userman ციტატა(userman @ 24th April 2019 - 08:28 PM)

ქრომით, მობილურს ვინ ჩივის, კომპიუტერითაც ვერ შემოვდივარ .
nihontoman ციტატა(nihontoman @ 24th April 2019 - 03:53 PM)

პრობლემა მაქვს კარგა ხანია, და იქნებ რამე მითხრათ რა ვუშველო -
უნდა იცოდეთ ხოლმე ტექნოლოგია შემდეგი სახის, თუ ერთხელ რაღაც არ გამოდის ვთქვათ ვინტის მოშვება ბრტყელტუჩათი (პლასკაგუბცით), მაშინ შეიძლება მოსინჯო რაიმე სხვა ინსტრუმენტით, ვთქვათ ეგრეთწოდებული "კლუჩით" შესაბამისი ზომის შერჩევით....
იგივე ეხება ინტერნეტს... რატომღაც Google-ს გამოჩენამ გამოიწვია ხალხის ქვეცნობიერი დამონება და ყველაფერ მის პროდუქტზე უალტერნატივოდ გადასვლა, ამით არ მინდა ვთქვა რომ გუგლის პროდუქტები ცუდია, მაგრამ ერთი მწარმოებელი თავისებურად აზროვნებს და თავის პირობებს აყალიბებს, კონკრეტულად Google-ს აქვს ამბიცია რომ მთელი ინტერნეტი თავის მუღამზე ამუშაოს და ეს ძალიან კარგად გამოსდის Chrome-ს გამო... ის საიტებს არ ხსნის იმიტომ რომ გუგლის საძიებომ რაცხა აღმოაჩინა, აქ საიტში რაღაც ისეთი კოდია რომ ქრომი ვერ ამუშავებს და გაიძულებს თავის ჭკუაზე გატაროს.
აქვს მეორე უკიდურესობაც, ვთქვათ ექაუნთზე მიბმა, მობილზეც და კომპზეც და მერე თავისი იდეოლოგიით მუშაობს ყველა მოწყობილობაზე, ან კიდევ ერთი უკიდურესობა, გამოიგონებენ რაღაც ახალ ფუნქციას, აანონსებენ, ყვირიან რა კარგია, მაგრამ როგორ მუშაობს და რის ხარჯზე, ნუ მაგას აღარ ამბობენ და მომხმარებელიც აზრზე არაა

ახლა ყველაფერი ეს რომ დავაჯამოთ:
1) პირველ რიგში სცადეთ აბა სხვა ბროუზერით იგივეს გაკეთება, მადლობა ღმერთს არსებობს, ქრომის გარდა ოხრად სხვა ბროუზერები, მაგალითაც Fire Fox, OPERA, MS EDGE და ასე შემდეგ, ბოლო ბროუზერი ვააბშე არაა შეზღუდული W3 კონსორციუმის და Google-ს იდიოტური იდეებით, შედეგად თუ მაგალითად EDGE თუ მოხერხდა უპრობლემოდ იმის გაკეთება რასაც ვერ აკეთებთ ქრომით, ესე იგი ბუდეა, და პრობლემა არა საიტში არამედ ბროუზერშია. კონკრეტულად ჩვენს საიტზე ძალიან ბევრს აქვს პრობლემა მობილიდან ქრომის მეშვეობით ავტორიზაციის, ბევრი მწერს და რატომღაც მოჯადეობული წრიდან გამოსასვლელად ვერავინ მოიფიქრა იქნება და სხვა ბროუზერი ვცადო და დავრწმუნდე რომ ჩემი ტელეფონი, პლანშეტი ან კომპიუტერი არაფერი შუაშია და მართლა საიტი ურიკინებსო...
2) ერთი და იგივე ექაუნთი ყველა მოწყობილობაზე.... ნუ წესით უნდა იცოდეთ რომ ყველა მოწყობილობას აქვს თავისი ლიმიტები და შესაძლებლობები, ამიტომაც, როდესაც ერთ ექაუნთში აერთიანებთ ყველა მოწყობილობას, ექაუნთი ავტომატურად გადაეწყობა ისე რომ ყველა მოწყობილობაზე ერთნაირად მუშაობდეს, სამწუხაროდ ჯერ ხელოვნური ინტელექტი ჭკვიანი არაა და ოპტიმიზაციის მარტივ გზებს ეძებს, რომ უნივერსალური ექაუნთი შექმნას და არა კონკრეტული მოწყობილობისთვის კონკრეტული პარამეტრებით და შესაძლებლობებით იმუშაოს.
