nikola_migina ციტატა(nikola_migina @ 19th September 2011 - 08:12 PM)

არ დაიშლება... გეკოზე უყენია ახლობელს და მშვენივრად ისვრის...
გეკოზე კი არა თუ გინდა მოსინზე დააყენე და ალბათ მაგასაც გაუძლებს, მაგრამ ზ.დ.პ. კლასის პნევმატიკაზე ოპტიკა გაციებით მეტ დატვირთვებს იღებს. ვიცი არ გჯერავს და როგორც ყველა სხვა მხოლოდ საკუთარი გამოცდილების მერე დარწმუნდები თუ რა თქა უნდა ერთეული ზეციური სიმაგრის შემთხვევითი ოპტიკა არ შეგხვდა.
ზ.დ.პ.-ზე დატვირთვა ოპტიკას მინიმუმ 2-მაგი აქვს, სინამდვილეშI კი გაცილებით მეტი:
1) უკუცემის დროს როდესაც სროლა იწყება და კაკვს გამოკარი - ზამბარის ზემოქმედებით თოფი უკან მოძრაობს და მხარში გირტყავს
2) როდესაც დგუში მოძრაობას ამთავრებს და ახლა მისი ინერციით (ლულის თავს რომ ეძახება დგუში მაშინ), თოფი იწყებს წინ მოძრაობას.
3) გარდა მაგისა ვიბრაციები, თან ტალღოვანი და ....
მოკლედ შენელებულ კადრებზე რომ ნახო ლითონის თოფი რეზინის ღერძივით ქანქარებს, ოპტიკები კი ძირითადად გათვლილია უკუცემაზე, აი გრძივი და გვერდული ვიბრაციები და თან ტალღები ცეცხლსასროლზე არ არსებობს, ან ნომინალური სიმძლავრითაა. წინ წაწევა კი ცეცხლსასროლზე საერთოდ არ არსებობს და ეგ მხოლოდ ზ.დ.პ კლასის პნევმატიკას გააჩნია.
შედეგად უკუცემა არაა დამთავრებული წინცემა იწყება, რის გამოც ლინზებს აჩქარების გამო მიმდინარე წონა ეცვლება (როგორც მანქანაში აჩქარდები და ჩაგაკრავს სავარძელში, მერე დაამუხრუჭებ და შენი წონა იმდენჯერ იზრდება ინერციის გამო რომ ღვედით თუ არ ხარ დაბმული საქარე მინაც კი ვერ გაჩერებს ისე გაფრინდები მანქანიდან), მოკელდ ლინზის სამაგრები ვერ უძLებს და ლინზები ფიზიკურად ხტებიან ბუდიდან, მანამდე კი პირველი სიგნალი არის, ჯვარის დაძვრა, სწორედ აღარ დგას და გადახრილია გარკვეული კუთხით