დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: უსაფრთხოება, შეკუმშულ აირთან ურთიერთობისას!!!
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღი > PCP - Pre Charged Pneumatics
გვერდი: 1, 2
Jah
უსაფრთხოება, შეკუმშულ აირთან ურთიერთობისას!!!

ბევრი თანამედროვე პნევმატური იარღი ხმარობს შეკუმშულ აირს, როგორც ენერგიის წყაროს.ის ძალიან ეფექტურია მაგრამ ჩვენ არასდროს არ უნდა
ჩვერ არასდროს არ უნდა მოვადუნოთ ყურადღება და სწორად გავიაზროთ თუ რა რაოდენობით და რა წნევით ინახება შეკუმშული ჰაერი, ჩვენს
რეზერვუარებში. გვახსოვდეს - შეკუმშული აირის რეზერვუარი, ყოველთვის პოტენციალური ბომბია, თუ ის არასწორად დარეგულირებულია ან ინახება/იხმარება არასწორად!!!

1. შეინახეთ შეკუმშული აირის რეზერვუარი შორს,სიცხის წყაროებისგან.
2. მოეროდეთ რეზერვუარების დაცემას ან მირტყმას.
3. არასდროს არ იხმაროთ რეზერვუარი ან შტუცერი/შლანგი/ბალონი, თუ რომელიმე მათი ნაწილი, თუნდაც ვიზუალურად ჩანს დაზიანებული.
4. ყოველთვის შეამოწმეთ სამუშაო წნევა, თუ აპირებთ უცნობი ბალონის/შლანგის/შტუცერის მოხმარებას.
5. დარწმუნდით რომ თქვენი რეზერვუარი ან სხვა შეკუმშული აირის წყარო, გამოცდა ჩატარებულია.
6. რეზერვუარის ან შტუცერის მოჭერისას, იხმარეთ ძალის მინიმუმი, ხელით დაჭერა საკმარისია!
7. როდესაც ხმარობთ "съемные" რეზერვუარებს არასდროს არ დადგეთ რეზერვუარის წინ.
8. რეზერვუარების დატუმბვა ყოველთვის უნდა იყოს კონტროლის ქვეშ.
9. არასდროს არ დააგდოთ თქვენი შაშხანა დატუმბული რეზერვუარით, და მოერიდეთ მაგის დავარდნას.
10. მოერიდეთ შეკუმშული აირის და კანთან კონტაქტის.
11. მოერიდეთ ზეთების და ტაოტების მოხვედრას შეკუმშული აირის სისტემებში.

ესეც საინტერესოა ვინმეს თუ არ უნახია - http://www.airgun.ge/forums/index.php?showtopic=622

საშიში სათამაშოები გვაქვს მეგობრებო smile.gif
giga_st
მართლა საშიში სათამაშოებია, საინტერესოა ინსტრუქციით პსპ სტანდარტულ რეზერვუარებს რა პერიოდში ჭირდებათ "რევიზია" და როგორ.
nihontoman
giga_st
მაგას გული გიგრძნობს wink.gif
ja_ja
giga_st
ციტატა(giga_st @ 17th January 2010 - 08:27 PM) *
საინტერესოა ინსტრუქციით პსპ სტანდარტულ რეზერვუარებს რა პერიოდში ჭირდებათ "რევიზია" და როგორ

თუ არავცდები ქარხნულ რეზიკებს აწერენ ხოლმე გამოშვების თარიღს და ხელახალი შემოწმების აუცილებელ პერიოდად 10 წლის შემდგომ თარიღს უთითებენ ხოლმე, ანუ თუ მაგს გავითვალისწინებთ გამოდის რომ რეზერვუარი 10 წელიშემოწმების შემდეგ თუ მოხმარების პირობებს დაცვის შემთხვევაში უსაფრთხო იქნება, შემდგომ ხელახალი შემოწმებაა საჭირო, მარა 10 წელიწადში ან თიფის იდეა მოძველდება, ან რეზერვუარს გამოცვლი 1000-ჯერ

ბალონებზე სხვა წესებია, არის შემთხვევა 10 წელს უთითებე არის შემთხვევა 20 წელს უთითებენ, მუღამი არ ვიცი, ალბათ კონსტრუქციაზე და ბალონის მდგომარეობაზეა დამოკიდებული
bazuka
ja_ja
ციტატა(ja_ja @ 17th January 2010 - 08:43 PM) *
თუ არავცდები ქარხნულ რეზიკებს აწერენ ხოლმე გამოშვების თარიღს და ხელახალი შემოწმების აუცილებელ პერიოდად 10 წლის შემდგომ თარიღს უთითებენ ხოლმე

