ქართული პცპ პნევმატიკა |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
ქართული პცპ პნევმატიკა |
Feb 21 2017, 11:12 AM
პოსტი
#1
|
||
მაძიებელი ჯგუფი: Members პოსტები: 402 რეგისტრ.: 9-August 16 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 2,195 ქალაქი:თბილისი |
მოგესალმებით ყველას. რამოდენიმე წლის წინ, "დელტა"-მ დაამზადა პცპ პნევმატიკის სასინჯი მოდელები (ერთი მათგანი საეჭვოდ წააგავდა პირველი თაობის მარაუდერს) და დამოუკიდებლობის დღეს ჩვენებაზეც ჰქონდათ წარმოდგენილი რუსთაველის გამზირზე. ვინმემ ხომ არ იცით რა ბედი ეწია ამ ქართულ მოდელებს.
| |
> |
|
|
Feb 21 2017, 11:15 AM
პოსტი
#2
|
||
ზუსტი მსროლელი ჯგუფი: სულებზე მონადირე პოსტები: 1,619 რეგისტრ.: 23-September 16 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 2,202 ქალაქი:თბილისი |
მე ვიცი რომ შეჩერდა პროექტი
| |
> |
|
|
Feb 22 2017, 07:58 AM
პოსტი
#3
|
||
პროფესიონალი ჯგუფი: Airgun.ge Club პოსტები: 4,801 რეგისტრ.: 2-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi წევრი №: 237 ქალაქი:თბილისი |
იყოპ აქ მაგის განხილვაც და ფოტოებიც. როგორც ყველაფერი გურჯისტანში, ეს პროექტიც დროში დაიკარგა. თან დარწმუნებული ვარ მარადაზე ბევრად ძვირი ეღირებოდა "ნატურალური" ქართული პროდუქტი
| |
> |
|
|
Feb 22 2017, 08:04 AM
პოსტი
#4
|
||
ზუსტი მსროლელი ჯგუფი: Airgun.ge Club პოსტები: 2,315 რეგისტრ.: 4-March 10 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 321 |
ხელი შეუწყე ეროვნულ ეკონომიკას, მოთხოვე ქართული !
| |
> |
|
|
Feb 22 2017, 09:47 AM
პოსტი
#5
|
||
ზუსტი მსროლელი ჯგუფი: Members პოსტები: 1,866 რეგისტრ.: 9-April 11 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 1,256 |
არადა რატომღაც მგონია რომ თურქებზე მეტი შეგვიძლია
| |
> |
|
|
Feb 22 2017, 12:48 PM
პოსტი
#6
|
||
მაძიებელი ჯგუფი: Members პოსტები: 341 რეგისტრ.: 6-June 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: qutaisi წევრი №: 1,589 ქალაქი:ქ.ქუთაისი |
ლულები ქონდათ მარტო ისეთი მასალისგან დამზადებული თაობებს გაუძლებდა
| |
> |
|
|
Feb 22 2017, 02:40 PM
პოსტი
#7
|
||
ზუსტი მსროლელი ჯგუფი: სულებზე მონადირე პოსტები: 1,104 რეგისტრ.: 5-February 15 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 2,043 ქალაქი:თბილისი |
ციტატა(aleqsandre @ 22nd February 2017 - 10:47 AM) არადა რატომღაც მგონია რომ თურქებზე მეტი შეგვიძლია მე ვიტყოდი ასე : მეტი შეგვეძლო !!! ამ წუთას არა , მარა როდისღაც მაინც შევძლებთ ... ისე როცა შეგვეძლო ყველა სფეროს ეტყობოდა. მათ შორის სპორტსაც. სულ ნოსტალგიაშიც ნუ გადავვარდებით . აგერ გადახედეთ :
| |
> |
|
|
Feb 22 2017, 03:26 PM
პოსტი
#8
|
||
პროფესიონალი ჯგუფი: Airgun.ge Club პოსტები: 4,801 რეგისტრ.: 2-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi წევრი №: 237 ქალაქი:თბილისი |
ციტატა(aleqsandre @ 22nd February 2017 - 10:47 AM) არადა რატომღაც მგონია რომ თურქებზე მეტი შეგვიძლია okela84 თუ ძმა ხარ რა. თურქეთი ნემსიდან დაწყებული, სამხედრო კრეისერებით დამთავრებული ყველაფერს აწარმოებს. მათი წარმოების საყოფაცხოვრებო ტექნიკაა მხოლოდ მათ ოჯახებში. ისეთ დონეზე ამზადებენ რომ სულაც არ ჩამოუვარდება ევროპული წამყვანი ბრენდების "გაჩინურებულ" საქონელს. წარმოება მაღალ დონეზე აქვთ, სახელმწიფოს მხარდაჭერა დადოტაციები, საგადასახადო შეღავათები და დაბალპროცენტიანი კრედიტები... ასე რომ ქართული წარმება უკეთეს შემთხვევაში კრიოგენულ კამერაშია და როდის გამოაცოცხლებენ კაცმა არ იცის .
