დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: შეკვეთები
Georgian Airgunners Portal > ყიდვა-გაყიდვა > ჩვენი ინტერნეტ მაღაზია - airgun.ge
გვერდი: 1, 2, 3
Jah
მეგობრებო გთხოვთ ამ თემაში, დავდოთ მხოლოდ შეკვეთები, თუნდაც უბრალოდ სასურველი.
მე კი პირველ პოსტში დავამატებ ხოლმე მსურველს და შეკვეთას. და გვეცოდინება ვის რა უნდა.
თუ გადაიფიქრებთ წავშლი და ასე შემდეგ. smile.gif ეს საქმე (ფორუმი) ჩემთვის ახალი ხილია.
და თუ იქნება რამე წინადადებები თუ როგორ გავაკეთოდ ამ თემის სტრუქტურა, ზალიან დამავალებთ.


შეკვეთების სია:

1. Jah - SCFF-04 - 1 ცალი, SCRD-10 - 1 ცალი, SCBC-01 - 1 ცალი, SCRL-03 - 1 ცალი, SCQD-01 - 1 ცალი, SCRF-01 - 1 ცალი, SCSS-01 - 1 ცალი, SCTM-08 - 2 ცალი, 25.4mm Mounts (E-type) - 1 ცალი, SCOT-06 - 2 ცალი

2. Ninja - SCBC-01 - 1 ცალი

3. Ja_Ja - SCFF-03 - 1 ცალი
ja_ja
მე ცალცალკე თემებში კი გამოვთქვი რეები მინდა, მაგრამ საერთო შეჯამებისთვის აქაც დავწერ.

PyramidAyr-იდან მინდა CP99 Compact
თურქებისგან თუ შანსი იქნება მინდა HATSAN AT44-10 კალიბრი 5.5

თუ ეგ ჰატსანი არ გამოვა მერე ისევ Benjamin Discovery-ს შევხედავ, თუმცა თვალი უფრო CZ 200s-ისკენ ან AA s200-ისკენ გარბის (მარა შედარებით ძვირებიც ღირს).
Jah
გამარჯობა ja_ja smile.gif დიდხანს არ ჩანდი

ციტატა(ja_ja @ 19th February 2009 - 04:23 PM) *
PyramidAyr-იდან მინდა CP99 Compact
თურქებისგან თუ შანსი იქნება მინდა HATSAN AT44-10 კალიბრი 5.5

მიღებულია
ხატსანზე უახლოეს დღეებში მექნება პასუხი.

ციტატა(ja_ja @ 19th February 2009 - 04:23 PM) *
CZ 200s-ისკენ ან AA s200

ეს კი ერთი და იგივე შაშხანაა smile.gif უბრალოდ სხვადასხვა ადგილას იწყობა.
GIGA
მე ტყვიები მინდა და თუ რამე პრობლემა არ არის ერთი კოლოფი ესენი მინდა
http://www.pyramydair.com/cgi-bin/pellet.pl?pellet_id=152

ფასი 9.99 აქვს და ჩამოტანას რამდენი დაემატება???
geojorjika
ციტატა
ფასი 9.99 აქვს და ჩამოტანას რამდენი დაემატება???
ძალინ ბევრი 1 და 2 კოლოფის ჩამოტანას აზრი არა აქვს ჯობია შეიკრიბოტ და ერთი 20-30 კოლოფი ჩამოიტანოთ.
ochopintre
ციტატა(ja_ja @ 19th February 2009 - 04:23 PM) *
თურქებისგან თუ შანსი იქნება მინდა HATSAN AT44-10 კალიბრი 5.5

+1
ja_ja
bidza
ციტატა(bidza @ 19th February 2009 - 08:42 PM) *
მე ტყვიები მინდა და თუ რამე პრობლემა არ არის ერთი კოლოფი ესენი მინდა
http://www.pyramydair.com/cgi-bin/pellet.pl?pellet_id=152

ფასი 9.99 აქვს და ჩამოტანას რამდენი დაემატება???


მძიმეა, მე ჩამოვიტანე მაქედან 1500-იანი შეკვრა, ფასი დაბალია და მიმზიდველი, წონაში გამატყავეს smile.gif ერთი შეკვრა სადღაც 400-500 გრამამდე იწონის. 6000-იანი კილოზე მეტი იქნება.


