გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

2 გვერდი V   1 2 >  
მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
> Hatsan Dominator, საინტერესო თურქი, რომელიც ვიღაცას ბაძავს...
nihontoman
პოსტი Mar 4 2011, 10:44 PM
პოსტი #1


გურუ ლამა
******

ჯგუფი: Moderators
პოსტები: 4,686
რეგისტრ.: 10-March 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 50
ქალაქი:თბილისი



ჰატსანმა პროდუქცია განაახლა. საიტზე დადეს ახალი იარაღის კატალოგები და ყველას ყურადღება მიიპყრო ახალმა და გაუმჯობესებულმა BT65, რომელიც მართლაც საინტერესო ჩანს... მაგრამ ჩვენ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვლაპარაკობთ არა პცპ-ზე, არამედ ზ.დ.პ.-ზე, რომელიც რატომღაც ყველას გამორჩა მგონი. ნუ შეიძლება არ გამორჩათ, მარა არავის ხმა არ ამოუღია, გუგლში ძებნა კი შედეგებს საერთოდ არ იძლევა, განსხვავებით მისი პცპ ბიძაშვილისაგან....

ლაპარაკია ახალ
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
-ზე (პირველი პლაგიატი).





როგორც ხედავთ, საკმაოდ საინტერესო შაშხანაა. შეიძლება გაგიკვირდეთ, მარა მე ძალიან მომწონს მისი დიზაინი. smile.gif


იარაღი გამოდის ორ (უფრო სწორად ოთხ) ვარიანტში, ხის კონდახით და პლასტიკის კონდახით


ხის კონდახიანი ვერსია განსაკუთრებით მომხიბვლელია:





დარწმუნებული ვარ, პლასტიკსაც ეყოლება თავისი კლიენტი:






როგორ უკვე ავღნიშნე დიზაინი ძალიან მომწონს. მაგრამ დიზაინს რომ თავი დავანებოთ, სხვა საინტერესო რამეებსაც შევნიშნავთ, კერძოდ:



- კონდახი ორივე ვარიანტში აღჭურვილია სარეგულირებელი სალოყით და რეზინის სამხრით. ვფიქრობ, ეს ძალიან კარგი სიახლეა ჰაცანის მხრიდან. მართლაც დიდი პლიუსია.

- კონდახი ასევე აღჭურვილია ქამრის გამოსაბმელი "რაღაცეებით", რათა მხარზე გადაკიდება შეძლოს კაცმა. (ქამარი მოყვება) ბოდიალისას კი ეს მართლაც ძალიან დიდი პლიუსია, თან თუ იარაღის წონასაც გავითვალისწინებთ - 4.5 კგ ოპტიკის გარეშე!

- აქვს ჰაცანის S.A.S. (shock absorber system) და Quattro Trigger. არც ერთი არ ვიცი როგორ მუშაობს, თუმცა სულ არაფერს, მგონი მაინც ჯობია biggrin.gif

- აღჭურვილია ჩემი აზრით საკმაოდ კარგი დიზაინის ოპტიკის "ჰიბრიდული" სამაგრით, რომელზედაც შეიძლება weaver და კლასიკური "მერცხლისკუდა" სამაგრების დამაგრება. ესეც კიდევ ერთი პლიუსი...

- აღჭურვილია ღია სამიზნეებით (არ მომწონს ზოგადად ასეთები)

- აღჭურვილია ავტომატურ/მექანიკურ (ეს ორი ერთად როგორ არის მაინც ვერ მივხვდი) დამცველით.

- და ბოლოს, გვერდზე აქვს ძალიან ნაცნობი Anti bear-trap სისტემა. წინა ცალკე-ბერკეტიან (უკეთესი ტერმინი თუ გაქვთ, მომაწოდეთ) ჰაცანებზე ასეთი რამ არ მახსოვს ნამდვილად....


დამეთანხმებით ალბათ, საკმაოდ "ნავაროჩენი" ფიშტოა.


ხო, უკვე რამდენჯერმე ვთქვი, რომ ვიღაცას მაგონებს ეს ჰატსანი, ხოდა ეხლა გეტყვით ვის - Airarms TX200.







ნუ გაგეცინებათ, ეხლავე აგიხსნით რატომ.

