დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: წინადადებები
Georgian Airgunners Portal > საერთო > ფორუმის შესახებ...
გვერდი: 1, 2
Jah
ამ თემაში განვიხილოთ საერთო საკითხები, როგორიცაა: განყოფილებების დამატება, არსებულების გადატანა, თემათიკა, ფორუმის დიზაინი, და ა.შ.
parna
ძალიან მომწონს ფორუმის დიზაინი smile.gif
Jah
ციტატა(parna @ 7th February 2009 - 10:50 PM) *
ძალიან მომწონს ფორუმის დიზაინი

მადლობა შეფასებისთვის, მეგობარო. smile.gif

მიხარია რომ მოგწონს.
vito
კანონმდებლობის განყოფილება?????
არ გვინდა????
smile.gif
Jah
ციტატა(vito @ 8th February 2009 - 04:08 PM) *
კანონმდებლობის განყოფილება?????

გვინდა, აუცილებლად იქნება
Jah
ბიჭებო მოდით ცოტა აქტიურად smile.gif წინადადებებში, რა უნდა იყოს კიდე ფორუმზე, როგორი სტრუქტურა, რა შეიცვალოს.
რა დაემატოს. რა მოგწონთ რა არ მოგწონთ.
მე ვერ შეგპირდები რომ ყველა წინადადება მიღებული იქნება. მაგრამ ყველაფერს განვიხილავთ და რეალურ რაღაცეებს გავაკეთებთ. smile.gif
vito
ოპტიკაში დურბინდი გადავაკეთოთ და არა დავამატოთ "სამზერი მილები"-ათ, რადგან ეგ უფრო ახლოსაა პნევმატიკასთან, უფრო გამოსადეგია
თუ გაინტერესებთ უფრო დეტალურად დავწერ რატო ჯობია ესე
Jah
ციტატა(vito @ 9th February 2009 - 11:54 AM) *
ოპტიკაში დურბინდი გადავაკეთოთ და არა დავამატოთ "სამზერი მილები"-ათ, რადგან ეგ უფრო ახლოსაა პნევმატიკასთან, უფრო გამოსადეგია
თუ გაინტერესებთ უფრო დეტალურად დავწერ რატო ჯობია ესე

ესეც მიღებულია. smile.gif გადავაკეთებ ახსნა არ არის საჭირო ისედაც გასაგებია.
parna
გავიდეთ რა სადმე ვისროლოთ აღარშმიძლია სული მეხუთება -_-
vito
სიტყვა "ციტატა" შეიძლება რომ სიტყავ "ჩასწორება"-თი შევცვალოთ?
და "უპასუხე"გადავაკეთოთ "პასუხი" -ათ?
ja_ja
მართალია ამ ფორუმზე ახალი ვარ, მაგრამ შემომაქვს წინადადება შევცვალოთ ფორუმის ხატულა (ico ფაილი) სტანდარტული IPB-ს ხატულა არ გვეკადრება smile.gif.

აქვე გთავაზობთ პირველ ვარიანტს: გამზადებული ico ფაილი

როგორ გამოიყურება ხატულა:
დიდი 32x32
პატარა 16x16

მოკლედ იმედია არ მცემთ smile.gif
vito
ციტატა(ja_ja @ Feb 9 2009, 07:12 PM) *
მოკლედ იმედია არ მცემთ smile.gif



:lol: :lol: :lol:

არ იხსნება და საერთოდ ვერ ვხვდები რაზეა საუბარი, ხატულა რა არის და ico - ipb ვერ ვცნობ

მოკლედ თუ არ ახსნი რასაც ამბობ ვინმე გესვრის smile.gif
Jah
ციტატა(ja_ja @ 9th February 2009 - 07:12 PM) *
მართალია ამ ფორუმზე ახალი ვარ, მაგრამ შემომაქვს წინადადება შევცვალოთ ფორუმის ხატულა (ico ფაილი) სტანდარტული IPB-ს ხატულა არ გვეკადრება .