რაღაც ახალია მოსაფიქრებელი დიდი წონის მქონე ნივთების ჩამოსატანად, ბარამი და ეეგეთები წონაშა გაგვატყავებენ smile.gif, პირდაპირ პირამიდიდან დაკვეთაც ბოლოს მგონი წონაზე იქნება დამოკიდებული
geojorjika
პირდაპირ პირამიდიდან დაკვეთას ვგულისხმობ რაში მჭირდება ბარამი როცა ტვითონ პირამიდს ჩამოაქვს WorlWide Express-ით მემგონი გაცილებით იაფი დაჯდება არა? მარა მგონი არა 20 ცალი შეკვრა რომ ჩამოიტანო კროსმანის 500 ცალიანები თითო 18$ გამოს , რა ამბავია sad.gif sad.gif sad.gif , ერთი ტყვია 6 თეთრი sad.gif sad.gif
vito
Jah
მონსუნის ფასი ვერ მოვიძიე, ხომ ვერ დამეხმარები? მაინტერესებს სრულ კომპლექტში რა დაჯდება, და კიდევ მაინტერესებს ნასოსი ყველას სტანდარტი აქვს თუ როგორ არის მაგის საქმე?
Jah
ციტატა(vito @ 19th February 2009 - 10:01 PM) *
მონსუნის ფასი ვერ მოვიძიე, ხომ ვერ დამეხმარები? მაინტერესებს სრულ კომპლექტში რა დაჯდება, და კიდევ მაინტერესებს ნასოსი ყველას სტანდარტი აქვს თუ როგორ არის მაგის საქმე?

~1430$ პყრამყდიდან smile.gif ტრანსპორტირება + ~200$ ასე რომ ჯამში მინიმუმ 1650$ ეს ყველა ხარჯებით (ფულის გადარიცხვა და ა.შ.)...
და ეს თანხა უკვე = განბაჟება!!! რამდენია ჩვენთან? მგონი 29 თუ 35 %-ია 24.gif
vito
Jah
2000 მწვანე???
მე 1820-1926 დოლარის ფარგლებში ვვარაუდობდი wink.gif


ხუმრობის გარეშე, მაინტერესებს9.gif
იმენნა მაგ მოდელზე ხომ არ იცი სადმე ვიდეო როლიკი რომ ვნახო, ან რუსულათ წავიკითხო?
parna
:blink: მაგას ჯობია შენნაირი შტეირი ჩამოიტანონ
Jah
ციტატა(parna @ 20th February 2009 - 08:02 AM) *
მაგას ჯობია შენნაირი შტეირი ჩამოიტანონ

კი მაგრამ შტეირი უფრო სპორტულია და კაცს, როგოეც მივხვდი ძირითადად ნადირობა აინტერესებს, თან მრავალდამტენიანობა ხიბლავს.
Jah
ციტატა(vito @ 20th February 2009 - 07:51 AM) *
იმენნა მაგ მოდელზე ხომ არ იცი სადმე ვიდეო როლიკი რომ ვნახო


FX-ის ტემაში დავამატებ რამოდენიმე ყოუტუბის რგოლს და ნახე.
vito
ციტატა(Jah @ Feb 20 2009, 09:52 AM) *
კი მაგრამ შტეირი უფრო სპორტულია და კაცს, როგოეც მივხვდი ძირითადად ნადირობა აინტერესებს, თან მრავალდამტენიანობა ხიბლავს.

так точно мои генерал smile.gif
ისე სხვა მოდელებზეც გახსნილი ვარ კონსულტაციებისთვის
GIGA
ციტატა(geojorjika @ Feb 19 2009, 05:44 PM) *
ძალინ ბევრი 1 და 2 კოლოფის ჩამოტანას აზრი არა აქვს ჯობია შეიკრიბოტ და ერთი 20-30 კოლოფი ჩამოიტანოთ.