დავიწყოთ იქიდან, რომ კონსტრუქციულად იგივე მექანიზმია, ეგრეთწოდებული underlever ტიპის სისტემით. თუმცა, მსგავსება კიდევ უფრო მეტი დავინახე:

1 - Anti bear-trap გარეგნულად მაინც ძალიან წააგავს ინგლისელს. იმავე მხარეს არის, დაახლოებით იმ ადგილას განლაგებული, ისეთივე გარეგნობის პატარა ბერკეტი;

2 - ჰაცანის პირველივე შეხედვისას გამახსენდა ინგლისელი, თუმცა მიზეზი Anti bear-trap ბერკეტი არ ყოფილა. მიზეზი უფრო ზოგადად სილუეტში იმალება. საქმე იმაშია, რომ როგორც ჩანს, ჰატსანმა გადაწყვიტა კომპრესორის და ლულის ერთ ღერძზე ცენტრირება - ზუსტად ისე, როგორც ინგლისელთანაა. ამ კონკრეტულ მომენტში, რასაც ვიხსენებ, ასეთი ტიპის ლულის განლაგება მხოლოდ ინგლისელზე, ამ ხაჩიკაზე და კიდევ დიანა 52-ზე მხვდება. ყველა სხვას ლულა აქვს ზემოტა კიდეზე. რამდენად კარგი დიზაინია ეს ფუნქციონალურობის მხრივ არ ვიცი, თუმცა სადღაც მაქვს წაკითხული, რომ ასეთი განლაგება იყო ერთ-ერთი განმაპირობებელი ინგლისელის სიზუსტისა - თითქოს დგუშის მოძრაობისას ლულას ნაკლებად აყანყალებდა ვერტიკალში. რამდენად მართალია არ ვიცი, მარა ლოგიკა წესით უნდა იყოს....;

3 - დომინატორს, ისევე როგორც ინგლისელს, ყავს "უმცროსი" ძმა - დომინატორ კარაბინი, რომელიც კიდევ უფრო მეტად გავს ზოგადად ინგლისელს და ამ შემთხვევაში ალბათ TX200 HC (hunter carbine) თურქული ვარიანტია:





ინგლისელი შედარებისათვის:




როგორც სურათებიდან ჩანს, კარაბინიც გამოდის ხის და პლასტიკის კონდახით, თუმცა სიგრძის გარდა, არის სხვა განსხვავებაც - მას არ მოყვება არანაირი ღია სამიზნე მოწყობილობა და ამავდროულად, გადასატენი ბერკეტის საწყის პოზიციაში მაფიქსირებელი მექანიზმიც განსხვავებულია - კარაბინის ვარიანტი უფრო წააგავს ვაირაუხის ან ეარარმსისეულს, გრძელის კი წააგავს... მმმ, ჰაცანისას?

საერთო ჯამში, კარაბინი გაცილებით უფრო მიმზიდველი მგონია.... სანადიროდაც უფრო მოსახერხებელი უკეთესი ბალანსის და 100 გრამით შემცირებული წონის ხარჯზე biggrin.gif

სიურპრიზები აქ არ მთავრდება - კარაბინს აქვს აი ასეთი საინტერესო დეტალი ლულის ბოლოში:



არის სტანდარტული რეზბა, რომელზედაც შესაძლებელია მოდერის წამოცმა (ესეც შენი 100 გრამის ეკონომია და უკეთესი ბალანსი sad.gif ) დიდი ვერსია ასეთ რამეს არ ითვალისწინებს და მაგის მაგივრად რარაც გამოუსადეგარი პლასტმასის ყლინჯია ჩამოცმული ინტეგრირებული ღია სამიზნით.... შეეძლოთ მგონი მოეფიქრებინათ და დიდისთვისაც მიეცათ რეზბა. აქ ჰაცანის დიზაინერებმა ისაჩკავეს.... ნუ, კარაბინი მოდერით აი ასე გამოიყურება:



ვიზუალურად ვერაფერს დავიწუნებ, მახინჯი ნამდვილად არაა, პირიქით, მომწონს კიდეც, მარა ეს მოდერი ძალიან გავს "იმენნა" მოდერს biggrin.gif პირდაპირ გაჰკივის აქ ვზივარო, ხოდა ტყეში ბოდიალისას ალბათ თუ ვინმე ფორმიანი დაადგა, დიდი ხანი მოუწევს პატრონს მოდერის ფუნქციების ახსნა....

