დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: შეკვეთები
Georgian Airgunners Portal > ყიდვა-გაყიდვა > ჩვენი ინტერნეტ მაღაზია - airgun.ge
გვერდი: 1, 2, 3
bazuka
Jah
ბარამი არის გადმომზიდავი კომპანია, რომელსაც ოფისი აქვს ნიუიორკში, უკვეთავ ნივთს, ბარამის ნიუიორკის მისამართით, ჩასდით იმათ და მერე ჩამოაქვთ აქ, 1 წლის წინ აქ იყვნენ, მისამართზე, მმმმმ, აუ რა მისამართია არბიცი აი კლარაცეტკინის ქუჩა ხომ არის წერეთლის გაგრძელება, ხოდა მანდ აგრე თამბაქოს ქარხანა და ლიმონათის ქარხავა იყო, ეხლა რკინიგზის სამმართველო თუ რაღაცაა, მოკლედ ბაქოს ქუჩიდან რომ ამოუხვევ, მარჯვნივ 100 მეტრაში იყო რაა.
geojorjika
ბარამს ჩვენ რომ ნივთები "მოგვწონს" იმის ჩამოტანაზე გართულება აქვს და არა მარტო ბარამს ყველა გადამზიდავ კომპანიას smile.gif
Jah
ციტატა(bazuka @ 15th March 2009 - 06:34 PM) *
ბარამი არის გადმომზიდავი კომპანია, რომელსაც ოფისი აქვს ნიუიორკში, უკვეთავ ნივთს, ბარამის ნიუიორკის მისამართით, ჩასდით იმათ და მერე ჩამოაქვთ აქ

ურაააა მეშველა ესეიგი!!! უკვე დიდიხანია ერთი ნივთის ყიდვა მინდა მაგრამ მწარმოებელი არ აგზავნის არსად გარდა შიგნით შტატებში... sad.gif
აი ამათ უნდა შევაკვეთინო!!!
http://www.microlevel.biz/
მექანიკური თარაზოებისგან განსხვავებით, ეს მაგრდება პირდაპირ ოკულარზე და გაძლევს საშუალებას არეგულირო სწორი დონე, უშუალოდ სროლისას.
ja_ja
Jah
ჯაჰ გადამრევ smile.gif ამდენიხანია ბარამს და ონექს რომ ვახსენებ ხოლმე აბა რას ვამბობ smile.gif

ჩემი ქრონოგრაფი და წასაქცევი ციყვი ბარამს ჩამოვატანინე. პროსტა წონიან ნივთებში მოშნად აგებ.

რაც შეეხება იარაღის ჩამოტანას, დაივიწყეთ. ორივე კომპანიას ლამის ვეხვერწე და პასუხი შემდეგი იყო, სათამაშო პისტოლეტიც რომ იყოს არ ჩამოვიტანთო, ძალიან ბევრი პრობლემები იქნებაო. ონექსმა დაშინებულმა ცივი უარი მითხრა, ხოლო ბარამში 2 დღე არკვევდნენ საბაჟოზე და ბოლოს ძალიან გვინდა დახმარება მაგრამ არ გამოვაო და ეს მარტო ჩვენს მხარეზე არ არის ასე. თვითმფრინავში ჩვენ არ აგვატანინებენ იარაღსო, მილიონჯერ დაშმონავენ გაასკანირებენ საქონელსო და თქვენი სათამაშოს გამო შეიძLება მთელი კონტეინერის გამოგზავნა დაგვიანდეს სანამ იქ რამეს გაარკვევენო, მერე კი ჩვენებიოოოოოოო.

მოკლედ ფოსტის იაღაღის გადატანა აკრძალულია და ვერ წამოვიღებთო, ამასობაში დეტალების ჩამოტანა შეუძლიათ, მაგალითად ლულა, კონდახი და ასე შემდეგ.

მე არ მისინჯია მაგრამ ერთი მიმტკიცებდა (ცეცხლსასროლი იარაღის გიჟია) რომ ბარამის მეშვეობით ჩამოიტანა ვაზნები პისტალეტისთვის, ჩვენთან ეძახიან ლუგერის ტყვიებს, მე რამდენადაც იარაღის განათლება მაქვს საუბარია 9 მილიმეტრიან პარაბელუმზე 9x19.


მოკლედ ვინც არ იცის მარტივი ენით ვხსნი, თუ საჭირო იქნება დეტალურად ავღწერ მოგვიანებით, მე არაერთი დეტალი ჩამომიტანია და საკმაოდ იაფად, მაგალითად ჩემი i7 კომპის დეტალები მაგ მეთოდით ჩამოვიდა და იგივე დეტალები თბილისში სუპერ იაფ ფასადაც რომ დამეთრია მინიმუმ 500-600$ წავაგებდი (მიუხედავად ტრანსპორტირების ხარჯებისა მაინც იაფი გამოდის, ისმის კითხვა რატომ ღირს ჩვენთან ყველაფერი ასეთი ქაჯური ფასები).

