Der Rote Baron ციტატა(George @ 2nd December 2009 - 10:24 PM)

მინდა ნორმალური ლეპტოპი hp, apple ან asus
რაცხა ვერ გავიგე

აქ შეიძლება გამოყო ეგრეთწოდებული PC პლატფორმა ვინდოუსით hp და asus
და MAC-ის პლატფორმა apple თავისი MAC OS-ით.
რადიკალურად განსხვავებული რაღაცეებია. აპარატურის მხრივ არა, მაგაზე არავინ დაგაგოიმოს, ყველა დღეს გამოდის x86-ის პროცებზე, ანუ hp და asus უშვებენ AMD-სა და Intel-ის პროცებზე Apple მხოლოდ intel-ის პროცებზე.
განსხვავება არის გარსში, ნუ ვინდოუსი უკვე ქე იცი, MAC OS-ი კი არის, უინიქსის ბირთვი თავისი გრაფიკული გარსით. იდეაში გემრიელად განსხვავდება ვინდოუსისგან, ნუ ძირითადი პრინციპი ყველგან ერთია, დესკტოპი დისკები ფაილები სანაგვე, მარა დანარჩენი ვაი.
ანუ პროგრამები MACOS-ისთვის სხვა არის, ვინის პროგებს ვერ დააყენებ, ვინმე მაკის ფანი ავარდნილად თუ გირჩევს - მერე მიდი ემულატორი ან რაღაც ეგეთი დააყენე და იმუშავებს ვირტუალურ გარსშიო. ჩემი თხოვნით და ჩემი სახელით შეგიძლია სილა გააწნა ან გემრიელი პანღური ამოარტყა. ემულატორი შეცდომებსაც მოგცემს, და თან რესურსიც მიაქვს, რათ გინდა კომპის გარსში გაშვებული გარსი და ორმაგი რესურსის ხარჯი, ლახანკას ყიდულობ თუ კომპს.
მაც აქვს თავისებური სილამაზე და ჩემის მოკრძალებული აზრით აქ თავდება მისი მომხიბვლელობა. ვინი მიჩვეული ჭირია და ვიცით რაცაა. არავინ დაგაგოიმოს ვირუსები მაკს არ აქვსო, არ ეჭედებაო, 10-ჯერ ჩქარიაო, უსაფრთოაო და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი ლეგენდებია. მე პირადად მაგ ლეგენდებთან ბრძოლით მოვკვდი

მარა რა ვქნა როდესაც ვინს მიჩვეული ხარ ყელში გაქვს ამოსული და ვიღაც ამასობაში გეუბნება რომ აგერ რაცხა ლამაზია რომელიც 100%-იანად მუშოაბს,... ნუ ახალბედები ეგრევე ყურებს ცქვიტავენ, თან ადამიანის პონტია, განსხვავებული და გამორჩეული უნდა იყოს სხვისგან. მოკელდ მანდ თავდება მაკი დალშე იწყება იგივე ცხოვრება.
ანუ გაჭედვები, ვირუსები (მართალია ძალიან, ძალიან ცოტაა, მარა არც ისე ცოტაა როგორც ამბობენ ხოლმე თითქბზე ჩამოითვლებაო), ეგ მაშინ იყო როდესაც მაკს ბაზრის 1% ძლივს ეჭირა, საკმარისი იყო 5%-მდე ამოექაჩა და .... როგორ ფიქრობ რა აინტერესებს შემტევს? 1 კაცისთვსი დაწეროს ვირუსი თუ 1000-ისთვის ეგებ და ერთი წამოაგოს, ვინი მოდებულია და 85-90% ბაზარი უჭირავს, რათქმაუნდა ვირუსის დამწერისთვსი ეს მინდორი უფრო საინტერესოა, მაგრამ საკმარისი იყო მაკის წილი გაზრდილიყო, ეგრევე მიხედეს ვირუსის დამწერებმა მაგ პლატფორმას

ნუ დალშე არ ეჭედება და რაღაც ლეგენდაა, აბდეიტებიც უნდა და ვინზე უფრო ჩქარ ჩქარა გამოის აბდეიტები, ოპერაციულების აბდეიტებზე ხომ აღარაფერს ვამბობ, მგონი წელიწადში 2-ჯერ მთელი ბირთვის ახალი ვერსია გამოდის შუალედებში კი 100-ობით პაჩი მაკისთები კი ამ პაჩებს საჭირო განახლებებს ეძახაინ და პაჩებს არ ეძახიან არ აღიარებენ რომ ნებისმიერი განახლება ძველ რაღაც შეცდომას ასწორებს

