norica_dragon
ვაა, გილოცავთ ამ ფორუმზე პირველ ნაბიჯებს....
ახალ სათამაშოსაც გილოცავთ...
აი რაც შეეხება დეკონსერვაციას: თუ ჩხირკედელაობა არ გაშინებთ, არაა ძნელი დასაშლელ-ასაწყობი მართლა, მთავარია უფრთხილდეთ ზამბარას, რადგან იგი ასეთ ძლიერ თოფებში თითქმის ყოველთვის არის დაჭიმულ მდგომარეობაში და გახსნის დროს ზოგჯერ მიმმართველს ისვრის აქეთ იქით. ეს რომ თავიდან ავიცილოთ, მიმმართველი უნდა რამეს მივაყრდნოთ.... დეკონსერვაცია კი იმას ნიშნავს, რომ |ზედმეტი ტაოტი მუშა ზედაპირს უნდა მოშორდეს და უნდა ისევ გაიზეთოს, ოღონდ ძალიან ლაითად და სპეციოალური არააალებადი ზეთით (ზოგიერთი სილიკონის ზეთი მგონი არის არა აალებადი...)
აი ჩახმახის ამბავი კი მომეწონა, თU მართლა კარაქივითაა, ზნაჩიტ კროსმანისას ყველა ვარიანტში ჯობია.
ოპტიკაზე კი მართლა ჯობდა ჯერ ჩვენი ფორუმი გენახათ და შემდეგ გეყიდათ, იმიტომ, რომ ეგ ოქტიკა არის რაა და თვაიოს ფასად ნაღდად არ ეღირება, მაგ ფასად მართლა კაი რამეს ითრევდა კაცი....
310მ/წ სიჩქარეს რაც შეეხება: 310მ/წ სიჩქარის მიღწევა ზ.დ.პ.-ებში შეუძლია მხოლოდ გერმანულ ბიმან კოდიაკს და იმის კლონებს (ანუ ვებლი პატრიოტს, და ჰატსან 125/წალტერ ტალონ მაგნუმს) ასევე ზოგიერთ თეობენს და დიანას სუპერ მაგნუმ მოდელებს, როგორიცაა 48/52/54 და 350, 460 მოდელებს სხვადასხვა კონფიგურაციებს. ოღონდ მე ვამბობ სედარებით წონიან ტყვიაზე და არა რაღაც სემიჩკის მარცვა;ლზე, რომლითაც მწარმოებლის უმეტესობა ტესტავს თავის იარაღს. ჩემი თოფი იძლევა 240მ/წ სიჩქარეს 10.5 გრანიანი (0.68გრამი) ტყვიებით და ეს საკმარისია, რომ 70 მეტრზე ყვავი გადირკოს. უფრო მეტიც, ამ თოფს ერთხელ პრუჯIნა გაუტყდა და საკმაოდ დასუსტებული იყო, ატდაჩაც კი აღა ქონდა თითქმის, მარა იგივე 70 მეტრზე რომ ვისროლე იგივე მძიმე ტყვია, ღმერთმა იცის 150-170 მ/წ სიჩქარე განავითარა თუ არა, მარა იმდენი ძალა კიდევ ქონდა, რომ მაინც დაედო იგივე მანძილზე სკვაზნიაკი...
ასე რომ, არაა პრობლემა, ნორიკას საკმაოდ პოტენციალი აქვს როგორც ამბობენ და მაგის სიმძლავრის ნაკლებობა არასდროს შეგაწუხებთ, ხოლო თუ შეგაწუხათ, მაშინ ორი ალტერნატივაა: იყიდოთ მძლავრი პცპ, ან თქვენი დანბარჩენი ძმაკაცებივით ისევ ცეცხ;ლსასროლი, მარა ამ ქვეყანაში, რომლით უფრო მეტად იკაიფებს კაცი, მაგას კითხვა არ უნდა...