კი მაგრამ მემგონი ჩემს მეტი არავის არ უნდა და ფასს რო თავი დავანებო 6000 X 20 = 120 000 :blink: :blink: ამდენ ტყვიას მთელი ჩემი ცხოვრება ვერ ვისვრი ალბათ ამ თოფიდან

PS ისე თავის ფასზე მეტი დაემატება??? :rolleyes:
Jah
ციტატა(bidza @ 20th February 2009 - 01:41 PM) *
ისე თავის ფასზე მეტი დაემატება???

შენი თხოვნა მაქვს მხედველობაში.
ახლა ვერაფერს გეტყვი, როდესაც გაირკვევა რაღაცეები შეგატყობინებ.
bazuka
მოკლედ თუ იცით ვინმემ ყველაზე იაფი რა დაჯდება??
ნუ უხარისხოზე არ მაქ საუბარი რათქმაუნდა.
ეგებ რანე usa საიტი მომცეთ რაა, თან ყველაზე იაფიანი თოფის ლინქით
Jah
ციტატა(bazuka @ 20th February 2009 - 03:13 PM) *
მოკლედ თუ იცით ვინმემ ყველაზე იაფი რა დაჯდება??
ნუ უხარისხოზე არ მაქ საუბარი რათქმაუნდა.
ეგებ რანე usa საიტი მომცეთ რაა, თან ყველაზე იაფიანი თოფის ლინქით

ვერაფერი ვერ გავიგე smile.gif
კონკრეტულად რა გინდა, რა მონაცემებით, რას ფარგლებში ფასი, ყალიბი...
თორე გამოდის კითხვა smile.gif "მანქანა მინდა, და ხო არ იცით სად არის ყველაზე იაფი?" smile.gif
bazuka
ვახ დამავიწყდა დამეკონკრეტებინა
მაინტერესებს PCP რატქმაუნდა, დგუშიანი ასეთუისე ვიცი რაც მინდა, ამიტომაც ნასოსიანის ფასი მაინტერესებს.
გართობა და სროლა მშვენიერი, მარა რამდენად ღირს ამათუიმ თანხისგადახდა (ჩემ შემთხვევაში რათქმაუნდა) ეგ მაინტერესებს
Jah
პირველ რიგში უნდა დაგისვა რამოდენიმე კითხვა, რის მერე შევძლებ რჩევა მოგცე.

1. დარწმუნებული ხარ რომ, მიუხედავად იმისა რომ PCP, ზ.დ.პ.-ზე ძვირია, გინდა მაგის შეძენა?
2. ხვდები რომ თუ გადაიხდი ცოტას, ცოტახნით აიცილებ პრობლემებს იარაღთან, თუ ბევრს დიდიხნით?
3. დარწმუნებული ხარ რომ უკვე იმდენად გაერკვიე PCP-ში, რომ იცი რა გელოდება და გული არ აგიცრუვდება?

და ბოლო კითხვა დანარცენებიდან გამომდინარე.

4. რამდენის გადახდა მაქსიმუმ შეგიძლია, თუ დარწმუნებული იქნები რომ შაშხანა იმუშავებს საათივით?
bazuka
1. ნამდვილად არ ვარ დარწმუნებული
2. აი ზუსტად მაგაშია მთელი პრობლემა, შესაძლოა გადავიხადო ბევრი იმაში რაც შესაძლოა სულაც არ მესაჭიროებოდეს. არადა ამ დროს მისი ნახევარი ღირდეს ის რაც მე მინდა
3. რავიცი აბა, ბოლომდე მემგონი არაფერში არცათხოლმე გარკვეულები smile.gif
4. ხოო აი ეს უკვე ისეთი კითხვაა რომ .... :lol: თუ ძაან მომეწონა და მომინდა ნივთი, რასაც ქვია "ურიის ვალს ავიღებ". ანუ ნებისმიერ ფასიანის მყიდველი ვარ, მარა ძაან ადვილად ვიცი გულის აცრუვება, ამიტომაც რომ ვუფიქრდები უფრო იმ დასკვნამდე მივდივარ, რომ 200-300$-იანი შევიძინო.

