერის (ლატუნის) შელღობით (პაიკით), ან ელექტრო შესადუღი აპარატით. ორივე შემთხვევაში მისი ექსპლუატაცია საშიშროებას არ წარმოადგენს. ჩემს მიერ ჩატარებული ტესტის დროს ჰაერის ზამბარამ შელღობილი ძირით გაუძლო 500 ატმოსფეროს და არ გასკდა. ![]() ![]() ![]() ზამბარები ძირითადად გვანან ერთმანეთს, მაგრამ მაინც არის მათ შორის განსხვავება - ღერძის (ეგრეთწოდებული "შტოკის") დიამეტრში, კორპუსის დიამეტრში, ძირის დიამეტრში, სიგრძით, და რა თქმა უნდა მასში ჩატუმბული ჰაერის წნევით. ![]() ზამბარა შეიძლება იყოს თოფში ჩაყენებული როგორც ღერძით დგუშში, ასევე პირიქით კორპუსით დგუშში. ეს დამოკიდებულია კომპრესორის და დგუშის კონსტრუკციებზე. ეს იყო მინიმალური განმარტებები, ახლა კი საფასური, ვადები, მოწოდება, გადახდა: ჰაერის ზამბარებს (ღერძის დიამეტრით 8მმ) ვამზადებ შეკვეთით სამი დღის განმავლობაში, წინასწარი გადახდის მერე. ფასი 35 ამერიკული დოლარი. რა თქმა უნდა ლარებშიც შესაბამისი კურსით. სხვა დიამეტრის მქონე ღერძიან (შტოკიან) ჰაერის ზამბარებს ჯერ არ ვამზადებ. გაგზავნა ხდება დამკვეთის ხარჯებით (ჰაერის დამზადების საფასურში 35$-ში არ შედის ტრანსპორტირების ღირებულება). პროდუქცია იგზავნება - ფოსტით, კურიერით, მარშრუტკით. გადახდისა და გამოგზავნის ვარიანტები ინდივიდუალურად განიხილება ყველა კონკრეტულ შემთხვევაში. საგარანტიო მომსახურება: გარანტია 6 თვე, მომხმარებლის სახელზე გაგზავნის მომენტიდან. ერთი წლის განმავლობაში ხელმეორედ დატუმბვა უფასოა, გაგზავნის ხარჯების გარეშე. გარანტია არ ვრცელდება თუ ზამბარაზე მოხდენილი იქნა მექანიკური, ან მაღალი ტემპერატურის (50 გრადუსის ზემოთ) ზემოქმედება. ყოვლად დაუშვებელია ღერძზე ნაკაწრები, ან ჩაჭ*ლეტილობები, თუნდაც ძალიან მცირე. კატეგორიულად აკრძალულია ზამბარაზე დაწოლა მისი სიმძლავრის შესამოწმებლად. ჰაერის ზამბარა ნორმალურად მუშაობს 0 გრადუსიდან +45 გრადუსამდე. დამატებითი ინფორმაცია შეიძლება მიიღოთ თემიდან ჰაერის ზამბარა პნევმატიური თოფებისთვის
| |
> |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
||
![]() მაძიებელი ![]() ![]() ჯგუფი: საჯარიმო და წასულები პოსტები: 222 რეგისტრ.: 7-July 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: zestafoni წევრი №: 1,335 ![]() |
Dave სიმძლავრე დიდად არ მოემატება. რადგან დგუშის სვლისა და მისი დიამეტრის შეფარდება 2,4 -ზე ნაკლებია (შეადგენს 2.14). რა თქმა უნდა შეიძლება ზამბარა დაიტენოს უფრო მეტი წნწვით, თოფის სიმძლავრე ცოტათი მოიმატებს, მაგრამ გახდება არა თუ Aრა კომფორტული, არამედ შეიძლება გამოიწვიოს ლულის გაღუნვა, ასევე ლულის "კალოდკის" სამაგრი "შტიფტის" დეფორმაცია, კონდახში სამაგრი ვინტების დეფორმაცია, ოპტიკის დასამაგრებელი "მერცხლის კუდის" მოტეხვა (ოპტიკის გამოყენების შემთხვევაში) და ა.შ. ეტთი სიტყვით 150-200 გასროლის მერე თოფი სერიოზულად დაზიანდება. რომ არაფერი ვთქვათ არა კომფორტულ სროლაზე. ამიტომ ჰაერის ზამბარის გამოყენება იჟ-38 -ში არა ეფექტურია. ამაზე ნათქვამია ამ თემის პირველ პოსტში. თუმცა იქ არასწორადაა ჩასწორებული, და დგუშის სვლისა და მისი დიამეტრის შეფარდება მილიმეტრებშია გამოხატული. სწორი იქნებოდა თუ "მმ"-ს მოვხსნიდით და რიცხვებს შუა მძიმეს (,) ჩავსვავდით. ჰაერის ზამბარის არა ეფექტურობა ჩვეულებრივ ხვეულ ზამბარასთან შედარებით ხდება როცა (როგორც უკვე ზემოთ ავღნიშნე) დგუშის სვლისა და მისი დიამეტრის შეფარდება 2,4 -ზე ნაკლებია. ეს გამოწვეულია იმიტომ რომ საწყისი ენერგია ხვეულ ზამბარას უფრო მეტი აქვს ვიდრე ჰაერის ზამბარას. ხოლო დაახლოებით 50-60 მილიმეტრის გავლის მერე (მხედველობაში მაქვს დგუშის დიამეტრი 25 მმ.) მისი ენერგია უტოლდება ხვეული ზამბარის ენერგიას, ხოლო დგუშის სვლის უფრო მეტად გადიდების დროს, მისი ენერგია უფრო მეტად მატულობს, და ეფექტურობაც მეტია. ჰაერის ზამბარა უფრო იოლად გადალახავს "ჰაერის ბალიშს" ვიდრე ხვეული ზამბარა. სწორედ ამიტომ გამოიყენება დამამძიმებლები ხვეული ზამბარის გამოყენების შემთხვევაში. ალბათ ბევრი თანაფორუმელისთვის ჩემს მიერ ზემოთ ნახსენები თეორია ახალი არ იყოს. მაგრამ ახალბედებისთვის შეიძლება საინტერესო იყოს.
| |
> |
|
|
![]() ![]() |
![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st June 2025 - 07:27 AM |
Hosted by Pro-Service |