შედეგად ყველაზე სუსტი ნახა ვთქვათ მობილი და გადაეწყო მობილის მუშაობაზე, იგივე შტუკას გააკეთებს კომპზეც და ისევ დაწყევლილი წრე წარმოიქმნა....
3) ტექნოლოგიები რასაც მობილისთვის გთავაზობთ მწარმოებელი და არც თვითონ გიხსნით ტექნოლოგიის მუშაობის შინაარს, ვერც თქვენ ეწევით და არც არავის შეუძლია ახლომახლო წრიდან რომ აგიხსნათ რა აქვს ამ ტექნოლოგიას კარგი და რა აქვს ამ ტექნოლოგიას ცუდი. ასეთი ერთერთი არის, მობილ დატას ეკონომია....
ნუ მოგეხსენებათ ყველას რომ ყველა ქვეყანაში მობილ დატა რაღაც ღირს, და ჩვეულებრივი საიტის კონტენტის დაწაჩვა დღეს ერთეული კილობაიტი აღარაა, ზოგიერთ შემთხვევაში საიტის 1 გვერდის გახსნა შეიძLება ათეულ მეგაბაიტს აღწევდეს სურათების და გაფორმების გამო... ამიტომაც, თავიდან მოიფიქრა OPERA-მ და მერე CHROME-მ გადააკოპირა, რასაც ჰქვია მობილ დატას ეკონომია, ანუ საიტთან მიმართვისას თქვენი მოწყობილობა პირდაპირ საიტს კი არ უკავშირდება, არამედ ბროუზერის სერვერს გადასცემს ლინკს რომ თქვენს მობილს უნდა ესა და ეს საიტი გახსნას, ეკონომ რეჟიმში, ბროუზერის მომსახურე სერვერი თავის მხრივ:
- ხსნის თქვენს მაგივრად საიტს
- აკეთებს ოპტიმიზაციას, მაგალითად სურათების შემცირებას, გამოსახულების დაპატარავებას, ვიდეო ნაკადის მოჭრას ხმოვანი გაფორმება თუა იმის შეკვეცას, ზერმეტ სარეკლამო ლინკებს აცილებს, აოპტიმიზირებს პროგრამულ კოდს, და მოკლე დყველაფერს აჭრის იმისათვის რომ პირობითად საიტის 1 გვერდი თუ იყო 1 მეგაბაიტი, თქვენს მობილს რეალურად ხარჯი ჰქონდეს, ვთქვატ 50 კილობაიტი
- აი გადამუშავებულ და შეკვეცილ კონტენტს უკვე უგზავნის თქვენს მობილ ბროუზერს და ისიც ბედნიერად გიხსნით ამ ყველაფერს თავისთან, შედეგად თქვენ მობილ დატა 1 მეგაბაიტი კი არა 50 კილობაიტი დაგეხარჯათ, დანარჩენი ხარჯი და მომსახურება ტავის თავზე სერვერმა აიღო
ერთი შეხედვით ყველაფერი იდეალურადაა, მაგრამ პაროლების გადაცემისას ხდება კომფუზი

ხშირად პაროლების და სესიის აქტიურობისთვის იქმნება მოწყობილობებში დროებითი ეგრეთწოდებული კუკუ ფაილები (coocie files), ანუ პატარა გემრიელი ნამცხვრუშკები, რომელშიც ინახება მიმდინარე სესიის ნომერი, აქტიურობა, რამდენიხნის წინ შეხვედით საიტზე, საჭიროა თუ არა თავიდან მოგთხოვოთ ავტორიზაცია და ასე შემდეგ.... ეს ფაილი თქვენს მოწყობილობაში სხვა არის და სერვერს კიდევ სხვა აქვს, შედეგად თქვენ ცდილობთ ავტორიზაციას და ამასობაში საიტი იღებს შემდეგ შედეგს თქვენი ეკონომ რეჟიმის მიმართვის გამო:
- თქვენ გახსენით საიტი
- რეალში თქვენთან შეიქმნა კუკი ფაილი სესიის ნომრით
- ამასობაში ეს მოთხოვნა საიტის გახსნაზე გაიგზავნა ვთქვათ Chrome-ს სერვერზე
- Chrome-ს სერვემაც გახნა საიტი და თავისი კუკი ფაილი მიიღო თავისი იდენტიფიკატორით
