ესეიგი ავედით ჩემთან მთაზედა, ცხოველები და ფრინველები არ იყო საღამომდე, საღამოთი რამდენიმე მფრინავი ამოცნობილი და ამოუცნობი ობიექტი ჩამოვარდა, მანამდე ვნახეთ
Davitus-ის მოდერი, ნუ იდეაში რაღაც მომენტები კარგი აქვს რაღაც მომენტები ......
ბევრი ვიჩალიჩეთ თუ ბევრი მაგ მოდერს ვერაფერი ფგავუგეთ. ხმას კი ამცირებს, მაგრამ არა აიმდენად რამდენადაც თვითონაა და არა იმდენად რაც დაუჯდა Davitus-ს, მოკლედ მე ისევ ხაზვას შევუდგები, მაგრამ ჩემის ღრმა რწმენით დისკოსთვის ზედგამოჭრილია მაღალი კოლოფი და შრაუდერი. ნუ აუცილებელი პირობაა მემგონი, გუშინ პირამიდაირის ბლოგს ვკითხულობდი და ტომ გეილორდის სტატიებში კაკრაზ ნახსენები იყო რომ კროსმანი აპირებდა მაგასო, და ერთი ეგზემპლარი გაუკეთებიათ კიდევათაც, მაგრამ ტომ გეილორდის კატეგორიული მოთხოვნის გამო მოუხსნიათ რადგან იარაღის გაძვირებას იწვევდაო.
მოკლედ კროსმანმაც კი იცოდა რომ საჭიროა, განსაკუთრებით დისკოს ეგ შრაუდერი დასჭირდება როდესაც ბულ-პაპად გადაკეთებაზე მიდგება საქმე. ნუ არ გამოდის ასზე ახლოს არსებულ რეზერვუართან შრაუდერი, მოდერი კი ბევრ გაუთვალისწინებელ დისკომფორტს ჩითავს, აღარაფერს ვამბობ დისკოს დაგრძელებაზე.
მოკლედ Davitus-მა მგონი გული აიცრუა თავის მოდერზე, არადა კაი რაღაც არის, უბრალოდ, ჩამოსაცმელი მილი 11 მილიმეტრის მაგივრად 11.5 მილიმეტრია, რაც ღერძის აცდენის საშინელ შესაძLერბლობას იძლევა, ერთერთი მოჭერისას გავიხედეთ შუქზე და თვალით ჩანდა რომ გამომავალი ხვრელი აცდენილი იყო ღერძს. მოკლედ ამ ხვრელში ტოკარმა მაგრა მიქარა. შედმეგი ნიუანსი Dawiti-სნაირი ჩაშკები. ნუ ძალიან დიდი და არაეფექტური, მე პირადად Dawiti-ს მოდერის ჭიკები არ მომწონდა როემლიც დიამეტრში არის 16-18 მილიმეტრი, და უცებ რომ დავინახე 26 მილიმეტრიანი ჭიქები.... ნუ იგივე ეფექტია რომ ყავის ჭიქა და ჩაის დიდი კრუსკა ერთმანეთს შეადარო.
მოკლედ არაეფექტური ფორმა აქვს მაგ ჭიქებს. არ ვიცი Dawiti-ს მოდერს რატომ აქვს შედარებით ეფექტური ჰაერის მოჭრა უბრალოდ ვერ ვხვდები. ყველანაირი გაგებით არის არაეფექტური ფორმა აქვს ისეთი რომ მოდერშI მოცულობას იკავებს და ჰაერის მოკვეთაზე არ მუშოაბს. გადიდებულმა ეგზემლპარმა სწორედ ეგ ფაქტი გამოავლინა. მართალია Davitus-ს ჰგონია რომ დიდი ხვრელის ბრალია, მე უფრო ფორმას ვაბრალებ.
კაი გადმოვედით მოდერიდანბენჩრესტზე, ვსინჯეთ ბევრნაირი პნევმო ტყვია, განსაკუთრებით მინდოდა პრედატორის შემოჭმება Dove-ს საპონზე, იუტუბზე ვნახე ვიდეო სადაც ტიპი ამ საპონს ესროდა Crow Magnum-ს და ტყვიას ჰქონდა საკმაოდ ეფექტური დეფორმაცია, ანუ თავი გაუპრტყელდა. ვიფიქრე პრედატორს მეტი ეჰექტი უნდა ჰქონდეს მეთქი.
სროლის მერე საპონი ვერ გაიხვრიტა, ესეიგი მთელი ძალა დარჩა საპონში, სამწუხაროდ ტყვიამ ისეთი ეფექტური დეფორმაცია ვერ განიცადა როგორსაც ველოდი (თან 28 მეტრზე მიდიოდა სროლა), აი ტყვია რა გახდა (ერთადაა რა იყო და რა გამოვიდა).