ბარამის და ონიქსის შემთხვევაში მოქმედება შემდეგია. ნახულობთ მაღაზიას რომელიც ყიდის საქონელს ამერიკის ტერიტორიაზე მიტანით, ზოგი უფასოდ, ზოგი საქონლის საფასურს პლიუს 1-დან 12-15 დოლარამდე ზედმეტს გახდევინებენ მიტანისთვის (არ ვგულისხმობ დაზღვევით და ჩქარ მიტანებს, ამ შემთხვევაში ფასი შეიძლება 100 დოლარს აცდეთ)

1) რეგისტრირდებით ასეთ ელექტრონულ მაღაზიაში საკუთარი სახელი გვარით ოღონდ საცხოვრებელ მისამართს უთითებთ ბარამისას ან ონიქსისას (ან შიპინგის მისამართად უთიტებთ, მე პირადად სახოვრებელიც და მისატანიც ამ ფირმების მაქვს გაწერილი)

2) ირჩევთ სასურველ საქონელს რაც ნებადართულია და იხდით საფასურს საკუთარი პლასტიკური ბარათით (რა თქმა უნდა უთითებთ თქვენი ბარათის პარამეტრებს, გაითვალისწინეთ ზოგიერთი ონლაინ მაღაზია არ იღებს visa electron და cirus maestro-ს, ამ შემთხვევაში საჭიროა მინიმუმ Visa Clasic-ი, ცოტა ძვირი ჯდება აღება, მაგრამ გარანტირებულად მუშაობს, მე მხოლოდ ერთ მაღაზიაში მქონდა პრობლემა სადაც ქართული პლასტიკური ბარათი არ მიიღეს და მხოლოდ ამერიკულ ბარათებზე ვაჭრობდნენ), ორივე ფირმას, ანუ ბარამსაც და ონექსსაც აქვს დამატებითი მომსახურება, დამატებით საფასურად მათ უხდით თანხას და ისინი იყიდიან თქვენს მაგივრად საქონელს, თუ თქვენ არ გაქვთ ბარათი ან რაიმე სხვა პრობლემა გაქვთ

3) მაღაზია გიგზავნით საქონელს შესაბამისი პირობებით, ანუ ან უფასოდ, ან დამატებით რაღაც მიზერულ თანხას გახდევინებთ.

4) თანხის ჩამოჭრისა და გამოგზავნისას მოგდით ელ-ფოსტაზე წერილი, რომ გამოგზავნილია საქონელი UPS-ით TNT-თი, FedEx-ით და ასე შემდეგ, ნებისმიერ შემთხვევაში გაძლევთ ტრეკინგის ნომერს.
ამ ნომრით შეგიძლიათ შესაბამისი საკურიერო მიწოდების საიტზე თვალყური ადევნოთ თქვენი საქონლის მიტანა გადაადგილების გრაფიკს. როდესაც დაიწერება delivered და ველში Signed იქნება ვინმეს ხელმოწერა, ესეიგი ონექსს ან ბარამს ტავარი ჩაბარდათ და ჩაბარებისას ხელიც მოაწერა წარმომადგენელმა

5) ამის მერე ბარამის ან ონიქსის საიტზე ნახულობთ სიებს რა საქონელი ჩავიდა მათთან, სიებში მითითებული ტრეკინგის ნომერი. ეძებთ თქვენს პაკეტს შესაბამის სიაში ტრეკინგის მიხედვით, გასწვრივ ეწერება რა წონაა და რამდენს იღხოვს ეს კომპანია ამ საქონლის თბილისამდე ტრანსპორტირებისთვის (კილო ჯდება 9.5$ ბარამში და 10$ ონიქსში, რათქმაუნდა ლარებში smile.gif )

6) მიდიხართ ბანკში და კომპანიის ანგარიშზე რიცხავთ შესაბამის თანხას.

7) ჩამომტანის საიტზე მეორე მე-3 დღეს იცვლება სტატუსი, ანუ ვთქვათ ეწერა -25 ლარი, თუ გადაიხადე ეს 25 ლარი, მაშინ დაიწერება რომ შენი ვალია 0.00. ეს ნიშნავს რომ შემდგომი გამოგზავნისას შენი ტავარი თვითმფრინავში ჩაიტვირთება და წამოვა თვბილისში (რეისი პირდაპირი არ არის, მოდის რამდენიმე ქვეყნის გავლით, ამიტომაც რამდენიმე დღე დაფრინავს ტავარი, კაი ვარიანტში ფრენა თბილისში მთავრდება 4-5 დღეში)

8) ჩამომტანის საიტზე იცვლება სტატუსი და იწერება TBILISI ესეიგი ჩამოვიდა თქვენი ტავარი და ოფისშია, მიდიხართ, აჩვენებთ გადახდის ქვითარს, გახუტებენ ნივთს და გახარებული მოდიხარ.

ძირითადად რამდენადაც დავაკვირდი ორივე კომპანიას აქვს კვირაში ერთი დღე ამორჩეული გამოსაგზავნად. ბარამი ამერიკიდან პარასკევს აგზავნის და აქ არის ხოლმე ოთხშაბათს ასაღებად გამზადებული. ონიქსი მგონი ოთხშაბათს აგზავნის და ორშაბათს არის ხოლმე ტავარი ოფისში.

ასევე გაითვალისიწნეთ თუ მაგალითად ბარამში გაუშვით საქონელი და თქვენი ტავარი ჩავიდა იმათთან ხუთშაბათს ან პარასკევს. თანხა იმავეწამს რომ გადაიხადო, სავარაუდოდ შენი საქონელი ერთი კვირა იქ დარჩება, იმიტომ რომ ოთხშაბათს საღამოს იწყებენ ტავარის გამზადებას აეროპორტში გასატანად და ხუთშაბათს საღამოს ნიუ იორკში მიაქვთ ბორტზე ასატანად, შესაბამისად თუ ვერ მოესწრო გადახდა და ამ დროში ვერ ჩაეტიეთ, შემდეგ გამოგზავნამდე თქვენი ტავარი კონტეინერში არ მოხვდება.