ესეიგი მინიმუმ 15 წელიწადი მაინც იმუშავებს, ყოველთვის ეგრეა. ბრენდი მწარმოებელი რესურსის თითქმის 1/3 მაინც იტოვებს ზაპასში
iorama
შენახვისა და ეკსპლუატაციის პირობეში ვადა საკმაოდ განსხვავდება.ანუ თუ სტაბილურად და ხშირად გამოიყენება რეზერვუარი მით მეტია მისი ვადის ხანგრძლივობა და თუ ნაკლებია მოხმარების ინტენსივობა,მაშინ დამიჯერეთ მეტი სიფრხილე მართებს მფლობელს,მაგრამ აქ კვირეებზე და თვეებზე არ არის ლაპარაკი რა თქმა უნდა.საფრთხე მომდინაერობს თუ წნევის დამჭერ საშუალებებს წარმოადგენს რეზინის ან კაუჩუკის საშუალებები და თუ მათ შეხება აქვთ ზეთთან(ეს ზოგადად მაღალ წნევასთან მუშაობის უსაფრხოების წესდებაა და ამასში დამერწმუნეთ.9 წელია ამ საქმიანობასთან მაქვს შეხება)
foxi
მაინტერესებს რა პერიოდი შეიძლება დატუმბული რეზერვუარის შენახვა?მოქმედებს თუ არა რეზერვუარში მყოფ რეზინებზე ბოლო
მდე დატენილი წნევა,თუკი ის დიდიხნის მანძილზე არგამოიყენება?

ასევე მაინტერესებს პცპ გადატენილ მდგომარეობაში რამდენი ხანი შეგვიძლია ვატაროთ?არის თუარა საფრთხე რაიმე მექანიზმის დას
მის(ზამბარის.) ან მოწყობილობის.

ბუნებრივი ტემპერატურის სწრაფი ცვალებადობა რამდენად საშიშია დატენილი რეზერვუარისთვის?
დაახლოებით რა ტემპერატურაზე იქმნება საფრთხე როგორც მინუს ასევე პლიუს ტემპერატურებზე.

ამის მოძიება რათქმანადა შესაძლებელია უცხოურ საიტებზე.უბრალოდ ფორუმზე არიან გამოცდილი აირგანელები რომლებსაც ეს საკი
თხები შესწავლილი ექნებათ ასერომ გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები. წინასწარ მადლობა.
bazuka
foxi
ციტატა(kakha @ 18th May 2010 - 06:37 PM) *
მაინტერესებს რა პერიოდი შეიძლება დატუმბული რეზერვუარის შენახვა?მოქმედებს თუ არა რეზერვუარში მყოფ რეზინებზე ბოლო
მდე დატენილი წნევა,თუკი ის დიდიხნის მანძილზე არგამოიყენება?

რამდენადაც ვიცი არაა პრობლემა დატუმბულ მდგომარეობაში რომ იყოს, პირიქით ბოლომდე დაცლილის შენახვა არაა რეკომენდირებული.
თუმცა მე შენახვისას ნახევრამდე ვტოვებხოლმე დატუმბულს.

ციტატა(kakha @ 18th May 2010 - 06:37 PM) *
ასევე მაინტერესებს პცპ გადატენილ მდგომარეობაში რამდენი ხანი შეგვიძლია ვატაროთ?არის თუარა საფრთხე რაიმე მექანიზმის დას
მის(ზამბარის.) ან მოწყობილობის.

იდეაში მხოლოდ დამრტყმელის ზამბარა შეიძლება დაჯდეს, სასურველია დიდხანს არიყოს მოჭიმული.

ციტატა(kakha @ 18th May 2010 - 06:37 PM) *
ბუნებრივი ტემპერატურის სწრაფი ცვალებადობა რამდენად საშიშია დატენილი რეზერვუარისთვის?
დაახლოებით რა ტემპერატურაზე იქმნება საფრთხე როგორც მინუს ასევე პლიუს ტემპერატურებზე.

ბუნებრივი პირობები საშიში არაა, მარა მაინც მოერიდე დიდხანს მზეზე დატოვებას.

