nihontoman
Mar 25 2010, 03:45 PM
name
ხო, ეგ არ ვიცი, არ მქონია ჰატსანი, მარა ჰატსანთან და საერთოდ თურქებთან დაკავშირებით ბევრი ერთმანეთის საწინააღმდეგო და საერთოდ ურთიერთგამომრიცხავი აზრი ტრიალებს აქაურ და უცხოურ ფორუმებზე. მარა ისიც გასათვალისწინებელია, რომ ჰატსანს ეგ კონკრეტული პრობლემა არ ქონია (ნუ მე არ მინახავს არც აქაურ, არც რუსულ და არც უკრაინულ ფორუმებზე ეგეთი რამ) ეგ უფრო კრალ მაგნუმების ამბავია...
აი რაც დენიკინის ფიშტოს შეეხება, გეთანხმები, იჟ-38 (იგივე ბაიკალ მპ-512) არ უნდა ღირდეს აქ 200 ლარი!
ისე კი, თუ ძალა მოგწონს, გირჩევდი ახალი 125 აიღო, აქ ზოგიერტშ აქვს ეგ ახალი მოდელი და მოსწონთ და ძალაზე კიდე საერთოდ ლაპარაკიც ზედმეტია, მაგარი ძლიერია.... ფოქსის ვიდეო თ ნახე, ქვაბს რო ხვრიტავს. წარმოიდგინე, აი მაგ ვიდეოში რომ მეორე ფიშტოა, ფანტომი, ხო მგაცილებით სუსტია, მარა მაინც მაგნუმ კლასის ზ.დ.პ.-დ ითვლება. პირადად მე ფანტომით 70 მეტრზე ჩამომიგდია ყვავები (ბოლოს ერთი კვირის წინ) და ვიცი რომ ძალა კიდე უფრო დიდ დისტანციაზეც ეყოფა, პროსტო მასეთ დისტანციაზე გარტყმა პონტია... აი ჰატსანი კი გაცილებით ძლიერია, მაგით 100მეტრზეც მოკლავ რამეს, მარა გარტყმა... მოკჯლედ თუ გინდა გაარტყას შორ დისტანციაზე, ტუნინგი უნდა.
geojorjika
Mar 25 2010, 04:01 PM
ციტატა(nihontoman @ 25th March 2010 - 04:45 PM)

იჟ-38 (იგივე ბაიკალ მპ-512)
ეს ორი შაშხანა ერთი და იგივე ნამდვილად არ არის ძალიან დიდი სხვაობაა მაგათ შორის
name
Mar 25 2010, 04:53 PM
ja_ja
Mar 25 2010, 05:06 PM
name ციტატა(name @ 25th March 2010 - 05:53 PM)

იჟ-38 იც 200 ლარი და ჰატსანიც 200 ლარი
ციტატა(name @ 25th March 2010 - 05:53 PM)