| |
> |
|
|
Feb 22 2017, 04:09 PM
პოსტი
#9
|
||
მაძიებელი ჯგუფი: Members პოსტები: 402 რეგისტრ.: 9-August 16 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 2,195 ქალაქი:თბილისი |
და.. "ჩვენ ყველაზე მაგრები ვართ და ყველაზე კარგები ვართ".. ეგ ვერა ჭრის? ჩვენი პნევმატიდან 21 ჯოულით ნასროლი, მათი 31 ჯოულზე ძლირეი არ არის?! ))
| |
> |
|
|
Mar 20 2017, 09:07 AM
პოსტი
#10
|
||
ვეტერანი ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,350 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი |
vexam ეგ პროექტი თავიდანვე განწირული იყო ჩავარდნაზე მიზეზი ბევრი იყო... 1) შენს მიერ ნახსენები marauder-ის მაგივრად გამოყენებული იყო ყველაზე რთული თოფის ასლი, ანუ CZ200-ი იყო ტავიდან გამოთლილი, მაგას კი ისეთი საშინელი და უაზრო კოლოფი აქვს რომ ჩემს მტერს, ეკონომიურად გაუმართლებელი იყო, მე და ჟორამ მაგის ავტორს რომ ვაჩვენებთ ჟურას გაკეთებული 1377-ი ტიპს თვალები შუბლზე აუვიდა, ანუ გასაგები იყო რომ სასტავს მხოლოდ CZ200-ი ჰქონდათ ნანახი და ეგონათ ევოლუციის მწვერვალი, ამიტომაც მის კოპირებას მიადგნენ და არა რაიმე ახლის მოფიქრებას ან რაიმე ნორმალური იდეის დამუსავებას. შედეგად დროთა განმავლობაშI ეგ ფინანსულ პრობლემებსაც გამოიწვევდა და საერთაშორისო ბაზარზე კიდევ Airarm-ისგან და CZ-სგან პატენტურ ჩივილებს... 2) ძალიან ძალიან უხეში ნამუშევარი იყო, და ნუ აი მომკალი და ბევრი დეტალი ნამდვილად არ იყოს რკინისგან გასაკეთებელი, ტყუილა მძიმდებოდა კონსტრუქცია, არარაფერს ვამნბობ ზედაპირულ დამუშავებაზე რომელიც თვალშI ძალიან ცუდად ხვდებოდა გამოცდილ ადამიანს 3) ლულები.... ნუ პერსონალურად "კონსტრუქტორი" დარწმუნებული იყო რომ გადასარევი იდეა იყო საკუთარი ლულების წარმოება და თან რაღაც სუპერ პუპერ მყარი ფოლადისგან , რაც გინდა არ გინდა კრახისკენ მიიყვანდა პროექტს... საქმე იმაშია რომ პნევმო ლულას თითქმის ცვეთა არ აქვს, შედეგად პლანეტაზე არავინ არ იყენებს ცეცხ;ლსასროლი ლულების მასალებს, განსაკუთრებით სამხედრო ლულების მასალას სადაც ლულის მიმართ მოთხოვნაა რომ 50 000 გასროლას უნდა გაუძლოს ზედმეტად დიდი მუხტის მქონე ამინიციის გამოყენებისას... რა თქმა უნდა ეს ფასში აისახებოდა ბოლოს.... ამიტომაც იყო მხოლდო 3 ლულა სულ დამზადებული აქედან 1 თუ 2 შეცდომით რომელიც თვითონ "კონსტრუქტორმაც" თქვა... პატარა საწარმოები როგორც წესი იწყებენ სხვა ფირმების ლულების გამოყენებით, მერე თუ წარმოება იზრდება იწყენებ თავისი ლულების წარმოებას და ისიც მაქსიმლაურად იაფიანი ვარიაციის, ხოლო თუ რაიმე სუპერ სიზუსტეა მოთხოვნილი მაინც ყველა Walther-ის ლულაზე გადადის, აქედან კითხვა რა ჭირად იყო საჭირო პნევმოში ეგეთი ლულების წარმოებაზე ჩალიჩ? მესმის რომ პიროვნულად "კონსტრუქტორი" ამაყობდა ჩატარებული სამუშაოთი და და მართლაც იყო საამაყო, მაგრამ ნუ აი ეკონომიურად არანაირი გამართლება არ ჰქონდა.... 