soxa
foxi
არ არის მიზანშეწონილი დიდხანს დაჭიმული ზამბარის დატოვება და მაგისთვის როცა გადატენი და ტყვიას ლულაში შეუშვებ, "ზატვორია თუ ბოლტი გახსენი, შენსკენ მოქაჩე, სასხლეტს დაუშვი და ბოლტიც მიუშვი. ტყვია ლულაშია და სასხლეტი დაცემულია. ხელის ერთი პატარა მოძრაობა და იარაღი სასროლად მზადაა. ეგრე ჯობია ჯიგრი და ზამბარაც კოტრაწას არ გააკეთებს. ოღონდ არ დაგავიწყდეს ტყვიის ლულაში არსებობა და მეორე არ შეტენო. ეგრე მომივიდა მე.
foxi
ციტატა(lasha_74 @ 18th May 2010 - 07:30 PM) *
foxi
არ არის მიზანშეწონილი დიდხანს დაჭიმული ზამბარის დატოვება და მაგისთვის როცა გადატენი და ტყვიას ლულაში შეუშვებ, "ზატვორია თუ ბოლტი გახსენი, შენსკენ მოქაჩე, სასხლეტს დაუშვი და ბოლტიც მიუშვი. ტყვია ლულაშია და სასხლეტი დაცემულია. ხელის ერთი პატარა მოძრაობა და იარაღი სასროლად მზადაა. ეგრე ჯობია ჯიგრი და ზამბარაც კოტრაწას არ გააკეთებს. ოღონდ არ დაგავიწყდეს ტყვიის ლულაში არსებობა და მეორე არ შეტენო. ეგრე მომივიდა მე.


გასაგები. biggrin.gif ჯიგარ.

bazuka

მადლობა.
dawiti
ჩემიო დისკო სულ დატუმბულია ყოველთვის და ჯეჯერობით პრობლემები არ შექმნია.
okela84
2-ის ზემოთ ვეღარ ამყავს ისედაც. ერთხელ 3-მდე ავიყვანე და დამეკარგა სროლის მუღამი საერთოდbiggrin.gif
არ მგონი 2-ზე ძაან საშიში იყოს.
ilariona
okela84

რაის ორი? რაის სამი? მასეთი ატმოსფეროები ჩვენ გასროლისას გვაქვს და თუ კიდევ რამეა მითხარი გთხოვ.


შენ თუ ორ ატმოსფეროზე მეტზე ვერ აგყავს, მაშინ ცუდათაა შენი მარადას საქმე.

თუ 3000 PSI-ზე აგყავს და ეგ საშიშია, მე გეტყვი, რომ მარადიორი მაგაზეა კაკრას გათვლილი.

კაროჩე სიმართლეს გეტყვი და ვერ მივხვდი რაის ორზე და სამზე ლაპარაკობ smile.gif
okela84
ilariona
რას ვერ მიხვდი? 2000-ზე ვსაუბრობ. და 3000 საშიშია?
2200-ის მერე ძაან ძნელად ადის და მაგიტომ ვამბობ. თან გძეტა 1800-2400-ზე აქვს კაი ჯოულები და რაღატო ვიწვალო მე არ მესმის. biggrin.gif
ilariona
okela84

მარადა რომ იყიდე, გაარკვიე მაინც მაგის სამუშაო რეჟიმი? smile.gif

მარადას საუკეთესო შედეგი აქვს 3000 დან 2000 მდე smile.gif დალშე ჩამოდის სისწრაფეები ძაან დაბლა (ნუ სადღაც 230-240)

და ძნელად რომ ადის ეგ ეგრეც უნდა იყოს.

ja_ja
okela84
ციტატა(aleqsandre @ 15th August 2011 - 11:58 AM) *
რას ვერ მიხვდი? 2000-ზე ვსაუბრობ. და 3000 საშიშია?

იმას ვერ ხვდება ხალხი რომ შენ იცი, გულისხმობ და სხვები უცებ შემოდიან და ვერ ხვდებიან კონკრეტულად რას გულისხმობ. ამიტომაც 2-2-ჯერ რომ არ წერო, ურთიერთობა რომ არ დაიძაბოს, ცოოტათი მეტად არის დაჭერა საჭირო და ვსიო.

ციტატა(aleqsandre @ 15th August 2011 - 11:58 AM) *
2200-ის მერე ძაან ძნელად ადის და მაგიტომ ვამბობ

ეგრეც არის, აბა შენ რა გგონია 200 ატმოსფეტო პატარა წნევაა! ძალა უნდა და ჩალIჩI უნდა, გარდა მაგისა ნასოსით დატენვას თავისებური მოძრაობა უნდა, მანქანის პაკრიშკასავით ვერ დაბერავ, ჩამუხვლა და მთელი ტანის ძალით დაჭოლა უნდა.

საერთოდ წერენ პირიქით ანუ 2400-დან 1800-მდე მუშაობს თოფი, და არა პირიქით biggrin.gif, მეორეცესერთი თუ მანდ მუშოაბს და გადაკეთებ გადმოკეთება არ გინდა და გაწყობს რასაც იძლევა, მაშინ ეგრე ამუშავე და მორჩა. თორე Marauder-ს სამუშოა წნევა აქვს 3000 PSI, დააკვირდი კოლოფზე სადაც აწერია სახელი, იქვე აწერია 3000 PSI MAX მეტი რაღა დაწერონ, ანუ 3000-ზე იტენება მაქსიმუმო, ატმოსფერებში 207 ატმოსფეროა.

