დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: უსაფრთხოება, შეკუმშულ აირთან ურთიერთობისას!!!
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღი > PCP - Pre Charged Pneumatics
გვერდი: 1, 2
Multi-Tool
pilotina
პირველ ვიდეოს ნაღდად ვერ ვუყურებ, არ მაქვს მაგის ნერვები. მეორეზე კი ვნახე შედეგი, მართლა მაგრა გადარჩენილა. რამხელა დირკა დაადო და 40 იანი რეზიკი რომ ყოფოლიყო დაბრიდავდა.
ხალხნო ყურადღებით იყავით და თავს გაუფრთხილდით.
maqsimusa
sad.gif გინდ კლაპანი მოგხვედრია, გინდ ტანკსაწინააღმდეგო ჭურვი.

ისე ტიპს ისე შეეშინდებოდა, რომ საერთოდ აღარ მიეკაროს პცპ სისტემას კი არა და საერთოდ პნევმატიკას!
ja_ja
ძალიან ცუდია რომ ეგეთი რამ მოხდა თუნდაც სადრაც იქ ოკეანის გადაღმა, მაგრამ მეორესმხრივ გადასარევი მაგალითია იმისა რასაც ჩვენს ზოგიერთ რეზერვუარის გაფართოების მოყვარულებს ვუტრაკებ ხოლმე, ანუ გინდა თუ არა რეზერვუარის გამადიდებელი გამიკეთეო....

ყველას ვეუბნები ხოლმე არაა ეგ საქმე სანდო მეთქი, მარა მე ვთქვათ არ ვაკეთებ, მიდიან და ნახულობენ ვიღაც ვანიას რომელსაც ათლევინებენ ხოლმე ეგეთ გადამყვანებს და....

მოკლედ კონკრეტულად ამ ვიდეოში ამერიკელებს რაც მოუვიდათ არის შემდეგი რაღაცის ბრალი:

1) ეს კიტები სახელად hipack იყიდება ხრენ ივო ზნაიტ რა წარმომავლობის კანტორისგან, არის თითქოს და ქარხნული, და შექმნილია 2240-ის გადასაყვანად co2-დან ჰაერზე, ეს არის კონსტრუქცია რომელსაც ერთი მხდიდან აქვს co2 ბალონის ფორმა, რომელიც შედის რეზერვუარში და ეტება ბალონის თავის ადგილს (რეზინა სადაცაა თავის ნემსიანად, ნუ იასნია ამას ნემსი და გახვრეტა არ სჭირდება, მაგრამ მინიმალური გადაკეტება ორმ იყოს რა...), დალშ ეკიდევ არის გაგრძელებული რაღაც ნაწილი რომელიც რეზერვუარის დიამეტრის ხელა ტრუბაა და ბოლოში თავდება ქვიქ დისკონექტით.

იდეა თავის ჩანაფიქრით ცუდი არაა, პროსტა მე თუ მკითხათ იდიოტურია smile.gif იმიტომ რომ ცო2 ბალონი პოტენციურად უფრო მეტ გასროლებს მოგცემს, ვიდრე ეგ გადამყვანი, რადგან ჰაერის მოცულობა ძალიან ცოტაა და ჰაერი თხელად მდგომარეობაში არაა, ცო2 კი თხევად მდგომარეობაშია და უფრო დიდი მოცულობის კონცენტრირებას ახდენს.

დალშე არის რეკომენდაცია რომ ეს კიტი ტესტ პონტში შემოქმებულია 220 ბარზე და სამუსაო წნევა არის 130 ნუ ტიპა დისკო და მისი სიყვარულები... მოკლედ ჩემი გოიმური გადასახედიდან ეგ პაკი მაქსიმუმ მფლობელს მისცემს 10-15 გასროლას, ეს ეტყობა იცოდა შემქმნელმაც და მაქსიმალურად რომ მიეღო დიდი მოცულობა აქვს ერთი დიდი შეცდომა დაშვებული.... კედლის სისქე აქვს მიქარული... მაგრამ მოდით ყველაფერზე ნაბიჯ ნაბიჯ წავიდეთ...

