დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: ფოთლისებური კლაპანი
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღი > რემონტი, აპგრეიდი, ტიუნინგი...
გვერდი: 1, 2
norica_dragon
ვერც მე მივხვდი და მაგიტომ ვაიგნორებ აქაურობას, ეგებ რამეს ვერ ვვდებითქო biggrin.gif
masteroff
masteroff
პროგრამული კოდი
მისი სქემა დაწვრილებით იცი? ანუ მაინტერესებს ტყვია ლულიდან რომ გამოვა და გასცდება გვერდითა ჭრილებს ისევ პატარა, ოღონდ სხვა ლულაში მიძვრება? და თუ აქვს ნარეზი

არა ნარეზი არააქ არანაირად პირიქით დიამეტრი დიდია როგორც მოდერში უბრალოდ ჰაერს ჭრის და მეტი არაფერი ანუ ტყვის კაბას აშორებს ამ გამოვარდნილ ჰაერს და მეტი არაფერი.ნახაზი მაქ ძალზედმარტივი რამეა
citadel
ერთი ძველი იჟ 38 მაქვს ხოარ გავიმეტო და დავხვრიტო? რას მირჩევთ?


Jah
შედარება გავაკეთოთ ფოთლისებურ კლაპანსა და ატსეკატელს შორის. პლიუსები მინუსები... smile.gif
geojorjika
citadel
არ გაიმეტო შეგიძლია ლულა მომყიდო თუ გამეტებაზეა smile.gif
cz80
ციტატა(giorgi @ 4th March 2011 - 11:51 AM) *
შეგიძლია ლულა მომყიდო

ვერიკოს უნდა დაუყენო? biggrin.gif biggrin.gif
ბოდიშით ოფიზა biggrin.gif
geojorjika
cz80
biggrin.gif biggrin.gif , ნწუა , სხვა პროექტ biggrin.gif
ikaaa
დღეს ვათვალიერებდი ძველ თემებს და დამაინტერესა ფოთლისებურმა კლაპანმა, მაგრამ რატომღაც ეს თემა ბოლომდე არ არის მიყვანილი და რატომ? ვინმემ დაამზადა და არ ამართლებს თუ არც არავის უცდია ამის გაკეთება?
ან ვინმემ რამე ახალი ხომ არ იცით ამ თემასთან დაკავშირებით, ჭკუაში დამიჯდა, დამზადება მინდა. smile.gif
ja_ja
დასდასდ
ikaaa
ნუ რაც პირველ პოსტშია მაგის გაკეთება.... ნუ ძალიან ძნელია რა.... სულ 1-2-ს აქვს გაკეთებული პლანეტის მასშტაბით და კომერციულ გაყიდვაში არ გაუშვია, რა მასალაბია გამოყენებული არ ახმაურებენ, მხოლოდ ტესტების ვიდეოებს დებენ ი ვსიო....

დანარჩენი კი მაგ მექანიზმის რეალიზება, საკმაოდ რთული აღმოჩნდა, ერთი შეხედვით და რა უნდა იოლია, მაგრამ მთლად ეგრე არაა...

რამდენიმე სერიოზულ პრობლემას წააწყდები, მაგალითად:
1) დროის დამთხვევა ტყვიის გავლასა და კლაპნის დაკეტვაში . უმეტესობა მექანიზმი აგებულია იმ პრინციპზე რომ ჰაერის ნაკადი თვითონ ხურავს კლაპანს, ამის გამო პრობლემა წარმოიქმნება, რადგან ტყვიის ლულიდან გამოსვლისას ყოველთვის უკვე მოდის, წინ ჰაერის ნაკადო. ეს ნაკადი ან არის, ლულისა და ტყვიის კედლებს შორის გამოპარული ჰაერი ან ტყვიის წინ არსებული ჰაერი, რომელიც ტყვიის აჩქარებისთანავე პრაქტიკულად იგივე სიჩქარეს იღებს.... შედეგად ბევრი ტყვია აწყდება ნახევრად დაკეტილ კლაპანს და ნუ დალშე აღწერა საჭირო არაა... ამიტომაც ბევრი ექსპერიმენტით უნდა შეირჩეს მასალა და ფართობი, რომ იმ გამოპარულმა ჰაერის ნაკადმა ან ძვრა ვერ უყოს, კლაპანს, მაგრამ ვთვათ დააწყებინოს მიძრაობა და ტყვიას მისცეს ამასობაში საშუალება გავიდეს და მერე დაიკეტოს, ან... ნუ კაროჩე რა მოშნად ექსპერიმენტები გინდა