4) გაყოიდვებზე რარაც არასწორი წარმოდგენა დავაფიქსირე... რატომღაც დარწმუნებული იყო ადამიანი რომ იქ მისულმა აირგანელებმა კონსტრუქცია ვერ ამოვიცანით და არ ვიცოდით ორიგინალი რა ღირდა, რატომღაც საქართველოშივე ამბობდა იმაზე უფრო დიდ ფასს ვიდრე CZ-ს ორიგინალი მოდელი ღირდა ჩამოტანა განბაჟებით არარაფერს ვამბობ იქაურ გაყიდვების წარმოდგენაზე... რატომ იყიდის იქაური ჩვენს კოპიას უფრო ძვირად, რომელიც უფრო დაბალი შესრულებითაა დამზადებული? ნუ რაოდენობები და მაშტაბები კიდევ იმდენი იყო წარმოდგენილი რომ..... რეალურად საქართველო ძალიან პატარა ქვეყანაა, ზღაპარია აქ ნებისმიერ ეგეთ ვიწრო სპეციალობის ნივთების გაყიდვით რაიმე მწვერვალების მიღწევაზე... აგერ გვერდზე გაიხედეთ, თურქეთში ჰაცანიც არის და კრალიც, და ორივეს მაინც უნდა თუ არ უნდა ევროპაშიც და ამერიკაშიც აქვს გატანილი პროდუქცია, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა რომ თურქეთი ჩვენზე აი ძალიან ბევრად დიდია, ტერიტორიითაც და მოსახლეობითაც, ბიზნესს ეგ მაინც არ ყოფნის... და ახლა ევროპა ამერიკაში კლონირებული თოფი ცუდათ შეზრუნებული ძვირად კი არა იაფად არავის არ უნდა... დანარჩენი დასკვნები და დეტალები იმედია შენით იქნება გამოტანილი როდესაც
| |
> |
|
|
Mar 20 2017, 11:52 AM
პოსტი
#11
|
||
მაძიებელი ჯგუფი: Members პოსტები: 402 რეგისტრ.: 9-August 16 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 2,195 ქალაქი:თბილისი |
ფაქტიურად, "კულტურული შოკი" განგიცდიათ, როდესაც ეს ყველაფერი გაანალიზეთ. )) ხელიტაც შეხებიხართ ამ პნევმოს, გისაუბრიათ "შემქმნელთან" და იდეის "ჩასახვის" ისტორიც კი მოგისმენიათ. ეს რასაც ახლა წერ, უკვე ცივ გონებაზე გადახარშულ- ნაფიქრია,. გაცნობის ეტაპზე, ალბათ, ინფორმაციის მიღებაში იქნებოდით ჩაფლულები, წვრილმანებში როდესაც ხარ გარკვეული, სხვა "თვალით უყურებ" ყველაფერს, თორემ "ცხელ გულზე" ამდენს სად აიტანს ადამიანი და ინფარქტიც შორს არ არის მერე. ამდენი არ ვიცოდი ამ პროდუქტის შესახებ, მხოლოდ ერთი მომენტი ტელეეკრანზე გაელვებით მქონდა შენიშნული ეს სიახლე. გაგიმარჯოთ ღმერთმა.
| |
> |
|
|
Mar 20 2017, 12:43 PM
პოსტი
#12
|
||
მაძიებელი ჯგუფი: Members პოსტები: 249 რეგისტრ.: 25-May 11 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 1,302 |
ჯერჯერობით ერთადერთი პერსპექტივა ის იქნება, რომ რომელიმე ცნობილი მწარმოებელი თუ გახსნის აქ ხაზს იაფი მეშახელის გამო, გამოუშვებს აქ დამზადებულ თავის თოფს და გააგრძელებს გაყიდვებს ათვისებულ ბაზარზე თავისი სახელით. ან რაიმე სიახლე უნდა შემოიტანო, რაც საკმაოდ ძნელია. ან აკლონირო გამომდგარი მოდელები და ეცადო ბაზარზე გაიტანო და მყიდველი სიიაფით მოხიბლო.