საერთოდ როდესაც საუბარია 3000 PSI-ზე როგორცსამუშაო წნევაზე, ესეიგი რეზერვუარი მინიმუმ შემოწმებულია და არაფერი არ ემართება 4500- PSI-მდე. დაშლა მაგ რეზერვუარს დაეწყება სადღაც 7000 PSI-ზე, მაგ წნევამდე კი შენ ვერასდროს დატენი მაგ თოფს.

მოკლედ არის 3 წნევა

სამუშაო - 3000 PSI
გატესტირება - 4500PSI
გახეთქვა - 7-8 ათასი PSI.

შენ ვეჩნა იმუშავებ 3000-ზე მეტზე რომც დატენო თოფი ფიზიკურად ვერ გაისვრის. გარანტია გაქვს რომ 4500-ამდე რეზერვუარს არაფერი დაემართება. მეტი რა დავწერო არ ვიცი smile.gif ჩახედე თოფს ინსტრუქციაში და სასურველი სამუშაო წნევა ამოარჩიე.
tengo
ციტატა(aleqsandre @ 15th August 2011 - 11:58 AM) *
2200-ის მერე ძაან ძნელად ადის და მაგიტომ ვამბობ. თან გძეტა 1800-2400-ზე აქვს კაი ჯოულები და რაღატო ვიწვალო მე არ მესმის.

3000-ზე მაგის დატენვის პრობლემა (უსაფრთხოების მხრივ )არა, რათქმაუნდა რაც უფრო მაღალ წნწვაზე ადიხარ მით უფრო ძნელი ხება დატენვა .
შენი თოფი ისეა დარეგულირებული ქარხნულად,რომ 2400-ზე ზემოთ კლაპნის გახსნას უფრო მეტი ძალა ჭირდება და ამიტომ არის ნაკლები ენერგია და რათქმაუნდა მეტ დატენვას აზრი არააქვს. 1800-2400-ის ფარგლებში რამდენი გასროლა ,რამდენი მწ.-ის სხვაობით და რა სიჩქარით გაქვს?
ikaaa
ერთი კითხვა მაქვს ხალხო, ჩემი ევაიქსის რეზერვუარი დავშალე, კერძოდ წინა ხუფი სადაც დამტენი პორტია ის ამოვხრახნე, ჩავიხედე რეზერვუარში და შიგნიდან რეზერვუარი არის სულ ზეთიანი, თან ზეთს სუნზე ეტყობა, რომ არის ჩვეულებრივი ანუ არაა სილიკონის.
ერთისმხრივ გამიხარდა ჟანგისგან დაიცავსთქო, მარა საშიში ხომ არ არის?
ja_ja
ikaaa
ნუ ახლა ზ.დ.პ რომ იყოს დავიწყებდით კივილს, მარა PCP-ში ეგ არაფერია, შენ ისე ჩქარა ვერ დატენი მაგ თოფს რომ დიზელის ეფექტი მოახდინო, რამ 380 კუბია ბლინ smile.gif ბალონიდან დატენვის დროსაც კი არ იქნება ეგეთი ეფექტი თუ დიდი ტრუბით 1 წამში არ შეუშვი 300 ატმოსფერო smile.gif

კაროჩე დაიკიდე თემაა, მთავარია ნასოსში არ გამოიყენო ჩვეულებრივი ტაოტი და ზეთი, მანდ მესამე საფეხურში პატარა მოცულობაა და შეიძლება კაკრაზ აალების ეფექტის მირება რომელიც შეიძLება გადასცე რეზერვუარს, თუ ნასოსს მიხედავ დალშე უკვე რეზერვუარი დიდი პრობლემა არაა...

საკმაოდ ბევრს მწარმოებელს აქვს რეზერვუარში მინერალური ან რაღაც მაგდაგვარი საპოხი მასალა გამოყენებული, ნუ ახლა HW-ზე და Steyr-ზე არ მაქვს საუბარი, მაგრამ ჰაჩიკა, მარადიორი, აგერ ევანიქსი, ნუ მაგათ ეგეთი პადხოდი აქვთ....
ikaaa
ja-ja გაიხარე ამომწურავი პასუხისთვის, თუ პრობლემა არაა მაგაზე კაი რა უნდა იყოს, სამაგიეროდ რეზერვუარი დაცულია ჟანგისგან. smile.gif
sekurifa
აბა მე რომ რეზიკი შიგნიდან გამოპრიალებული მაქვს ეს ცუდია? დავშალო და დავზეთო შიგნიდან? ზეთს ვითომ დიდი მნიშვნელოდა აქვს? დაზეთილი ზედაპირიც კი ინამება როცა უცებ იცლება რეზერვუარი. სად მიდის მერე ის ნამი?

ja_ja
sekurifa
ციტატა(sekurifa @ 3rd January 2013 - 12:08 PM) *
სად მიდის მერე ის ნამი?