ეს არის ეგრეთწოდებული პაკი რომელიც იყიდება



გამოიყურება თოფზე დაყენების მერე აი ასე



დაჟე არის აი ასეთი მაზახისტური ვარიაციებიც კი

ყველა მათგანი პოტენციურად საშიშია, იმიტომ რომ მოდის 2240-ია hipack-იდან, აქ კი შემქმნელმა იფიქრა იფიქრა და მოიფიქრა რომ - კედელი თუ სქელი იქნება და უსაფრთხო, მაშინ მოცულობა იქნება ცოტაო და ისედაც უაზრო იდეა საერთოდ უაზრო გამოვა და 5-6 გასროლაზე მეტს არ მომცემსო, ამიტომაც, ან უვიცობით ან გამოუცდელობით, ან უსაფრთხოების ფეხებზე დაკიდების გამო ადგა გა პრიორიტეტი მოცულობას მიანიჭა....

შედეგად ზემოთ ხსენებულ ვიდეოებში ჩანს მთავარი შეცდომა




სურათზე ჩანდს რომ კედლის სისქე არის კატასტროფა.... იასნია რომ ეს ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, ეს თუ ალუმინისაა მინიმუმ 3 მილიმეტრი უნდა იყოს, ხოლო თუ რკინაა 1.5-დან 3 მილიმეტრამდე უნდა იყოს აქ კი სადრაც 0.5 მილიმეტრს ვხედავთ smile.gif გასაგებია რაც უნდა მომხდარიყო smile.gif

მე ცხოვრებაშI ერთხელ მაქვს გაკეტებული 2 რეზერვუარის შემაერთებელი, ისიც მარადიორზე და შიდა დიამეტრის დეტალზე რომელიც იყო 26.5 მილიმეტრი ხვრელი გავაკეთე 8 მილიმეტრი, ანუ კედლის სისქე დავტოვე 26.5-8 და გაყოფილი 2-ზე 9.25 მილიმეტრი, გასაგებია რომ აი ნამეტანი ზედმეტია, მაგრამ მირჩევნია ეგეთი იყო ვიდრე ასეთი შარი ოდესმე გაიჩითოს....

როდესაც ხალხს ვეუბნები რომ არ შეიძლება წვრილი კედლის დატოვება და სათითაო გასროლას და მოცულობას მისდევენ, აი ვერ ვაგებინებ ხოლმე რამხელა საფრთხეში იგდებენ თავს... აგე რამხელა საფრთხეა 1-2 ტილიანი მეტი გასროლის გამო....

არ ღირს ხალხნო არც დამატებითი დაგრძელება და არც არანაირი გადამყვანი....

ან ნასოსი გამოიყენეთ ან ბალონი, ან არა და იკმარეთ ის რეზერვუარი რაც გაქვთ, თუ გასართობ გასვლაზე გადის ვინმე ნასოსი და ბალონი ვიღაცას მაინც მოაქვს, ხოლო თუ სანადიროდ ხარ და უაზროდ ყველა გირჩას და ქვას არ ესვრი ნუ აი 30-50 გასროლა ყელში უნდა ამოგივიდეს, მაგ რაოდენობიდან ნახევარიც რომ შედეგიანად დამტავრდეს, დაჟე მესამედიც კი უკვე იმხელა ნადავლია რომ აეეე smile.gif არ ღირს რა სათითაო გაკუებაზე გაკიდება და თავის საფრთხეში ჩაგდება... დატენვა ყოველთვის შეიძLება და საკუთარი თავის ხელახლა ამ ქვეყნად მოყვანა კი ჯერ არავის გამოსვლია....

MonSoon
კიდევ მაგალითი დატენილი ბალონის გახეთქვისა, 3500 psi სადღაც მემგონი 240 ბარია.




ეს კიდევ 300 ბარზე

Wamouck
Chronic preoperative hypokalemia due to diuretics was not a risk factor for intraoperative dysrhythmias 53 <a href=https://enhanceyourlife.mom/>priligy and cialis</a>
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.