ალბათ აქედან გამომდინარე მივდივარ იმ დასკვნამდე, რომ რამე გამოს 1200-იანი დგუშიანი ვიყიდო. იმიტო რომ 600-700$ გადახდა რავიცი რაღაცა მაყოვნებსსავით სიმართლე რომ ვთქვა



http://www.pyramydair.com/p/benjamin-disco...ductDescription
ამა თუ იცით თავისი ნასოსი მოყვება???
GIGA
ისე ყველა ნაგავს მე უნდა გადავეყარო biggrin.gif მაგრამ jah იქნებ ამ იარაღზეც გააკეთო მცირე მიმოხილვა


http://www.pyramydair.com/p/crosman-nightstalker.shtml

როგორც ვატყობ CO2 ზე უნდა იყოს მაგრამ რაღაც დიდი ბალონი ედება (მე როგორც გავარკვიე) ეგ ბალონი აქ იშოვება და თუ იშოვება დაახლოებით რაღირს ხო კიდევ ერთი ესეც ისეთი ხო არ არის ლულაში ცუდი ,,ნარეზი" რო აქვს???


ისე ასე ფორუმი ძალიან ირევა და უკეთესი ხო არ იქნება რამე ცალკე გაგვეხსნა სადაც ასეთ შემთხვევაში იარაღზე მცირე ინფორმაციას დავყრი :rolleyes: ^_^
Jah
ციტატა(bazuka @ 20th February 2009 - 04:11 PM) *
http://www.pyramydair.com/p/benjamin-disco...ductDescription
ამა თუ იცით თავისი ნასოსი მოყვება???

http://www.airgun.ge/forums/index.php?showtopic=27 ყურადღებით ვკითხულობთ 1 პოსტს smile.gif
Jah
ციტატა(bidza @ 20th February 2009 - 04:41 PM) *
როგორც ვატყობ CO2 ზე უნდა იყოს მაგრამ რაღაც დიდი ბალონი ედება (მე როგორც გავარკვიე) ეგ ბალონი აქ იშოვება და თუ იშოვება დაახლოებით რაღირს ხო კიდევ ერთი ესეც ისეთი ხო არ არის ლულაში ცუდი ,,ნარეზი" რო აქვს???

ამ იარაღზე ბევრი არაფერი ვიცი... ერთი ვიცი რომ მექანიკა კარგია, ლულის ხარისხი, როგორც ყველა კროსმანის - "ლატარიაა", შეიძლება ძალიან კარგი ამოგივიდეს შეიძლება უბანძესი. სხვა რა გითხრა... CO2... მხოლოდ გასართობად...
ეს ჩემი სუბიექტური აზრია smile.gif
გავხსნი ამაზე თემას CO2-ში, ჯერ როლიკს დავაგდებ, მერე კი რამე ინფოს მოვძებნი და გადავთარგმნებ.
ხო კინაღამ დამავიწყდა - თვითდამტენიანია smile.gif თითქმის მუსსონი...
GIGA
ციტატა(Jah @ Feb 20 2009, 07:25 PM) *
ხო კინაღამ დამავიწყდა - თვითდამტენიანია smile.gif თითქმის მუსსონი...

სწორედ ამიტომ დავინტერესდი ამ იარაღით იაფია და თვითდამტენი biggrin.gif
მე პრინციპში ისეთი იარაღი მინდა მწყერზე რო ვინადირო თან ჯერ ამაზე ბევრს ვერ გადავიხდი მემგონი არც ისე ბევრს არ ვითხოვ იარაღიდან 10 15 მეტრში დაჭრას ფრინველი :rolleyes: :rolleyes:
რაც შეეხება ლატარიას რას იზავ როცა ასეთი ფასი აქვს იარაღზს ესეიგი ნაკლიც აქვს :mellow:
ხო კიდევ იქნება ბალონის შესახებაც მითხრა რამე მე ვნახე ამის ბალონები და თითო 9$ მდე ღირს პირამიდარზე და ნეტა რამდენს ისვრის -_- -_- -_-
GIGA
ისე ეს რა არის http://www.pyramydair.com/cgi-bin/accessor...cessory_id=2092 მემგონი მაგის ბალონია ოღონდ იტენება -_- -_- -_- -_-
bazuka
http://www.pyramydair.com/p/benjamin-disco...fle-combo.shtml
გზა გავაძრე წესით 100-120 დოლარი უნდა დამიჯდეს, ჰა რას იტყვით ??
ეხლა თუ ფული მოვიზედმეტე მაშინ ამას ვიყიდი უეჭველი, უბრალოდ ერთი რამ კიდე მაინტერესებს რა ზომა ჯობია 4.5 თუ 5.5 ???
geojorjika
ციტატა
მე პრინციპში ისეთი იარაღი მინდა მწყერზე რო ვინადირო