საიტების მისამართებია:

www.barami.us

www.onex.ge

დანარჩენი პირობები წერია ამ საიტებზე, დეტალების დაზოსტება თუ დაგჭირდებათ მომწერეთ.

ჩემი პირადი გამოცდილებით ჩამოვატანინე ბარამს, რამდენიმე საქონელი, ორი აქ ვახსენე, ასევე ლულის საწმენდები, პნევმო ტყვიები, მობილური (600$-იანი რაც აქ 1850 ლარი ღირდა), კომპის ნაწილები (970$-ზე მეტის, უკვე ვთქვი რომ იგივე ნაწილები აქ 1550$ მიჯდებოდა), ფეხსაცმელები, ნაუშნიკები ტელეფონებისთვის, სხვადასხვა სახის კაბელები, პრობლემა არცერთხელ არ მქონია და იმედი მაქვს შემდგომშიც უპრობლემოდ გაგრძელდება ეგ საქმე. ნუ ახლა რეკლამად ნუ ჩამითვლით smile.gif

ჰო იდეაში ბარამი და ონიქსი ერთმანეთს ეკონკურენტებიან, ასე რომ რაღაცნაირად შეიძლება ამის გამოყენებაც. ანუ ბარამს უკვე დიდიხნის გამოცდილება აქვს და ბევრი მომხმარებელი ყავს, მიუხედავად იმისა რომ ხანდახავ ჩამოტანას 2-3 დღით აგვიანებენ ხოლმე. ონექსი ცდილობს სერვისით მოუკოს და სისწრაფით, რადგან ახალი ფირმაა, ასე რომ დამატებით 5 ლარად შეიძლება საქონელი სასურველ დროს სახლში მოგიტანონ, ცდილობენ უფრო ჩქარა გამოუშვან ტავარი, აქვთ დაჟე სკაიპ ტექ მხარდაჭერა და რაღაც ასეთი მელკი რაღაცეები smile.gif მოკლედ ვისაც რა მოეწონება იმ მეთოდს ამოირჩევს.
Jah
ციტატა(ja_ja @ 15th March 2009 - 09:48 PM) *
რომ ბარამის მეშვეობით ჩამოიტანა ვაზნები პისტალეტისთვის, ჩვენთან ეძახიან ლუგერის ტყვიებს

smile.gif აი ეს კი ნაღდად ვიცი რომ აკრძალულია.

დიდი მადლობა ja_ja არ მეგონა უკვვე რომ micro-levels დავითრევ... მაგრად გამიხარდა!!!! ურაააა
ja_ja
Jah
ციტატა(Jah @ 15th March 2009 - 10:01 PM) *
არ მეგონა უკვვე რომ micro-levels დავითრევ...

ეგ რა არის???

და ჯაჰ მართალია სულ სხვა რაცხას ვიკითხავ ახლა, მაგრამ რა მაინტერესებს, ოპტიკის სამაგრები რაიმე იცი მარტივი მოსახსნელი რომ იყოს, ანუ რაღაც ერთხელ ვნახე ყურივით ჰქონდა, გადაატრიალებდი და იხსნებოდა. რამდენად ღირს ეგეთი რგოლები?? იქნებ ნაგავია და ისევ ვინტიანი ჯობია.
geojorjika
ja_ja
ციტატა
და ჯაჰ მართალია სულ სხვა რაცხას ვიკითხავ ახლა, მაგრამ რა მაინტერესებს, ოპტიკის სამაგრები რაიმე იცი მარტივი მოსახსნელი რომ იყოს, ანუ რაღაც ერთხელ ვნახე ყურივით ჰქონდა, გადაატრიალებდი და იხსნებოდა. რამდენად ღირს ეგეთი რგოლები?? იქნებ ნაგავია და ისევ ვინტიანი ჯობია.


კარგი ფირმის უნდა იყიდო Jah-ს აქვს ეგენი , მეც მინახავს და ძალიან კარგი რამეა, ვივერის პლანკაზე მაგრდება ეგენი, (ანუ იმის თქმა მინდა რომ აირგანს ესეთი პლანკა უნდა ქონდეს smile.gif )
Jah
ციტატა(ja_ja @ 15th March 2009 - 11:04 PM) *
ეგ რა არის???

http://www.microlevel.biz/

ციტატა(ja_ja @ 15th March 2009 - 11:04 PM) *
და ჯაჰ მართალია სულ სხვა რაცხას ვიკითხავ ახლა, მაგრამ რა მაინტერესებს, ოპტიკის სამაგრები რაიმე იცი მარტივი მოსახსნელი რომ იყოს, ანუ რაღაც ერთხელ ვნახე ყურივით ჰქონდა, გადაატრიალებდი და იხსნებოდა. რამდენად ღირს ეგეთი რგოლები?? იქნებ ნაგავია და ისევ ვინტიანი ჯობია.