ან იჟ-38 იც იგივეა
არანაირად იგივე არ არის, იჟ-ს თავისი პლიუსები და მინუსები აქვს, ჰაჩიკას თავისი პლიუსები და მინუსები, თან ორივეს სხვადასხვა კატეგორიებში, ასე რომ ერთნაირ თოფად ვერანაირად ვერ ჩათვლი, გამოტიცხულია.
name
Mar 25 2010, 05:10 PM
ხო ვე ჩავთლი მარა ამის პლიუსები რაღაა ?
შედარებაც არ შეილება ჰაცანტან ამისი
ამ დროისთვის როცა რო უკვე ლაგატკებათ არის ქცეული
ja_ja
Mar 25 2010, 05:31 PM
name
კაროჩე იჯ-38-ისთვსი 200 ლარი არის ბოდიში შენთან და თავზე გადაჯმა, არარეალური ფასია, სულ ახალ ვარიანტშიც კი არ შეიძLება მისი ფასი თეორიულადაც კი 150 ლარზე მეტად განიხულო, რეალური ნახმარი იჟიკოს ფასი არის 50-70 ლარი.
რაც შეეხება პლიუს მინუსებს
იჟ-38
კარგი ლულა და კარგი ფოლადის მასალა (თუმცა ეგეც კიდევ საკითხავია როდინდელი გამოშვებულია ბოლო 2 წლის განმავლობაში მაგარ ქაქს უშვებს იჟევსკის ქარხანა)
სუსტი ზამბარა - შედეგად ძალა დიდი არ არის, და რუსული კანონმდებლობით 7.5 ჯოულს იძლევა.
საკმაოდ კარგად ისვრის მიზანში კაი ლულისა და სუსტი ზამბარის გამო
უკუცემა პატარაა
კონსტრუქცია მგონი პირველი მსოფლიო ომის დროინდელია
პლასტიკის კონდახი საშინელებაა საბშოთა შეფასებითაც კი
ბანძი ღია სამიზნე
შანსი გაქვს ლულის გადატეხვის ადგილში ლუფრი გაჩითო
Hatsan 125
არაადეკვატური ძალა (თუმცა რისთვის გინდა არ ვიცი ქვაბებიბს სახვრეტად 30 ლარიანი დრელიც გამოდგება), ზოგიერთ ტყვიას 350 მეტრ წამზე ჩქარა ისვრის, ენერგეტიკა მაგნუმის კლასიაა25-30 ჯოული
დიდი ენერგიის გამო გიწევს გარკვეული არაკომფორტულების ფასის გადახდა
სიმძიმე
ძნელია გადასატენად, ხანდახან ორივე ხელი საჭიროა და კონდახის ფეხებშუა ამოდება, ან რაიმეზე მიყრდნობა
უკუცემა - გასროლის მერე მთელი ლულა და თოდი 2-3 წამი დადის ხელში და ვერ აჩერებ
შედარებით კარგი სქელი ლულა (ჭორების დონეზე LW გამოიყენებაო, მე არ მჯერავს)
ისევ პლასტიკატის კონდახი, მაგრამ სუბიექტური შეფასებთ უკეთესია ვიდრე იჯევსკის კონდახი
დიზელის მუდმივი ეფექტი, შედეგად ცვალებადი სიჩქარეები გასროლიდან გასროლამდე
ფორუმზე გვქონდა შემთხვევა როდესაც ერთერთ ფორუმელის თოფს ვინტები ვეჩნა ეშვებოდა და დგუშის პრაკლადკა მუდმივად ფუჭდებოდა
უკუცემის გამო ძნელია ოპტიკის შერჩევა, ყველა ადრე თუ გვიან, ან მოსძვრება, ან დაიშლება
შესაბამისი სიმძლავრისთვის მისაღები ფასი
nihontoman
Mar 25 2010, 06:33 PM
name ეგ ნახმარს რო ყიდის 200 ლარად ახალი ღირს 230 ლარი, ასე რომ შენ იმაზე ფიქრს ტავი დაანებე, თავისით არ გავარდესო. აი მაგნუმის საიტზე ფასი ნახე 125 მოდლეის, უკუცემის დამხშობი სისტემითა და ახალი ტიპის სასხლეტით:
http://www.magnum.ge/production-ka-Pneumatic-1ერთს გირჩევ და ამაში ყველა დამეთანხმება:
ნახმარი ზ.დ.პ. არ იყიდო, მითუმეტეს საქართველოში, როცა ასე ოციოდე კაცი თუ იქნება აზრზე მთელს საქართველოში, რომ მაგნუმ კლასის ზ.დ.პ.-ებს (მითუმეტეს ჰატსანს) დეკონსერვაცია სჭირდება....
ხო, მართლა შენ თუ გინდა ძალა და ისე რა სიზუსტე, მაშინ ხაჩიკა აიღე, იჟ-38-ს კი არადროს არ ვიყიდიდი მაგ ფასად, ახალსაც კი, არათუ ნახმარს!იჟ-38 სანადირო თოფი ნამდვილად არაა, ძალა არ ყოფნის (ჰატსანს აქვს 30-35 ჯოული ენერგია, იჟ-38-ს კი მაქსიმუმ 7,5ჯოული...)
აი ვნახე:
Стрельба: DS 0.75 273 m/cek
CP 10.5 303 m/cek
DB (0.68) 310 m/cek
CP s/match 360 m/cek
RWS match(0.45) 419 m/cek
DS 0.28 490 m/cek
Все средняя из десяти, хрон ИБХ-713. Скоростя в сериях стабильны, разница 2-4 м/сек, дизель отсутствует.
ეს მონაცემები აღებულია GUNშ.ღU დან...
foxi
Mar 25 2010, 07:54 PM
ციტატა(ja_ja @ 25th March 2010 - 06:31 PM)

ძნელია გადასატენად, ხანდახან ორივე ხელი საჭიროა და კონდახის ფეხებშუა ამოდება, ან რაიმეზე მიყრდნობა
უკუცემა - გასროლის მერე მთელი ლულა და თოდი 2-3 წამი დადის ხელში და ვერ აჩერებ
შედარებით კარგი სქელი ლულა (ჭორების დონეზე LW გამოიყენებაო, მე არ მჯერავს)
ისევ პლასტიკატის კონდახი, მაგრამ სუბიექტური შეფასებთ უკეთესია ვიდრე იჯევსკის კონდახი
დიზელის მუდმივი ეფექტი, შედეგად ცვალებადი სიჩქარეები გასროლიდან გასროლამდე
ფორუმზე გვქონდა შემთხვევა როდესაც ერთერთ ფორუმელის თოფს ვინტები ვეჩნა ეშვებოდა და დგუშის პრაკლადკა მუდმივად ფუჭდებოდა
უკუცემის გამო ძნელია ოპტიკის შერჩევა, ყველა ადრე თუ გვიან, ან მოსძვრება, ან დაიშლება
შესაბამისი სიმძლავრისთვის მისაღები ფასი
ერთი სიტყვით ჯაჯ მაგარი გააბრუე ეგ კაცი...