თხა და ვენახი ხომ გახსოვს? smile.gif

- რა შეჭამა რკინა?
- ჟანგმა ჭამა რკინა
sekurifa
ციტატა(ja_ja @ 3rd January 2013 - 01:05 PM) *
- ჟანგმა ჭამა რკინა

მე ფენით ვათბობრკინას რომარ დაიცვაროს. როგორც კი დავცლი რეზიკს ეგრევე ვათბობ და ნიხთ პრობლემ smile.gif
Dave
ციტატა(sekurifa @ 3rd January 2013 - 08:41 PM) *
როგორც კი დავცლი რეზიკს ეგრევე ვათბობ და ნიხთ პრობლემ

და საერთოდ რო არ დაცალო რეზიკი რა უჭირს? smile.gif
sekurifa
ციტატა(Saint Dave @ 4th January 2013 - 03:45 PM) *
და საერთოდ რო არ დაცალო რეზიკი რა უჭირს?

მაგას ძააააან დიდი ნებისყოფა უნდა smile.gif
Lukiane123
სალამი ბიჭებო,ბარემ დავწერ რა მაინტერესებს და დეტალურად თუ ამიხსით მადლობელი ვიქნები.ესეიგი მე როგორც ვიცი კისლაროდის ბალონები რომ არის,მაგაშიც იგივე ნაირად არის წნევა როგორც PCP ის რეზერვუარში,კისლაროდის ბალონი რომ აპარებდეს და ცხიმიანი ხელი მოკიდო ფეტქდება მოკლედ მომაკვდინებელია და ამ შემთხვევაში როგორ არის? ანუ მე დავტენე იარაღი და წავედი სანადიროდ,იარაღი ჰაერს აპარებს მაგრამ მე არ ვიცი და ოფლიანი ხელი მოვკიდე რეზერვუარზე მაშემთხვევაში რა ხდება ? სკდება რეზერვუარი თუ უბრალოდ გაიხლიჩება და უცებ დაიცლება? ანუ არ დაგაზიანებს ? ეგ ვერ გავიგე ზუსტად და იქნებ ამიხსნად,ხო კიდევ რეზერვუარი იტენება ჩვეულებრივი ჰაერით და აბა კისლაროდში რას ტენიან? ანუ ერთი და იგივე აირია ხო? პცპ იარაღის შემთხვევაში რეზერვუარი სკდება და მომაკვდინებელია თუ როგორ ? აი მაგალითად დატენილ თოფს წავუსვი ზეთი და დავდე შესანახად,როგორ ხდება ზეთთან შედის კონტაქტში? სულ ყოველ ჯერზე ხომ არ დაცლი არაა ? მოკლედ ეს მაინტერესებდა და თუ ამიხსნით კარგად ძალიან დამავალებთ
userman
SVD
ციტატა(SVD @ 26th March 2016 - 03:51 AM) *
კისლაროდში რას ტენიან? ანუ ერთი და იგივე აირია ხო? პცპ იარაღის შემთხვევაში რეზერვუარი სკდება და მომაკვდინებელია თუ როგორ ?


biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif შენ რა გგონია პცპ-ს მფლობელებს რეზერვაარები აუფეთქდათ და საიქიოდან გელაპარაკებიან ?! smile.gif

ჰაერი , რომლითაც ვსუნთქვთ და რომელითაც ვტენით პცპ ბალონებს შედგება რამდენიმე აირებისაგან

1) აზოტი 75 %
2) ჟანგბადი ( ანუ კილაროდი ) 23 % გააჩნია ადგილებს ციმბირში 15 % -ია
3) არგონი , ნახშიროჟანგი, ჰელიუმი წყალბადი და ა. შ . არის დარჩენილ 10 პროცენტში .

კისლაროდის ბალონს ტენიან ჟანგბადით ( არის ალბათ ისეთი დანადგარი , რომელიც ჰაერიდან გამოაცალკევებს ჟანგბადს ) და ეგ კია საშიშია ზეთიანი და ტაოტიანი ჩვარის მიმართებაში , მარა პცპ ბალონში ჰაერია ( ყველა თავისი შემადგენელი ელემენტებით ) , რომელიც არანაირ საშიშროებას არ წარმოადგენს . ეგ კი არა თუ გულდასმით წაიკითხავდი თემას ზემოთ წერია , რომ სპეციალური ზეთით ( სილიკონის ) საჭიროა ბალონის დაზეთვა , რომ არ დაიჟანგოს ( ეს შიგნიდან ) , გარედან რა ზეთიც გინდა ის წაუსვი არანაირ აფეთქებას არ გამოიწვევს , მითუმეტეს თოვლი, წვიმა და ოფლი.