| |
> |
|
|
Mar 20 2017, 01:18 PM
პოსტი
#13
|
||
ზუსტი მსროლელი ჯგუფი: Members პოსტები: 1,866 რეგისტრ.: 9-April 11 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 1,256 |
ja_ja გამოცდილების დაგროვების ათვლა ხომ უნდა დაიწყოს ოდესღაც. მაქსიმალურად ყველაფერი აქ უნდა აწარმოონ ლულების ჩათვლით, წინააღმდეგ შემთხვევაში თვითღირებულება მკვეთრად გასცდება ხარიხს რითაც ადგილს ვერ იპოვნიან ბაზარზე. ლულები 30 40 მილიმეტრიანი რასბროსითაც რო შეძლონ და ფასი 200 300 $ ის დიაპაზონში რო მოექცეს შანსები ექნებათ მსოფლიო ბაზარზე გასვლის
| |
> |
|
|
Mar 20 2017, 02:05 PM
პოსტი
#14
|
||
ვეტერანი ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,350 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი |
300$-ი და მიახლოებით მაგ დიაპაზონი შეჭმული ყავს თურქეთს, გინდა კრალი გინდა ჰაცანი, ან რაღაცით უკეთესი უნდა იყოს მაგ ფასში ან ფასი უნდა იყოს ნაკლები... თორემ კრალის პროდუქციას გადახედე რა იზვრაშენცობა აღარ აქვთ დადებული, ლამის EVANIX-ის მთელი ხაზია კოპირებული თან ევანიქსის თოფები თუ 2000$-ზეა ესენი 300-400$-ში ყიდიან ვიზუალში იგივენაირ თოფებს... რაც შეეხება ლულებს, აგერ კროსმანის ლულა საცალო ვაჭრობაში ღირს 25-30$ სადღაც ამერიკულ საიტზე წაკითხული მაქვს რომ სადილერო ფასი 12-15$-იაო, ანუ თვითონ კროსმანი მაგ ლულებს ჩინეთში 8-10$-ად აწარმოებს.... მოსაძებნია ეგ ადგილი და აჰა პირველ ხანებში იაფიანი ლულების წყარო... ნუ მე ახლა რაცხას თითოეულ ეგზემპლარზე ვჩალიჩობ ხოლმე და სასტავს ვეჩნა გრიშასთან ვუშვებ, იმიტომ რომ აზრი არ აქვს რაიმე ახლის ჩალიჩს თუ იმენნა ძვირიანი და ხარისხიანი მოდელი არ გინდა... ამიტომაც არ იყო საჭირო მაგ ლულაზე მაგდენი ჩალიჩი... რკინისგან კოლოფის გამოთლაც ძველი საბჭოთა აზროვნების გამო უყვართ თორემ ეგე M4, M16, AR15 და მის ბაზაზე არსებული კონსტრუქციები ყველა ალუმინისგანაა დამზადებული, რა ჭირად უნდოდათ პნევმატიკაზე რკინა? მარტო საცდელმა კოლოფმა წონაში ეგრევე 400 გრამი მოიკლო, რამდენი ეგეთი ეკონომიის გაკეთება შეიძლება? რეზერვუარს რათ უნდოდა 3 მილიმეტრიანი რკინის კორპუსი? ყველა ვინც რკინის რეზერვუარს იყენებს 1.5 მილიმეტრზე ჩამოდის... აგერ Stayr-ი და Walther-ი თუ Feinwerkbau-ს რეზერვუარები რაც მოუტანიათ ჩემთან ყველა 2.5 მილიმეტრიანი ალუმინისგანაა გაკეთებული, რათ უნდოდა რკინის რეზერვუარს 3 მილიმეტრიანი რკინა? 1.5 მილიმეტრი წონასაც მოაკლებდა და რეზერვუარის მოცულობასაც გაზრდიდა.... და ასე შემდეგ და ასე შემდეგ... ანუ გაუთვალისწინებელი მომენტებია, რომელიც პროსტა მიდგომითაა გაკეთებული - მოდი ასეთივე გავაკეთოთ და ხელიდან წაგვგლიჯავენო.... არ წაგგლიჯავენ, იმიტომ რომ აურაცხელი კონკურენტია... შედეგად, ან რაიმე სპეციფიურად მომხიბვლელი უნდა იყოს, ან ფასი უნდა იყოს იაფიანი... ქართული ტოკარის მიდგომით კიდევ თოფი კი არა, ჩემთან რომ მოაქვთ ხოლმე ვიღაცის მიერ გამოთლილი დეტალები გიჟს ვგევარ ხოლმე, ან ზომებია ხრენ ივო ზნაიტ აცდენილი, ან დამუშავებულია ნაჯახით, ან ორივე ერთადაა ხოლმე იასნია ეგეთი პონტით ან არაფერი გამოვა, ან პირველ ჯერზე რაღაც რაოდენობა გაიქაჩება სანამ მომხმარებელმა არ იცის რას ყიდულობს vexam ციტატა(vexam @ 20th March 2017 - 12:52 PM) ფაქტიურად, "კულტურული შოკი" განგიცდიათ, როდესაც ეს ყველაფერი გაანალიზეთ კულტურული შოკის რა გითხრა რაღაც სიხარულის მომენტი იყო, მაგრამ საუბარშივე გაქრა ყველანაირი მოლოდინი... რაც შეეხება ცივ და ცხელ გულზე ანალიზს... ნუ რა ვიცი როგორ გითხრა, კაიხანი მაქვს ჟურნალებში ნამუშევარი და ვიცი როგორ უნდა წამოიყვანო კაცი საუბარზე... ადგილზე ისეთ კითხვებს სვავ რომ... რეალში კი გულში უკვე წინასწარ იცი რაც ხდება და მაგ კითხვებით ან დადასტურებას ელოდები, ან უარყოფას... ასე რომ ცივი და ცხელი ანალიზი არ ყოფილა, როგორც კი შეხედე ეგრევე იასნი გახდა რაც იყო, ხოლო საუბრისას უფრო გამყარდა ეგ ამბავი დასანანია რომ გამართლდა ჩემი მოლოდინები, მე რომ შევმცდარიყავი, შეიძლება ეხლა რაღაც ახალ პროდუქტზეც გვესაუბრა და კანონის ნორმაში მოყვანისთვის კიდევ ერთი რეალური დაინტერესებული და მოქმედი სასტავი გაიჩითებოდა...