2) რეალურად იმტვრევა ამოდენა ჰაერის ნაკადის გამო პრაქტიკულად ყველა ფოთლოვანი კლაპანი... ვერ უძლებს ამოდენა ძალას, და ... გამოსავალი შემდეგია, მაქსიმალურად დიდი მოდერი, თვითონ კლაპანი უნდა იყოს განთავსებული სულ ბოლო ნაწილში, ანუ ტყვია ბოლოს რომ უახლოვდებოდეს, კლაპანს, კლაპანი იკეტებოდეს და მოდერის დიდი სივრცე რჩებოდეს იმისათვის რომ ჰაერი გაფართოვდეს, და ნაკლებად დააწვეს კლაპანს

3) დრენაჟი, ანუ მიუხედავად დიდი მოდერისა, მაინც წნევა ისეთი წარმოიშვება რომ მაინც ფუჭდება კლაპანი, მაგალითად "რულეტკას" ფირი რომ გამოიყენო რამდენიმე ათეულ გასროლაში (ასე 20-30 გასროლაში) ან ტყდება, ან იღუნება, ან საწყის პოზიციას ვეღარ უბრუნდება, იმის გამო რომ დიდი წნევა აწვება. წარმოიდგინე, ჩაიკეტა კლაპანი და ჰაერი ისევ აწვება კლაპანს... გახსნა ზოგჯერ უცებ არც ხდება, შედეგად რამდენიმე წამი კლაპანი მაგარი პრესის ქვეშაა....
ეს რომ რამენაირად შემცირებული იყოს ამისათვის საჭიროა კლაპნის ჩაკეტვასთან ერთად მოდერის უნაკა ნაწილში (საპირისპირო მხარეს) გაკეთებული იყოს წვრილი ხვრელები, რომლიდანაც გამოიპარება მოდერში დაგროვილი ჰაერი, მოდერში წნევა დაეცემა და კლაპანს მისცემს საშუალებას საწყის პოზიციაში უცებ დაბრუნდეს და ნაკლები ტრამვა მიიღოს (ნუ პახოდუ დაკეტვისთანავე ჰაერი დრენაჟიდან გადის, შედეგად პიკურ მნიშვნელობას მოდერში წნევა აღარ ადის, და საერთო ჯამში კლაპანს ნაკლები ძალა აწვება)

დრენაჟიდან გამოსულ ჰაერს რომ დარტყმის ხმა არ ჰქონდეს, ხვრელის ადგილზე ქეჩები უნდა იყოს ჩაფენილი...

4) ხმა - ხშირად კლაპნის მკვეთრი ჩაკეტვის და ლითონის დეტალების დაჯახების ხმა უფრო დიდია, ვიდრე ის ხმა რომლის მოკვეთასაც ცდილობ smile.gif



პირადად რაცხა რაცხაებს ვეჩალიჩე , მაგრამ ბოლომდე არცერთი არ მიმიყვანია ისე დავიკიდე, იმიტომ რომ დამღალა მიკრო ნაწილების კეთებამ შედეგი კი არ ჩანდა... და იდეაში მარადიორიც გაიჩითა, შედეგად საჭიროება მე გამიქრა...

ისე კი მარადიორში მეორე მოწყობილობა მაქვს ნაცადი, ეგრეთწოდებული ნმმ (ანუ - ნაკადის მოკვეთის მოწყობილობა), საქმე იგივე კეთდება, რეალიზება შედარებით იოლია, ერთადერთი მასალის პრობლემა რჩება smile.gif

მოკლედ ამ ნმმ-ში ყველაფერი მარტივია.... იღებ რეზინის გუბკას, ან აქაფებულ რეზინას, ან რაიმე სხვას.... მე მქონდა, აქაფებული ცელოფანის ვარიანტი (დაზგის უპაკოვკა იყო, ისე ბევრ თოფს მოყვება ხოლმე ყუთში ეგეთი შტუკა, აი მარადიორს ნაღდად მოყვება 2 სქელი ნაჭერი). მოკლედ მაქედან ჭრი მრგვალ დეტალს ჭიქის დიამეტრის ზომისას, მინიმუმ 2.5-3 სანტიმეტრის სიგრძისას, დებ მოდერში და ეგრევე იწყებს მუშაობს.