ესეც საპნიდან ამოღებული ტყვიის სხვადასხვა ხედები.

ამის მერე Davitus-ის იდეის მიხედვით ვსინჯეთ Benjamin Hollow Point-ის ტყვია, ჰოო აქ რაღაც საოცარი შედეგი მივიღეთ. ტყვიამ საპონი ბოლომდე გახვრიტა, უკანა ნაწილი გამოანგრია, საპონი შუაზე გააპო და თვითონ კი აი ასეთი ფორმა მიიღო:

მოკლედ ექსპანსიურია რა

გარდა ამისა ოპტიკის გასწორების შემდეგ ვსინჯეთ 28 მეტრიან დისტანციაზე ასევთქვათ ზეზუსტი სროლის მოსინჯვა, ამისათვის ერთი 12 კალიბრის #9 საფანტიანი ვაზნა გამოვიყენეთ.
ვაზნა კაფსულით ჩვენსკენ მოვატრიალეთ და მარადიორიდან კაფსულას ბა-ბახ
პირველი გასროლა კაფსულის მარჯვენა მხარეს მოხდა და არაფერი არ მოხდა. მეორე სროლისას ისევ გვერზე მოხვდა ტყვია, ამჯერად მარცხნივ, მაგრამ ნაწილობრივ კაფსულსაც შეეხო, ეს საკმარისი იყო იმისათვის რომ......

გასროლასავით რაღაც მოხდა, მაგრამ ჰილზა გაიბერა ისე რა პუხ ქნა, გადმოაგდო საფანტის კონტეინერი, საფანტი იქვე მიმოფანტა და დენთიც იქვე დაიყარა. ამი სრული დენტთის წვა არ მომხდარა.


ყოველთვის არის ხოლმე საუბარი რომ დენთი ნელნელა იწვის ლულაშI იმისათვის რომ მუდმივად ერთნაირი წნევა შექმნას მთელს ლულის მანძილზე, ბევრს ამის არ სჯერავს და ჰგონია რომ დენტი დინამიტივით მომენტალურად იწვის შედეგად აფეთქება უნდა მოხდეს. ნურას უკაცრავად, პირადად ჩემი თვალებით ვნახე რომ ასე არ ხდება და ამის დამადასტურებელი იყო ჰილზის პირას გადმოყრილი დაუწვავი დენტის ფხვნილი.
მოკლედ ასე თუ ისე ამოგვივიდა ყელში უაზრო სროლა, ბოლო მცდელობა იყო ექსტრემ სროლა, ანუ ფეხზე დამდგარი, ხელში მარადიორი და 5-ი გასროლა. ვსინჯეთ სამივემ გასროლა შედეგები შემდეგია:
Davitus-ის 5 გასროლა CP 10.5 გრანიანით დისტანციაზე 28 მეტრი
dawiti-ის გასროლა იმავე 28 მეტრზე ისევ ფეხზე დგომით და ხელში მარადიორით იმავე 10.5 გრანიანი ტყვიებით

და პირადად ჩემი გასროლილი 5 ტყვია, იმავე 28 მეტრზე იმავე 10.5 CP-ეთი.

ჰოოო მერე dawiti პაწა სანადიროდ გაეშურა, მე და Davitus-ი კი მიზანში სროლით ვერთობოდით ვსინჯეთ რამდენიმე ტიპის ტყვიით სროლა, ბოლოს კი ავიბარგეთ და დავიწყეთ ქალაქისკენ დაბრუნება.
გზად Davitus-მა რამდენიმე ამოცნობილი და ამოუცნობი მფრინავი ობიექტი მოხსმა, ერთი ამოუცნობი მფრინავი ობბიექტი მოხსნა dawiti-მაც. ბოლოს ჩამოვედით დავიშალეთ და მე ეს რეპორტიც დავწერე.
ყვავი იქა, ფიშტო აქა...