არსებობს ბევრი ფირმა და მოდელი რომელიც უშვებს სწრაფად მოსახსნელ რგოლებს... საუკეთესოა - Leupold QRW, რაც ჩემს შტეირზე დგას, 70$ ღირს ჩამოტანის გარეშე.
მაგრამ მსოფლიოში სწრაფადმოსახსნელი რგოლები მხოლოდ Weaver-ის პლანკისთვის არსებობს. თუ შენს იარაღზე ჩვეულებრივი "მერცხლის კუდია" მაშIნ კიდე გადასასვლელი პლანკა უნდა იყიდო Dovetail - Weaver.
rati
აი სამიზნეს გასასწორებელი გავაძრე:

Gamo Air Rifle Rest, Fully Adjustable




http://www.amazon.com/Gamo-Rifle-Rest-Full...93&sr=1-100

60$
ja_ja
geojorjika
Jah
ციტატა(Jah @ 15th March 2009 - 11:18 PM) *
მაგრამ მსოფლიოში სწრაფადმოსახსნელი რგოლები მხოლოდ Weaver-ის პლანკისთვის არსებობს

ოკ გასაგებია, დიდი მადლობა ინფოსთვის. ანუ გამოდის სტეერზე რომ ვფიქრობ გაამართლებს და სხვა მოდელებისთვის სტანდარტული იქნება დასათრევი.

rati და ყველა სხვა
საერთოდ Pyramyd Air-ის საქონელი ჯობია ამაზონზე იყიდოთ და ჩემს მიერ ზემოთ აღწერილი მეთოდით ჩამოიტანოთ (იარაღის გარდა), ანუ ბარამით ან ონექსით, იმიტომ რომ პირდაპირ Pyramyd Air-ის გამოგზავნით სარგებლობისას რაღაც კოშმარულ ფასს ითხოვენ ტრანსპორტირებაში, რაც საქონლის ჩამოტანას უაზრობად ხდის, მაგალითად მე რომ ჩამოვიტანე ქრონოგრაფი, ძვირი დამისვა ბარამმა, ანუ შედარებით ძვირი დამისვა (წინაში ბევრი მიანგარიშეს, შეფუთვის გამო), მაგრამ იგივე რომ ჩამომეტანა Pyramyd Air-ის დასტავკით biggrin.gif ..... 30$-ის მაგივრად ტრანსპორტირებაში გადასახდელი მექნებოდა 114.75$ განსხვავება იცოცხლეა smile.gif

განსაკუთრებით, მაგალითად გამოს წასაქცევი სამიზნის შემთხვევაში, სამიზნე ჯდება 19$ და ჩამოტანა 114$ biggrin.gif
ja_ja
ახლა კი სუპერ მაგარი სიახლე მაქვს.

აბა ვინ რას კისრულობთ, კაი ჯანიანი მაგარი საკაიფო ინფორმაციისთვის smile.gif

მოკლედ გასწავლით გზას როგორ ჩამოიტანოთ პნევმატიური იარაღი (4.5 კალიბრზეა საუბარი) ისე რომ არ დახარჯოთ ბევრი ფული და დრო. არანაირი ვორლდ ექსპრესები, UPS-ები და სხვა ამდაგვარი ქაჯობები.

ესეიგი მივდივართ ნებისმიერ საიტზე რომელიც ვაჭრობს ამერიკის კონტინენტზე და ვირჩევთ სასურველ იარაღს, ვუკვეთავთ საქონელს და ვიხდით ჩვენი პლასტიკური ბარათით. მისარებ მისამარტად კი ვუთითებთ ბარამის მისამართს.

ბარამმა პირობები შეცვალა და პნევმატიკას უპრობლემოდ ჩამოვიტანთოოოოოოოოოოოოოოოო biggrin.gif (დრეს ვიყავი მილიონჯერ ვკითხე და კიო ბაზარი არააო, ადრე ვერაო და ახლა შეგვიძლიაო, მემგონი კონკურენციის პონტი მუშაობს )

ერთი კილოს ჩამოტანა ამერიკიდან თბილისამდე ჯდება 9.5$, ასე რომ ვქეიფობთ biggrin.gif

ასე რომ იმედია თბილისურ ბარიგებს ცოტახნით მაინც დაერხევათ smile.gif ჩვენ კი უნივერსალური შანსი გვეძლევა სანამ ეს მეთოდი მუშაობს ჩამოვიტანოთ სასურველი იარაღი.

მე ახლა უკვე ვეძებ საყვარელ CP99 Compact-ს მაქსიმალურად იაფ ფასებში smile.gif მისურვეთ წარმატებები. თუ ეს ჩამოვიდააააა... ნუ მერე აღვირს ავიხსნი biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

მგონი ამაზე კაი ინფო ჯერ არ გაგვიგია ქართულ ინტერეტ სივრცეში
parna
17.gif მაგარია საღოოლ გაცილებით იაფი დაჯდებაა კარგიან ნამდვილად
Jah
ციტატა(ja_ja @ 18th March 2009 - 02:12 PM) *
ერთი კილოს ჩამოტანა ამერიკიდან თბილისამდე ჯდება 9.5$, ასე რომ ვქეიფობთ

ურაააააა!!!!!
აბა წავიდა ტყვიები და პრიბამბასები!!! smile.gif
ყოჩაღ ja_ja
მაგარი ამბავია!!!
bazuka
ვქეიფობთ ვაშააა :bis: სად ვქეიფობთ? ხინკალი მიყვარს და ლუდი და არაყიც, და ღვინოც (ოღონდ სხვა სიტუაციაში, ხინკალთან არა smile.gif )