რატომ ვარ აღტაცებული ამ ჰატსანით? ნუ ალბათ იმიტომაც, რომ ტორპედოებისაგან განსხვავებით, ეს შედარებით "მოკრზალებულია" და სიჩქარე უწერია 305 მ/წ. იმედი მაქვს, რომ ეს ერთ რამეს ნიშნავს - სახეზეა ზ.დ.პ. რომლის სროლა მხრის ამოგდების და ოპტიკის დალეწვის გარეშეც შეიძლება და არა ყველასათვის კარგად ნაცნობი ზარბაზანი....


ტექნიკური მონაცემები (მწარმოებლის განცხადებული):

მოდელის დასახელება - Dominator 200 (შესაბამისი დამატებებით სხვადასხვა ვერსიებისათვის)

კალიბრი - 4.5; 5.5; 6.5 (მშვენიერი არჩევანია, .20 კალიბრს ეხლა ვერ მოსთხოვ ამათ biggrin.gif)

სიგრძე - 1156 მმ და 1098 მმ კარაბინისათვის.

ლულის სიგრძე - 450 მმ და 400 მმ კარაბინისათვის

წონა - 4.5 კგ და 4.4 კგ კარაბინისატვის

სამიზნე მოწყობილობა - ოპტიკურ ბოჭკოვანი წინა და და რეგულირებადი უკანა (ნეტა როგორ "წკაპუნობს" biggrin.gif) კარაბინს ღია სამიზნე არ აქვს

კონდახი - ხე ან პლასტიკი, რეგულირებადი სალოყით, რეზინის სამხრით და ქამრის დასაკიდებლებით.



თოფს მოყვება ქამარი, ბიპოდი (მარაზმი underlever-ზე და საერთოდ ზ.დ.პ.-ზე) და მხარზე მისაბჯენი რეზინების კომპლექტით - მეტი კომფორტისატვის biggrin.gif


რას ფიქრობთ? მე ვფიქრობ, რომ მგონი ჰაცანმა დაიწყო ნორმალური ზ.დ.პ.-ს გამოშვება.




>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
norica_dragon
პოსტი Mar 4 2011, 10:55 PM
პოსტი #2


Search Pretty Womans from your town for night
******

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 3,876
რეგისტრ.: 18-February 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Usa
წევრი №: 312
ქალაქი:mgDandyGD



მშვენიერი დახასიათებაა smile.gif

საღოლ smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
nihontoman
პოსტი Mar 4 2011, 10:56 PM
პოსტი #3


გურუ ლამა
******

ჯგუფი: Moderators
პოსტები: 4,686
რეგისტრ.: 10-March 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 50
ქალაქი:თბილისი



norica_dragon
ბიჯო, მე ჩემი დახასიათების შეფასება კი არ მოგთხოვეთ, თოფი მაინტერესებს, თოფზე რას ფიქრობთ biggrin.gif

ნუ მადლობა რა ტქმა უნდა smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
norica_dragon
პოსტი Mar 4 2011, 11:00 PM
პოსტი #4


Search Pretty Womans from your town for night
******

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 3,876
რეგისტრ.: 18-February 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Usa
წევრი №: 312
ქალაქი:mgDandyGD



რავი აბა რა გითხრა biggrin.gif, ერთადერთი ის ვიცი რო ზამბარდშიანი მიზანში ვერ ისვრის და ჩემთვის მაქ მთავრდება ყველაFერი smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
nihontoman
პოსტი Mar 4 2011, 11:02 PM
პოსტი #5


გურუ ლამა
******

ჯგუფი: Moderators
პოსტები: 4,686
რეგისტრ.: 10-March 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 50
ქალაქი:თბილისი



norica_dragon
ნუ გასაგებია შენი პოზიცია.....


შემდეგი biggrin.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
Davitus
პოსტი Mar 4 2011, 11:08 PM
პოსტი #6


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 1,811
რეგისტრ.: 11-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 110



საინტერსო ფიშტოა, ასე ზეპირად რამის თქმა მე პირადად მიჭირს, ერთხელ მაინც რომ დამაჭერინა ხელში, ქე ვიტყოდი ჩემს აზრს


სტატიაზე 5-იანი შენ
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
giga_st
პოსტი Mar 4 2011, 11:12 PM
პოსტი #7


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,357
რეგისტრ.: 7-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 5