| |
> |
|
|
Mar 20 2017, 04:03 PM
პოსტი
#15
|
||
მაძიებელი ჯგუფი: Members პოსტები: 402 რეგისტრ.: 9-August 16 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 2,195 ქალაქი:თბილისი |
კროსმანის ლულებს რაც შეეხება ფასი 18 ინჩიანის 10$ და 24 ინჩიანის 13$. დამერწმუნეთ, მაგ ფასში მაგაზე კარგი და თუნდაც მიახლოებული ვერანაირად დამზადდება საქართველოში (მაგ ფასშითქო! ყურადღება მივაქციოთ ) ). მე კროსმანის კერძო შეკვეთების გვერდს რომ ვუყურებ ეგ ფასი ადევს მაგ ზომის ლულებით აწყობას. გრეგორს ეცოდინება ეგ ამბავი ყველაზე კარგად. [quote name='ja_ja' date='Mar 20 2017, 03:05 PM' post='147681'] ნუ მე ახლა რაცხას თითოეულ ეგზემპლარზე ვჩალიჩობ ხოლმე და სასტავს ვეჩნა გრიშასთან ვუშვებ, იმიტომ რომ აზრი არ აქვს რაიმე ახლის ჩალიჩს თუ იმენნა ძვირიანი და ხარისხიანი მოდელი არ გინდა... ამიტომაც არ იყო საჭირო მაგ ლულაზე მაგდენი ჩალიჩი... სერიულ მოდელებს სხვა ფასი აქვს და ცალკეულს, შენს გემოვნებაზე და სურვილზე აწყობილს სხვა. ეგ არც უნდა იყოს გასაკვირი.
| |
> |
|
|
Mar 20 2017, 04:18 PM
პოსტი
#16
|
||
პროფესიონალი ჯგუფი: Airgun.ge Club პოსტები: 4,801 რეგისტრ.: 2-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi წევრი №: 237 ქალაქი:თბილისი |
ციტატა(gigi30 @ 20th March 2017 - 01:43 PM) ჯერჯერობით ერთადერთი პერსპექტივა ის იქნება, რომ რომელიმე ცნობილი მწარმოებელი თუ გახსნის აქ ხაზს იაფი მეშახელის გამო, გამოუშვებს აქ დამზადებულ თავის თოფს და გააგრძელებს გაყიდვებს ათვისებულ ბაზარზე თავისი სახელით. ან რაიმე სიახლე უნდა შემოიტანო, რაც საკმაოდ ძნელია. ან აკლონირო გამომდგარი მოდელები და ეცადო ბაზარზე გაიტანო და მყიდველი სიიაფით მოხიბლო. ციტატა(aleqsandre @ 20th March 2017 - 02:18 PM) მაქსიმალურად ყველაფერი აქ უნდა აწარმოონ ლულების ჩათვლით, წინააღმდეგ შემთხვევაში თვითღირებულება მკვეთრად გასცდება ხარიხს რითაც ადგილს ვერ იპოვნიან ბაზარზე. ლულები 30 40 მილიმეტრიანი რასბროსითაც რო შეძლონ და ფასი 200 300 $ ის დიაპაზონში რო მოექცეს შანსები ექნებათ მსოფლიო ბაზარზე გასვლის რომელ ორბიტაზე ხართ ? დაეშვით მიწაზე
| |
> |
|
|
Mar 21 2017, 10:15 AM
პოსტი
#17
|
||
ზუსტი მსროლელი ჯგუფი: Members პოსტები: 1,866 რეგისტრ.: 9-April 11 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 1,256 |
ციტატა(vexam @ 20th March 2017 - 05:03 PM) სერიულ მოდელებს სხვა ფასი აქვს და ცალკეულს, შენს გემოვნებაზე და სურვილზე აწყობილს სხვა. ეგ არც უნდა იყოს გასაკვირი. +1 ja_ja evanix-ს ძირითადად სუ არაფრის მომცემი ჩაღრმავებები აქვს დიზაიმში უმეტესობა მოდელებზე და სხვათაშორის ბევრი წამყვანი მწარმოებელი აკეთებს მაგას, ცეცხლსასროლი იარაღის იმიტაციებს აკეთებენ და ერგონომიკას იმ მიზეზით არღვევენ რომ ზოგი იარაღი რომელიღაც ტაქტიკურ მსხვილკალიბრიანს დაამსგავსონ ან რომელიმე კლასიკურ ვერსიებში რაღაც მარტორქაზე ან სპულოზე სანადირო გეგონება იმხელა გაბარიტებზე გადიან. ნუ ეხლა სპორტულ იარაღებზე თიტოეული დეტალი ზუსტ სროლას ემსახურება და ისე ძალიან ბევრი მწარმოებელია რომელიც