ასე რომ საიქიოდან არ ვწერ , არც მე და რც სხვა პცპ-ს მფლობელი biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
koknar
თან კიდე იმ კისლაროდის ბალონს უნდა გაზდიოდეს და დაჟანგულიც უნდა იყოს, თორე ეგრე ხელი მოკიდე და ბუთქა, ეგრე რო იყოს სანტექნიკები გაწყდებოდა ამ ქვეყანაზე
ja_ja
SVD
PCP-შI ვიყენებთ ჰაერს, ჰაერში კი 75% არის ინერტული აირი აზოტის სახით, მხოლოდ 25%-ია ჟანგბადი, რომელიც იმ პირობებს ვერ ქმნის როგორც შეკუმშული სუფთა ჟანგბადი (საერთოდ ჰაერში შედის ყველა ის აირი რაც კი არსებობს, ძირითადი ნივთიერებების შემცველობას შეგიძLია აქ გაეცნო). ეგრე ყველა PCP თოფი დაზეთილია, გინდა კლაპანი, გინდა ნასოსი და მაშინ სულ ბახაბუხით დავდივართ ესეიგი smile.gif

სუფთა ჟანგბადის შემთხვევაში წარმოიქმნება ფიზიკური ეფექტი 100-120 ატმოსფეროზე, როდესაც ნებისმეირი ცხიმი ჩნდება მაგ გარემოში იწყებს მომენტალურ ჟანგვას, რადგან წნევა იმხელაა რომ მხოლოდ ზემოთა ფენის აალება და ჟანგვა კი არ მიმდინარეობს, არამედ ვთქვათ ზეთის წვეთის შიგნით აღწევს წნევის გამო ჟანგბადი და იმის მაგივრად რომ ნელნელა შევიდეს რეაქციაში, მომენტალურად მთელს ნივთიერებას ჟანგავს, რაც ადამიანური ენით აალებას ნიშნავს, აალება კი ყოველთვის გამოირჩევა სიცხით და რაც მთავარია ჰიპერ ჩქარი გაფართოვებით....


ჩვეულებრივი ჰაერის შემთხვევაში კი ჩათვალე რომ ყოველ 1 მოლეკულა ჟანგვადზე მოდის 4 მოლეკულა ინერტული,. ანუ არა რეაქციაში შემსვლელი აირი, რომელიც პროსტა ჟანგბადს არ აძლევს საშუალებას აალდეს...


პლიუს სუფთა ნივთიერებებს სხვა ფიზიკა აქვს, იქნება ეს ჟანგბადი თუ წყალბადი... მაგალითად დღემდე ფიზიკური მოვლენა ვერ ახსნეს როდესაც 300 ატმოსფეროზე შეკუმშულ წყალბადს თვით აალება ეწყებს... თითქოს და წარმოუდგენელია რის ხარჯზე? მაგრამ არსებობს ეგ ფენომენი... დღემდე თვლიან რომ რაღაცნაირად ეტყობა ჟანგბადი ხვდება მაგ გარემოში ან ალბათ აპარებს მაღალი წნევით წყალბადი და ჰაერთან შეხებისას ხახუნის გამო რეაქციაშI შედის ჟანგბადთან, მაგრამ ზუსტი ახსნა არ არსებობს...

ასე რომ სუფთა ნივთიერებას ნუ აურევ გაზავებულში smile.gif თორემ სუფთა ქიმიით ძმარიც რეალში არის მჟავა, მაგრამ ზოგი ახერხებს და სვავს და არაფერი მოსდის, საჭმელში კი მის გარეშ ებევ რაღაცას გემო არ აქვს, მაგრამ აბა კონცენტრირებული გადაუშვი კუჭში smile.gif ეგრევე გამოვა უკნიდან smile.gif
geojorjika
userman
ციტატა(userman @ 26th March 2016 - 07:55 AM) *
1) აზოტი 75 %
2) ჟანგბადი ( ანუ კილაროდი ) 23 % გააჩნია ადგილებს ციმბირში 15 % -ია
3) არგონი , ნახშიროჟანგი, ჰელიუმი წყალბადი და ა. შ . არის დარჩენილ 10 პროცენტში .


