დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: AIRGUN მოდერატორები
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღი > რემონტი, აპგრეიდი, ტიუნინგი...
გვერდი: 1, 2
cat
60 ლარად ჰაცანის ქარხნულ მოდერს დავითრევ + 10 ლარად გადამყვანს გამოვაჩარხინებ... აბა რა აზრი აქვს???

ეგ გლობალურად და ისე, დღეს ნამეტანი ხელები მექავებოდა და გავაკეთე მოდერი(იმისგან რაც სახლში მქონდა). აეროზოლის პატარა ბალონჩიკი+ბიგუდი+ჩვარი+ისოლე
geojorjika
ციტატა(Jah @ May 28 2011, 12:22 PM) *
ეს ყველაზე სწორი არჩევანი იქნება.



კაიფობთ? კაცს 1377-ზე უნდა და ეგ მოდეი უფრო დიდია და მძIმე ვირე თვითონ ფიშტო

აშკარად უნდა გააკეთებინმო, პატარა და კომპაქტური მოდერი, აქ ევ იყიი ვერსად და ფასს რაჩ შეეცება მაქსიმუმ 40 ლარი დაგიჯდეს
cat
აი თვითნაკეთი მოდერიც smile.gif

gregory
cat
და დამიზნებაში არ გიშლის ხელს?
სურათზე ისე ჩანს რომ სამიზნეს ფარავს...
WARNer brother
ვა რა საკაიფოა პროსტა ეს სკოჩები აკურატულად რო გადაგეჭირა...
cat
სამიზნემაც განიცადა მოდიფიცირება wink.gif
WARNer brother
შენ ალბათ ამას მალე პისიპიზე გადაიყვან
ja_ja
cat
და ეგეთი პაწუა აკეთებს საქმეს?
cat
2 სექციიანია, და გასაკვირველად ახშობს ხმას smile.gif ისე შემდგომში ეგეთივე პაწუკა მაგრამ "აკურატნი" უნდა გავაკეთო. ყველაზე დიდი პრობლემა ვფიქრობ იქნება ლულაზე რეზბიანი სამაგრი...
ja_ja
cat
თუ საიდუმლო არაა რამდენი დამუხტვის მერე ისვრი ხოლმე? მე 2-3 და 4 დამუხტვა რაიმე ხმის დისკომფორტს არ მიქმნის ხოლმე და მაინტერესებს რამდენზე აქვს შენთან ხმა.
cat
მე მინიმუმ 12ჯერ ვმუხტავ, ხანდახან 15 ან 17. ამ ღია სამიზნეთი 25-30 მეტრაში ცოკას რკინის ქილას ვარტყავ smile.gif
nihontoman
cat
და 10-ზე მეტად რომ რაკომენდირებული არაა? შენი საქმისა შენ უკეთ იცი, მარა თოფი შეიძლება დაასამარო....
cat
ციტატა(nihontoman @ May 31 2011, 01:04 PM) *
cat
და 10-ზე მეტად რომ რაკომენდირებული არაა? შენი საქმისა შენ უკეთ იცი, მარა თოფი შეიძლება დაასამარო....


და შენ გგონია არ ვიცი რამდენია რეკომენდირებული?

თუ უბრალოდ კომენტარი უნდა დაგეწერა, კაუნტერის გასაზრდელად?
giga2010
მინდა გკითხოთ, მაქვს მოდერი რომელსაც არ ვემდური და ჩემთვის იდალურად მუშაობს. მოდერით სროლისას ტყვია ქვემოთ, ესე 3სმ-ით დაბლა ხვდება ვიდრე მოდერის გარეშე. სასროლი მანძილი 18მეტრი. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა თუ უნდა ხელის შევლება
pilotina
ციტატა(giga2010 @ 15th May 2017 - 11:03 PM) *
ეს ჩვეულებრივი მოვლენაა თუ უნდა ხელის შევლება


იცის მოდერმა მოხვედრის წერტილის ცვლილება. მთავარია ერთი და იმავე ადგილას ხვდებოდეს და არ ჰქონდეს მოწყვეტები.
giga2010
კი, ერთი და იგივე ჯგუფს აკეთებს, რასაც აკეთებს მოდერის გარეშე
pilotina
ციტატა(giga2010 @ 15th May 2017 - 11:12 PM) *
კი, ერთი და იგივე ჯგუფს აკეთებს, რასაც აკეთებს მოდერის გარეშე