ჰა აბა სად ვქეიფობთ???? 32.gif
ochopintre
დძალიან კარგი ინფორმაციააა. გილოცავთ ყველას . ეხლა დავიწყოთ იმაზე ფიქრი ვის რა გვინდა ჩამოვიტანოთ
P.S იქნებ ვინმემ იცოდეთ ამერიკული საიტი სადაც ჰათსანის PCP იყიდება, რატომღაც მე ვერ ვნახე
geojorjika
ja_ja
შენ გაიხარე შენს ცოლ-შვილში smile.gif , დიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიდი მადლობა smile.gif

ochopintre

http://www.pyramydair.com/p/hammerli-pneum...air-rifle.shtml

აგერაა ოღონ იქ Hummerli ქვია იგივე ჰატსანია smile.gif
geojorjika
ja_ja
აგერ ნახე მემგონი უფრო იაფად დაითრევ CP99 Compact-ს http://www.compasseco.com/air-pistols-c-2.html smile.gif
ochopintre
ციტატა(geojorjika @ 18th March 2009 - 07:47 PM) *
ochopintre

http://www.pyramydair.com/p/hammerli-pneum...air-rifle.shtml

აგერაა ოღონ იქ Hummerli ქვია იგივე ჰატსანია

ჰატსანი მისი დაბალი ფასიან გამომინარე მინდა თორე მაგ თოფის გარეგნული სილამაზით კი არ ვარ მოხიბლული
geojorjika
ochopintre

დაბალი ფასი თურქეთშია მხოლოდ, თუ არადა დსიკავერიზე იჩალიჩე smile.gif
ochopintre
ჰათსანი მრავალდამტენიანი რო იყო მაგის გამო მერჩივნა თორე დისკავერი მართლა კარგი ვარიანტია
ja_ja
geojorjika
ციტატა(geojorjika @ 18th March 2009 - 11:45 PM) *
აგერ ნახე მემგონი უფრო იაფად დაითრევ

ჰო მარა მაგან დასტავკაში 8 დოლარი მომთხოვა თითო ნივთში, მე კიდევ ერთად მინდა პისტალეტის, ზაპასკა აბიმების, ცო2 ბალონების და სამიზნის დაკვეთა, უკვე გამოვიდა 32$ მარტო დასტავკაში smile.gif

არა რა მაგ საქმეში პირამიდი უფრო მომგებიანია, ერთი გამოგზავნა 5.5$ და მერე ყოველ კილოზეა რაღაც მინიმალური თანხამოკლედ 32$ ვერ ახვალ, მაგ პონტში კი გამოდის რომ საერთო ჯამში მაგ საიტზე ვაგებ, მითუმეტეს ცო2 ბალონები 8$ მეტი ღირს, ასე რომ მტელი ეშხი დაიკარგა smile.gif

ამ უბედურ პირამიდს კი ჯინაზე შავი ვერსია პრეორდერით აქვს, ნიკელისას კი რაღაც კაიფი არ აქვს.


ochopintre
ციტატა(ochopintre @ 18th March 2009 - 11:53 PM) *
ჰათსანი მრავალდამტენიანი რო იყო მაგის გამო მერჩივნა თორე


მანდ რაც არის ჰატსანი ერთტყვიანია, ასე რომ ძვირად თრეულობ და თან ერთტყვიანს. sad.gif
ja_ja
ვაგრძელებ ამ ტემას. დღეს შეხვედრაზე კი ვთვი მაგრამ დანარჩენებმა არ იციან.

მოკლედ ბარამით ჩამოტანა შეიძლება, მაგრამ შეუძლებელია პბევმატიკის ჩამოტანა პირამიდიდან ბარამის გავლით.

პრობლემა აქვს არა ბარამს, არამედ თვითონ პირამიდს. ამერიკული კანონების მიხედვით პლევმატიური იარაღის ტრანსპორტირება ზოგიერთ შტატში არ შეიძლება. ამ ჩამონათვალში მოხვდა ნიუ ჯერსიც და ნიუ იორკიც სადაც ბარამს აქვს ამერიკული წარმომადგენლობები გახსნილი.

თუ გახსოვთ ადრე ვწერდი რომ გამოსავალი მოძებნილია, ავდექი და მესამე დღეს პირამიდს დავუკვეთე ჩემს მიერ შერჩეული პისტოლეტი cp99 compact + მჭიდები (თავის ბარამში მიტანით ჯდებოდა 99$-მდე). მაინტერესებდა რა გამოვიდოდა, თუ ჩამოვიდოდა საქონელი ხომ გადასარევი იქნებოდა (თუ პირამიდი გამოუშვებდა და ბარამი გაჭედავდა 100$-ს ვკარგავდი, მაგრამ გარისკვად ღირდა), მაგრამ დღეს დილით პირამიდმა მომწერა რომ ბოდიში თქვენს შტატში ვერ გამოვაგზავნით პნევმატიურ იარაღსო.

ვისაც დეტალურად აინტერესებს მთლიანი წერილის წაკითხვა შეუძლია ჩამოქაჩოს ვორდში შენალური წერილის ასლი.

მე დამრჩა ერთი გზა გასატესტი, თვითონ ბარამს აქვს სერვისი ნივთის ღირებულების 15%ად აკეთებენ მსურველის მაგივრად ნივთის შეძენას და ჩამოტანას, უნდა მოვნახო მაღაზია ნიუ ჯერსიში, რომელსაც შესაბამისი იარაღი აქვს და შემდეგ ბარამს უნდა ვთხოვო თვითონ იყიდონ და ჩამოიტანონ, რათქმაუნდა თანხის წინასწარ გადახდით.