ძაან ბერავს ფასებს და რეალურად პროდუქტი სანადიროდაც არ ვარგა და სპორტული სიზუსტეც არ აქვს. ნუ ამით იმის თქმა მინდა რომ სპორტულ იარაღში ბაზარზე ჩვენი დონის ვეყნებს არაფერი ესქმებათ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ პნევმატიკის წარმოება გვეკრძალება მითუმეტეს მაშინ როდეაც შეიმჩნევა პატარპატარა სიცარიელეები, მაგალითად საშუალოდ ზუსტი, მაქსიმალურად დაბალ წინიან და კომპაქტურ იარაღებში რათქმაუნდა ბულპაპის სისტემაზე. მე პირადად მრჩება შთაბეჭდილება რომ სანადირო ხაზში ის მინიმალიზმი რომლის საშუალებას 4.5 და თუნდაც 5.5 კალიბრები იძლევა არ არის ბოლომდე გამოყენებული
| |
> |
|
|
Mar 21 2017, 10:21 AM
პოსტი
#18
|
||
მაძიებელი ჯგუფი: Members პოსტები: 402 რეგისტრ.: 9-August 16 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 2,195 ქალაქი:თბილისი |
ასე პირდაპირ რატომ? ცოტა რბილად და შეპარვით ბ.ნ გრეგორ. ისე, თქვენ, ჯა-ჯა, ჯეოჯორჯიკა (სამწუხაროდ, მათთან პირადად არ მქონია შეხება) და ამ საქმეში ვინც ხართ ინტენსიურად ჩართულები, რომ გაერთიანდეთ და წარმოება ააწყოთ ვერა? 200-300$ ფარგლებში, რომ ჩაჯდეთ- ჩვენ მოყვარულები, სიამოვნებით შევიძენდით აქ აწყობილ პცპ-ებს (ხარისხზე არ ვსაუბრობ, ჩამოთვლილი პირების მიერ, საქმის მიმართ კეთილსინდისიერ დამოკიდებულებაში ეჭვს ვერ შევიტანთ). კროსმანის ლულები, გორილას ან მსგავსი აირტანკები თავისი რეგულატორებით, რომელიმეს კოლოფი, რაღაც მარტივი და ფუნქციური კონდახის კონსტრუქცია და ეგაა.. . ზოგადად, სხვისი გასაკეთებელი საქმე მარტივია (ტანახი, აგური და ეგაა, აშენდა). )
| |
> |
|
|
Mar 21 2017, 11:07 AM
პოსტი
#19
|
||
ვეტერანი ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,350 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი |
vexam ციტატა(vexam @ 21st March 2017 - 11:21 AM) ისე, თქვენ, ჯა-ჯა, ჯეოჯორჯიკა (სამწუხაროდ, მათთან პირადად არ მქონია შეხება) და ამ საქმეში ვინც ხართ ინტენსიურად ჩართულები, რომ გაერთიანდეთ და წარმოება ააწყოთ ვერა? 200-300$ ფარგლებში რა კარგია ხოლმე რომ იცოდე ასეთი იდეების მოსმენა რომელსაც საერთოდ არაფერი აქვს რეალობასთან მხოლოდ ვარდისფერი ოცნებებია გაგიჩნდა კითხვა და რატომ ასეო... ჰმმმ შემიძლია მარტივად გითხრა 200-300$ გადაკეთება ჯდება ზოგიერთი მოდელის და შენ წარმოებაზე ამბობ ისე რომ არ უკვირდები, მე მახსოვს ჩემი კივილი 8-9 წლის წინ რომ საზიზღარი კროსმანი რაცხა ალუმინის დეტალს 20$-ს როგორ აფასებს მეთქი და როდესაც ჩემით დავიწყე კეთება მივხვდი რომ 20 თუ არა მინიმუმ 15 კი უნდა ღირდეს იმდენი დრო და ჩალიჩი მიდის, პლიუს მასალა და ინსტრუმენტები.. საერთო ჯამში აქ არ იწარმოება: - მასალა და შემოტანა ფასს ზრდის - ინსტრუმენტები- და ავტომატურად შემოტანა ძვირი ჯდება, აქ რომ წარმოებდეს უფრო იაფი იქნება, ხოლო მე როგორც კერძო პირი ან მინი საწარმო 10 000$-ის საქონელს ვერ ვიყიდი საწყის ეტაპზე რომ ცოტათი იაფი დამიჯდეს და 5 წლის მარაგი დავყარო ვთქვათ მხოლოდ მეჩიკებში და ფრეზებში... სხვა თუ არაფერი გაყინული ფულია, ხარისხიანი ერთი რეზეცი თავისი ერთი