დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: Hatsan mod 99
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღი > ზამბარ-დგუშიანი პნევმატიკა
გვერდი: 1, 2, 3
master
ციტატა(geojorjika @ Mar 16 2011, 09:17 PM) *
master

პრინციპში ერთი ხარისხის და ტექნიკური მონაცემების არის ეგ კროსმანი და ჰაცანი

ძალაინ კარგი, ანუ არ ღირს ჩემი ჰაცანის გაყიდვა და მერე ფანტომის ან ვენტაჟის საყიდლად, ფულის დამატება, თუ კი როგორც შენ თქვი ერთნაირი ტექნიკური მონაცემები აქვთ.
geojorjika
master
არ ღირს .

ისე კი იქნებ ვინმემ გვაღირსოს ჰაცანის ზდპ-ს ნორმალური განხილვა?
master
geojorjikaაიღო

შესაბამისად გარკვეული რომ ვიყო, პნევმატიკაში აუცილებლად, ძირეულ განხილვას დავდებდი, მაგრამ სამწუხაროდ ასე არაა. მაგ კიარადა და ელმენტარული რამე ჰქონია თურმე გასაკეთებელი თოფს, ლულას რო გადავწევდი ფეხზე აარ დგებოდა (არ იტენებოდა) მოსკოვის 40 ნომერში მივიტანე ხელოსანთან, იმან დაშლა აწყობას თუარ ჩავთვლით ალბად 3 წუთზე ნაკლები დრო მოანდომა გაკეთებას, რაღაც მოჯღვარკული რკინა როაქ ქვეშიდან, რაქვია არ ვიცი, ლულიდან დგუშს რომ უკავშირდება. მაგი გამოუღო და რამდენჯერმე მოარტყა ჩაქუჩი, თვალიც ვერ მოვლანდე დამენახა რას უკეთებდა. 15 ლარი კი წაიღო.
geojorjika
master
მაგას ვერც ვერავინ გასწავლის, სანამ წაიღებდი შენით უნდა დაგეშალა და თუ ვერ გააკეთებდი აქ დაგეწერა, ჩVენს თუ ვერ გავიგებდით მერე უნდა წაგეღო ხელოსანთან .

ამიტომ ჯერ ჯობია იკითხო და მერე იმოქმედო wink.gif
master
აწი კი დევიმახსოვრებ. სოფელში რომ მქონდა დატოვებული სხვამ დაშალა და ვერაფერი გავუგეო და მერე მეც აღარ დამიშლია.
nihontoman
master
ეგეც მშვენიერი ფიშტოა, კროსმანის ბიუჯეტური ზ.დ.პ.-ები მაგას ნაღდად არ ჯობია ჩმა...

ოპტიკა იყიდე ლიპერსის 3-9X50 ამაზონზე მგონი 65 დოლარი ღირს. ეგაა მაგის წამალი biggrin.gif
masteroff
ვააა კეთილი იყოს შენი ფეხი სეხნია მყავს რა biggrin.gif

უი კაკრას მე მაქ გასაყიდი ოპტიკა ბუშნელის 3-9X40 საკმაოდ კარგია მხედველობაც კაიაქ 9ზე მემგონი გაუძლებს მაგ დზპ რავი ფასი არააა ძვირი 1 პაჩკა ცპ ან 50ლ სულ ახალია 1 კვირა მქონდა თოფზე,მაპატიეთ ოფფ
master
ციტატა(masteroff @ Mar 16 2011, 10:41 PM) *
ვააა კეთილი იყოს შენი ფეხი სეხნია მყავს რა biggrin.gif

უი კაკრას მე მაქ გასაყიდი ოპტიკა ბუშნელის 3-9X40 საკმაოდ კარგია მხედველობაც კაიაქ 9ზე მემგონი გაუძლებს მაგ დზპ რავი ფასი არააა ძვირი 1 პაჩკა ცპ ან 50ლ სულ ახალია 1 კვირა მქონდა თოფზე,მაპატიეთ ოფფ

გაიხარე ჩემი ძმა, არ ვიცოდი აქ თუ ვინმე იქნებოდა ჩემნაირი სახელით დარეგისტრირებული. მე მონადირე. ჯი-ფორუმელი ვარ და იქ ამ სახელით ვარ და აქაც ასე დავრეგისტრირდი. რაც შეეხება ოპტიკას, გამოწერა მინდა ამაზონიდან, თან ფული ამწუთას ხელზე არ მაქ, ნუ ამ რამოდენიმე დღეში არ მექნება.
masteroff
რა პრობლემაა როცა გექნება მერე იყიდე გინდა ჩემი გინდა ამაზონის ისე გირჩევ ცენტრპოინტის ოპტიკებს კარგად უძლებს დზპ კიდე UთG გარეგნულად იდენტურია მარა ფასი განსხვავდება,
VTEC
ციტატა(masteroff @ Mar 16 2011, 10:41 PM) *
ვააა კეთილი იყოს შენი ფეხი სეხნია მყავს რა biggrin.gif

