ნუუუუ შე ისეთი მიამიტური კითხვა დასვი

ნაწილობრივ რეალურია. თუ კარგად დააკვირდები ზოგიერთ მომენტშI ჩანს რომ დადგმული სცენაა, მაგალითად გაყინული ტბიდან ამოძრომა, თვითონ ჩახტა, ყველა ცივი წყალი რას აკეთებს და მერე გეუბნება რომ დროა ამოვიდეო, დაიწყებს ხვართალს და ემჩნევა რომ მთელი ძალით და რეალობით არ ჩალიჩობს ამოსვლას ასევთქვათ ძაბავს სიტუაციას, და მესამე ცდაზე საკაიფოდ ამოდის.
თუ გეყინება ყველაფერი და პირველ მეორე ცდაზე ვერაფერს აკეთებ შანსი არაა მესამეზე ისეთი მოხერხებული და რუსები რომ იტყვიან იზვაროტლივი გახდე რომ ამოძვრე

პროსტა ყველაფერ ეს სანახაობაა, თუმცა რეალური.
ანუ იგივე ის გაყინული ტბაც რეალობაა და ის რასაც ყვება, პროსტა ალამაზევს რომ ვიზუალურად უფრო სანახაოებრივი იყოს. რაც შეეხება რისკებს, ნაწილობრივ დადგმულია და ნაწილობრივ არ დაგავიწყდეს რომ მთელი ჯგუფი მუშაობას მაგ გადაცემაზე და არა მხოლოდ ერთი ოპერატორი რომელიც არ ჩანს ხოლმე გადაცემაში და ვითომ და მხოლოდ ის მიყვება.
მერეადა მინიმუმ იმ ოპერატორს ნორმალური ჭამა სმა და წყალი უნდა, საჭირო მომენტში ეჭვიც არ შეგეპაროს ბერიც გამოიყენებს, პროსტა სცენაში არ იქნება.
გაიხსენე მაგალითად რამდენიმე დღის წინანდელი სცენა, ტიპი მგონი ფრანგულ ალპებშია და ჩალიჩობს ერთი ნაპირიდან მეორე ნაპირზე გადასვლას, ხრამია იმის დედა... მაგრამ სცენაში ჩანს თოკებით როგორ გადადის მეორე ნაპირზე, ხედი ჰაერიდან, ხედი თოკის ზემოდან (კამერა თან მიყვება რამდენიმე მეტრი), მერე სიტუაციის დაძაბვისთვის ვითომ და ფეხი უსრიალდება და მხოლოდ ხელებზე ჰკიდია, არა და ვროდე ასაცდენი არაფერი იყო იქ, ამასობაში ხედი მეორე ნაპირიდან, მერე ფეხების თოკზე ხელახლა შემოწყობა და ზურგიდან კადრი როგორ გადავიდა დათოვლილ მეორე მთაზე.
მოკლედ მინიმუმ ამ სცენიდან მე გამოვიტანე რომ ეგ კუსოკი ნაწილ ნაწილ იყო გადაღებული ან საკმაოდ დიდი ჯგუფი მუშაობდა გადაღებაზე, პატარა მსახიობობაც იყო. საერთო ჯამში კი მართლა გადავიდა ნაპირიდან ნაპირზე, მაგრამ შესაბამისი მხარდაჭერის ჯგუფი არსებობს.
ასევე გაითვალისწინე რომ ფილმის დასაწყისში წერია რომ შესაბამისი მხარდაჭერის ჯგუფი არსებობს და არაა აუცილებელი რომ ფილმში ნაჩვენები მიმდევრობა მართლა იმ ხაზით მიმდინარეობდეს რაც რეალობაშია.
მოკლედ მორალი შემდეგია, ბეარს მართლა აქვს ყველაფერი მანდ ნაჩვენების ტრაკი, პროსტა ბავშურად ნუ შეხედავ ყველაფერს, აქვს ზურგი და მართლა რომ შეიქმნას კატასტროფული სიტუაცია რეჟისორი არ მიატოვებს და ძალით ევაკუაციას გაუჩალიჩებენ.
აი დაკარგულ და გამოუვალ ვარიანტში კი იმის ცოდნა რომ ზურგი გაქვს.... ნუ რაღაცით იმას წააგავს რომ თამაშობ Call of Duty-ს და თუ დაგბრიდეს დიდი არაფერია ბოლო სეივიდან გააგრძელებ, ანუ ფსიქოლოგიური მომენტი ძალიან მაღალ დადებით როლს თამაშობს. რაც მართლა ჯუნგლებში დაკარგულ კაცს არ აქვს, რადგან ცოტა არ იყოს და შეიძლება ეგ ყველაფერი იცოდეს რაც ბეარმა, მაგრამ ცოტაოდენ საკუთარ შესაძლებლობებშI და დადებით დასასრულში ეჭვი გეპარება.