წინადადება ძალიან სწორია და დროულია smile.gif მე თვითონაც ვაპირებდი რამით შეცვლა. დიდი მადლობა.
მომხრე ვარ ამ იდეის. და ისე ja_ja ხომ არ გვეცადა რამე Air ამ იკონკაში ჩაგვეტენა smile.gif, რას ფიქრობ.
ja_ja
ციტატა(Jah @ 10th February 2009 - 09:15 AM) *
და ისე ja_ja ხომ არ გვეცადა რამე Air ამ იკონკაში ჩაგვეტენა smile.gif, რას ფიქრობ.


არ არის ცუდი იდეა.

ვსინჯავ და მაგასაც დავდებ smile.gif უბრალოდ სამი სიმბოლო წვრილად გამოჩნდება



vito
ციტატა(vito @ 9th February 2009 - 11:17 PM) *
არ იხსნება და საერთოდ ვერ ვხვდები რაზეა საუბარი, ხატულა რა არის და ico - ipb ვერ ვცნობ

მოკლედ თუ არ ახსნი რასაც ამბობ ვინმე გესვრის


ახლავე აგიხსნი ყველაფერს, ნუ მესვრით კურდღელი არ ვარ :rolleyes:

1) IPB ეს არის ფორუმის ბირთვი. საკმაოდ მოხერხებული და პროგრესული, ვიტყოდი პირადად ამ ბირთვზე კაი არ მეგულება, მიუხედავად იმისა რომ სხვა ბირთვებიც ბლომადაა
2) ხატულა, ეს არის პატარა ფაილი რომელიც შეიცავს პიქტოგრამას, ამსახველ სურათს რომელიც შინაარს გამოხატავს. თუ აქამდე არ დაკვირვებიხარ, მიაქციე ყურადღევა წორდის დოკუმენტებს, ექსელს, იგივე ინტერნეტ ექსპლორერს, ყველას თავისი დამახასიათებელი სურათი აქვს, ეგენია პიქტოგრამები, ქართულად 10-15 წლის წინ ხატულა დაატქვეს და მეც ეგ ტერმინი გამოვიყენე. შეიძLება უფრო მიჩვეული ხარ ტერმინს "იკონა"

მოკლედ ამ ფორუმს თუ გახსნი მე-7 ექსპლორერით, ფაირფოქსით, ოპერათი და სხვა ბროუზერებით, მაშინ მისამართის ხაზში სადაც წერია ჰტტტ//ვვვ მაგის წინ დაინახავ ამ ფორუმის სურათს. IPB აყოლებს სტანდარტულ ხატულას და შემდეგ მფლობელს შეუძლია სასურველზე შეცვალოს.

მე სწორედ ეგ შემოთავაზება გავაკეთე

3) ბოლო პასუხი - ჩამოქაჩვისას თუ აჭერ და არ იქაჩება შენთან, მაშინ მაგ ლინკზე მაუსის მარჯვენა ღილაკი დააჭირე და გამოსული მენიუდან ამოირჩიე Save Target As მიუთითე მისამართი სადაც გინდა შენახვა და მიიღებ ფაილს favicon.ico და დაინახავ გამოსახულებას smile.gif ამჯერად 2 ზომაა ამ იკონაში 16 პიქსელი 16-ზე, ბროუზერში მეტი საჭირო წესით არაა და ყოველი შემთხვევისთვის 32 პიქსელი 32 პიქსელზე, ნუ ეს იმ შემთხვევაში თუ დესკტოპზე ვინმე ამ საიტის ლინკს დააგდებს, წესით ლინკი პირდაპირ მიაკითხავს ამ იკო ფაილს და იგივე გამოსახულებას მისცემს.


მოკლედ სიმბოლოა რა ამ საიტის smile.gif
Jah
ციტატა(vito @ 9th February 2009 - 06:31 PM) *
სიტყვა "ციტატა" შეიძლება რომ სიტყავ "ჩასწორება"-თი შევცვალოთ?
და "უპასუხე"გადავაკეთოთ "პასუხი" -ათ?