მე ასე ვიტყვი ქართულ სინამდვილეში ჯიშიანი ზ.დ.პ-ს გამოცდის რეპორტი თითქმის არ არის გარდა ბაზუკას დიანასი, ჩემთვის პირადად ძალიან საინტერესოა ამ აგრეგატების მწვერვალი რა არის ქაღალდის სროლაზე, ანუ როგორც თენგო და ნორიკა აკეთებენ რეპორტებს, ერთი პერიოდი ძალიან დავინტერესდი ვაირაუხის მოდელებით თუმცა მიუხედავად მაგნუმის კატალოგისა ჩემთვის საინტერესო მოდელი მაღაზიაში არ აღმოჩნდა, მოკლედ ერთი შეხედვით საკმაოდ მადის აღმძვრელი რამეა მეორეა რა შეუძლია და რა ფასისაა.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
Der Rote Baron
პოსტი Mar 4 2011, 11:17 PM
პოსტი #8


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,232
რეგისტრ.: 1-March 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi, jaja-ს მეზობელი :D
წევრი №: 33



ნინხოტიჩ biggrin.gif ,,ვიდზე'' მეც მომწონს მარა რეალურად რას იზამს?..

ისე ამდენი ზარბაზანი გააკეთეს და იმედია ეს მაინც მისცემს ხალხს აზრიანი სროლის საშუელბას

ისე კი საღოლ კაი რევიუა
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
nihontoman
პოსტი Mar 4 2011, 11:21 PM
პოსტი #9


გურუ ლამა
******

ჯგუფი: Moderators
პოსტები: 4,686
რეგისტრ.: 10-March 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 50
ქალაქი:თბილისი



giga_st

იასნია გასატესტია. ფასი წესიტ კარგი უნდა ქონდეს, დიდი განსხვავებული ამ ფიშტოებს არაფერი აქვს, ამიტომ მაგნუმში 300 ლარს წესიტ ძაან არ უნდა ასცდეს IMHO

>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
Der Rote Baron
პოსტი Mar 4 2011, 11:22 PM
პოსტი #10


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,232
რეგისტრ.: 1-March 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi, jaja-ს მეზობელი :D
წევრი №: 33



ციტატა(nihontoman @ Mar 5 2011, 12:21 AM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
ამიტომ მაგნუმში 300 ლარს წესიტ ძაან არ უნდა ასცდეს IMHO

თუ შენი რევიუ წაიკითხეს გააორმაგებენ ფასს biggrin.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
nihontoman
პოსტი Mar 4 2011, 11:23 PM
პოსტი #11


გურუ ლამა
******

ჯგუფი: Moderators
პოსტები: 4,686
რეგისტრ.: 10-March 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 50
ქალაქი:თბილისი



Der Rote Baron
რავი აბა რას იზამს, ეგ მარტო ღმერტმა და ჰატსანის დირექტორმა იცის მგონი biggrin.gif

ისე ვინ არის მაგ ფირმის მფლობელი? ადრე თიტქოს ვცდილობდი მოძებნას, მარა ვერ ვიპოვე (არ მკითხოთ რატომო, უსაქმურად ვიყავი)

ფასს რაც შეეხება, გააორმაგებენ და შეახმებატ როგორც ის შტეიერი უდევთ....
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
giga_st
პოსტი Mar 4 2011, 11:31 PM
პოსტი #12


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,357
რეგისტრ.: 7-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 5



ციტატა(nihontoman @ 5th March 2011 - 12:23 AM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
ისე ვინ არის მაგ ფირმის მფლობელი?


ნიჰო მაგი როგორ არ იცოდი ავთოა მფლობელი და მასტეროფი დერეხტური biggrin.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
nihontoman
პოსტი Mar 4 2011, 11:39 PM
პოსტი #13


გურუ ლამა
******

ჯგუფი: Moderators
პოსტები: 4,686
რეგისტრ.: 10-March 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 50
ქალაქი:თბილისი



giga_st
+1

უნდა მივმხვდარიყავი biggrin.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
foxi
პოსტი Mar 4 2011, 11:48 PM
პოსტი #14


ზეზუსტი მსროლელი
*****

ჯგუფი: Moderators
პოსტები: 2,912
რეგისტრ.: 22-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 226



ციტატა(nihontoman @ 4th March 2011 - 11:44 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
რას ფიქრობთ? მე ვფიქრობ, რომ მგონი ჰაცანმა დაიწყო ნორმალური ზ.დ.პ.-ს გამოშვება.