უი კაკრას მე მაქ გასაყიდი ოპტიკა ბუშნელის 3-9X40 საკმაოდ კარგია მხედველობაც კაიაქ 9ზე მემგონი გაუძლებს მაგ დზპ რავი ფასი არააა ძვირი 1 პაჩკა ცპ ან 50ლ სულ ახალია 1 კვირა მქონდა თოფზე,მაპატიეთ ოფფ

PM ნახე
master
ციტატა(masteroff @ Mar 16 2011, 10:03 PM) *
რა პრობლემაა როცა გექნება მერე იყიდე გინდა ჩემი გინდა ამაზონის ისე გირჩევ ცენტრპოინტის ოპტიკებს კარგად უძლებს დზპ კიდე UთG გარეგნულად იდენტურია მარა ფასი განსხვავდება,

გმადლობ რჩევისათვის მეგობარო, როცა ვიშოვი ფულს, მერე მართლა დამჭირდება ფორუმელების დახმარება ოპტიკის შერჩევასა გამოწერაში, ნუ ოპტიკა კი შევარჩიე მაგ არც თუ ისე საძნელო საქმეა, თუ კი ამ ფორუმზე შესაბამის თემებს გადაიკითხავს კაცი, მაგრამ აი ჩამოტანას ვერაფერი ვერ გავუგე და ზუსტად მაგაში დამწირდება თქვენი დახმარება, რასაც შესაბამის თემაში დავწერ, შეილება სულ მალეც dance3.gif
NASA
Hatsan mod 99 შევიძინე და სიმართლე გითხრათ არ ვარ უკმაყოფილო, სიძლიერე აქვს და არც სიზუსტეს უჩივის. ნუ ჯგუფები არ გამიკეთებია, მაგრამ ერთი ჩხიკვი მოვინადირე უკვე smile.gif)) (ხის კენწეროზე იჯადა დაახლოებით 18-20 მეტრში). თქვენი რჩევა მჭირდება ამ ორი ოპტიკიდან, რომელი ჯობია რომ ავიღო

ეს პირველი

http://www.amazon.com/Leapers-3-9x40-Mil-D...8598&sr=1-2

ესეც მეორე

http://www.amazon.com/UTG-3-9X40-Mil-dot-P...598&sr=1-18

ან სხვა უკეთეს თუ მირჩევთ რამეს მადლობელი დაგრჩებით.
r-O-m-A
სულ 10-იანებში. რამდენად იყიდე?
ilariona
NASA

გილოცავ შენაძენს და სულ 10-ბში გაგერტყას.

ახლა რაც შეეხება შენს მიერ შერჩეულ ოპტიკებზე:

მე პირადად აი ამას გირჩევდი, Leapers 5th Gen 3-9x40 AO Mil-Dot Rifle Scope with R/G, 1 Tube ვინაიდან ამ ორიდან მხოლოდ ამას უსწორდება პარალაქსი.

NASA
გმადლობთ. მეც მაგაზე ვფიქრობდი. 270 ლარად.
ja_ja
ilariona
ციტატა(ilariona @ 26th October 2011 - 04:32 PM) *
მე პირადად აი ამას გირჩევდი, Leapers 5th Gen 3-9x40 AO Mil-Dot Rifle Scope with R/G, 1 Tube ვინაიდან ამ ორიდან მხოლოდ ამას უსწორდება პარალაქსი

ჰო მარა რა უწერია....

100-yard parallax setting

თუ არ სჭირდება 100 იარდამდე პარალაქს გასწორება არცერთ ჯერადობაზე, კი ბაზარი არაა კაი არჩევანია, მარა ....
NASA
Specifications

* 3-to-9X magnification
* One-inch tube diameter
* 40-millimeter objective diameter
* 39-to-13' field of view at 100 yards
* 3.3-to-3.1-inch eye relief
* Ten-to-4.4-millimeter exit pupil
* 0.25-inch click value at 100 yards
* 342-millimeter length
* 20.2-ounce weight
* Parallax setting of five yards to infinity
აი ეს უწერია და რავიცი


თუ სხვას მირჩევ რამეს ?
NASA
მირჩიეთ რამე smile.gif
WARNer brother
NASA
ეგ ნიშნავს რო პარალექსი 5 იარდიდან უსწორდება,
გილოცავ, მოკლედ გამოჩნდა ადამიანი ფორუმზე ვინც იყიდა ეს სილამაზე და დაამტკიცებს რომ მართლა კაი ტოფია და ეს არის ჩვენი გამარჯვება. მაგ თოფის ა რ ა კ ე თ ი ლ მ ო ს უ რ ნ ე ე ბ ი და რუსების აგენტები კია მბობდნენ არ ვარგაო მაგრამ ვნახოთ აბა. biggrin.gif biggrin.gif
NASA
ცუდი ნამდვილად არ არის, ფასიც მისაღებია. ვნახოთ შედეგები. biggrin.gif
gigi30
ამ ჰატსანს რამდენიმე სანტიმეტრით მოკლე ლულა ქონია ამავე სიძლიერის სხვა ჰატსანებთან შედარებით, თან რამდენიმე რეპორტში შემხვდა ინფორმაცია, რომ ლულის რამდენიმე სანტიმეტრით დამოკლებით ტყვიის სიჩქარე მცირედ შემცირდა. გამიჩნდა აზრი და "გურუებმა" შეაფასეთ, ბოლო რამდენიმე სანტიმეტრი "მოუჭრელ" მაყუჩად რომ გადავაკეთოთ, გამოვა რამე ვითომ?
ja_ja
gigi30
პირველი, პნევმატიკაში მაყუჩს არავინ იყენებს, სისულელეა მაგი, შეიძლება გინდოდა გეთქვა მოდერი... რომელიც ჰაერის ნაკადს ტეხავს