მინდა გითხრა რომ 23% პროცენტი ჟანგბადი რომ იყოს ატმოსფეროში სიგარეტის ბიჩოკით გადავიბუგებოდით მთელი დედამიწა და 10% დანარჩენი აირები ვერ ვისუნთქებდით ან როგორ მიიღე 75+23+10=108 გამოდის smile.gif

რეალურად ატმოსფეროში არის 78% აზოტი , 21% ჟანგბადი და დანარჩენი 1% არის წყლის ორთქლი , ნახშიროჟანგი(0,03%), მიკროორგანიზმების მტვერი, ინერტული აირები და სხვა მრავალი ჯანდაბა

userman
ციტატა(giorgi @ 26th March 2016 - 09:18 PM) *
სიგარეტის ბიჩოკით გადავიბუგებოდით მთელი დედამიწა


თორე არ გადაბუგულა ტყის უზარმაზარი მასივები და არა მარტო smile.gif
koknar
ციტატა(giorgi @ 26th March 2016 - 09:18 PM) *
21% ჟანგბადი

ეხლანდელი 21 % სად მოვა ჩემი ბავშვობის დროს რო 21% იყო
geojorjika
ციტატა(koknar @ Mar 26 2016, 09:35 PM) *
ეხლანდელი 21 % სად მოვა ჩემი ბავშვობის დროს რო 21% იყო


biggrin.gif biggrin.gif ჰო ეხლა ჩინური პროცენტებითაა დათვლილი biggrin.gif
Lukiane123
ანუ არანაირი საფრთხე არარის ხო იმ მხრივ რაც მე დავწერე ? მადლობა ყველას
ja_ja
geojorjika
ციტატა(giorgi @ 26th March 2016 - 09:18 PM) *
რეალურად ატმოსფეროში არის 78% აზოტი , 21% ჟანგბადი და დანარჩენი 1% არის წყლის ორთქლი , ნახშიროჟანგი(0,03%), მიკროორგანიზმების მტვერი, ინერტული აირები და სხვა მრავალი ჯანდაბა

ჟორჟიკ ეგ მეც ეგრე ვიცოდი, მაგრამ ახლა რარაც ახალი სტანდარტებითაა დათვლილი...

კლასიკურად სკოლაში რასაც ვწავლობდი უხეშად ყოველთვის ვანგარიშობდი 80% ნაგავი და 20% ჟანგბადი, დაჟე ისიც იყო სადღაც წიგნში დაწერილი რომ 25%-ზე ზოგიერთი აირის თვით აალება მოხდებოდა, მაგრამ ან ბუნება შეიცვალა და გლობალური დათბობისა და დაბინძურების მაგივრად 21-დან 23%-მდე გაიზარდა ჟანგბადი ან მაშინ გვასწავლიდნენ არასწორად smile.gif
temo-777
ja_ja
geojorjika
და რა უნდა გავითვალისწინოთ, ახალბედა pcp-იშნიკი ვინცაა,
აი სიტყვაზე ვიყიდეთ რაიმე pcp რა უნდა ვიცოდეთ აუცილებელი პირობები,რაც არ უნდა გავაკეთოთ სიტყვაზე. ან პირიქით რაც უნდა გავაკეთოთ/
აირის ბალონი არა მაქვს მხედველობაში,
თვითონ იარაღი და ნასოსი.
არის რაიმე შანსი ან ცუდად დავარდნის შემთხვევაში იარაღის ანდა კიდევ რაიმე შემთხვევები,რომელიც სავალალოდ შეიძლება დამთავრდეს?
კი წერია თემის დასაწყისში რომ მოერიდეთ დაცემასო.მაგრამ სიტყვაზე დაეცა biggrin.gif
ჰაერში ვიწევით თუ? biggrin.gif
pilotina
temo-777
ციტატა(temo-777 @ 27th March 2016 - 11:14 AM) *
და რა უნდა გავითვალისწინოთ, ახალბედა pcp-იშნიკი ვინცაა,
აი სიტყვაზე ვიყიდეთ რაიმე pcp რა უნდა ვიცოდეთ აუცილებელი პირობები,რაც არ უნდა გავაკეთოთ სიტყვაზე. ან პირიქით რაც უნდა გავაკეთოთ/
აირის ბალონი არა მაქვს მხედველობაში,
თვითონ იარაღი და ნასოსი.
არის რაიმე შანსი ან ცუდად დავარდნის შემთხვევაში იარაღის ანდა კიდევ რაიმე შემთხვევები,რომელიც სავალალოდ შეიძლება დამთავრდეს?
კი წერია თემის დასაწყისში რომ მოერიდეთ დაცემასო.მაგრამ სიტყვაზე დაეცა
ჰაერში ვიწევით თუ?


უმთავრესი რაც არის უნდა მოერიდო PCP-ს ჰაერის რეზერვუარის კუსტარულ გადაკეთება-გადმოკეთებას. იყო შემთხვევები კუსტარული რეზერვუარების აფეთქების ან რაიმე კუსტარულად დამზადებული ნაწილი გაუსვრია.
ასევე არაა რეკომენდირებული ბოლომდე დატენილი თოფის მცხუნვარე მზეზე დიდი ხნით დატოვება, ეხლა არა მგონია ამ შემთხვევაშიც კი რამე მოუვიდეს, ეგ იმხელა ზაპასით არის დამზადებული, მარა მაინც, სიფრთხილეს თავი არ სტკივაო..
ნუ, კიდე არაა რეკომენდირებული დატენილი თოფს კონდახში წაავლო ხელი და რეზერვუარით ბეტონის კედელს ურტყა... biggrin.gif

ისე კი, ამ თემას გადახედე, მაგისთვისაა ზუსტათ აპინული.
geojorjika
და კიდევ მთავარი, არასოდეს არ დატენოთ იარაღი ჟანგბადით
soso66
უსაფრთხოების წესები,თორე ვერც წარმოიდგენთ 270ატმოსფეროიან აზოტ-წყალბადის ნარევის
რა რაოდენობაზე მიმიწვდება ხელი.მაგრამ უსაფრთხოება უპირველეს ყოვლისა.
koknar
soso66
ამიაკს გულისხმობ ?
soso66
არა სანამ.ეს გაზი ამიაკად იქცევა კოლონაში.არა და ოხრად იხარჯება.
Lukiane123
ისე მამენტ პირდაპირ კისლაროდის ბალონით ვერ დატენი?
koknar
კი დატენი, ცოტა წყალბადიც უნდა შეურიო ხოლმე
Sk-box
koknar
biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
უკეთესი შედეგის მისაღებად ნარევში წყალბადისა და ჟაბგბადის თანაფარდობა უნდა იყოს 2:1.
ვინმეს ცოდვა არ დაიდო biggrin.gif

არ ცადოთ !!!!
koknar
Sk-box
კაი რა, ეგ რეაქცია საერთოდ არატოქსიკურია, წყალი მიიღება შედეგად და ისიც ორთქლის სახით, და კიდე ცოტა ხმაური
ja_ja
koknar
ციტატა(koka @ 27th March 2016 - 08:22 PM) *
და კიდე ცოტა ხმაური

ჰო ნუ აი სულ რაღაც ბა-ბახი, პროსტა გაფართოების კოეფიციენტია და თითბოს გამოყოფა იმის ჭე biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

სულ რაღაც 140 მეგაჯოული ენერგია გამოიყოფა წყალბადის წვისას (არა და წყალი წარმოიქმნება ხომ მეტი არაფერი smile.gif ), ამასობაში შედარებისთვის მეთანის წვა ჟანგბადთან შეერთებისას სულ რაღაც 50 მეგაჯოულ ენერგიას გამოყოფს და რას შვება მეთანის აფეთქება მგონი დიდი ახსნა არ უნდა smile.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

უბრალოდ შერეული ნივთიერებები 2:1-თან შეზავებით 1 ატმოსფეროზე და ოთახის ტემპერატურაზე, იწვევს რეაქციას რომელიც 510 გრადუსზე მიმდინარეობს smile.gif ხოლო მაღალ წნევაზე წყალბადი იწყებს თვითაალების რეაქციას, 200-ზე მაღალ ატმოსფეროზე წყალბადს აქვს თვისება ნებისმიერ ნივთიერებაშI გაიპაროს, იქნება ეს რკინა მინა თუ ნებისმიერი სხვა რამე smile.gif
koknar
ციტატა(ja_ja @ 28th March 2016 - 09:20 AM) *
140 მეგაჯოული ენერგია გამოიყოფა წყალბადის წვისას

2 ატომი წყალბადი რო 1 ატომ ჟანგბადს მიუსიო მაინც მაგდენი გამოიყოფა ?
ja_ja
koknar
ახლა მაგდენი სკოლის ქიმიაში არ აუხსნიათ smile.gif ეგ უკვე შენთვის მომინდია რომ იმენნა 1 ატომი ჟანგბადი გამოიჭირო და მხოლოდ 2 ასევე გამოჭერილი წყალბადის ატომი მიუქსიო biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
pilotina
აი რა ხდება, როცა შეკუმშულ აირთან მუშაობისას უსაფრთხოების წესებს არ იცავ.
არა მგონია ესენი დილეტანტები ყოფილიყონ, მაგრამ მაინც მოუვიდათ ის რაც მოუვიდათ. ტიპი სასწაულად გადარჩა, როცა PCP-შლიდა.
რაღაც სამუშაოებს აკეთებდა და რეზერვუარი არ დაცალა, შედეგად კლაპანმა ბარძაყში გაუარა. კიდე კაი არტერია არ დააზიანა ან თავში არ მოხვდა.
მეორე ნაწილი ჭერში გაერჭო.


pilotina


აქ ცდილობს ახსნას თუ რა მოხდა, მაგრამ მგონი თვითონაც ვერ მოვიდა აზრზე რატომ მოხდა ასე. კლაპნის დამჭერი ვინტებისთვის ხელი არ უხლია,

ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.