არცერთი შენს მიერ ჩამოთვლილი ფაქტები სწორი არარის! გარდა ძნელი გადატენვის
ამას ვაცხადებ სრული პასუხისგებლობით. მე მაქვს ეგ თოფი და მე ვყიდი ბიჭებო. 3 დღის წინ ვიყიდე. გაყიდვის მიზეზი მარტივია:
მას მერე რაც სოხასთან ვნახე დისკო მოვიწამლე მაგ თოფით

მორჩა გადავწყვიტე ბენჯამინ დისკოვერს ვყიდულობ.
bazuka
Mar 25 2010, 07:59 PM
foxi მას მერე რაც სოხასთან ვნახე დისკო მოვიწამლე მაგ თოფით მორჩა გადავწყვიტე ბენჯამინ დისკოვერს ვყიდულობ.
foxi
Mar 25 2010, 08:04 PM
bazuka 
ეჰ ბაზუკ ღამე აღარ მძინავს კაცო შენკიდე რაგენაღვლება

აბა დავიღალე AA ზე ფიქრით. ისე რას მეტყვია ხომ გამოდგე
ბა სანადირით დისკო?
ja_ja
Mar 25 2010, 08:34 PM
foxi ციტატა(kakha @ 25th March 2010 - 08:54 PM)

3 დღის წინ ვიყიდე. გაყიდვის მიზეზი მარტივია
უკაცრავად და რომელი ოპერაცია გააკეთე ბოლო ბოლო

ციტატა(kakha @ 25th March 2010 - 08:54 PM)

ერთი სიტყვით ჯაჯ მაგარი გააბრუე ეგ კაცი... არცერთი შენს მიერ ჩამოთვლილი ფაქტები სწორი არარის! გარდა ძნელი გადატენვის
ამას ვაცხადებ სრული პასუხისგებლობით. მე მაქვს ეგ თოფი და მე ვყიდი ბიჭებო
და მაშინ დაწერე ჩამონათვალი შენებურად. მე ჩემი სუბიექტური აზრი გამოვთქვი. მეჭირა ეგ თოფი და რაც ჩავთვალე დავწერე.
foxi
Mar 25 2010, 08:55 PM
ციტატა(ja_ja @ 25th March 2010 - 09:34 PM)

და მაშინ დაწერე ჩამონათვალი შენებურად. მე ჩემი სუბიექტური აზრი გამოვთქვი. მეჭირა ეგ თოფი და რაც ჩავთვალე დავწერე.
იქედან დავიწყოთ რომ უკუცემა პრაქტიკულად არააქვს. ხაზს ვუსვავ ამ ფაქტს.თითქმის იგივე უკუცემააქვს რაც ფანტომს.
არანაირი ვინტების მოშვება,ხელში დრაჟენია და ამისთანა რამე რუმეები არააქვს. ლულა მართლაცრომ უნაკლოა. მე არვიცი ჯაჯა
შენ სად წაიკითხე ინფო იმისთაობაზე რომ ლულა LW ს ფირმისაა, მაგრამ გეთანხმები, ძალიან კარგი ნარეზიაქვს და ლითონის ხარისხიც
მშვენიერი.სასხლეტი ძალიან საინტერესოა,ორსაფეხურიანი არარის მაგრამ ორი სარეგულირებელიაქვს.ორი და არა ერთი როგორც
სხვა თოფებს. ამის რეგულირებით სასხლეტი ხდება ხისტი ან რბილი.მოთხოვნისამებრ.
არვიცი შეიძლება შენ შეგვხდა ცუდი ვარიანტი.თურქები მუდმივ რეფორმებში არია და ადრე თუ არცკი ღირდა მაგათი საქონლის შეძენა
ახლა უკვე გარკვეულ დონეს მიაღწიეს.გახსოვს მე გწერდი კრალ მაგნუმზე 5,5 იანი მქონდა იმის ლულაც ძალიან კარგი იყო.
მაგრამმ ჰაცანი როგორც ლულით ასევე მექანიზმით გაცილებით მაღლაა.
მაინტერესებდა ამის სიმძლავრე და მაგიტომ ვიყიდე.გაუკეთე დეკონსერვაცია და არანაირი ბოლი და სუნი არააქვს რათქმაუნდა.
ja_ja
Mar 25 2010, 09:00 PM
foxi ციტატა(kakha @ 25th March 2010 - 09:55 PM)