შიძლება, მაგრამ ეს ღილაკი საერთოდ შეგიძლიათ არ იხმაროთ.
http://www.airgun.ge/forums/index.php?showtopic=70
Jah
ციტატა(ja_ja @ 10th February 2009 - 08:15 AM) *
უბრალოდ სამი სიმბოლო წვრილად გამოჩნდება

კი მესმის მე ვიგულისხმე რომ A იყოს დიდი და ir ძალიან პატარა Air smile.gif არ ვიცი ლამაზი იქნება თუ არა უბრალოდ თუ არ გეზარება ვცადოთ.
ან თუნდაც ასე "კრეატიულად" biggrin.gif iAr
ja_ja
ჰოოო აი რაცხა ასეთი შტუკებია იკონებისთვის და ამოირჩიეთ რომელიმე ვარგა თუ არა


დიდი ზომა, ნორმალურად რომ დაინახოს კაცმა რა ხდება


32 პიქსელიანი ვარიანტი სტანდარტული პატარა იკონები


16 პიქსელიანი იკონა, რაც სავარაუდოდ ბოუზერში გამოჩნდება


თუ რომელიმე მისაღებია, ან სასურველ იდეასთან ახლოსაა თითი დაადეთ smile.gif

ან შემოთავაზებები გადაკეთებაზე Jah -თან შეთანხმებით.
Jah
ja_ja
არ გეწყინოს მეგობარო, მაგრამ ეს უფრო მომწონს
დღესვე ვცდი და ვნახოთ როგორ მოუხდება
Jah
შევცვალე აბა ნახეთ... და გამოთქვით აზრი...
vito
ჯაჰ არ შეიზლება რომ განყოფილებებს შორის მანძილი შევიწროვდეს? ანუ რომ გაიხსნება საიტი მეტი განყოფილება ჩანდეს, თემები კარგად არის და განყოფილებები ნამეტანი დაშორიშორებულია
parna
არაფერი არუნდა მგონი :huh: ახალი სმაილები კარგია smile.gif
Jah
ციტატა(vito @ 13th February 2009 - 01:06 PM) *
განყოფილებები ნამეტანი დაშორიშორებულია

ვნახავ რა შეიძლება გაუკეთდეს smile.gif
Jah
ციტატა(parna @ 13th February 2009 - 01:17 PM) *
ახალი სმაილები კარგია

ხო ცოტა გააცოცხლებს smile.gif
ja_ja
Jah
ციტატა(Jah @ 13th February 2009 - 10:22 AM) *
არ გეწყინოს მეგობარო, მაგრამ ეს უფრო მომწონს
დღესვე ვცდი და ვნახოთ როგორ მოუხდება


არა, რა უნდა მეწყინოს, რას აბობ. პირიქით მეც ეგ მომწონდა, თან საიტის ლოგოდან აღებული პონტია.
უბრალოდ შენ რადგან გინდოდა სამი სიმბოლოსგან შემდარი იკონა, მაგის ვარიანტში გავაკეთე და ბარემ რამდენიმე სხვაც მივაყოლე.

იკონა უკვე ლინკების გახსნისას ჩანს, და მემგონი საკმაოდ კარგადაც smile.gif
bazuka
მემგონი კაი იქნება, თუ დავამატებთ განყოფილებას რჩევები, სადაც შევა რჩევები ყიდვისას, გაყიდვისას, დაზიანებისას, დასუსტებისას და ა.შ. ამას უკვე თავად თემის ავტორი განსაზღვრავს რაა wink.gif
Jah
ციტატა(bazuka @ 19th February 2009 - 11:46 AM) *
მემგონი კაი იქნება, თუ დავამატებთ განყოფილებას რჩევები, სადაც შევა რჩევები ყიდვისას, გაყიდვისას, დაზიანებისას, დასუსტებისას და ა.შ. ამას უკვე თავად თემის ავტორი განსაზღვრავს რაა