მწყერზე სანადიროდ არსებობს გლუვლულიანები და მაგ ფასად რაც მაგაში უნდა გადაიხადო იჟ-18-ს იყიდი , და დამიჯერე გაცილებით უკეთესი შედეგით დამტავრდება შენი ნადირობა smile.gif wink.gif , პნევმატიკით და ნებისმიერ შაშხანით წამოუდგენლად ძნელია ჰაერში მოძრავ სამიზნეზე სროლა, ასე რომ ეგ დაივიწყე ფანტასტიკის სფეროა

ციტატა
http://www.pyramydair.com/p/benjamin-disco...fle-combo.shtml
გზა გავაძრე წესით 100-120 დოლარი უნდა დამიჯდეს, ჰა რას იტყვით ??
ეხლა თუ ფული მოვიზედმეტე მაშინ ამას ვიყიდი უეჭველი, უბრალოდ ერთი რამ კიდე მაინტერესებს რა ზომა ჯობია 4.5 თუ 5.5 ???

ეს PCP-ი კომპლექტში ღირს 420$+ 200$ ჩამოტანა ანუ=620$ და 120$-ი რანაირად დაგიჯდება? smile.gif :huh: :o
bazuka
geojorjika

+200$ რატოო?? მე ვიძახი, რომ ჩამოტანა 100-120$ მეთქი
ანუ თუ ეგ კომპლექტი ღირს 420მაშინ 420+120=540 . მარა ვნახოთ თუ არადა გამოს ავიღებ რამ 200$-იანს და აქამდე 300 დაჯდება. მოკლედ ვნახოთ. რარაცას რომ დავითრევ ეგ უეჭველია.

ტყვიების შეკვრა დამიდგინეთ რა წონაა და ეგებ იაფად გამოვაგზავნინო ეგეც, თუ გინდათ რაღათქმაუნდა

რომელი კალიბრი ჯობია ხალხნოოოო ???
Jah
ციტატა(bazuka @ 20th February 2009 - 11:05 PM) *
უბრალოდ ერთი რამ კიდე მაინტერესებს რა ზომა ჯობია 4.5 თუ 5.5 ???

ციტატა(bazuka @ 21st February 2009 - 12:12 AM) *
რომელი კალიბრი ჯობია ხალხნოოოო ???

რა თქმა უნდა 5.5... ბალისტიკა, გამანადგურებელი ძალაა... ჩვენი ფორუმი კი ახალია მაგრამ ინფორმაცია რაღაც რაღაცეებზე არის...
ასე რომ გირჩევ წაიკითხო ეს თემა და თვითონ გადაწყვიტავ ყალიბზე http://www.airgun.ge/forums/index.php?showtopic=41
geojorjika
ციტატა
+200$ რატოო?? მე ვიძახი, რომ ჩამოტანა 100-120$ მეთქი

რატომ და შედი აქ დაამატე ჩენს კალათაში ეგ ლოტი , მერე მიეცი Check Out შეავსე ყველაფერი მანდ, და მიიღებ თბილისამდე ტრანსპორტირების თანხას აი ამდენს

bazuka
არა არა, მე სხვა გზა მოვნაზე, ამერიკაში შიპინგი არის უფასო, ხოდა იქ მიუვა და მერე იქიდან გამომიგზავნიან სახში, რაც დამიჯდება 100-120 $ გზა

Jah
ჰო მეც ესე ვიფიქრე, რომ 5.5 ჯობია, დარტყმის ძალა დიდ წონას უფრო მეტი ექნება რაღათქმაუნდა.
გადავხედავ ერთი მაგ თემას
bazuka
ამ კვირის ბოლოს ალბათ უკვე შევუკვეთავ ბენჯამინს 5.5-იან.
ხოდა ესეიგი რა მჭირდება??
საპატრულოში 40 ლარიანი ნებართვა და ვსიო ხო ???
Jah
ციტატა(bazuka @ 24th February 2009 - 06:12 PM) *
საპატრულოში 40 ლარიანი ნებართვა და ვსიო ხო ???