იქედან დავიწყოთ რომ უკუცემა პრაქტიკულად არააქვს
ეს შენ ახალზე იძახი!, მაიმარკეტზე კი ძველი მოდელია!!!! პრაშუ ნე პუტატ!
nihontoman
Mar 25 2010, 09:09 PM
foxi
საინტერესოა, მარა უკუცემა ფანტომისა მე მაგალითად მაინც დიდი მეჩვენება, თუმცა ისიც ნათელია, რომ ჰატსანის ძალისათვის ფანტომის უკუცემა კაი რამეა.
აი ლულის ხარისხზე კი საერთოდ მნაინტერესებს ლულის სურათები. გადაუღე ნარეზებს, ფასკას და რავი ყველაფერს, რისი გადაღებაც შეიზლება. აზევე დამამკვრივებელი რგოლი როგორია ისიც ნახე. სცადე დაკეტილ ლულაში ნასოსის შეერთება წინიდან და ჩაბერვა (გაიგებ ხო არ აპარებს დამამკვივებელი) ნახე ლუფტები თუ აქვს და ა.შ.
მართალია შენ უკეთ იცნობ მაგ ფიშტოს ვიდრე ჩვენ, მარა მაინც 3 დღე არაა ჩემი აზრით საკმარისი იმისათვის რომ ბოლომდე გაიცნო.
ხო და ერთსაც ვიტყვი: თუ მაგეთი კაია, გააკეთე ჯგუფები 25 მეტრაზე მაინც (50 მეტრა თუ არაა პრობლემატური, მაშინ ეგ ვაბშე კაი იქნება) რამე კარგი ტყვიებით, მაგალითად პრემიერებით ან ჯსბ-თი. დადე სურათები გთხოვ. შენ თუ მაგას იზავ, შესაძლოა ბევრი დაინტერესდეს და გული მოულბეს ჰატსანის პროდუქციაზე....
foxi
Mar 25 2010, 09:34 PM
ციტატა(nihontoman @ 25th March 2010 - 10:09 PM)

foxi
საინტერესოა, მარა უკუცემა ფანტომისა მე მაგალითად მაინც დიდი მეჩვენება, თუმცა ისიც ნათელია, რომ ჰატსანის ძალისათვის ფანტომის უკუცემა კაი რამეა.
აი ლულის ხარისხზე კი საერთოდ მნაინტერესებს ლულის სურათები. გადაუღე ნარეზებს, ფასკას და რავი ყველაფერს, რისი გადაღებაც შეიზლება. აზევე დამამკვრივებელი რგოლი როგორია ისიც ნახე. სცადე დაკეტილ ლულაში ნასოსის შეერთება წინიდან და ჩაბერვა (გაიგებ ხო არ აპარებს დამამკვივებელი) ნახე ლუფტები თუ აქვს და ა.შ.
მართალია შენ უკეთ იცნობ მაგ ფიშტოს ვიდრე ჩვენ, მარა მაინც 3 დღე არაა ჩემი აზრით საკმარისი იმისათვის რომ ბოლომდე გაიცნო.
ხო და ერთსაც ვიტყვი: თუ მაგეთი კაია, გააკეთე ჯგუფები 25 მეტრაზე მაინც (50 მეტრა თუ არაა პრობლემატური, მაშინ ეგ ვაბშე კაი იქნება) რამე კარგი ტყვიებით, მაგალითად პრემიერებით ან ჯსბ-თი. დადე სურათები გთხოვ. შენ თუ მაგას იზავ, შესაძლოა ბევრი დაინტერესდეს და გული მოულბეს ჰატსანის პროდუქციაზე....
სურათებს ნარეზს როგორ უღებს ხალხი არვიცი... ფოტოაპარატი არეტევა შიგნით