მიღებულია smile.gif
bazuka
მთავარია ახალიშემოსულისთვის (ჩემი შემთხვევაც საკმარისია მგონი) რომ აქაიქ სირბილი და წერა არ დაიწყოს აი ეს ვიყიდოთუარა, დგუში ჯობია თუ ნასოსი (BMW vs HONDA-ს ვარიანტში) ყველას თავისი კონკრეტული მოთხოვნილება აქვს, ზოგს ვირტხისთვის უნდა, ზოგს შაშვისთვის, ზოგს ბაყაყისთვის, ხოგსაც უბრალოდ მიზანში სასროლად.
geojorjika
Jah ერთი წინადადებით შემოვდივარ, იცი რა არ მომოწონს ყველაზე მეტად, აი როცა დააწკაპუნებ "ახალი პოსტების ნახვა" ჩნდება ის პოსტები რომლიც ბოლოს დაიწერა, მაგრამ თუ მაგალითად მე შემოვედი 23:50-ზე და ვნახე 10 ახალი პოსტი სანამ 2-3 პოსტს წავიკითხავ ამ 10 წუთში და მერე ისევ დავაწკაპუნებ "ახალი პოსტების ნახვა" უკვე აღარ ჩანს არაფერი ასე რომ დანარჩენი 7 პოსტის ძებდნა მიწევს მთელს ფორუმზე, რაც ძალიან დამღლელია, არ შეიძლება გავაკეთოთ ისე რომ რომ დავაწკაპუნებთ აღნიშნულ ბმულს გამოჩნდეს ყველა თემა რომელშიც დაწერილა ახალი პოსტები ქრონილოგიურად , მაგ: 10 წუსთის წინ დაწერილი სულ პირველი , 1 საათის წინ მეორე, 10 დღის წინ მესამე და ასსე შემდებ , ისე როგორ ეს არის forum.guns.ge-ზე. როგორ ფიქრობ ძნელი იქნება ამის გაკეტება?
წინასწარ დიდი მადლობა
Jah
ციტატა(geojorjika @ 26th February 2009 - 01:55 PM) *
როგორ ფიქრობ ძნელი იქნება ამის გაკეტება?

ყველანაირად ვეცდები... უნდა ვნახო იქ როგორ არის...
მადლობა წინადადებისთვის smile.gif
ja_ja
geojorjika
ციტატა(geojorjika @ 26th February 2009 - 05:55 PM) *
იცი რა არ მომოწონს ყველაზე მეტად, აი როცა დააწკაპუნებ "ახალი პოსტების ნახვა" ჩნდება ის პოსტები რომლიც ბოლოს დაიწერა, მაგრამ თუ მაგალითად მე შემოვედი 23:50-ზე და ვნახე 10 ახალი პოსტი სანამ 2-3 პოსტს წავიკითხავ ამ 10 წუთში და მერე ისევ დავაწკაპუნებ "ახალი პოსტების ნახვა" უკვე აღარ ჩანს არაფერი



მე მანდ მშვენივრად მოვერგე. ვხსნი ერთ ფანჯარას, ვაჭერ ახალი პოსტები.

მერე მარჯვენა კლიკი სათითაოდ და open link in new window, ან თუ ფაირფოქსი და ოპერა ან IE 7-ი გაქვს,მაშინ open link in new tab.
ჩამოვივლი ყველას დააწერ ღილაკს მონიშნე ყველა განყოფილება წაკითხულად და დაბრუნდი თავფურცელზე ი ვსიო smile.gif ყველაფერს აკონტროლებ.

რავი მე ასე მოვერგე ჯერ კიდევ 1.3 ვერსიიდან ipb-ს


მე უფრო ვიტყოდი რომ გასასწორებელია სრული რედაქტირების ან ახალი პოსტის გახსნის ფანჯარა სწრაფი წვდომა. კითხვისნიშნებით წერია ბევრი ტექსტი

დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
ხო... ამისთვის ვერა და ვერ მოვიცალე smile.gif
გავასწორებ...
vito
Jah
მემგონი ურიგო არ იქნებოდა "ერთობლივი გასვლები"-ს განყოფილება გაგვეხსნა, ნელნელა გახუდება ეს საკითხი და გასვლებსაც დავიწყებთ და თემებიც წაემატება... თორე რამე რომ მოვახერხოთ ადგილი არ არის თემისთვის...