მეორე ლულის დამოკლება ყველა თოფში იწვევს სიჩქარის შემცირებას....

მესამე ზ.დ.პ-ზე მოდერი დიდ ვერაფერს მოგცემს....

მეოთხე რას გულისხმობ აი ამ ტექსტში:

ციტატა(gigi30 @ 10th December 2011 - 07:07 PM) *
გამიჩნდა აზრი და "გურუებმა" შეაფასეთ, ბოლო რამდენიმე სანტიმეტრი "მოუჭრელ" მაყუჩად რომ გადავაკეთოთ, გამოვა რამე ვითომ?

gigi30
ე.ი., აზრი არა აქვს, ვერ შეამცირებს ხმას ზ.დ.პ.-ზე მოდერატორი. გურუში, გასაგებია, მცოდნე აირგანელები ვიგულისხმე. ლულის ბოლო რამდენიმე სანტიმეტრი რომ დაიხვრიტოს წვრილი ბურღით...
ja_ja
gigi30
ციტატა(gigi30 @ 10th December 2011 - 07:59 PM) *
ლულის ბოლო რამდენიმე სანტიმეტრი რომ დაიხვრიტოს წვრილი ბურღით

მგონი შენ ჯერ არ იცი რა არის მოდერი და როგორ მუშაობს smile.gif

მეორეცესერთი არ მიქარო ლულა ბურღით არ დაბურღო, შენ მანდ ტექნოლოგიის დამცველი არ ხარ შედეგად კი მიირებ ლულის შიდა მხარეს ბურღით ჩახვრეტისას წარმოქმნილ წვეტებს, რომელიც ტყვიას დაფლითავს, პლიუს ნარჩენების გრობვა დაგროვდება მაგ წამონაზარდებზე და......

ეგეთი რარაც ეგრე ნა ურა არ კეთდება, მაგისთანა ლულებში შიდა ნაწილი იმ ადგილზე საიდანად გარედან ხვრელებია, შიგნიდან ამობურღვა კეთდება, მაგრამ საქართველოში კაციშვილი არ მეგულება რომელიც მაგას გააკეთებს და პლიუს ლულიდან გამომავალ ფასკას არ გააფუჭებს. ძნელია შიგნით სადღაც სიღრმეში ფასკა გააკეთო.

პლიუს მხოლოდ ხვრელები ... ეგ უფრო ცეცხლსასროლზეა ეფექტური, ნუ ტიპა ცხელი აირის გამოტყორცნა ხდება და ტყვიას უკან უაზროდ ტაკუნებში არ ურტყავს ცეცხლი. პნევამტიკაში კი ეგ არანაირი ეფექტს არ მოგცემს.

პნევმატიკაშI უფრო გჭირდება ნაკადის მომკვეთი და არა რაღაც ხვრელები, აი რაღაც ამდაგვარი



მარა მაგასაც მხოლდო PCP-ზე აქვს აზრი, ზ.დ.პ სხვანაირად მუშოაბს, ერთი შეხედვით ერთი ფეხებია ორივე ჰაერის ძალით იფურთხება ტყვიას, მაგრამ PCP-ში ხდება ცივი გასროლა, ზ.დ.პ-ში კი ცხელი გასროლა, შედეგად ჰაერის სხვადასხვა დინამიკაა.

მოკელდ რაც ჩაიფიქრე უაზრობაა და უფრო თოფის გაფუჭებაა ვიდრე მისი მოდიფიცირება და გაუმჯობესება.
gigi30
გაბურღვა გარედან გაკეთდება(ნაწიბური რომ წარმოიქმნება ვიცი biggrin.gif ), შემდეგ შიგნიდან მინიმალური "შლიფოვკა"დაჩხვრეტილი მონაკვეთის დაგლუვებამდე... თუმცა აზრი არა აქვს გაგრძელებას, რომ ყოფილიყო ამდაგვარი რამ, შენ გეცოდინებოდა და მოგვითითებდი წყაროს
ja_ja
gigi30
ციტატა(gigi30 @ 10th December 2011 - 09:47 PM) *
შემდეგ შიგნიდან მინიმალური "შლიფოვკა"დაჩხვრეტილი მონაკვეთის დაგლუვებამდე