თუ ამანაც არ გაჭრა და მაშIნ სტანდარტული პირამიდის გამოგზავნა საქართველოში და ამ შემთხვევაში 114$-ის გადახდა ტრანსპორტირებაში sad.gif
geojorjika
ციტატა
მე დამრჩა ერთი გზა გასატესტი, თვითონ ბარამს აქვს სერვისი ნივთის ღირებულების 15%ად აკეთებენ მსურველის მაგივრად ნივთის შეძენას და ჩამოტანას,

ჯაჯა ამ თანხაში ტრანსპორტირების ხარჯიც შედის? თი ეგ კიდევ ცალკე ინაგარიშება?
parna
ყველაპერი ცალცალკე იანგარიშება sad.gif
Jah
ციტატა(ja_ja @ 22nd March 2009 - 10:30 PM) *
მე დამრჩა ერთი გზა გასატესტი, თვითონ ბარამს აქვს სერვისი ნივთის ღირებულების 15%ად აკეთებენ მსურველის მაგივრად ნივთის შეძენას და ჩამოტანას, უნდა მოვნახო მაღაზია ნიუ ჯერსიში, რომელსაც შესაბამისი იარაღი აქვს და შემდეგ ბარამს უნდა ვთხოვო თვითონ იყიდონ და ჩამოიტანონ, რათქმაუნდა თანხის წინასწარ გადახდით.

ეს ძალიან აინტერესოა... ძალიან კარგი იქნება რომ ასე მაინც გამოვა... მაგრამ არის თუ არა ნიუ ჯერსიში ასეთი მაღაზია...
ja_ja
Jah
ციტატა(Jah @ 23rd March 2009 - 10:42 AM) *
მაგრამ არის თუ არა ნიუ ჯერსიში ასეთი მაღაზია...

ჰოოო შექსპირის სიტყვებით რომ ვთქვათ - აი ეს არის საკითხავი smile.gif

ჩვენი სიტყვებით კი გამოდის - აი ეს არის საძებნი
parna
ციტატა(ja_ja @ Mar 23 2009, 08:17 AM) *
Jah

ჰოოო შექსპირის სიტყვებით რომ ვთქვათ - აი ეს არის საკითხავი smile.gif

ჩვენი სიტყვებით კი გამოდის - აი ეს არის საძებნი


რათქმაუნდა იქნება მარა ჩვენ ინტერნეტ მაღაზიები გვაინტერესებს მგონი sad.gif
ja_ja
აუ ესეიგი გამარეკინებენ ეს ამერიკელები, ნიუ ჯერსიში ვეძებდი რაიმე პნევმო ონლაინ მაღაზიას და ერთერთ ფორუმზე ეგდო ლინკი ნიუ ჯერსიში პნევმატიკაზე შეიძლება ჩაგსვან ციხეშიო. მეთსი ჩვეულებრივი ფეიკია გადავედი ლინკზე და :

ვინც ვერ გაიგო მოკლე შინაარსი ასეთია.

20 წლის ტიპი გააჩერა პოლიციან ჩქარი სიარულისთვის, შტრაფის გამოწერისას დაინახა უკანა სიდენიაზე იარაღი, ტიპი დაკეცეს მომენტალურად, მიუხედავად იმისა რომ იარაღი აღმოჩნდა პნევმო Gamo P-23. ვიღაცას მაგონებს smile.gif

იმის გამო რომ 1981-ში ვიღაც ბანდები რაღაცას ატრაკებდნენ და სასტავს სიმულაციური იარაღით აყაჩაღებდნენ, შემოღებულია კანონი რომ BB განებზე ხალხს 3 წლით სვავენ ციხეში.

მამამისიც და შვილიც იძახიან ვიყიდეთ სახლში ჩერდაკში ციყვების დასაბრედათო, ციყვებს ვერაფერს უშვებოდა და რას მერჩითო. მაგრამ კანონი როგორც იცით ბრმაა, შესაბამისად სავსებით შეიძლება ამ სათამაშო იარაღისთვის კაცი ციხეში ჩასვან, დაჟე ერთერთი ბიზნესმენი მოყავთ მაგალითად, ლეგალურად იარაღი იყიდა და პროსტა ტიპს სულმა დასძლია მანქანაშივე გახსნა იარაღი და პოლიციელიც სოკოსავით გაიჩითა smile.gif, ტიპს ელის 5 წელი ციხეში ჯდომა ოფიციალური იარაღის შეძენისთვის და სახლამდე მისვლამდე მანქანაში გახსნისთვის smile.gif

აი რა უნდა თქვა ამ ამერიკელებზე მე მაგათი.......

4.5-იანი BB იწონის 5.1 გრანს, გუშინ გავზომეთ ქრონოგრაფზე მაქსიმუმი იყო სადღაც 130 მეტრი წამში, ისიც ახალ დატენილზე და დასვენებულ იარაღზე, ესეიგი გამოდის ტყვიას აქვს 2.79 ჯოული ენერგია, აირსოფტს მინიმუმ 3 ჯოული აქვს, გუშინ რკინის ციყვი ვერ წააქცია ამ იარაღმა ესენი კიდევ ტიპს 3 წლით ციხეში სვავენ.