ლუფტი არააქვს მარტივი მიზეზის გამო:
ლულის ორივე მხარეს საიდანაც კორპუსზე მაგრდება სპესიალური ლითონის შაიბებიაქვს დაყოლებული.საკმაოდ მჭიდროდ იკეტება.
ლითონი უაღრესად კარგი ხარისხისჩანს. არამგონია დაიბეგვოს, ან დეფორმაცია მიიღოს.დეკონსერციის დროს ბურბუშელა და მსგავსი
ნაგავი არყოფილა.მანჟეტი ძალიან კარგადზის როგორც პორშინზე ასევე კორპუსში. პორსინიც სუფთადაა გაჩარხული.დამამძიმებელიც.
მექანიზმი საკმაოდ ზუსტად მუშაობს სასიამოვნოდ იკეტება ყველაფერი მკაფიო ჩხაკუნით.არანაირი ლაყლაყი და ცანცარი არშეინიშნება
როგორც კორპუსში ასევე მთლიანობაში.
ჯგუფებს რაც შეეხება არმიცდია. მაგრამ მიზანში გასწორების დროს ძალიან კარგი ჯგუფი აჩვენა.მაინც მგონია რომ ეს იმდენად ზუსტი
არიქნება რამდენადაც ძლიერი,თუმცა მიზანში ვარტყავ ღია სამიზნით 50 ნაბიჯზე ლუდის ალუმინის ქილას უპრობლემოთ.
nihontoman
Mar 25 2010, 09:43 PM
foxi ჯიგრულად გააკეთე რა ჯგუფები როცა მოიცლი, მართლა მაინტერესებს და არამარტო მე, ყველას აინტერესებს!
აი დამუშავების ხარისხი როგორია მაინც ვერ ვხვდები, ნიტროსაზე უფრო მაგარია? იგივეა? ნაკლებია?
ნარეზებს სურათი უნდა გადაუღო მაკრო რეჟიმში, სადამდეც გაწვდება. ფასკასაც გადაუღე იგივე ვარიანტში... კამერა დაჯე მობილურისაც გამოდგება (ნუ ბრადც უკეთესი იქნება, მით უფრო კარგი სურათები გამოვა, მარა მაინც) მთავარია მაკრო გადაღება ქონდეს.
ხო, ლუფტი კიდე მაინტერესებს არა ჰორიზონტალური, არამედ ვერტიკალური. ჰორიზონტალური ლუფტი რომც ქონდეს, ადვილად მოევლება, აი ვერტიკალური კი ცოტა არ იყოს და ძნელი გასაქრობი იქნება...
ხო, და კიდევ ერთი: სასხლეტის ნაწილები რა მასალაა? მიდი მაგნიტით შეამოწმე. თუ მიიკრო კაია, ესეიგი რკინაა. მერე თუ რკინა აღმოჩნდა, აიღე ფოლადის ქლიბი და ნახე, გაწრთობილიო არიშ თუ არა.
აი მაგას თუ შენ იზავ, ცატVალე რომ ფორუმს და საერთოდ ქართველ აირგანელობას დიდი სამსახური გაუწიე.
ხო და კიდე, რეპორტი გააკეთე რამე კარგი სურათებით. თუ გინდა არაფერი არ დაწერო, პროსტო ბევრი სურათი დადე სხვა დქა სხვა კუთხით, დეტალები რომ გამოჩნდეს. თუ ახლიდან დაშლი და შიგნეულობასაც გადაუღებ, ეგ კიდე უკეთესი.
მოკლედ სენ იცი.
foxi
Mar 25 2010, 10:00 PM
nihontoman ძმაკაც ჩამოირბინე რუსთავში და შენთითონ ნახე ეგრე აჯობებს. ვატყობ ყიდვა გინდა ჰაცანის რომელიმე მოდელის,ჰოდა არჯობია
გასინჯო სანამ გავყიდი? უკვე 8 კაცმა დარეკა ყიდვაზე. არვიცი მაგეებს თუ მოვასწრებ თორე სურათებს გადაუღებ რა პრობლემაა.
არგავყიდიდი მაგრამ სოხას რაუთხარი

ისეთი ლამაზი ყოფილა დისკო რომ გადავწყვიტე ვიყიდო.სწორედას რომ სანადიროა.
ja_ja
Mar 25 2010, 10:05 PM
foxi აუ ისე ჩემი შეცდოაა, თემის სათაურს ახლა დავაკვირდი HATSAN Mod.125 SAS
იასნია თუ SAS-ით არის უკუცემა მინიმალური იქნება.
ჯგუფებს თუ გააკეთებ აუცილებლად ქაღალდზე, არანაირი ლუდის ქილა, შამპანიურის ბოთლი და მეზობლის ცისტერნა, მხოლოდ ქაღალდი, გინდა თაბახი გინდა მუყაო. და სურათის გადაღებისას გაზომილი ჯგუფი მაქსიმალურ დაცილებაზე, პლიუს სახაზავი ჯგუფთან რომ ფაქტი იყოს და სალაპარაკო არ გახდეს.
nihontoman ციტატა(nihontoman @ 25th March 2010 - 10:43 PM)

ხო, და კიდევ ერთი: სასხლეტის ნაწილები რა მასალაა? მიდი მაგნიტით შეამოწმე. თუ მიიკრო კაია, ესეიგი რკინაა. მერე თუ რკინა აღმოჩნდა, აიღე ფოლადის ქლიბი და ნახე, გაწრთობილიო არიშ თუ არა.
ახლა რკინა რომ იქნება ეგ უდავოა, ზ.დ.პ პლასტმასით და ალუმინით არ კეთდება, აი ქლიბით კი ფოლადის წრთობის დონის გაგება სრული აუზრობაა.
foxi
Mar 25 2010, 10:12 PM
ციტატა(ja_ja @ 25th March 2010 - 11:05 PM)

იასნია თუ SAS-ით არის უკუცემა მინიმალური იქნება.
ჯგუფებს თუ გააკეთებ აუცილებლად ქარალდზე, არანაირი ლუდის ქილა, შამპანიურის ბოთლი და მეზობლის ცისტერნა, მხოლოდ ქარალდი, გინდა თაბახი გინდა მუყაო. და სურათის გადაღებისას გაზომილი ჯგუფი მაქსიმალურ დაწცილებაზე, პლიუს სახაზავი ჯგუფთან რომ ფაქტი იყოს და სალაპარაკო არ გახდეს
ციტატა(ja_ja @ 25th March 2010 - 11:05 PM)

ახლა რკინა რომ იქნება ეგ უდავოა, ზ.დ.პ პლასტმასით და ალუმინით არ კეთდება, აი ქლიბით კი ფოლადის წრთობის დონის გაგება სრული აუზრობაა
მეზობლის ცისტერნის რაგითხრა მაგრამმ, მანქანის კარი გავხვრიტე უკვე და კაი მაზიანიც მოვიგე.