და-ი-ვიწ-ყე! smile.gif

ეგ არის ლულის მოსპობა და დამოკლება, ისევ იგივე პრობლემას აწყდები ლულის ფასკა... კაროჩე მაგის მერე თაბახის ფურცელზე თუ აკრიფე ნატყვიარები მაგარი შედეგი იქნება.
nihontoman
ნუ ზ.დ.პ.-ზედაც აქვს რაღაც დონეზე აზრი, ბოლო-ბოლო მაგათაც აქვს ლულის ბოლოსთან "ხლაპოკი" თუმცა ჰატსანზე მაგის ცალიჩი არ ღირს.... აი ეგ რომ გატუნინგებული სიგნეული იყოს, რომელიც ნაკლებ ხმას და ვიბრაციებს გამოცემს, მაშინ ხო, მარა სტოკ შიგნეულზე მოდერით მიღებულ განსხვავებას ან გაიგებ, ან არა....
sekurifa
სანამ ზდპ-ში სტანდარტული ზამბარა მედგა მოდერი დიდ განსხვავებას არ მაძლევდა.ლულიდან ტკაცუნს ახშობდა მარა ზამბარა მაინც ხმაურობდა. ჰაერის ზამბარა რომ დავაყენე უკვე განსხვავება საგრძნობლად შეიმჩნევა.
gigi30
აგერ http://www.mymarket.ge/product_info.php?ty...duct_id=1961659 ეს თოფი არის ზდპ მოდერატორით და ლულა უმოდერატორო ჰატსან 85-ისაგან განსხვავებით, მოკლე აქვს, სიჩქარე იგივე. ანუ, კეთდება მოდერატორი ზდპ-ზე და 450-დან 330-მდე ლულის შემცირებით არ შეცვლილა(ან მცირედ შემცირდა) სიჩქარე.

ესეც ლულის დაჩხვრეტაზე: http://topguns.ru/dyriavyj-stvol/, საინტერესო იდეაა
ja_ja
მესმის რომ ჰაჩიკა იაფიანი თოფია, მაგრამ... მაგერ გაქვს ეგ თემა, და ხელში გაქვს ჰაჩიკა, დაჯექი და გააკეთე, მე კი გეუბნები არ გამოვივა.

და არ გამოვა იმიტომ რომ წაკითხვა ბევრს არ უყვარს, მხოლოდ სურათებს უყურებენ და აილაააა.... ამასობაშI კი მინიმუმ მაგ ტექსტში წერია ერთი საიყურადღებო დეტალი

ციტატა
Ствол 4.5мм ЛВ, полигонал с чоком


ჯერ უნდა იცოდე რა ჭირი და დოზანაა პოლიგონალი და რა ჭირი და დოზანა გაქვს ჰაჩიკაზე. ჰაჩიკაზე ეგ რომ გააკეთო:
1) ცალი მხრიდან გექნება ნაწიბურები (რომელი მხრიდანაც დაიწყებ გახვრეტას),
2) სულ რომ არ გქონდეს ნაწიბურები, ხრახნევზე გგექნება ჩანახვრეტები, რაც ტყვიის მოძრაობისას ნიშნავს რომ პაწა ნაკუწებს დატოვებს მაგ ხვრელებზე, ნელნელა ამოივსება და...
3) ლულაში ტყვიას სამოძრაო მანძილი გასავლელი აქვს, ხახუნის კოეფიციანტი კიდევ მოქმედებს, და ამასობაში შენ ჰაერს და მის ძალას ტყვიის უკან კარგავ.. როგორ ფიქრობ ეგ გაგიზრდის მაჩვენებელს თუ შეგიმცირებს
4) ხვრელებს სადაც გააკეთებ ჩათვალე ლულა იმ სიგრძის გაქვს, ანუ თუ იყო თავიდან 50 სანტიმეტრი და შენ პირველი ხვრელი დაადე დასაწყისიდან 30 სანტიემტრში და შემდეგ ლულის ბოლომდე დარჩენილი 20 სანტიემტრი ხვრელებისთვის გამოიყენე, ეგ ნიშნავს იმას რომ ესეიგი შენ აწი გაქვს 30 სანტიმეტრიანი ლულა რაც სიჩქარეს კიდევ გიგდებს


ნუ კიდევ არაერთს მოვიყვანდი, მაგრამ ეს სამი განსაკუთრებით საყურადღებოა. იმაზე აღარაფერს ვამბობ რომ მაგის გაკეტება რომ დაიწყო დრელით გააკეთებ რაც კიდევ უფრო ცუდ შედეგს მოგცემს, მაგას გრეზი უნდა იფეალურად ლულის დაფიქსირება და ასე შემდეგ.....

და ასევე ჩადი მეორე პოსტში ავტორის ოქროს სიტყვები წაიკითხე не один стволик я загубил любознательностью , გააქვს რომ საექსპერიმენტოდ რაიმე ლულა, აღარ ვამბობ სიტყვაზე ლულები. იცი რომელიმე ლულის ბიჯი (რუსულად შაგი) რამდენია?