როგორც მე ვიცი კი.
თუ იმის მერე არაფერი შეიცვალა...
ჯობია მიხვიდე საპატრულოში და უთხრა პირდაპირი ტექსტით.
ვაპირებ პნევმატური შაშხანას შეკვეთას საზღვარგარეთიდან, 5.5 ყალიბის. ხო და მჭირდება შემოტანის ნებართვა...
ყველაფერში დაგაკვალიანებენ...
ჩვენთან ხო იცი იცვლება ყველაფერი...
ja_ja
Jah
და რა მაინტერესებს ამ შემოტანის ნებართვის აღება სად ხდება, საუბარია პატრულის განყოფილებაზე რომლებიც ლამის ყველა უბანშია, თუ საუბარია სანებართვოზე, რომელიც საბურთალოზეა, მოდულის შენობასთან თუ შენობაში.
Jah
ციტატა(ja_ja @ 25th February 2009 - 09:22 AM) *
თუ საუბარია სანებართვოზე, რომელიც საბურთალოზეა, მოდულის შენობასთან თუ შენობაში.

კი მხოლოდ აქ, სანებართვოში.
mab
იცით რა მაინტერესებს, აი რომ გამოიყოლო კაცმა თვითმფრინავით 4,5 კალიბრის პნევმატიკა და ჩვეულებრივად ჩააბარო ბაგაჟში, პრობლემა ხომ არ იქნება საზღვარზე ან თვითმფრინავში ატანისას, გაქვთ ვინმეს ამის გამოცდილება?
Jah
არამგონია პრობლემა იყოს... თუმცა ქვეყანას გააჩნია.
ასე რომ, იქ, კიდვისას, უნდა იკითხო, შეიძლება თუ არა, იმ ქვეყნის კანონით, საჰაერო გზით, პნევმატური იარაღის გადატანა.

PS
ასეთი კითხვები სასურველია დაუსვათ აქ - რჩევები, კითხვა-პასუხი...
mab
5.5 კალიბრი ამოღებულია ბრუნვიდან და გაითვალისწინეთ ეს გარემოება, სანამ იყიდით.
წინასწარ დარეკე საპატრულოში და იკითხე, თუ მოგცემენ ნებართვას ოღონდ კარგად აუხსენი, რომ 5.5 კალიბრზეა ლაპარაკი, რომელიც კანონით არ შეიძლება გამოყენებული იქნეს სამოქალაქო იარაღად. ისე გინდა კალაშნიკოვი გინდა ეგ 5.5 კალიბრის პნევმატიკა, ერთლაირად ამოღებულია ბრუნვიდან. აი თვითონ ნახეთ მუხლი იარაღის შესახებ კანონიდან:

