![]() |
![]() |
![]() |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
![]() |
![]() |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,350 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი ![]() |
ალბათ გახსოვთ სულ ვუტრიალებდი მანძილმზომებს, ნახ ის მინდოდა ხან ეს, მინდოდა იაფად და შორ მანძილზე მომუშავე, მოკლედ ბევრი ვაი ვაგლახის მერე ავარჩიე აიეს მოდელი მე ეს შტუკა დამიჯდა150$ პლიუს 8.75 ლარი ჩამოტანა, მაგრამ ამჯერად ფასი ამაზონზე კოშმარულად გაზრდილია 169$ ღირს, არადა როცა 150$-ად ვყიდულობდი მაშინ მეჩვენებოდა ამ მანძილმზომის ფასი ძვირი, იმიტომ რომ იგივე მანძილმზომი იბეიზე იყიდებოდა 119.99$-ად + 10$ შიპინგი (ოღონდ იყიდებოდა დემო ვერსია, ანუ სრულიად მუსა ვერსიაა, პროსტა კოლოფი ჰქონდა თეთი, წარწერების გარეშე. ყოდოდა მაღაზია opticplanet-ი იყო 10ცალი, ახლა კი არცერთი აღარაა დარჩენილი), ანუ სულ 130$, მარა მაინცა და მაინც PayPal-ით გვინდა ფულიო. ეჰჰჰჰჰ თუმცა ახლა თუ ყიდვა ვინმეს გინდათ ისევ შეგიძლიათ იაფად დაითრიოთ, უფასო შიპინგით, ანუ 130$-ად ამისათვის უნდა შეიძინოთ opticplanet-ის ონლაინ მაღაზიაში მე ამ მაღაზიაში არასდროს ამ შემიძენია არაფერი, ასე რომ ვერ გირჩევთ რა და როგორაა, მოგიწევთ გარისკვა, უბარლოდ ბევრი ამერიკული საიტი ჩვენს ბარათებს არ იღებენ. ასე მაგალიტად კაბელას-ზე ჯორჯიკასთვის შარვალს ვყიდულობდით, თითქოს ბარათი მიიღო, მაგრამ ბოლოს უარი გტკიცეს ![]() ჯანდაბას მივეცი 20$-ით მეტი და კმაყოფილი ვარ. ახლა რომ მეყოდა კიდევ 20$-ით მეტი დამიჯდებოდა ![]() ასე თუ ისე ეს ლაზერული მანძილმზომი გუშინ მე-13 გასვლისას ყველა მონაწილემ ვიხილეთ. მოგვცა მშვენიერი შედეგები ცდომილება პლიუს მინუს 1 მეტრია, ანუ 50 მეტრიან მანძილზე დაწერს, ან 49 მეტრს ან 50 მეტრსან 51 მეტრს, რაც სავსებით მისაღებია. რატომ ავარჩიე ეს მოდელი და არა სხვა? უბრალოდ საიტების დათვალიერებისას გაირკვა რომ ამ მოდელს ყველაზე ნაკლებად ემდუროდნენ, პლიუს აქვს უნიკალური შესაძლებლობა, გაზომის დისტანცია 5 იარდიდან 1000 იარდამდე, მეტრებში ეს არის 5 მეტრიდან 913 მეტრამდე. ამ მანძილმზომს აქვს 4x ჯერადობა, რაც დამატებით კომფორტს იძლება, მაგრამ იმის გამო რომ ჯერადობა მხოლოდ 4x-ია, აქვს გარკვეული შეზღუდვები საზომ დისტანციებზე, ანუ: 1) პატარა ობიექტები - ანუ ცხოველები, მიყუდებული ბორბალი და სხვა ამდაგვარი იზომება 5 მეტრიდან 183 მეტრამდე. 2) საშუალო ობიექტები - მაგალითად ხეები იზომება 411 მეტრამდე, ორიენტირის ასაღებად მშვენიერი გამოსავალია, მაგრამ თუ ცხოველი ტრიალ მინდორზეა და 400 მეტრზე შორს, მაშინ დისტანციას ვეღარ გაზომავთ. თუმცა მოდი რეალობას შევხედოთ თვალებში - რაფრა გინდათ თუნდაც 200 მეტრზე პნევმატიკით რაიმე ცხოველს გაარტყათ??? ![]() ![]() 3) დიდი ობიექტები - საუბარია შენობებზე, სახლი ეკლესია და სხვა ასეთი, ასეთ ობიექტებამდე მანძილი მაქსიმალურ შესაძლებლამდე იზომება და შეადგებს 913 მეტრს. გუშინდელი გასვლისას ვნახეთ რომ 300 და 400 მეტრზე არსებულ ხეებსა თუ ბუჩქებს მშვენივრად აფიქსირებდა, ისევე როგორც 20-60 მეტრზე არსებულ სამიზნეებს. მოკლედ ვთვლი რომ კაი შენაძენია, მაგრამ სანამ თქვენც გადაწყვიტავთ კარგად შეისწავლეთ ბაზარი, ფაქტია რომ ამ მოწყობილობის ფასდაკლების შემთხვევაში შესაძლებელია 130$-ად დათრევა, თუმცა იგივე ebay-ზე შეიძლება 250$-ად ამაზონზე ზოგიერთი ქაჯი მაღაზია საერთო 380$ აფასებს. თან არ დაგავიწყდეთ ჩვენთან 300 ლარზე მეტის შემოტანა განბაჟების გარეშე არ შეიძლება, ასე რომ მაქსიმალური ზღვარი თავისი შიფინფიანად არ უნდა გამოგივიდეთ 170$-ზე მეტი. ახლა დავუბრუნდეთ თვითონ მანძილმზომის მიმოხილვას. ასე გამოიყურება კოლოფი გარედან, ეს არის წინა ხედი. ![]() რა თქმა უნდა, ეს კოლოფი ტრანსპორტირებისას ცალკე დამცავ ტრანსპორტირების კოლოფში იყო შეფუთული, ყურადღებას ამ წვრილმან დეტალზე ვამახვილებ იმიტომ რომ კოლოფზე გარედან ეწერა ფრიან სახალისო წარწერა. წარწერა იყო ასეთი - აუდიო. მგონი საბაჟოზე გახსნეს, ატრიალეს ატრიალებს, ვერაფერი გაიგეს და ბოლოს წარეწრას მიადგნენ bu-bu bla. bli, blu... blutus.. (ნუ ახლა Bushnell-ი ვერ წაიკითხეს და ვერ მიხვდნენ), ბლუთუსია მაგის დედაცო და მიაწერეს აუდიო პლეერიაო ![]() უკანა მხარე შესაბამისი წარწერებით და ინფორმაციით ![]() გახსნის პირველი ეტაპი ![]() გახსნილი კოლოფი და შიგთავსი ![]() წინა და უკანა ხედები ![]() ![]() ხელში როგორ გამოიყურება რომ ზომებიგასაგები იყოს ![]() ![]() ესეც პატარა ვიდეოიმისათვის რომ წარმოვიდგინოთ რამხელაა, თუმცა ამ მოწყობილობის ზომა ალბათ უკვე დაინახეთ მე-13 გასვლის ვიდეო რეპორტის ნახვისას. ეს ის ადგილია სადაც აკუმულატორი იდება ![]() როგროც ხედავთ მუშაობს 9 ვოლტიან ენერჯაიზერის ელემენტზე, ნიკელ კადმიუმიანი ელემენტები არ გამოიყენოთო ასე უწერია, მხოლოდ ალკალინის ელემენტებიო. ჰო სხვათაშორის სწორედ ამ ელემენტის ჩასადებ ადგილზე აქვს პატარა გადამრთველი, რომელიც განსაზღვრავს მეტრებში თუ იარდებში გამოჩნდეს ეკრანზე ინფორმაცია. მუშაობისთვის გამოიყენება 1 ღილაკი, ანუ თავიდან ვაჭერთ ამ ღილაკს და მოწყობილობა აქტიურდება 30 წამით, ინტეგრირებულ ეკრანზე ჩნდება სამიზნე, ვიღებთ მანძილმზომს და უკანა ოკულარიდან ვიყურებით, ვუმიზნებთ ჯვარს სასურველ ობიექტს და კიდევ ერთხელ ვაჭერთ ღილაკს, ჩნდება მანძილი ობიექტამდე პლიუს/მინუს 1 მეტრის სიზუსტით. 30 წამი უმუშევრობის შემდეგ ენერგიის შენარჩუნების მიზნით ეკრანი ითიშება. სულ ესაა მანძილმზომის მუშაობა. აი პრინციპი კი მუშაობის შემდეგია წინა მხარეს მარცხნივ არსებული ლინზა გამოიყენება იმისათვის რომ ადამიანმა გამოიხედოს, ხოლო მარჯვენა მხარეს არსებული შეორებული ობიექტივიდან ერთი გამოსცემს ლაზერის სხივს, ხოლო მეორე კი იჭერს არეკვლილ სხივს. შემდეგ მოქმედებს მათემატიკა, სხივის გამოტყორცნიდან არეკვლიდან და უკან დაჭერამდე რა დრო იყო საჭირო? ამ დროს შესაბამისი ფორმულებით ანგარიშობს მოწყობილობა. კონკრეტულად რა ტიპის ლაზერი გამოიყენება და რა სიჩქარე ახასიათებს მას არ ვიცი, სავარაუდოდ სტანდარტულ სინათლის სიჩქარეზეა საუბარი, ერთადერთი ვიცი რომ საუბარის ნანო და მიკროწამებზე. ესეც ბოლო სურათი თავისი ჩანთით. ![]()
| |
> |
|
|
![]() ![]() |
![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st May 2025 - 10:26 PM |
Hosted by Pro-Service |