პლასტინით თბილისში ჯდება 89 ლარიდან 130 ლარამდე და ეს მუდმივი ხომ არაა თავიც უნდა ამოიღოს და რაცხაც დატოვოს, საბჭოტა და სანაქებო ძველ რუსულ ინსტრუმენტარიუმს არც კი განვიხილავ, მე პირადად თავიდანვე არ გავკარებივარ, იმიტომ რომ ნანხი მქონდა შედეგი, მაგრამ მეგობრები არ მიჯერებენ ხოლმე და მაინც ყიდულობენ, ვეჩნა აქებენ აი ეს უფრო მაგარია, აი ის უფრო დერზკი ვიპოივე, მაგრამ მუშოაბაში ბოლოს ყოველთვის ქაქი გამოდის ხოლმე... გააჩნია რა დონის დამუშავება გინდა და რა შედეგს თვლი მისაღებად, თორემ ეგრე ელიავას მუშა გააპროტესტებს ჩემს სიტყვებს, იმიტომ რომ იმისთვის დახაზული დაკაწრული რკინა რომელსაც რაცხა პეტლის ფორმა აქვს მიცემული შედევრად ითვლება ჩემთვის და აირგანისთვის საერთო კი ეგ ქაქია ასე რომ.... - არ არის წარმოება ლულების, ანუ ისევ შემოტანაზე ვარ იგივე კროსმანი რომ იყოს და მეც რომ ჩინეთში ვიყო ხომ ვითრევდი 7-8$-ად? ვითრევდი, მაგრამ იმის გამო რომ 1000 ცალს ვერ ვყიდულობ და თან შემომაქვს, თან გადასახადს ვიხდი თან ტრანსპორტირებას, ბოლოს გამოდის 2-3-ჯერ ძვირი - არ არის არც დაზგები და არც მისი მაკომპლექტებელი ნაწილები, შედეგად ეგეც შემოტანაზეა, ხელს გაიშვერ კიროვისკენ? არც კი დამანახო მაგათი ნამუშევარი, რამდენი დამჭირდა რარაცის გადაკეთება და ახლის გამოგონება მივსილვარ მანდ და ხელი ჩამიქნევია, ჟრანს აკეთებენ და ფასს 500 ლარს ითხოვენ ნივთში რომელიც ამერიკაში 30$ ღირს, პროსტა ის ზომები არაა რაც მე მინდა... - ელემენტარულად მანომეტრები არ იშოვება და ეგეც შემოტანაზეა არ არის ღერძები კლაპნებისთვის, არ არის პლასტმასი ხარისხიანი, აქაური ელიავას ძვირიანი კაპრონი - კლაპნისთვის არ ვარგა - არ არის ფიზიკურად ბაზარი.... შედეგად ბევრის წარმოება არ გამოვა, მინი რაოდენობისთვის კი იგივე დაზგების ფულს ვერ ამოიღებ, თან დაზგა მეგონა მეც თავიდან მტავარი, და აღმოჩნდა დაზგას თრეულობ და 3-4 მაგდენი ინსტრუმენტებში და სხვადასხვა დერჟატელებში მიდის.... - უცხოეთზე ორიენტირება ეგრევე ნიშნავს საკუთარ იდეებს და მინიმუმ რამდენიმე თანამშრომელს რომ ახალი კონსტრუქციაც იყოს, მარკეტინგიც და სხვაც... ეგ ისევ და ისევ ფულია თან პატარა არ არის - კონდახის წარმოება არაა ბოლო ბოლო.... აგერ Multitool-ი კი აკეთებს, მარა თითოოროლას მაგასაც მთელი ქარხანა ხომ არ აქვს, ეგეც იგივე პრობლემას წააწყდება, მასალა, დაზგა, ინსტრუმენტი... თუ გაქვს 500 ცალიანი დაკვეთა შეგიძლია ბინელისთან გავარდე და 30 ევრო დაგიჯდება კონდახი. მარა 500 ცალი 30-ზე ქე გამოვიდა 15 000 და პლიუს ტრანსპორტირება განბაჟება.... სადაა მაგდენი ფული - რეგულატორები იაფი არ ჯდება, ძალიან ბევრი ზუსტი და წვრილი დეტალია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.... ყველაზე იაფი რედუქტორი 80$ გამოდის, მარტო ეგაა უკვე შენს მიერ დასახული 300$-ის ლამის 25%-ი მოკლედ ოცნება კაია, მარა ჩვენი მთავრობისა არ იყოს შედეგი არ მოაქვს ასე რომ დედამიწაზე დაშვებაა საჭირო, ეგე იმხელა 31-ე ქარხანამ ვერ გაამართლა და არ გვინდა რა იქ გრიშა ჯა_ჯა და ჟორა აიკრიბეთ და რა უნდა გაკეთდებაო არ გაკეთდება, არაა ეგრე მარტივი...