მოკლედ ხელის უბრალოდ გაშვერა კაია, გააკეთეთ აბა რომელიმემ smile.gif, და ცალკე თემაა მუდმივია მაგ ავტორის მეირ მოყვანილი შედეგი თუ ცვალებადია, მემგონი რომ ცვალებადია და ძალიან ძალიან ბევრ რაღაცაზეა დამოკიდებული.
gigi30
ანუ, იმაზე მეთანხმები, რომ ლულის სიგრძის შემცირებით ყოველთვის არ მცირდება სიჩქარე და რომ ზდპ-ზეც აქვს აზრი მოდერატორს? biggrin.gif
ja_ja
gigi30
ესეიგი რომ ვამბობ წაკითხვა არ გიყვართ მეთქი აი მანდაა კაკრაზ ყველას პრობლემა...

მე -4 პუნქტში აბა რა აგიღწერე? თუ 50 სანტიმეტრიდან 30-მდე შეამცირებ ლულას რა თქმა უნდა შემცირდება ტყვიის სიჩქარე. ეგ აქსიომაა!!!

შენ თუ ჯიქურ იმას მიყვები რასაც ის კაცი რასაც წერს რომ 1 ჯოული დააკლდაო, მანდ ბევრი თუ არის, მართლა 1 ჯოული დააკლდა თუ არა, რამდენ ჯოულიანი იყო თავიდან თოფი ხომ არ იყო 7.5-იანი ან 16-იანი და ასე შედმეგ....

დიდი თხოვნაა თვალები გავახილოთ ყველაფერზე და ნუ ავყვებით ყველაფერს ბრმად, უბრალოდ გვინდა რომ ეგრე იყოს, ვიღაცაც წერს და ეგრევე მომენტალურად ყველა დანარჩენ რეალობას ვუარყოფთ.

ცხოვრება სულ სხვაა, ხოლო ზღაპრები და სერიალები მხოლოდ ტელევიზორშია.
gigi30
ja_ja, აბა ნახე, ჰატსან 85x-ს მოკლე ლულა აქვს(რომ მივუთითე მაიმარკეტზე ვიღაც ყიდის მეთქი, იქ ჩანს კარგად), ხოლო ჰატსან85-ს გრძელი. ტყვიას ორივე ერთნაირი სიჩქარით ისვრის. დასკვნა?( ასევე, ჰატ99-ს უფრო მოკლე ლულა აქვს, ვიდრე 90-ს, სიჩქარე იგივე). თან ჰატ85x-ს მოდერატორიც აქვს. ამაზე ვწერდი 81-ე პოსტში. ლულის დახვრეტაზე გეთანხმები, მაქ მივაწერე საინტერესო იდეა-მეთქი, კიარ მიმტკიცებია რამე.
ja_ja
gigi30
ციტატა(gigi30 @ 18th December 2011 - 11:29 PM) *
ტყვიას ორივე ერთნაირი სიჩქარით ისვრის. დასკვნა?

აუ რაღაცნაირად მიბიძგებ არაკორექტული სისულელე დავწეო არა და არ მინდა.

რისი დასკვნა? 2 სხვადასხვა თოფს ადარებ და მხოლოდ ერთადერთი განმასხვავებელი პუნქტი ნახე მაგ ორ იარაღში? მეტი არაფერი განსხვავებული არ აქვთ?

ან რით მიმტკიცებ რომ ორივე ერთნაირი სიჩქარით ისვრის? მწარმოებლის სარეკლამო ტექსტით თუ ქრონოგრაფის მაჩვენებლები გაქვს ხელთ?

ციტატა(gigi30 @ 18th December 2011 - 11:29 PM) *
თან ჰატ85x-ს მოდერატორიც აქვს.


მე რამდენადაც ვიცი მოდერატორი კი არა ნადულნიკი აქვს. ეგ კი სხვა რამეა.
r-O-m-A
ამ თემას ვკითხულობდი და საკმაოდ სახალისო იყო ბოლო პოსტები. biggrin.gif
gigi30
გურუმ გირიჩია რო არაო. ხოდა დაანებე მაგის ჩალიჩს თავი. თუ არა და ისე შენ გულს როგორც გაუხარდება ისე უნდა გააკეთო smile.gif
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
გამოცდილ ჰასანისტებთან ერთი პატარა შეკითხვა მაქ. http://www.mymarket.ge/product_info.php?ty...duct_id=1961659 შემთხვევით ამ მოდელის კონდახი ხომ არ წავა ჰასან მოდ 125 -ზე? თუ კი და მეშველა smile.gif მარა მე მეეჭვება რომ წავიდეს. მარა მივამსგავსე და იმედის ნაპერწკალი აკიაფდა smile.gif
nihontoman
r-O-m-A
არა, არ წავა. 125 გაცილებიტ დიდი რკინაა...
r-O-m-A
nihontoman
მეც ეგრე ვატყობდი მარა დაჯერება არ მინდოდა smile.gif
S.T.A.L.K.E.R
მოდ 85ს 25 მილიმეტრიანი კომპრესორი აქვს 125ს 30 მილიმეტრიანი სამაგრებიც სხვა ადგილზე აქვს
ორივე მოდელი მქონდა და უეჭველი ვიცი
wink.gif
gigi30
• Sound moderator on the muzzle. ასე უწერია მწარმოებელს და ტყუის? biggrin.gif http://www.hatsan.com.tr/airguns_mod_85_x.asp .
S.T.A.L.K.E.R
არანაირი ეფექტი არ აქვს გაგ მოდერს
ზამბარა რო გამოუცვალო ნიტროპისტონიტ მერე შეიძლება რამე სხვაობა იყოს
ja_ja
gigi30
ციტატა(gigi30 @ 19th December 2011 - 12:04 PM) *
• Sound moderator on the muzzle. ასე უწერია მწარმოებელს და ტყუის? http://www.hatsan.com.tr/airguns_mod_85_x.asp .