მდაააააააააა, საინტერესოა ნიუ ჯერსის გავლით პნევმატიკა როგორ უნდა ჩამოვიტანო????

ოთხშაბათ-ხუთშაბათს ბარამში საქმე მაქვს და თან უნდა გამოვკითხო პნევმატიკაზე დეტალურად.
Jah
ციტატა(ja_ja @ 23rd March 2009 - 05:16 PM) *
4.5-იანი BB იწონის 5.1 გრანს, გუშინ გავზომეთ ქრონოგრაფზე მაქსიმუმი იყო სადღაც 130 მეტრი წამში, ისიც ახალ დატენილზე და დასვენებულ იარაღზე, ესეიგი გამოდის ტყვიას აქვს 2.79 ჯოული ენერგია, აირსოფტს მინიმუმ 3 ჯოული აქვს, გუშინ რკინის ციყვი ვერ წააქცია ამ იარაღმა ესენი კიდევ ტიპს 3 წლით ციხეში სვავენ.

მოკლედ არ სად არ არის სრულყოფილი (უაზრობების გარეშე) კანონი...
parna
sad.gif საწყალი ტოო შიგააქვთ რა ეგრე მე გუშინ 23,2 G იანი იარაღით ვიჯექი ბაღში დილის 9 საათზე და მაგის გამო რომ დავეჭირე ვინმეს პროსტა რა სირები არიან რა ყველა საქმეს ინდივიდუალურად უნდა მიუდგნენ ეგ დებილები :|
ja_ja
parna
შენც დაგიჭერენ, მეც და ტრიფონსაც biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
parna
ციტატა(ja_ja @ Mar 23 2009, 01:49 PM) *
parna
შენც დაგიჭერენ, მეც და ტრიფონსაც biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif



:lol:
Der Rote Baron
ja_ja
ვაახ აზრზე ხარ ტო, ეგ ისტორია განსაკუთრებით გულზე მომხვდა იმიტო რო მოგეხსენება მეც gamo p23 მაქვს, ხპტფუი მაგათი!
ja_ja
Der Rote Baron
ციტატა(Der Rote Baron @ 23rd March 2009 - 06:01 PM) *
ვაახ აზრზე ხარ ტო, ეგ ისტორია განსაკუთრებით გულზე მომხვდა იმიტო რო მოგეხსენება მეც gamo p23 მაქვს

მაგიტომ არ დავწერე ვიღაცას მაგონებს მეთქი biggrin.gif

მოკლედ ხვალ საღამოს ავალ ბარამში და თუ ხალხი არ იქნება მაქსიმალურად დეტალურად გამოვკითხავ ყველაფერს, ეგებ თვითონ შესძლონ ჩამოტანა. თუ არა და მერე JAH-ს უნდა გამოვკითხო პირამიდიდან პირდაპირ როგრო გამოიწერა და რამდენხანში ჩამოვიდა კროსმანი.
geojorjika
ციტატა
პირამიდიდან პირდაპირ როგრო გამოიწერა და რამდენხანში ჩამოვიდა კროსმანი


კროსმანი მემგონი პირამიდიდადნ არ გამოუწერია, რუსეთიდან ჩამოუვიდა, პირამიდიდან ბენჯამინი გამოიწერა სა ჯერ არ ცმოსვლია sad.gif
ja_ja
geojorjika
ჰოოოო მაი არაა კაი ამბავი

___________
ახლა დავუბრუნდეთ ონლაინ მაღაზიებს, კიდევ ერთს დავუკვეთე www.airgundepot.com იგივე ცივი უარი მტკიცეს.

კიდევ ორ მარაზიას მივწერე აღარ დამიკვეთია, იგივე ცივი პასუხია. მოკლედ სხვა შტატებიდან პრაქტიკულად შანსები ნოლია. ნიუ ჯერსიში კი ონლაინ მაღაზია ვერ აღმოვაჩინე sad.gif.
Jah
მდააა... არ არის კარგი ამბავი...
ja_ja
მომწერე რა ის სრული მისამართი, ბარამის, ტყვიების შეკვეთა მინდა პირამიდიდან...
Jah
ვინმეს თუ რამე გინდათ შეუკვეთოთ ერთად...
ja_ja
რომ არ იწვალოთ დავდებ სურათსაც და ტექსტსაც

Full Name: Caucasus Express c/o ( for ფრჩხილებში თქვენი სახელი და გვარი რომ მიხვდნენ ბარამში ვის ეკუთვნის ამანათი)
address: 22H Craigwood Road
City: Avenel
State: NJ
Country: United States
zip-code: 07001 (ზოგიერთი საიტი თვითონ ამატებს დანარჩენს კოდს, მაგალიტად ამაზონი, ამ შემთხვევაში თვითონ სრულად იწერება შემდეგი ციფრები 07001-2239)
Phone Number: (+1)718 934 1700 (საიტზე განსხვავებული ნომერი დევს, ე არ შემიცვლია და რავი მუშაობს, თუ რამე ჩაწერეთ ახალი ნომერი (+1)201 333 5555)


ესეც სურათი როგორ მაქვს შევსებული ამაზონზე ჩემი ექაუნთი


საიტებზე სადაც ველი Full Name არ არის და მოითხოვება სახელი გვარის ჩაწერა, ჩაწერეთ თქვენი სახელი გავრი და ასეთ საიტზე აუცილებლად არის დამატებითი ველი Company მანდ ჩაწერეთ Caucasus Express c/o

