ციტატა(Jah @ 10th February 2009 - 09:15 AM)

და ისე ja_ja ხომ არ გვეცადა რამე Air ამ იკონკაში ჩაგვეტენა smile.gif, რას ფიქრობ.
არ არის ცუდი იდეა.
ვსინჯავ და მაგასაც დავდებ

უბრალოდ სამი სიმბოლო წვრილად გამოჩნდება
vito ციტატა(vito @ 9th February 2009 - 11:17 PM)

არ იხსნება და საერთოდ ვერ ვხვდები რაზეა საუბარი, ხატულა რა არის და ico - ipb ვერ ვცნობ
მოკლედ თუ არ ახსნი რასაც ამბობ ვინმე გესვრის
ახლავე აგიხსნი ყველაფერს, ნუ მესვრით კურდღელი არ ვარ :rolleyes:
1) IPB ეს არის ფორუმის ბირთვი. საკმაოდ მოხერხებული და პროგრესული, ვიტყოდი პირადად ამ ბირთვზე კაი არ მეგულება, მიუხედავად იმისა რომ სხვა ბირთვებიც ბლომადაა
2) ხატულა, ეს არის პატარა ფაილი რომელიც შეიცავს პიქტოგრამას, ამსახველ სურათს რომელიც შინაარს გამოხატავს. თუ აქამდე არ დაკვირვებიხარ, მიაქციე ყურადღევა წორდის დოკუმენტებს, ექსელს, იგივე ინტერნეტ ექსპლორერს, ყველას თავისი დამახასიათებელი სურათი აქვს, ეგენია პიქტოგრამები, ქართულად 10-15 წლის წინ ხატულა დაატქვეს და მეც ეგ ტერმინი გამოვიყენე. შეიძLება უფრო მიჩვეული ხარ ტერმინს "იკონა"
მოკლედ ამ ფორუმს თუ გახსნი მე-7 ექსპლორერით, ფაირფოქსით, ოპერათი და სხვა ბროუზერებით, მაშინ მისამართის ხაზში სადაც წერია ჰტტტ//ვვვ მაგის წინ დაინახავ ამ ფორუმის სურათს. IPB აყოლებს სტანდარტულ ხატულას და შემდეგ მფლობელს შეუძლია სასურველზე შეცვალოს.
მე სწორედ ეგ შემოთავაზება გავაკეთე
3) ბოლო პასუხი - ჩამოქაჩვისას თუ აჭერ და არ იქაჩება შენთან, მაშინ მაგ ლინკზე მაუსის მარჯვენა ღილაკი დააჭირე და გამოსული მენიუდან ამოირჩიე Save Target As მიუთითე მისამართი სადაც გინდა შენახვა და მიიღებ ფაილს favicon.ico და დაინახავ გამოსახულებას

ამჯერად 2 ზომაა ამ იკონაში 16 პიქსელი 16-ზე, ბროუზერში მეტი საჭირო წესით არაა და ყოველი შემთხვევისთვის 32 პიქსელი 32 პიქსელზე, ნუ ეს იმ შემთხვევაში თუ დესკტოპზე ვინმე ამ საიტის ლინკს დააგდებს, წესით ლინკი პირდაპირ მიაკითხავს ამ იკო ფაილს და იგივე გამოსახულებას მისცემს.
მოკლედ სიმბოლოა რა ამ საიტის