თუ მოვასწარი და არგაიყიდა აუც
ილებლად გავაკეთებინებ ჯგუფებს ამ გრანატამოიოტს. ჰო ეხლა მაგნიტით გავსინჯე და ალომინი გამოდგა ალბათ დურალია.პლასმასი
არარი უდავოა ლითონია თეთრი.
nihontoman
Mar 25 2010, 10:13 PM
ja_ja
არაა უაზრობა. მაგითი შესაძლოა რეალურად გაიგო დაახლოებითი სიმყარე. ქლიბი ნაწრთობია, თან მაღალ-ნახშირბადიანი ფოლადისაა. ზნაჩიტ სადღაც 55-60 ერYთეულზე მერყეობს როკველის შკალით.
გვინდა გავიგოთ ფოლადი როგორაა ნაწრთობი. ოღონდ ზუსტ ერთეულს რა თქმა უნდა ვერ გავიგებთ, ჩვენ უბრალოდ მივხვდებით, თუ რა სტადიაში იმყოფება ფოლადი , პერლიტურში, ბეინიტურში თუ მარტენსიტულში. პერლიტი არის რბილი ფოლადი, ასე 35 ერთეულიდან ქვემოთ. ბეინიტი არის პრუჟინის თვისებების მქონე ელასტირუი ფოლადი, სადღაც 45-55 ერთეული. აი მარტენსიტი კი არის 55-ის ზემოთ. ქლიბი უნდა იყოს მარტენსიტი. მარტენსიტი ბეინიტს და მითუმეტეს პერლიტს გაკაწრავს, დაამუშავებს, მარა მარტენსიტით მარტენსიტის გაქლიბვა უაზრობაა. როცა სასხლეტზე წაუსვამს, თუ ადვილად გაკაწრა და ისეთი შეგრძნებაა, რომ ფოლადი ეკრობასავით ქლიბზე, მაშინ პერლიტია. თუ კაწრავს, მარა ძალის დატანება გიხდება, მაშინ ბეინიტია. თუ არ იკაწრება ან ძალიან პატარაზე იკაწრება, ესეიგი მარტენსიტია. იდეაში, სასხლეტზე რაკი დიდი ნაგრუზზკები მიდის, ფოლადი უნდა იყოს დამუშავებული მაღალბეინიტურ/დაბალ მარტენსიტულ დონეზე. ამის გასაგებად კი ხალხი ხმარობს ქლიბს (ხო, ეს თეორია არაა, ამას პრაქტიკაში ხმარობეს მეტალზე მომუშავე ხალხი...)
ალუმინი თვითონ ენა თუ არის ეგ არაფერი, მტავარია შეპტალო იყოს კაი ნაწრთობი ფოლადი. მარა იმედია, ეგ ალუმინი ის სილუმინი არაა, რასაც თურქები ხმარობდნენ ატ-44-ის რიჩაგებში...
soxa
Mar 25 2010, 11:58 PM
ბიჟოოოოოოოო აქ რა პოლემიკა გამართულა. არც ვიცი საიდან დავიწყო. ფოქსი შენ მოგიკვდი როგორ მარტო დაგტოვე. მე ვამბობ რომ 125 მაგარი თოფია თავის ფასთან შედარებით. 200 ლარი ღირს იჟ38 და 125 მოდელის ზარბაზანი. აქ კითხვაც არ უნდა დაგებადოს. მე უკვე 1 შეკვრა 1250-იანი პრემიერი შევჭამე და თოფს არაფერი ეტყობა. 10 მაგდენს ვისვრი და კიდევ არაფერი დაეტყობა და კიდევ გავაგრძელებ სროლას თქვენ კი იკამათეთ რამდენიც გინდათ. და კიდევ ერთი..........ამ შაბათს გავიდეთ სადმე და თქვენც ნახეთ რისი შესაძლებლობა აქვს. ტყუილად ენას ნუ დაიღლით და ნურც იმას იფიქრებთ რომ იარაღის არ მესმის 1987- ში ვეირაუხით ვისროდი

(აბა ნატსანზე რამ გადამიყვანა?)
nihontoman
Mar 26 2010, 12:18 PM
soxa
მერე ჰატსანზე რამ გადაგიყვანა მართლა, არ ტეხავს? რა ვაირაუხი იყო ისე?
parna
Mar 26 2010, 05:29 PM
მოკლედ ესე სასტიკად რატომ გეზარებათ HEAVY AIRGUN ის გადატენაა?

ზამბარდგუშიანზე მაქვს საუბარი გაზარმაცდით ამ პცპ ებზე მოკლედ
bazuka
Mar 26 2010, 05:39 PM
parna ციტატა(parna @ 26th March 2010 - 06:29 PM)

გაზარმაცდით ამ პცპ ებზე მოკლედ
გავზარმაცდითოოო???