მოკელდ გამიგრძელდა სიტყვა, არ გაშინებ მაკით, მშვენიერი პლატფორმაა, მაგრამ ვინისგან გასნხვავებული შესაბამისი მიდგომით და ასე შემდეგ, უბრალოდ სანამ იყიდი კარგად დაფიქრდი და ცივი გონებით დაიადე, ჯობია ჯერ თუ სხვისას ნახავ პირდაპირ სიტყვაზე ნურავის ენდობი (ნურც მე მენდობი, ყველამ თავისი უნდა ნახოს თვითონ).
რაც შეეხება კომპის ჩამოყალიბებულ კრიტერიუმებს, არასწორედ გაქვს ჩამოყალიბებული.
ნორმაურმა გამყიდველმა წესით 2 კითხვა უნდა დაგისვას, ჯობია შედმეგი მიმდევრობით:
1) რისთვის გინდა კომპი
2) რა ფასში უნდა ჩაეტიო
მერე მოდის ძირითადი კრიტერიუმები
1) წონა
2) ავტონომიურად მუშაობა აკუმულატორიდან
3) ეკრანის ზომა, პირდაპირ დამოკიდებულია აკუმულატორის მუშოაბაზე დიდი ეკრანი ან ნიშნავს ცოტახანს მუშაობას, ან პირიქით დიდხანს მუშოაბას და დიიიდ ვებერთელა მძიმე აკუმულატორს.
4) მერე მოდის უკვე ვინჩესტერი მეხსიერება და ასე შემდეგ.
ჩემის რჩევით ნოუთბუქში არ გაგიჟდე და რაიმე ძლიარი ვიდეო კარტა არ ააგდო, საკმარისია ინტეგრირებული ვიდეო კარტა, ნებისმიერი ფირმის intel, ATI/AMD, nvidia, ენერგიასაც წამ და ნოუთი არაერთხელ დამტკიცებულა სათამაშო პიპია არ არის, ეს არის საქმიანი მობილური პლატფორმა, პრეზენტაცია ინტერში გულაობა სადღაც წაღება წამოღება, თუ თამაში გინდა მაშIნ ბევრს ყრი კომპში მძიმეა და სულ შტეფსელშია შეერთებული
არანაირად არ გიორჩევ 15.4 დუიმზე მეტ ეკრანს, მე პირადად სამსახურის მაქვს 15.4-იანი და სახლში ჩემი ამქვს 12.1 დუიმია, ჩემს ნოუთს ვერანაირად ვერ ეწევა კომფორტით 15.4-იანი, ჩააგდებ რუგზაკში ჩემს პაწუას წაათრევ წამოათრევ, არც გამძიბენს არც არაფერი, გახსნი მუშოაბბ გასიამოვნებს და ასე შემდწეგ, მაგრამ ნუ ამყვები ბრმად, მე 12.1-იანი გათვლილიად ვიყიდე, მინდოდა და ვიცოდი, სხვები რომ ხედავენ ეპატარავებათ, ასე რომ პროსტა ჩემს სიტყვებს არ აყვე აწონ დაწონე, ახლა 7 დუიმიანი და 9 დუიმიანი სუპერ წინძობაა, 10-11 დუიმიანი ნუ კიდევ წავა, მაგრა უფრო სპეც დანიშNულების ვარიანტში, კომფორტი მანდ უკვე გამორიცხულია.
ვინჩესტერზეც ნუ გაგიჟდები 120-250 მაქსიმუმ 320-იანი, მაგაზე მეტი ნიუთში არ გინდა, თუ რაღაც მერე გარე 2.5 დუიმიან გადასატან USB ვინტს იყიდი 500 გიგაბაიტიანს და ეგაა რა. კაროჩე ფასს უაზროდ გაგიზრდის დიდი ვინტი.
მხსიერება - ნუ იოდეაში დრეს არანაირად არ გირჩევ 1 ფგიგაზე ნაკლებს, იდეაში ვირც იშოვი, ასევთქვათ მინიმუმ 2გიგა უნდა იყოს ნოუთში, ახლა 4 ცუდი არაა, მაგრამ გაითვალისწინე, მაშIნ პროცს უნდა ჰქონდეს 64 ბიტიანი რეჟიმის მხარდაჭერა და ოპერაციული სისტემაც კაკრაზ 64-იანი უნდა დააყენო წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლდო 3 გიგასთან იმუშავებ და 1 გიგა ტყუილა გრუზად გექნება, ნუ სისტემა კი გამოიყენებს ფარულად, მაგრამ პროგრამებისთვის მიუწვდომელი იქნება 32 ბიტიან რეჟიმში.
ესაა მგონი ძირითადი კრიტერიუმები, ჰო მართლა დააკვირდი კიდევ USB პორტების რაოდენობას, ზოგიერთ ბიუჯეტურს აქვს მხოლდო 2 პორტი, ეგ არის სუპერ სისულელე, მინიმუმ 3 გჭირდება, თორემ მიაერთე მაუსი, ფლეშკა და.... და მერე რას უშვები???