ეს ისე, წინასწარ რომ დავიცვათ თადარიგი smile.gif
geojorjika
ერთი წინადადება უფრო კი თხოვნა მექნება , ფორუმზე საათი გავასწოროთ რომ ზუსტი დრო გავიგოთ როდის დავპოსტეთ , მემგონი რთული არ იქნება smile.gif
Jah
რა ვიცი ჩემთან ახლა აი ეს არის:
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
თუ რაღაც სხვას გულისხმობ?
bazuka
ციტატა(Jah @ 13th April 2009 - 07:34 AM) *
დღეს, 07:34 AM

და შენთან არის 10:31(4)
Jah
საერთოდ ვერაფერს ვერ ვხვდები...
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
geojorjika
ეს დავპოსტე 8:01 PM და რა დროა ეხლა მაღლა? smile.gif
Inkognito
ანონიმური შემოსვლა რატომ არის აკრძალული? :P
bazuka
ციტატა(Inkognito @ 1st May 2009 - 04:32 PM) *
ანონიმური შემოსვლა რატომ არის აკრძალული?

ალკაგოლიკების კლუბი ხომ არაა
parna
ციტატა(Inkognito @ May 1 2009, 12:32 PM) *
ანონიმური შემოსვლა რატომ არის აკრძალული? :P

:P
Inkognito
წარმოიდგინეთ, ვიღაც რომ შენს პასუხს ელოდება და OFFLINE ჩანხარ, ხოდა უცბად რომ დაუპოსტავ, როგორ გაუხარდება იმ ვიღაცსა.... biggrin.gif

მუღამი მაგაშია... biggrin.gif

კარგით ხო, გავედი biggrin.gif
ja_ja
მემგონი დრო დადგა განყოფილებაში პნევმატური იარაღი გაიქსნას განყოფილება სახელოსნო

უკვე ჩნდება მოდერების გაკეთების იდეები, ნახაზები, 1377-ის სასხლეტი და ასე შემდეგ, მეც ახლა კიდევ ერთ რაღაცაზე ვმუშაობ, მოკელდ მგონი კაი იდეაა შესაბამისი განყოფილება იყოს, არა ტუნინგი და აბგრეიდი, არამედ სახელოსნო სადაც მოხდება ახალი ხელიტ შექმნილი დეტალების და მოწყობილობების გარჩევა განხილვა, საკუთარი ხელით გაკეთებული ამა თუ იმ დეტალის ნაბიჯ ნაბიჯ განხილვა და ვინმე საჭიროდ ჩათვლის ამა თუ იმ პიროვნებისთვის დაკვეთის მიცემაც.

მართალია ჯერ ყველა ლამის ქვის ნაჯახით ვმუშაობთ და გამტყავებელ ხარატებს ვაწყდებით, მაგრამ ფაქტია ყინული დაიძრა. რავი რა აზრის ხართ>> მაგალიტად მე მირჩევნია განყოფილება მომსახურეობა საერთოდ ამოვიღოთ ან მას გადავარქვათ სახელი, ლამის წელიწადი გადის და ჯერ არაფერი არ დაწერილა მაგ განყოფილებაში, მაშინ როდესაც რამდენიმე ჩვენი თანაფორუმელის მიერ ლამის ნოლიდან იყო რამდენიმე მოწყობილობა გაკეთებული. და ეს ყველაფერი იდება განყოფილებაში ტუნინგი და რემონტი, არადა სულ ნოლიდან გაკეთებაა.
Jah
ციტატა(ja_ja @ 24th December 2009 - 05:31 PM) *
მემგონი დრო დადგა განყოფილებაში პნევმატური იარაღი გაიქსნას განყოფილება სახელოსნო

უკვე ჩნდება მოდერების გაკეთების იდეები, ნახაზები, 1377-ის სასხლეტი და ასე შემდეგ, მეც ახლა კიდევ ერთ რაღაცაზე ვმუშაობ, მოკელდ მგონი კაი იდეაა შესაბამისი განყოფილება იყოს, არა ტუნინგი და აბგრეიდი, არამედ სახელოსნო სადაც მოხდება ახალი ხელიტ შექმნილი დეტალების და მოწყობილობების გარჩევა განხილვა, საკუთარი ხელით გაკეთებული ამა თუ იმ დეტალის ნაბიჯ ნაბიჯ განხილვა და ვინმე საჭიროდ ჩათვლის ამა თუ იმ პიროვნებისთვის დაკვეთის მიცემაც.