მე ამაზონს ვიყენებ იმიტომ რომ ჩემს სახელფასო ბარათს უპრობლემოდ იღებს (visa electron) ზოგიერთი სხვა საიტი ითხოვს classic-ის დონეს და ზედმეტი თანხა რომ არ ვხარჯო....
geojorjika
ja_ja
ეს მარაზია ნახე აბა, თვითინ მაღაზია არის New York-ში, და ვითომ არ მიიტანს ნიუჯერსიში პნევმატიკას?

www.AirgunsBBguns.com
ja_ja
მოკლედ ბარამს ველაპარაკე. ჩამოვიტანეთ ერთი თოფიო. ერთი ბიჭი იყოო (გამაგებინა ნეტა ვინ იყო)

სადღაც 130$-იანი თოფი იყოო, მომხდარა მაგი ამბავი სადრაც 2-3 კვირის წინ. სად იყიდაო არ ვიციო, თუ გინდა ჩვენ ვიყიდით თუ მაღაზიას გვეტყვიო.

ნიუ ჯერსის შტატტში ჩატანაზე შეიძლება მართლა იყოს პრობლემაო.

პრობლემა ჩამოტანისას ერთთადერთი იყოო, საბაჟოზე თვალები შუბლზე აუვიდათო როცა იარაღი დაინახესო, მაგრამ რომ ნახეს პნევმატიკაა გაჩერდნენო smile.gif
Jah
ციტატა(ja_ja @ 28th March 2009 - 12:53 AM) *
საბაჟოზე თვალები შუბლზე აუვიდათო როცა იარაღი დაინახესო...

უუუ... მაგათი უვიცების... ტყ...
ყველაზე საზიზრარი კანტორაა ეს საბაჟო.

ციტატა(ja_ja @ 28th March 2009 - 12:53 AM) *
მაგრამ რომ ნახეს პნევმატიკაა გაჩერდნენო

smile.gif
geojorjika
ნიუჯერსის გარდა სხვაგან არა აქვს ბარამს ოფისი?
parna
ციტატა(Jah @ Mar 27 2009, 08:59 PM) *
უუუ... მაგათი უვიცების... ტყ...
ყველაზე საზიზრარი კანტორაა ეს საბაჟო.


smile.gif



წარმოიდგინე მაგათ რო ჩემი M14 ენახათ :lol:
ja_ja
parna
ციტატა(parna @ 28th March 2009 - 01:25 AM) *
წარმოიდგინე მაგათ რო ჩემი M14 ენახათ

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

geojorjika
ციტატა(geojorjika @ 28th March 2009 - 01:00 AM) *
ნიუჯერსის გარდა სხვაგან არა აქვს ბარამს ოფისი?

სამწუხაროდ არა sad.gif
geojorjika
ja_ja
მოკლედ რაც გავარკვიე ყველა მაღაზიას აქვს ზოგიერთ შტატში აიარაღის ჩატანის პრობლემა მაგრამ ნიუჯერსი მაინც ყველაზე საშინელებაა, მაგ შტატზე ყველა უარს ამბობს sad.gif
Jah
ციტატა(geojorjika @ 29th March 2009 - 12:08 AM) *
მოკლედ რაც გავარკვიე ყველა მაღაზიას აქვს ზოგიერთ შტატში აიარაღის ჩატანის პრობლემა მაგრამ ნიუჯერსი მაინც ყველაზე საშინელებაა, მაგ შტატზე ყველა უარს ამბობს

და რაღათქმა უნდა, ჩვენდაბედად smile.gif ბარამის ოფისი სწორად ნიუ-ჯერსიშია...
geojorjika
კი მაგრამ როგორ ჩამოიტანა იმ ტიპმა გამაგებინეთ თორემ გავაფრენ ეხლა sad.gif , მოკლედ მაქვს ერთი იდეა , უნდა ვნახოთ ვინმე ახლობელი ამერიკაში( რომელიც არ ცხოვრობს ნიუჯერსიში) მივატანინოთ იმასთან სახლში, შემდეგ დაიშალოს იარაღი, ნაწილ ნაწილ (ორ ნაწილად 1. კონდახი და რეზერვუარი 2. ლულა და სასხლეტი მექანიზმი) გაიგზავნოს ბარამის მისამართზე ნიუჯერსიში და შემდებ ბარამმა ჩამოიტანოს აქ, გამოვა ვითომ? შედარებით ძვირი კი დაჯდება მაგრამ არა 150 და 200$, ვინმეს გააქვთ სხვა რაიმე საინტერესო იდეა? :huh: :unsure: :unsure:
bazuka
ციტატა(geojorjika @ 28th March 2009 - 09:19 PM) *
უნდა ვნახოთ ვინმე ახლობელი ამერიკაში

ჩემი ძმა ჩიკაგოშია wink.gif (პირამიდეარმა (თუ აირმა) გააგზავნა ილინოისში უპრობლემოდ) და ჩემი თოფი და პიშტოები მშვენივრად გააგზავნა ნიუჯერსიში wink.gif
თუმცა თოფს კონდახი მოხსნა თორემ გრძელი იყო ძაან :lol:
Jah
ციტატა(bazuka @ 29th March 2009 - 01:32 AM) *
მშვენივრად გააგზავნა ნიუჯერსიში

ესეიგი პირამიდი ატრაკებს...?
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.