შენ იმ ნასოსის ბუქნაობა დაგავიწყდა ეტყობა ხო??
soxa
Mar 26 2010, 07:50 PM
nihontoman
სპორტული იყო რიჩაგით მარცხნიდან მარჯვნივ იტენებოდა, მაგარი იყო 10 მეტრიან დისტანციაზე
nihontoman
Mar 26 2010, 08:59 PM
soxa
აუუ, დამაინტერესა, ეგეთი ვაირაუხი მე არ მინახავს. იქნებ სურათი გაქვს?
foxi
Mar 26 2010, 08:59 PM
გაინტერესებთ კიდევ ერთი ვიდეო ამ თოფზე?

აქ ბევრი საინტერესო რამეა.
http://www.youtube.com/watch?v=9nc9q3tTUZA
nihontoman
Mar 26 2010, 09:22 PM
foxi
კაია, ხარისხი კაია. ჯგუფიც მომეწონა დისკზე, იდეალური არაა, მარა 4-დან სამი ტყვია ერთი და იგივე ხვრელში რომ მიდის, ეგ უკვე საფიქრებელია....
ყოჩაღ!
soxa
Mar 26 2010, 09:46 PM
nihontoman
21 წლის წინანდელი ამბავია ეგ და სამწუხაროდ სურათები არ მაქ
soxa
Mar 26 2010, 09:50 PM
foxi საღოლ ძმაო მაგარი კლიპია. განსაკუთრებით მუსიკა
foxi
Mar 26 2010, 09:57 PM
soxa 
რავახარ ძმი? ხომ ხარ ჯიგრით? ნახე თურქმა რა ჩაახვია?
არადა რა ნაგავი ტყვიებით ვისვრი როიცოდეთ, დეიზი არიყიდოთ ბიჭებო! ყველაზე
ცენზურა ტყვიებია რაც მქონია.
foxi
Mar 26 2010, 09:59 PM
ციტატა(nihontoman @ 26th March 2010 - 10:22 PM)

კაია, ხარისხი კაია. ჯგუფიც მომეწონა დისკზე, იდეალური არაა, მარა 4-დან სამი ტყვია ერთი და იგივე ხვრელში რომ მიდის, ეგ უკვე საფიქრებელია....
ყოჩაღ!
გაიხარე.
nihontoman
Mar 26 2010, 10:14 PM
foxi
არაფერს.
მარა სურვილი არე გიჩნდება იქ მოსიარულე მანქანებს ესროლო? რამე ინსტიქტის პონტში, "რა მოხდება ნეტა"... ან რამე ეგეთის გარკვევა არ მოგნდომენია?
soxa
მოდელი რა იყო, რა ერქვა გახსოვს?
Power_VANO
Mar 26 2010, 10:16 PM
nihontoman რას ამბობ კაცო, ეგრე ხომ შეიძლება იმსხვერპლოს კიდევ ვინმე!
მერე მოყვება სანქციები აირგანელებისთვის მაგას და...
bazuka
Mar 26 2010, 10:25 PM
აი რადაა 18 წლამდე აკრძალული
nihontoman
Mar 26 2010, 10:27 PM
bazuka
რა მნიშვნელონბა ქვს, 30 წლისას დააინტერესებს რა მოხდება თუ 13-სას? ისე იი, ასაკს მნიშვნელობა არ აქვს, პასუხისმგებლობის გრძნობა ან თავიდანვეა ადამიანში, ან საერთოდ არასოდეს არ იღვიძებს...
bazuka
Mar 26 2010, 10:40 PM
nihontoman ციტატა(nihontoman @ 26th March 2010 - 11:27 PM)

რა მნIშვნელონბა ქვს, 30 წლისას დააინტერესებს რა მოხდება თუ 13-სას?
ის მნიშვნელობა აქვს, რომ 30 წლისას ეგეთი რამე აზრადაც არ მოუვა, ანუ როგორც იტყვიან "არ უქრის"
18 წლის მამაკაცი ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელია სრულყოფილად, შტატებში რამდენადაც ვიცი 18 კიარა 21 წელია სრულწლოვნების ზღვარი.
foxi
Mar 26 2010, 10:51 PM
ციტატა(nihontoman @ 26th March 2010 - 11:14 PM)

მარა სურვილი არე გიჩნდება იქ მოსიარულე მანქანებს ესროლო? რამე ინსტიქტის პონტში, "რა მოხდება ნეტა"... ან რამე ეგეთის გარკვევა არ მოგნდომენია
იარაღიანი კაცის პირველი და უმთავრესი წესი: არასოდეს დაუმიზნო ადამიანს! თუ მის მოკვლას არაპირებ.
რაც შეეხება მანქანას,უკვე დავწერე რომ მანქანის კარს ვესროლე გაიხვრიტა და კარგი მაზიანიც მომაგებინა ამ თოფმა.
მანქანა კი ნაგავსაყრელზე იყო,ასერომ არავინ დაზიანებულა.
soxa
Mar 27 2010, 12:26 AM
nihontoman
არ მახსოვს, სპორტული იყო
iorama
Mar 27 2010, 07:59 AM
Power_VANO
Mar 27 2010, 08:21 AM
iorama Eye of the Tiger-ს
foxi
Mar 27 2010, 11:17 AM
ციტატა(iorama @ 27th March 2010 - 08:59 AM)

