მოკლედ მაგრად ვარ შეყვარებული ამ შაშხანაზე და ფულიც ჭირს, რამისაა მამაცემს მანქანა გავაყიდინო და ეს ჩამოვიტანო(იმ მანქანას მაინც არ ხმარობს). არადა და თვითონაც მოწონს და გაიძახის ამდენი ფული იარაღზე როგორ უნდა დახარჯოო, მაგას 22 კალიბრიანი იყიდეო. ეგ კიდევ არ მაინტერესებს.
ja_ja ეგ ფასი არის ჰოლანდიური ინტერნეტ მაღაზიიდან - ზუსტად ისეთივეა, როგორც შნაიდერი, მაგრამ სხვა მაღაზიებთან შედარებით იაფი. მაღაზიას ჰქვია ტარჯეტ-მასტერი:
http://www.target-master.nl/advanced_searc...p;x=16&y=19 მოკლედ დავრეგისტრირდი და ფასები დავაანგარიშებინე სხვადასხვა მიმართულებით. თავიდან ჩეხეთის მისამართი ჩავწერე ერთერთი ქართული გადამზიდავის. დღგ არ გამოაკლდა და დაემატა მხოლოდ ტრანსპორტირების 32 ევრო დაემატა. ალბათ აევე იქნება ავსტრიაშიც - ავსტრია იმიტომ, რომ აქ პნევმატიკაზე სიმძლავრის შეზღუდვა არ არის და რეგისტრაცია და ნებართვაც 6,0-მდე პნევმატიკას არ სჭირდება. მგონი ჩეხეთშიც ჩვენსავითაა.
მაინტერესებს ვინმემ, ხომ არ იცით, ევროკავშირის წევრი ერთი ქვეყნიდან მეორეში გადატანისას დღგ-სგან ტვირთი თავისუფლდება? თუ არა და ვეცდები მერე რომელიმე გადამზიდავთან გავარკვიო. სხვათაშორის კალათაში 2 ცალი, რომ მივუთითე ჩეხეთზე მხოლოდ 4 ევრო მიემატა წონას.
ამის შემდეგ ამერიკაში ასევე ქართული გადამზიდავის მისამართი მივუთითე. 1 ცალის ტრანსპორტირების ღირებულება 61,30 ევრო - 2 ცალის 63,82 ევრო აჩვენა და თან დღგ-ც მოაკლდა. ჰოლანდიაში დღგ 19 პროცენტია - დღგ-ს გარეშე კი 779 ევრო გამოდის. ამ შემთხვევაში კი ცალის ღიღებულება 772,27 ევრო გამოვიდა.
მთლიანი ღირებულება ამერიკაში ჩატანისას განუბაჟებლად ჯამში გამოვიდა 833,57 ევრო.

ამერიკაში, როცა ჩავა ხო განბაჟდება და მერე იქიდან წამოსვლისას კიდევ განბაჟდება? თუ გადამზიდავის საწყობში მივა და მერე პირდაპირ წამოვა?