ნუ მე ეგ მოდელი არც მქონდა ნანახი, ანუ Hatsan 85X, მე მქონდა ნანახი კლასიკური ჰაჩიკა 85 ყველანაირი აღნიშვნის გარეშე, იმას კი ან საერთოდ არაფერი აქვს, ან პლასტიკატის ნადულნიკი.

მაგ კონკრეტულ მოდელზე კი ვერაფერს ვიტყვი რომ ეფექტურია ან არაეფექტურია მოდერი, წესით ყველა ზ.დ.პ-ზე პრობლემას ჰაერის ტალღასთან ერთად ზამბარაც წარმოქმნის ხოლმე და მისი გაჩუმების გარეშე......

აგერ გამოცდილება ჰქონია gogich_89-ს და წერს რომ ეფექტი ნიხტო. smile.gif საიდან დაასკვენი რომ მე ვწერდი ეფექტურიაო? smile.gif
gigi30
ლულის დამოკლებაზე: andrey » Чет квітня 17, 2008 2:27 pm



Можно сказать, что конструктивно мод.85Х всё-таки немного отличается от 70/80/85/90/55S: у неё ствол по длине заканчивается там, где начинается глушитель. Т.е. ствол гораздо короче.

Примечательно, что мы меряли скорость - такая же, как у остальных моделей Хатсана Т.е. пуля разгоняется по длине где-то 300-350 мм, а потом тормозится за счёт трения о ствол. У Хатсана-135XRD та же история: ствол гораздо короче, чем у простого Х-135 за счёт глушителя, а скорость такая же

Теоретически может быть выигрыш в точности, т.к. пуля покинет ствол раньше и вибрации от удара поршня если даже если застанут пулю в стволе - то будут действовать не так долго. Но это теоретически, т.к. на практике может оказаться, что выигрыш будет перекрываться общими возможностями винтовки и не будет заметен. წერს ამ საიტის ადმინისტრატორი:http://gunshop.com.ua/forum/viewtopic.php?f=1&t=927 .
ja_ja
gigi30
გიგაჯან ხომ მოგწერე, ბურთიც შენია და მოედანიც მეთქი, ჩაატარე ექსპერიმენტი და მორჩება საქმე.

მე პირადად არ მჯერავს მანდ რაც წერია მაგის, ან თუ გინდა კოზირს დავაძრობ შენს მიერ მოყვანილი ტექსტიდან:

ციტატა(gigi30 @ 19th December 2011 - 03:40 PM) *
Можно сказать, что конструктивно мод.85Х всё-таки немного отличается от 70/80/85/90/55S:

და ამ კონსტრუქციულ განსხვავებაში ნუ ხედავ მხოლოდ ლულის სიგრძეს. რა შეგიძლია მითხრა დგუშის დიამეტზე, დგუში სვლის სიგრძეზე, კამერის მოცულობაზე, გამოყენებულ ზამბარაზე, გადამშვებზე.... ავოე, იმდენ პარამეტრს ჩამოგიწერ რომ ვავა. რომელი ერთია ასევე განსხვავებული და შენ არ იცი... მხოლოდ ზედაპირს უყურებ და მორჩაო საქმე smile.gif

ღმერთმა ხელი მოგიმართოს, რწმენა პრაქტიკულად რელიგიაა, რელიგიურ კამათში კი მე მოგებული არ მინახავს დახოცვამდე მიდიან ხოლმე smile.gif (ყველაზე ცნობილი ჯვაროსნული ომებია, ვინ მოიგო? მემგონი არავინ), ასე მაგალითად ჩემთვის ეგ andrey არანაირ ავტორიტეტს არ წარმოადგენს, არ გამოვრიცხავ რომ ჩემზე მეტი იცის, მაგრამ მე არ ვიცი მის შესახებ არაფერი ასე რომ ვერ მივიღებ მის ზედაპირულად მოყვანილ ტექსტს როგორც აქციომას, მითუმეტეს ჩამოვწერე რამდენი პარამეტრი არაა დაზუსტებული

ჩვენს ფორუმზე უკვე გვაქვს გარკბვეული ტესტები ჩატარებული და ვიცით რომ მოკლე ლულა ნაკლებ სიჩქარეს ნიშიავს იგივე პარამეტრებზე, რა თქმა უნდა ჩემიც არ უნდა დაიჯერო, მაგრამ სანამ გავაგრძელებ ამ უაზრობას, აბა გადახედე სამხედროებს, რატომ აქვთ სნაიპერებს გრძელ ლულიანი შაშხანები? პროსტა მოდაა თუ რაიმე პრაქტიკული დანიშნულება აქვს?