მანამდე ოღონდ უნდა გაამზადო ეგ მრგვალი დეტალი... იმ მხარეს საიდანაც ტყვია შედის ოდნავ კონუსის ფორმა უნდა ჰქონდეს, შუაში იასნია ხვრელი და ისეთი რომ ტყვია გავლისას არ ეხებოდეს.

შედეგად ტყვია გამოდის, ლულიდან, გაივლის ჭიქებს და ბოლოში გაივლის მაგ გუბკას, უკნიდან გამოსული ჰაერი ასევე ეჯახება ამ რეზინას, რეზინა ზეწოლას ვერ უძლებს და მომენტალურად იწყებს ჩაკეცვას, ამასობაში რეზინის შეკუმშვისას ტყვიისთვის გაკეთებული ხვრელიც იკეტება.

მოკლედ რომ ვთქვათ ჰაერი მომენტალურად იკეტება მოდერში. ოდნავ გრამი ჰაერიც არ გამოდის, გარეთ, შედეგად ტყვიას ჰაერი არ აწვება და მიფრინავს ბედნიერად.

გარკვეული დროის მერე გუბკა უბრუნდება საწყის ფორმას და იწყებს ხვრელის გახსნას, ჰაერი მინი ხვრელში ნელ-ნელა იწყებს გამოსვლას და რაღაც ცუილის მაგვარი ხმა ისმის.. ვსიო მზად ხარ მეორე გასროლისთვის, ციკლი სადღაც 2-3 წამი გრძელდება, მაგ პერიოდში გასროლას არც აკეთებ თუ გიჟი არ ხარ smile.gif

უნდა გაითვალისწინო რამდენიმე ასპექტი:
1) არ შეიძლება ძალიან რბილი იყოს რეზინა, იმიტომ რომ უცებ დაიკეცება და არ დაუბრუნდება საწყისს მდგომარეობას
2) სიმაღლე ოპტიმალური უნდა შეარჩიო ექსპერიმენტალური გზით - ძალიან მოკლე და ვერ დაიკეტება, ძალიან გრძელი და ტყვია გავლას ვერ მოასწრებს, შედეგად მოყვება რეზინაში და ტრაექტორიას შეიცვლის
3) უნდა მიეჩვიო იმ აზრს რომ პერიოდულად ახალ ახალი რეზინა გექნება ჩასადგმელი, იმიტომ რომ რეზინაში არსებული ბუშტულები ადრე თუ გვიან დასკდება და ისე კარგად ვეღარ დაუბრუნდება საწყის მდგომარეობას როგორც თავიდან უბრუნდებოდა
4) ძალიან უხეში აქაფებული რეზინა არ დაიკეტება, ძალიან რბილს კი წნევა დაკუჭავს და 5-6 გასროლის მერე, ტყვიასთან ერთთდ მოდერის ხვრელიდან გამოაძვრენს smile.gif
5) ნუ ამ კონსტრუქციაშიც სასურველი დრენაჟის ქონა რომ გუბკას, ნაკლები ძალა დააწვეს, მაგრამ ხვრელის დიამეტრი და რაოდენობა ექსპერიმენტალურად იქნება გასარკვევი (დამოკიდებულია თოფზე), ძალიან დიდი დრენაჟი და რეზინის დასაკეტად წნევა არ შეიქმნება, ძალიან პატარა დრენაჟი და იგივე იქნება რაც საერთოდ არ არსებული დრენაჟის დროს.


ნუ ვროდე ვსიო, თუ რაიმე კითხვები გექნება მოიტა....
ikaaa
დიდი მადლობა ამომწურავი პასუხისთვის , ყველაფერი გასაგებია, რეზინის ვარიანტის ცდა კიდევ შეიძლება, ვნახოთ რა გამომივა, 66 powermaster
-ზე მოდერი მაქ და მაგაზე ვცდი smile.gif
zviigo
რაღაცა მომაფიქრდა biggrin.gif
ja_ja
zviigo
ციტატა(shotiko @ 27th August 2012 - 08:53 PM) *
რაღაცა მომაფიქრდა

მე კიდევ რაღაც გამახსენდა... ვიღაცამ გარდა იმისა რომ ხატვა არ იცის, კითხვაც არ იცის.... thsmiley_deadhorse.gif
zviigo
ხო რა იყო არ დამცოფო biggrin.gif
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.