მართალია ჯერ ყველა ლამის ქვის ნაჯახით ვმუშაობთ და გამტყავებელ ხარატებს ვაწყდებით, მაგრამ ფაქტია ყინული დაიძრა. რავი რა აზრის ხართ>> მაგალიტად მე მირჩევნია განყოფილება მომსახურეობა საერთოდ ამოვიღოთ ან მას გადავარქვათ სახელი, ლამის წელიწადი გადის და ჯერ არაფერი არ დაწერილა მაგ განყოფილებაში, მაშინ როდესაც რამდენიმე ჩვენი თანაფორუმელის მიერ ლამის ნოლიდან იყო რამდენიმე მოწყობილობა გაკეთებული. და ეს ყველაფერი იდება განყოფილებაში ტუნინგი და რემონტი, არადა სულ ნოლიდან გაკეთებაა.


რა ვიცი...
მე იდეა მოვიპარე გუნს.რუ-დან
მაგათთან როგორ არის:

თემა იწერება "აპგრეიდ და ტიუნინგში", და მიპინული არის კიდე მაგალიტად "სიჩუმის სახელოსნო", სადაც მოდერი კრიბავს ყველა ლინკს კარგ ინფორმატიულ თემებზე შესაბამისი შინაარსის...
აქაც უკვე გავაკეთე დიდიხანია "სიჩუმის სახელოსნო" და მანდ დავდე რაც ვნახე მოდერებზე...
რა ვიცი ასე არ ჯობია?
ავირჩიოთ ერთი მოდერატორი "აპგრეიდის და ტიუნინგის" და პივპინოთ შესაბამისი სახლოსნოები მაგ.:
"სიჩუმის სახელოსნო"
"პაპა კარლოს სახელოსნო"
"რკინის სახელოსნო"
და ასე სემდეგ
და განყოფილების მოდერატორი, მონიტორინგს გაუწევს ამ განყოფილებას, და შავსებს ხოლმე ლინკებით ამ მიპინულ სახელოსნოებს.
რა ვიცი, ასე მგონია უფრო ადვილი იქნება...
აი ეს მაგალითები:
ეს არის უბრალოდ "რემონტ ი აპგრეიდ" http://talks.guns.ru/forumtopics/24.html
და მანდვე არის ტემა "მასტერსკაია შუმა" სადაც არის შეკრებილი მოიდერებზე ყველა კარგი თემა რაც იყო საერთო აპგრეიდში - http://talks.guns.ru/forummessage/24/246793.html

რა ვიცი, როგორც გინდათ ისე გავაკეთოთ.
დაწერეთ თქვენი აზრები ამ საკითხზე.
ja_ja
Jah
რავი შეიძლება მართებულიცაა მე უფრო მეგონა პირდაპირ ერქვას განყოფილებას მეთქი სახელი...
რავიცი, რავიცი...
Jah
არის ვინმე მსურველი, გაუძღვეს "რემონტი და აპგრედი"-ს მოდერობა?
bazuka
Jah
ჯაჯაზა უკეთესი ქვეყანაზე არ მეგულება არავინ
Der Rote Baron
ციტატა(bazuka @ Dec 25 2009, 11:55 PM) *
Jah
ჯაჯაზა უკეთესი ქვეყანაზე არ მეგულება არავინ

+1
cz80
ციტატა(bazuka @ 25th December 2009 - 10:55 PM) *
ჯაჯაზა უკეთესი ქვეყანაზე არ მეგულება არავინ

+1000 smile.gif
Jah
ციტატა(bazuka @ 25th December 2009 - 10:55 PM) *
ჯაჯაზა უკეთესი ქვეყანაზე არ მეგულება არავინ

+10000000

თუ Ja_Ja ამაზე დათანხმდება, მე ორივე ხელით თანახმა ვარ!
ja_ja
აეეეეეეე, აქ თურმე რა ხდება?? და ისა არჩევნები კანდიდატის თანხმობის გარეშე მიმდინარეობდა biggrin.gif biggrin.gif

ნუ რავი თუ მანდობთ მოვსინჯავდი, მაინც სულ აქ ვაგდივარ smile.gif
Jah
ციტატა(ja_ja @ 26th December 2009 - 11:52 AM) *
ნუ რავი თუ მანდობთ მოვსინჯავდი, მაინც სულ აქ ვაგდივარ

დიდი მადლობა!
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.