არ გამოვრიცხავ რომ ერთი და იგივე სიჩქარე მოგცეს 135-მა და 85-მა, თუმცა მწარედ მეეჭვება, შენ რომ გწონდეს, ერთხელ მაინც გასროლილი 125-დან და 135-დან მიხვდებოდი რომ ეგ მსროლელის ბეჯის მომგლეჯავი აპარატებია და ველურ სიჩქარე ანვითარებენ, 125-მდე კი ჰაჩIკას არცერთი მოდელი ეგეთი არაადეკვატური ძალით არ გაუკეთებია... მოკელდ ძალინ ბევრი "თუ" იჩიტება და ამიტომაც ვერ ვიღებ მაგ განმარტებას.
gigi30
ძალიან დაბალი დონის ყოფილა იმ უკრაინული საიტის ადმინისტრატორი, თუ ლულის სიგრძის გარდა სხვა განსხვავებაც იყო და ვერ შეამჩნია. აი კიდევ ერთი პოსტი, აქ კომპრესიულ დეიზი953-ზეა საუბარი:Сегодня решил поправить фаску на винтовке... сделал как у "кота яйцы". Посмотрел в ствол, а там сцука три риски на нарезах в 6-7мм от среза ствола... напрасная работа.
Подумал-подумал и отфигачил 60 мм ствола ножовкой(чтоб с модератором габариты особо не увеличились). Однако закалка ствола на данном девайсе не детская - я реально задолбался пилить... уверен закалка не менее 35 единиц. Перед пилением разумеется замерил скорость пули - она была 145 м/с пулей 0.46гр. после отпиливания и изготовления новой фаски она... осталась 145 м/с Боялся, что упадет... однако все в поряде. Теперь длина ствола 470 мм. http://topguns.ru/daisy-953-powerline-mnog...pressionka/?n=2. ცეცხლსასროლი და პნევმატური იარაღის შედარებაზე კი რა მოგახსენო smile.gif
foxi
ბიჯოოო თუ გვეკითხები, კაცი გპასუხობს რომ არაო! თუ მაგ ოკუპანტ რუსს ენდობი აიღე და გადაჭერი ეგ თოხის ტარი მაინც არაფერში ვარგა.ჯერ ქარხნული ვერ ისვრის ნორმალურათ და ეხლა შენ რო გადაჭრი მერე ნახე მაქედან ტყვიების ფრენა გაურკვეველი ტრაექტორიებით.
ja_ja
gigi30
გიგააა რეალურად არ მესმის შენი, მე რა გიკრძალავ რაიმე არ გააკეთო მეთქი? მე გეუბნები რომ არ გამოვა და სავარაუდოდ იგივე ვერ იქნება ყველაფერი ლულის გადაჭრისას მეთქი.

გადაჭერი, გადმოჭერი, იყიდე მოკლე ლულიანი , ან იყიდე გრძელ ლულიანი და გადაჭერი, ღმერთმა ხელი მოგიმართოს....

გჯერავს იმის რასაც იქ წერენ და ბაზარი არაა გააკეთე.... ირონიულად ამბობ
ციტატა(gigi30 @ 19th December 2011 - 10:19 PM) *
ძალიან დაბალი დონის ყოფილა იმ უკრაინული საიტის ადმინისტრატორი, თუ ლულის სიგრძის გარდა სხვა განსხვავებაც იყო და ვერ შეამჩნია

ბაზარი არაა, სუპერმენია, პროსტა ადექი და აქ არსებულ საზოგადოებას დააჯერე რომ ზ.დ.პ-დან მინიმუმ 2-ჯერ ზედიზედ ერთნაირი სიჩქარე მიიღე გინდა 145 გინდა 350 მეტრ წამი იყოს.... თუ ზ.დ.პ მაგას იძლევა, ვის რა ჭირად უნდა PCP, მერე მაგაში რედუქტორი, 10 ჯერ მეტის გადახდა და მთელი სექსი??? PCP-ს არ აქვს, ეგეთი განმეორადობა რაის ზ.დ.პ???

აგერ აიღე ზ.დ.პ ისროდა ვეჩნა 145-ით, გადაჭერი ლულა ისევ 145.... რა ვქნა გჯერავს და რა ვქნა smile.gif, ამიტომაც გეუბნები არ მჯერავს მეთქი, იმიტომ რომ არაერთი ზ.დ.პ მინახავს გაგვიქრონია და ყველაზე ყოველთვის არის გასროლიდან გასროლამდე სხვაობა და ეს სხვაობა 1 მეტრ წამით კი არა გაცილებით მეტად განსხვავდება ხოლმე.