ესე იგი არ ყოფილა არავითარი პრობლემა. გასწორე შენს გემოზე და ისიამოვნე. smile.gif
giga2010
მადლობა. მოდერით სროლა მართლა სასიამოვნოა, მარა ეს ჯგუფები მამწარებს. ეგეც გამოსწორდება იმედია
userman
giga2010
ციტატა(giga2010 @ 15th May 2017 - 11:03 PM) *
მოდერით სროლისას ტყვია ქვემოთ, ესე 3სმ-ით დაბლა ხვდება ვიდრე მოდერის გარეშე. სასროლი მანძილი 18მეტრი. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა თუ უნდა ხელის შევლება


ეს იმის ბრალია , რომ მოდერი უმნიშვნელოდ , მაგრამ მაინც ლულას ქვემოთ ექაჩება .
ყოველ შემთხვევაში მოდერი არავითარ ზეგავლენას არ მოახდენს დაჯგუფებაში , თუ რა თქმა უნდა მოდერი ცერად არ დგას ანუ თუ ტყვია არ ეხება მოდერში გავლისას მოდერს .
giga2010
მოდერის მუშაობა მომწონს და არც ტყვია არ ეხება გავლისას. ალბათ მაინც უმნიშვნელოდ ქაჩავს
ja_ja
giga2010
მანდ რამდენიმე ფაქტორი იქნება

1) წონა რაც ბიჭებმა აღნიშნეს
2) ჰაერის ნაკადის მოხსნა და შესაბამისი ტრაექტორიის ცვლილება.


მოგიყვან ასეთ მაგალIტს.... ნუ ეს ცეცხლსასროლს ეხება, მაგრამ საერთო პრინციპს დაგანახებს

მეფის რუსეთის არმიაში შეიარაღაბეზე იყო მოსინის ტრიოხ ლინეიკა, ანუ დღეისათვის ჩვეულებრივი მოსინის შაშხანა კალიბრით 7.62. არმიაში იმ დროს მიღებული იყო შემდეგი პრაქტიკა, თოფის მისროლა აუცილებლად უნდა მომხდარიყო მიერთებული შტიკ ნოჟით (ვერ გავიხსენე ქართულად რა ჭირი ჰქვია მაგას), მოკლედ დამტკიცებული ფაქტი იყო რომ შტიკით სულ სხვაგან მიდიოდა ტყვია და შტიკის გარეშე სულ სხვაგან, და რადგან მაშინდელ არმიებში ხელჩართულ ბრძოლაში და შეტევაში უმეტესად შტიკით მიდიოდნენ ითვლებოდა რომ პრისტრეკლაც შტიკით უნდა მომხდარიყო.

საქმე კი იყო იმაში რომ გასროლისას ტყვიის უკან მოყოლებული ჰაერის წნევა ეჯახებოდა შტიკს და რიკოშეტირებული ჰაერის ტალღა ეჯახებოდა ტყვიას, რის გამოც ტყვიას ტავისებული ტრაექტორია ჰქონდა, ხოლო შტიკის გარეშე ეგ ჰაერის ტალღა აღარ აწიუხებდა ტყვიას და მიფრინავდა სულ სხვა ტრაექტორიით smile.gif

უმეტეს წილად იგივე ეხება ცოტა მოდიფიცირებული აზრით მოდერსაც. მოდერის პირდაპირი, ძირითადი დანიშნულება პნევმატიკაშI არის, ტყვიის უკან მომყოლი ჰაერის ნაკადის მოცილება რომ ტყვიას არაფერი არ უშლიდეს ხელს. შედეგად ჰაერის ნაკადში და ჰაერის ნაკადის გარეშე სულ სხვადასხვა ტრაექტორიით მიდის ტყვია. ხმის ამბავი მოდერებში მეორადი ეფექტია რაც ჩვენ მოგვწონს და უფრო ამ მეორესთან მიმართებაშI ასოცირდება მოდერის არსებობა, თუმცა სულ სხვა მიზნებისთვისაა მოდერი მოგონებული smile.gif

აქვე ჩემს სავარაუდო აზრსაც დავძენ რომელიც შეიძლება აფსოლუტურად მცდარიც კი იყოს, იმიტომ რომ უბრალოდ მოსაზრებაა დაარანაირი პრაქტიკული დამადასტურებელი ფაქტი ხელთ არ გამაჩნია