| |
> |
|
|
Mar 21 2017, 01:24 PM
პოსტი
#20
|
||
მაძიებელი ჯგუფი: Members პოსტები: 402 რეგისტრ.: 9-August 16 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 2,195 ქალაქი:თბილისი |
იყო დათქმა, რომ :"ზოგადად, სხვისი გასაკეთებელი საქმე მარტივია (ტანახი, აგური და ეგაა, აშენდა). smile.gif) " გამოჩარხეთ და გამოძრწეთთქო ხომ არ დამიწერია? სხვადასხვა მწარმოებლების ნაწილებით ააწყეთთქო. მაგ: პეინტბოლის სხვადასხვა ფირმის (ნინჯა, ტიპმანი, გორილა და აშ.)ტანკებს ზედვე აქვთ რეგულატორი გამომავალი წნევის. ზოგს 850 პსი, ზოგს 1500 პსი.. თუ ჩარხები გინდათ მაინც რომ იყოს "აწარმოე საქართველოში" იყო ასეთი პროექტი, ახლა არ ვიცი და რაღაც ნაწილ დაფინანსებაში სახელმწიფო იხდიდა.. და აშ. თქვენ ე.ი. "ხელი გაქვთ ჩაქნეული".ვეთანხმები წინ აირგანელების მოსაზრებებს და აქედან დასკვნას - თუ როდესღაც არ დაიწყებ, არც იქნება არასოდეს. მაგ: ეგ ტანკები გამომავალი წნევის რეგულატორი კლაპანით 50-60$ არის იბეიზე; კროსმანის 24" ლულა 13-14$; კონდახებს ვარაუდობთ 30 ევრო (უხეშად 40-50$) კოლოფი რა ჯდება რომ 300$ უნდა გასცდეს ფასი? ალბათ, რომ მოგენდომებინათ ყველაფერს დეტალურად დათვლიდით და რაღაც ფასი გექნებოდათ პატარა სერიებად, სხვადასხვა მწარმოებლის ნაწილებით აწყობა რა ჯდება (როგორც იჟ 60-61 ბაზაზე რომ აწყობენ სხვადასხვა პცპ-ებს). 300$-მდე პნევმატს შტეიერის, ვალტერის და ფეიკენბაუს მონაცემების დაკმაყოფილებას არავინ მოსთხოვდა. როდესაც წერთ და მსჯელობთხოლმე სხვადასხვა კონსტრუქციებზე, მოდელებზე, კოლოფის, რეზერვუარის, სარქველების მოწყობებზე რაღაც აღტაცება და ამ საქმის სიყვარული იგრძნობა და სამწუხაროა, რომ ასე გადაგიწურავთ იმედი. მე არ ვერკვევი ესე დეტალურად -ჩამოთვლილი შემადგენელების გარდა, დამატებით რა წვრილმანი დეტალებია საჭირო, თქვენ უკეთ იცით. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ზოგადად, სხვისი გასაკეთებელი საქმე მარტივია (ტანახი, აგური და ეგაა, აშენდა). smile.gif) არა აუცილებლად თქვენ, უბრალოდ საუბარმა მოიტანა და დაგასახელეთ ამ საქმის მცოდნეები, ვინმე სხვამაც შეიძლება გააკეთოს. უბრალოდ, დათვლა უნდა ამ ყველაფერს. ჩემი მოკრძალებული აზრით, დევს ამ საქმეში პოტენციალი.
| |
> |
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 07:54 AM |
Hosted by Pro-Service |