- საიტმა დაინახა რეალში Chrome-ს სერვერის მიმართვა და შესაბამის კუქუ ფაილში ჩაწერა სესიის ნომერი
- მაგრამ თქვენს მოწყობილობაზე სულ სხვა სესიაა და სულ სხვა იდენტიფიკატორია, შედეგად
- გაიხსნა ავტორიზავიის გვერდი და ჩაიწერა იუზერნეიმ პაროლი
- ეს ინფორმაცია გადაეცა Chrome-ს სერვერს, იმას თავისი იდენტიფიკატორი აქვს მინიჭებული
- საიტმა დაინახა რომ ამ იდენტიფიკატორის მიმართვა უკვე ჰქონდა, სესია აქტიურად იყო მიჩნეული და გაატარა ავოტრიზაციაზე, მოკლედ Chrome-ს სერვერმა წარმატებით გაიარა ავტორიზაცია და შევიდა საიტზე თქვენი ნიკით, მაგრამ პრობლემა მერე ხდება
- Chrome-ს სერვერი ამ მონაცემებს აგზავნის თქვენთან, მაგრამ თქვენს მოწყობილობას სხვა სეანსის იდენტიფიკატორი აქვს, საიტი ხედავს რომ რაღაც ნიტო ხდება, თვლის რომ თქვენს სულ სხვა ადამიანი ხართ რომელსაც ჯერ ავტორიზაცია არ გაგივლიათ და სხვისი მონაცემები რომ არ გიჩვენოთ თვლის რომ რაღაც ნიტო მოხდა და ხელახლა გიშვებთ გადამოწმების მიზნით ავტორიზაციაზე, რადგანაც მომხმარებლის პაროლი რაც Chromes-ს სერვერმა დაასახელა შეესაბამება Chrome-ს სერვერის იდენტიფიკატორს, მაგრამ არა თქვენი მობილურის იდენტიფიკატორს...
აქედანაც ციკლი წარმოიშვა, გაიარეთ ავტორიზაცია, ისევ იგივე გვერდზე ხართ და რამდენჯერაც არ უნდა სცადოთ შესვლა მაინც ხელახლა გიწევთ სახელის და პაროლის დასახელება, მაგრამ ვერაფრით ვერ შედიხართ....
საკმარისია გამორთოთ მონაცემების ეკონომიის მეთოდი რომ თქვენი მოწყობილობა Chrome-ს სერვერის გარეშე პირდაპირზე მიმართავს საიტს, შედეგად ყველაფერი ხოშიანად იხსნება და მუშაობს
თუ დიდი კითხვა გაგიჩნდათ კი მაგრამ კომპზე რატომღა აღარ იქნებაო, იმიტომ რომ ისევ და ისევ მონაცემების ეკონომიის რეჟიმი გაქვთ ჩართული რომელიც მე-2 პუნქტში ვახსენე, ანუ მიუხედავად მოწყობილობისა, თქვენ ერთ ექაუნთს იყენებთ და ექაუნთში ერთხელ ამორჩეული პარამეტრი ვრცელდება ყველა მოწყობილობაზე, შედეგად კომპისთვის ნაკლებად კუმშავს მონაცემებს სერვერი, მობილისთვის მეტად, მაგრამ მიმართვა პირდაპირზე არ ხდება, მაინც ჩერეზ Chrome-ს სერვერით ხდება საიტთან მიმართვა,შედეგათ ზემოთ აღწერილი ციკლში ვვარდებით.
ნუ მიიღებთ რაიმე ჭკუის დარიგებათ რასაც ქვემოთ დავწერ, მაგრამ დამიჯერეთ მაგრა გამოგადგებათ:
- ნურასდროს ნუ ჩააკვდებით ერთ ბროუზერს, ინტერნეტში სეირნობისას, განსაკუთრებით Chrome-ს
მე მიუხედავად იმისა რომ კომ სამყაროში ვმუშაობ Chrome-ს ბროუზერს ცოცხალი თავით არ ვიყენებ (ეს არ არის რაღაც მაიკროსოფრის და გუგლის მომხრების ბანაკების შეთქმულება ან რაღაც სხვა შეთქმულების იდეების გამო, ჩვევა მაქვს უბრალოდ რომელიც ჩეიმს აზრით ამართლებს), ყველას მიერ საგინებელ Internet Explorer-ს ან EDGE-ს ვიყენებ, სწორედ იმიტომ რო თავი ავარიდო Chrome-ს იდიოტურ წიკებს.