1 მეტრ წამიანი განსხვავება თუ აქვს თოფს, მაშინ ეგ სპორტული 7.5 ჯოულიანია და ძალიან მაღალი კლასისაა, მაგის ლულას რომ ვინმემ ხელი ახლოს (გინდა ფასკის გინდა სხვა რაიმეს გამო) თითები უნდა მიამტვრიო! ეს ჩემი სუბიექტური აზრია. და მითუმეტეს არა მჯერავს რომ ხარვესიანი და უფასკო ლულა იგივეს აჩვენებს რასაც ჩამოჭრილი და ფასკიანი, ეგ მაშინ იმაზე მიუთითებს რომ სწორედ ხარვეზი არ აძლევდა იმ ლულას მეტით გაესროლა თორემ იმ 7 სანტიმეტრის არსებობისას 145-კი არა 155-ი უნდა მიეცა (საშუალოდ 10 მეტრ წამით მეტი), მაგრამ ზიანის გამო ვერ იძLეოდა, რომ წააკვეთა კაკრას მოაკლდა ის 10 მეტრ წამი და იდეაში გარეგნულად ჩანს რომ იყო 145 და დარჩა 145....

ამიტომაც მოდი მე დავრჩები ჩემს აზრზე, მანამდე სანამ შენ არ იყიდი რაიმე თოფს, გრძელი ან მოკლე ლულით, მერე ქრონოგრაფთ შეამოწმე მისი სიჩქარე გადაჭრის გარეშე და ნახავ რომ ერთნაირ სიჩქარეს არ მოგცემს, მერე გადაჭერი ლულა და ვნახოთ იქნება იგივე სიჩქარე თუ არა.

მეტსაც დავძენ, ზ.დ.პ-ში არ მიკვირს როდესაც 10 ან 15 მეტრიანი სხვაობაა გასროლიდან გასროლამდე, ვთქვათ თავიდან იძლეოდა სიჩქრეებს 145-160-155-145 გადაჭერი და გაძლევს 140-135-145-146 რას ნიშანვს ეს რომ იგივე დარჩა რადგანაც ადრე მინიმუმი იყო 145 და გადაჭრის მერე მაქსიმუმია 145??? მაშინ გადაჭრის მერე 160-ს რატომ აღარ იძლვა....

მოკლედ უსაფუძვლო კამათი გვაქვს, მე ჩემი გამოცდილებიდან მაინც ვსაუბრობ, შენ კი ვიღაცის პოსტებით მესაუბრები, მოდი რეალში ვნახოთ და ბაზარი არაა თუ ვცდები ვაღიარებ და რავიცი რა გინდა, რომ ვიკისრო? 6 ბოთლიან 1 შეკვრა ლუდს ვიკისრებ მოსულა? smile.gif მეტი რა ვთქვა არ ვიცი. smile.gif

P.S. ნუ ეს ხომ....
ციტატა(gigi30 @ 19th December 2011 - 10:19 PM) *
Подумал-подумал и отфигачил 60 мм ствола ножовкой

ვინმესთვის მაინც მიეცა ვისაც სტანოკი ჰქონდა smile.gif
sekurifa
gigi30

არ ვარგა ლულის დამოკლება,ყველამ ეგ გითხრა მგონი და შეეშვი შენც რად გინდა? რაც შეეხება მოდერს ზამბარაზე დიდი სხვაიბა არააქვს მაგას და ჰაერის ზამბარაზე ცოტა მოგცემს შედეგს,ეს ჩემი გამოცდილებიდან გეუბნები.
amon
gigi30
თუ იცი რაღას კითხულობ და თუ კითხულობ დაიჯერე მაინც wink.gif wink.gif


ქალაქში პნევმატიკის დეფიციტია
ja_ja
amon
ციტატა(amun @ 20th December 2011 - 12:03 AM) *
ქალაქში პნევმატიკის დეფიციტია

აი ეგ სამწუხაროდ მართლა ეგრეა....


gigi30
ისე შენ რომელი თოფი გაქვს?

აგერ ვნახე საკმაოდ ნორმალურ ფასად იყიდება შენი რჩეული თოფი, ოპტიკა აქვს გაფუჭებულიო წერს პატრონი, შენც ოპტიკა გადააგდე და ახალიდ ააყენე. მერე კი ექსპერიმენტები ვატაროთ. smile.gif
gigi30
ზდპ-ები უკვე მქონდა სხვადასხვა დროს სამი(სამივე რუსული), ბოლო იჟ-61 რამდენიმე თვეა გადავულოცე ბიძაშვილს(მაშინ არ ვიცოდი აკრძალვის შესახებ). დეიზი 953(ამ ფორუმზე ვნახე რეპორტი და დამაინტერესა) ან/და ზორაკის(ან მინიმუმ ბიიმან პ17) პისტოლეტი მინდა გამოვიწერო, თუ დაგვიდგა ნანატრი დრო(ესენი კომპრესიულებია, ზდპ ჩემთვის რაღაც "ნე გრეეტ დუშუ", ხოლო პსპ-ს დონემდე არ ვარ "მოწამლული", თან ფასი და მომსახურების სირთულე "მაშინებს" biggrin.gif ).
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.