მუსიკამ დაგლიჯა ეეეეეეე. ჰაცანია რაა
ისე ფოქსი დისკოს რო დაითრევ რა მუზონს დაადებ? კიტაიოზას როგორც ჩინეთში აწყობილს თუ მეტალიკას როგორც ამერიკელს?
ჰა ჰომაგარი გაკაიფეთ?
როდავითრევ ისეთ ვიდეო როლიკს შეუყვან ბენჯამინი პარტნიორობას შემომთავაზებს.
parna
Mar 27 2010, 11:44 AM
ქაღალდი ვიდეოში იმიტო დაიბდღვნა ეგრე რო რკინაზე იყო აწებებული ასკოლკებისგანაა

დისკზე თუ 4 ნასროლია მეტი რაღა ჯგუფი გინდათ?
nihontoman
Mar 27 2010, 11:51 AM
parna
რა ჯგუფი გვინდა და ბენჩრესტიდან ანუ რბილი საყრდენიდან შესაფერისი ტექნიკით გასროლილი ჯგუფები ზუსტად გაზომილ 25 და 50 მეტრებზე, ჯგუფები 5 და 10 ტყვიით, ქაღალდზე და სახაზავით გაზონილი, კარგი ტყვიებით, როგორიცაა პრემიერი, ულტრა მაგნუმი, ბენჯამინ ჰოლოპოინტი და თუ საშუალებაა ჯსბ.
აბა ესე რა გავიგო, შესაძლოა უბრალოდ გაუმართლა და იმიტომ გააკეთა ესეთი ჯგუფები, ან შესაძლოა პირირქით, არ გაუმართლა და თოფს უკეთესის გაკეთებაც შეუძლია....
რავი აბა?
ხო, რაცშეეხება ასკოლკებს, მე მომხვდა მასე ერთი, როცა რკინის მოაჯირს გავარტყი შემთხვევით და კანში შევიდა (ტანსაცმელი მეცვა და გამიმართლა, მარა სისხლი მაინც წამომადინა) ასე რომ ფრთხილად იყავით, მითუმეტეს ჰატსანისავით მონსტრიდან რომ ისვრით...
foxi
Mar 27 2010, 12:27 PM
ეს თოფი ჯგუფების საკეთებელი და საპლინკაო არარი. ამით უნდა ინადირო. ხელიდან ქარში ასეთ ნასროლს თუ დაიწუნებ აბა რაღაგით
ხრა?
nihontoman ისე მაინც რასეძებ კაცურად? რითივერ აირჩიე თოფი?
bazuka
Mar 27 2010, 12:39 PM
foxi არაფერსაც არ ეძებს, ფორუმის კოლორიტია
foxi
Mar 27 2010, 01:01 PM
ციტატა(bazuka @ 27th March 2010 - 01:39 PM)

არაფერსაც არ ეძებს, ფორუმის კოლორიტია
nihontoman მისმინე ჯიგარ,თუ გინდა, ჩემს ჰაცანს მოგცემ 100$ მეტი რაღა დაგიკლო? მაინც დისკოზე ვჩალიჩობ და რაღა სხვას მივყიდო ეს 125?
გარანტიას გაძლევ სულ ახალია და მაგარი გაგისწორდება.
foxi
Mar 27 2010, 01:12 PM
nihontoman
მე კი დისკოზე გავჩერდები ჯერ ჯერობით. AA მინდა მაგრათ მაგრამმ სანამ 22 კალიბრიანს ოფიციალურად არდაუშვებენ მაგის მყი
დველი არავარ. გადავწყვიტე დისკოს ყიდვა ეხლა პატარა ფინანსებში ხვრელს ამოვავსებ და მერე მაგასაც ვითრევ.
nihontoman
Mar 27 2010, 01:15 PM
foxi
სულ რომ არ სეოგვაოფდეს ეს თემა, ჰატსანზე დავდებ ვიდეოს. აქ ტიპი 100 იარდიდან ესვრის ბოთლს, და არტყავს!
name
Mar 27 2010, 04:08 PM
nihontomanეს როჯ სიდებილი გამოირჩევა ალბათ იქიდან რას ისივრი კაცმა არ იცის. როდაწვა იმდაურივით თოპი არ უნდა გვანახოს იქნებ სხვა პნევმატით არტყავს მაგ Remington Vantage 1200 ითთ ან სხვა.....
foxეხლავე ვიყიდიდი რო მქონდეს გავერტებოდი სკაიფოდ ბოთლების მტყვერვით ყოველ დალეულ პივას ლაწაან
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით,
დააწკაპუნეთ აქ.