- გარდა ამისა, არ ვიცი რამდენად მიიღებთ, მაგრამ გადახედეთ სტატისტიკას, ქრომი გაცილებით მეტ მეხსიერებას ჭამს, განსაკუთრებით ბევრ გახსნილ ფანჯრის შემთხვევაში
- ამასობაში კომპზე მიყენია ყოველთვის მინიმუმ 4 ბროუზერი, IE, CHROME, FF, OPEra, EDGE, მობილში მინიმუმ FF, EDGE, Samsung Browser, Chrome თუ რაიმე საიტი ერთერთ ბროუზერში არ იხსნება, ან ადეკვატურად არ მუშაობს, აუცილებლად სხვა ბროუზერში ვხსნი, არ მაქვს დაკავშირებული ერთი ექაუნთით მობილი და კომპი, მიუხედავად იმისა რომ თითქოს და მომხიბვლელია და ერთიან ეკოსისტემას გთავაზობს..
თან უნდა იცოდეთ რომ არის პროგრამისტების ბევრი გრეხებიც, ზოგი არის, მხოლოდ IE, EDGE-ზე მიტმასნული რის გამოც FF, OPERA და CHROME ნორმალურად ვერ ხსნიან ეგეთ საიტებს, არის პირიქით სასტავი, როდესაც საიტებისთვის კოდს წერენ იმენნა CHROME-ს სთვის და მაგ ბროუზერის გარდა სხვა ვერაფერი ხსნის, სრული ვაქხანალიაა პროგრამისტებში ბევრს ბოდიში სიტყვაზე და სერიოზულად შიგა აქვს, მაგალითად მიმუშავია კომპანიაში სადაც მოვიდა დაკვეთა რომ კომპანიაში დანერგილი სოფტის და მონიტორინგის გამო, რაღაც კალკულაციის პროგრამის ინტერფეისი უნდა გაკეთებულიყო WEB-ზე, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ Internet EXPLOREER-ს ვიყენებთ კომპანიაში ჩვენი უსაფრთხოების პირობების გამოო და ამიტომაც საიტი აუცილებლად IE-ზე უნდა მუშაობდესო...
პროექტ მენეჯერმა დაიბარა სასტავი, აუხსნა ამოცანა პროგრამისტებს, 2 კვირაში პროგრამა დაიწერა და სანამ მომხმარებელს გადაეცემოდა ჩამბარდა მე ყველანაირი კუთხით შემოწმებისათვის, ვეტყნაურე საიტს 20 წუთი და არ იხსნება არაფრით IE-ში, დავწერე დასკვნა რომ პროდუქტი უვარგისია და საჭიროა მისი გასწორება გადაკეთება, პროგრამისტი ამტკიცებს რომ რას ამბობთ მუშაობსო ...
დაინიშნა შეხვედრა, პროექტ მენეჯერი, კითხოლობს რატომ არ მუშაობს საიტი, პროგრამერი ამტკიცებს რომ მუშაობს და გვაჩვენებს რომ საიტი მუშაობს, პროსტა CHROME-ში ხსნის, გავახსენეთ ყველა იქ შეხვედრილი რომ ამოცანა იყო დასმული რომ IE-ში უნდა ემუშავა და არა CHROME-ში.... UPS… გაეჭედა პროგრამერი, მიხვდა რომ შეეშალა... მიხვდა იმასაც რომ 2 კვირის საქმე ტრაკშია და კიდევ 1-2 კვირა სჭირდება გასასწორებლად თან გასწორება უფრო მურტალია ვიდრე თავიდან დაწერა, იმიტომ რომ სად რა გაგეპარა ვერ გაიხსენებ....
ამიტომაც, პროგრამერი აცხადებს გენიალურ იდეას - და ვიღა იყენებს IE-ს.... ყლეობააო, მხოლოდ ჩმორები ზიან მაგაზეაო, დააყენონ CHROME და ყველაფერი იმუშავებსო... და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ამასობაში კი იმას არ უკვირდება რომ დამკვეთი აძლევს ფულს და უკვეთავს პროდუქტს და სულაც არ აინტერესებს დამკვეთს თავისი კონკრეტული მიზეზების გამო თუ რას თვლის მისაღებად და მართებულად პროგრამერი, ამოცანა, მარტივია, შეგიძლია გაკეთება? მოკიდე ხელი? მაშინ გააკეთე და შენს იდეებს ნუ მტენი
მოკლედ იმედია ძირითადი იდეა გასაგებია, ანუ კონკრეტულად ერთი რაღაც არ არის ხოლმე პრობლემის შემქმნელი, არამედ მთელი კომპლექსია, ასე რომ ყველა საკითხი მრავალი კუთხით უნდა იყოს ხოლმე განხილული და არა მარტივი ტექსტით - ჩემთან მობილში საიტზე ვერ გავდივარ ავტორიზაციას