მუხლი 12. სამოქალაქო, სამსახურებრივ-საშტატო და ცივი იარაღის ბრუნვის შეზღუდვა
1. აკრძალულია სამოქალაქო და სამსახურებრივ საშტატო იარაღად გამოყენებულ იქნეს:
ა) ცეცხლსასროლი იარაღი, რომლის კონსტრუქცია იძლევა დაკეცვის, დაშლის ან აწყობის საშუალებას ისე, რომ იარაღი არ კარგავს სროლის შესაძლებლობას;
ბ) ცეცხლსასროლი იარაღი, რომელსაც აქვს სხვა საგნის იმიტირებული ფორმა;
გ) კასტეტი და სხვა მსგავსი დასარტყამდამაქუცმაცებელი (დამამსხვრეველი) საგნები;
დ) საბრძოლო მასალა, რომელსაც აქვს ჯავშანგამტანი, ცეცხლგამჩენი, აფეთქებითი ან ტრასირებული მოქმედების ძალა;
ე) იარაღი და სხვა მოწყობილობანი, რომელთა მოქმედების ძალა ემყარება ელექტროენერგიას, რადიოაქტიურ გამოსხივებას ან ბიოლოგიურ ფაქტორებს;
ვ) გაზის იარაღი, რომელიც აღჭურვილია ნერვულ-პარალიტიკური (დამბლადამცემი), მომწამვლელი ან სხვა ძლიერმოქმედი ნივთიერებებით;
ზ) პნევმატური იარაღი, რომლის კალიბრი 4,5 მილიმეტრზე მეტია;
თ) მოწყობილობა, რომელიც გამოიყენება სროლის დასახშობად ან სიბნელეში დამიზნებისათვის;
ი) გრძელლულიანი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი.
2. აკრძალულია ფიზიკურ პირთა მიერ ცივი და ცივი სასროლი იარაღის დამზადება და ტარება. ასეთი სახის იარაღის შეძენა, შენახვა, გადატანა=გადაზიდვა და გადაგზავნა დაიშვება საქართველოს უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს სათანადო ნებართვის საფუძველზე.
geojorjika
გაიხარე ინფორმაციისთვის მაგრამ ვიცით უკვე ეგ sad.gif
chrdili
გამარჯობათ!
ამ პისტოლეტის ჩამოტანა მინდა და რა დაჯდება დაახლოებით?
http://www.pyramydair.com/p/walther-cp99-c...ct-bb-gun.shtml
geojorjika
chrdili



114.75$
chrdili
ეს ტრანსპორტირების თანხაა თუ პისტოლეტს+ტრანსპორტირება?
Jah
ციტატა(chrdili @ 14th March 2009 - 06:26 PM) *
ეს ტრანსპორტირების თანხაა თუ პისტოლეტს+ტრანსპორტირება?

არა მხოლოდ ტრანსპორტირების...
chrdili
მადლობა
კაი ძვირი ყოფილა ჩამოტანა, მეგონა ნაკლები დაჯდებოდა
ja_ja
ახლა ვაპირებდი ყიდვას, მეთქი როდემდე ვიცადო და.....

დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

რაცხა არანორმალური ფასი ჯდება ტრანსპორტირება. რა პონტია smile.gif რას გავს ეს! ვაპროტესტებ. აიტტტტ

აი რაიმე იაფიანი მეთოდი არავინ იცით? ლლოიდის მაღაზიიდან 22 ევრო მიჯდება გამოგზავნა, მაგრამ იქ 115 ევრო ღირს ეს პისტალეტი.

მოკლედ რა.....
Jah
ja_ja

1377 ? wink.gif
bazuka
ja_ja
ციტატა(ja_ja @ 15th March 2009 - 12:33 PM) *
აი რაიმე იაფიანი მეთოდი არავინ იცით?

ბარამი? არ შვრებიან ???

მოკლედ ერთი რამე შემიძლია მხოლოდ იმასაც 100-იანი ვერ დაგპირდები, ჩემი შეკვეთა ამ კვირაში უნდა გადააგზავნონ ნიუიორკში, და 2 კვირაში იქიდან გამოუშვან აქეთ, სულ სადღავ 4-5 კვირა დასჭირდება ალბათ, რადგანაც ჩემი ძმა ჩიკაგოშია და ზაპასში აქვს მხოლოდ 3-4 დღე, აქედან გამომდინარე ეს თოფი მაღაზიაში სავარაუდოდ 15-20 დოლარით ძვირი ღირს, ჩიკაგოდან ნიუიორკში გადაგზავნაც ალბად მაქსიმუმ ამ წონაზე 10$ იქნება, ხოლო იქიდან თბილისამდეც 20-25 დოლარი დაემატება. სადღაც 100 დოლარის ფარგლებში კი გამოვა, მარა ჩემ ძმას თუ ექნება იმის დრო, რომ ამ 3-4 დღეში მონახოს მაღაზიაში და იყიდოს, და კიდევ შენც თუ გაწყობს ეგეც საკითხავია wink.gif
Jah
ერთი გამანათლედ, ეს ბარამი რა არის და რასთან იჭმევა? smile.gif თორემ სულ მესმის და აზრზეც არ ვარ? ვიცი რომ გადამზიდი კომპანია, მაგრამ სად ვნახო ინფო?
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.