ჰაცანის ადრეული მოდელებიც,ესეც პირწმინდად მოპარულია სხვა,უფრო ცნობილი ბრენდებისგან.ასე რომ საუბარია AA-ს პროვინციულ
მდარე კოპირებაზე. სხვა საკითხია რამდენად კარგად მოახერხებენ თურქები მის დამუშავებას. ძალიან ასაეჭვოდ მეჩვენება მაგათი ახალი
თოფები დიდად გამოირჩეოდეს ძველებისგან.

საინტერესო აღმოჩენაა ყოჩაღ.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
nihontoman
პოსტი Mar 4 2011, 11:54 PM
პოსტი #15


გურუ ლამა
******

ჯგუფი: Moderators
პოსტები: 4,686
რეგისტრ.: 10-March 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 50
ქალაქი:თბილისი



foxi
და ვითომ? ნუ როგორც ვიცი 125 აღებული იყო ვებლი პატრიოტიდან, თუმცა მგონი იმისი წარმოების ლიცენზია ქონდა ჰაცანს ნაყიდი.... მარა ასე პირდაპირ მოიპარავდნენ ეარარმსის დიზაინს?

ისე განხილვასი სულ დამავიწყდა დამეწერა, მარა აქ დავწერ, რა პრობლემაა biggrin.gif


ძალიან მომწონს, რომ ტორპედოს მსგავსად იდიოტური მექანიზმი არ გაუკეთეს ტყვიის ჩასადებ პორტში. ასე გაცილებით ეფექტურია ვიდრე ის მარაზმი... მგონი აპარებდა კიდეც ეგენი, თუ სწორად მახსოვს....
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
iorama
პოსტი Mar 5 2011, 12:49 AM
პოსტი #16


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 1,799
რეგისტრ.: 17-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: rustavi
წევრი №: 212



ვირი გინდა წყლის იქით დააბი და გინდა აქეთ smile.gif

საინტერესოა აქ როდის გამოჩნდება გაყიდვაში. დიდ სხვაობებს მე ვფიქრობ ვერ ვნახავთ ხარისხში. ხის ვიზუალურ მხარეებზე არ მაქვს ლაპარაკი.

ნუ დავარცხნეს,დაბანეს და გაპარსეს ი ვსიო
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
masteroff
პოსტი Mar 5 2011, 09:14 AM
პოსტი #17


მსროლელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 961
რეგისტრ.: 28-November 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: მცხეთა
წევრი №: 559



საკაიფო სტატიაა საინტერესოც მალადეც. აი ფიშტო კი ვიზოალი მართლაც კაიაქ ნუ დანარჩენი რიალობაში უნდა გაიტესტოს იმედია შემოიტანენ თუ არადა მომიწევს ახლო მომავალში გასეირნება მაგ მხარეში და 1 ცალს წამოვიყოლებ.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
iorama
პოსტი Mar 5 2011, 09:52 AM
პოსტი #18


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 1,799
რეგისტრ.: 17-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: rustavi
წევრი №: 212



ოპტიკის მონაცემები არ არის ცნობილი?
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
Blind87
პოსტი Mar 5 2011, 10:45 AM
პოსტი #19


ცნობის მოყვარე
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 48
რეგისტრ.: 19-February 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Surami,Tbilisi
წევრი №: 924



QUOTE (nihontoman @ Mar 5 2011, 12:23 AM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
Der Rote Baron
რავი აბა რას იზამს, ეგ მარტო ღმერტმა და ჰატსანის დირექტორმა იცის მგონი biggrin.gif

ისე ვინ არის მაგ ფირმის მფლობელი? ადრე თიტქოს ვცდილობდი მოძებნას, მარა ვერ ვიპოვე (არ მკითხოთ რატომო, უსაქმურად ვიყავი)

ფასს რაც შეეხება, გააორმაგებენ და შეახმებატ როგორც ის შტეიერი უდევთ....


თუ ოფიციალური დილერი გაინტერესებს საქართველოს რეგიონში შემიძლია დაგეხმარო რამე თუ მე პირადად მათგან ვიყიდე ცჰემი ჰატსანა და საკმაოდ სოლიდური თანხა განვასხვავე სადგაც 100 დოლარამდე. მაგნუმი ამატგან იღებს ამ პროდუქციასsmile.gif თუ რამე მომწერე პმში
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
WARNer brother
პოსტი May 13 2011, 04:37 PM
პოსტი #20


მსროლელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 993
რეგისტრ.: 5-March 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 323



მომწერე თუ შეგიძლია პმ ში მათ სესახებ
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

2 გვერდი V   1 2 >
მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 30th April 2025 - 10:26 PM
Hosted by Pro-Service