name
jjjjkki ციტატა(name @ 7th April 2010 - 11:51 PM)

ეგ რომელიგა პანტომი ძალითაც ჯობია?
ეეე ეხხხ, ჯერ აქცენტი ძალაზე გაქვს ახალბედა ხარ, მალე მიხვდები რომ პნევმატიკა ტანკსაწინააღმდეგო ბარეტი არაა და დიდი ძალა, ქვაბების, ფიცრების და აგურების მტვრევა მისი საქმე არაა.
პნევმატიკაში ისევე როგორც ყველა თოფში საჭიროა რომ ჯერ გასროლილი ტყვია მიზანს ხვდებოდეს. მთლად გადასაგდები ენერგეტიკა არაა, მაგრამ ზღვრულ ზომაზეა საჭირო, ასე 24-30 ჯოული მეტი საჭირო არაა თან ზ.დ.პ-ს კლასიდან 24 ჯოული.....
კაროჩე თუ გაქვს ველური ძალა, და როგორც ყველა ახალბედას უყვას შედარების შკალის ვარიანტში, ხვრიტავს ქვაბებს და დე-ეს-პერ ფიცრებს ეს სულაც არ ნიშნავს იმას რომ შესაბამისი ძალით მოხვდება მიზანსაც. რათ გინდა მაგხელა ძალა თუ მიზანს არ მოხვდა? და იგივე ქვაბს 20 მეტრში ვერ გაარტყი? ნუ ახლა ცოტა ვაზვიადებ, მაგრამ იმისათვსი ვაზვიადებ რომ საერთო წარმოდგენა გაგიჩნდეს რა მოეთხოვება პნევმოს და სწორ გზაზე რომ დადგე
თან არ დაგავიწყდეს 4.5 კალიბრეა საუბარი, 24 ჯოულიც კი დიდია მაგ კალიბრისთვის, ხვრიტავს ცოხალ მიზანს ისე რომ იმ მიზანს ჰქონია ვიღაცამ უჩხვლიტა და არა ტყვია მოარტყა. ანუ ნახვრეტი როგორც წესი მინიმალური, უცებ დაშინების პონტი და ვერ ხვდება რა მოხდა შედეგად გარბის. ამას დაამატე ის ეფექტიც რომ წვრილი ხვრელისა და მაღალი სიჩქარის გამო ტყვია წინააღმდეგობას ვერ აწყდება და ისე მომენტალურად ხვრიტავს სხეულს რომ მთელი ენერგიის 5-10%-ს ტოვებს სხეულში, დანარჩენი კი უკანა მხრიდან გამოყვება ტყვიას და მინდორშიწაიღებს.
გაითვალისწინე ჭრილობა ცოცხალი სამიზნის დასაგდებად საჭიროა, მაგრამ ჭრილობა ენერგეტიკული შოკის გარეშე ნოლის ტოლფაცია. აქედან დასკვნა:
1) სანადიროდ არანაირად არაა საჭირო ველური ძალა, იმიტომ რომ შედეგს ვერ იღებ, ახლა შენ თუ ქვაბების და დეესპეების მონადირებას აპირებ არ ვიცი
2) ქარალდში სასროლად საერთოდ არაა დიდი ძალა და ენერგეტიკა საჭირო სანადირო თოფებს თუ მაქსიმუმ 24-30 ჯოული ენერგია აქვს, ქარალდშისასროლებს მხოლოდ 16 ჯოული სჭირდებათ, უფრო მეტ შემთხვევაში კი 7.5 ჯოულზეა საუბარი
აღნიშნულიდან გამომდინარე მაქვს კითხვა რისთვის გინდა ეს ველური ენერგეტიკა? რომ პროსტა სასტავს აჩვენო ნახე ქვაბს ხვრიტავს 2 მეტრაშიო? და 1 თვეში ეგ საქმე ყელში რომ ამოვგივა და თუნდაც ბეღურას რომ დაუმიზნებ და არაფერი მოხვდება მერე რას აპირებ???
ფნტონი არის აი ეს მოდელი

არ აქვს ველური ძალა, ბევრი ფორუმელია აქ უკვე მაგის მფლობელი და ყველა კმაყოფილია 60-70 მეტრამდე ხსნიან ხეებიდან ყვავებს და კაჭკაჭებს, ქვაბებს ვერ ხვრიტავენ, მაგრამ მიზანს ყოველთვის ხსნიან