ჩემის აზრით მოდერის გარეშე ტყვია როდესაც ლულას ტოვებს, მას ასევე უკნიდან მოყვება ჰაერის ტალღა, პირველი სანტიმეტრები და დეცინეტრები ტყვია ამ ნაკადთან ერთად მოძრაობს და ჩემის აზრით იქმნება რაღაც ისეთივე ეფექტი როგორც თვითმფრინავის ფრთის შემთხვევაში იქმნება. შედეგად ასევთქვათ ამფრენი, ანუ ზემოთ ამწევი ძალის ეფექტი ჩნდება ტყვიის ქვედა მხრიდან, , ანუ ვერ ვხსნი როგორ მაგრამ იმის მაგივრად რომ გრავიტაციმ ეგრევე ძირს დაქაჩოს, უკან არსებული ჰაერის წნევა ქვემოდან ტყვიას ეხმარება ცოტა აფრენაში, შედეგად ცოტა უფრო მაღალი ტრაექტორია გამოდის...

ნუ ეს მხოლოდ ჩემი ვარაუდია და უმეტესწილად მოდერის გამოყენებისას ტყვია უფრო ქვემოთ მიდის, მაგრამ აქვე დავძენ რომ არის შემთXვევა როდესაც მოდერის გამოყენებისას ტყვია უფრო ზემოთ მიდის ხოლმე, ნუ მაგის ახსნა მე ჯერ არ მაქვს და ეს მეორე შემთXვევა ჩემს ზემოთ აღწერილ მოსაზრებას საერთოდ ანადგურებს smile.gif

ასე რომ ხრენ ივო ზნაიტ რა smile.gif მარა მოდერს ჰაერის მოკვეთის გამო აქვს ტარექტორიის შეცვლის ეფექტი
giga2010
ja_ja
მადლობა. ისეთ ლამაზ პოსტებს წერთ, ერთი სიამოვნებაა. მარტო ცოდნა ხომ არ არის, გადმოცემის უნარი. მენანება ეს პოსტები, კარგი აირგანის ვებ ჯურნალი გამოგივიდოდათ good.gif
giga2010
გამარჯობათ მეგობრებო, ვინმეს ხომ არ ქონია შეხება ამ ტიპის მოდერატორთან, რამდენ ამართლებს, ხომ არ იცით?


ja_ja
შეხება ეგეთთან არ მქონია და მე პირდად მიმაჩნია რომ ეგეთი დანაწევრებული შეიძლება კი მომხიბვლელად გამოიყურება რაღაც ტექნოლოგიურად რომ იშლება, ზომების გაყენება შეგიძLია და სხვა, მაგრამ რეალში, დიდი შანსია სწორი მიმრთულება ანუ ერთი წრტივი ღერძI არ გქონდეს, ან რაღაც პერიოდის შემდეგ, დაშლა აწყობის მერე, შეიძLება გადაიხაროს ღერძი...

რეალური ყველა მოდერი არის ერთი ძირითადი სილინდრი და შიგნით უკვე როგორი ფორმაც გინდა, მაგრამ არა ეგეთი დაშლადი მოწყობილობა....
giga2010
ბიგუდებზე რა ნაჭერს ხმარობთ მეგობრებო?
mamukaaa
თხელი ქეჩა მაქ ნახმარი და კარგია.
giga2010
ციტატა(mamukaaa @ Mar 1 2018, 04:30 PM) *
თხელი ქეჩა მაქ ნახმარი და კარგია.

რისი ქეჩა? რაში გამოიყენება ეგ ქეჩა
mamukaaa
ნათესავმა მომცა,მანქანაზე ხმარობს მემგონი აბივკაზე.
მაქ თუ გინდა მოგცემ,კუკიაზე ვცხოვრობ.
giga2010
ციტატა(mamukaaa @ Mar 1 2018, 04:40 PM) *
ნათესავმა მომცა,მანქანაზე ხმარობს მემგონი აბივკაზე.
მაქ თუ გინდა მოგცემ,კუკიაზე ვცხოვრობ.

დიდი მადლობა მამუკა. გასვლას ვაპირებ ისედაც და დავძებნი რამეს, შევარჩევ.
mamukaaa
კაი.
userman
giga2010
ციტატა(giga2010 @ 1st March 2018 - 04:36 PM) *
რისი ქეჩა?


შეგიძლია გამოიყენო მაგიდის ტილოებად , რომ იხმარება , სხვადასხვა ფერებია : ყვითელი, წითელი, მწვანე და ასე შემდეგ .

ციტატა(ja_ja @ 1st March 2018 - 04:14 PM) *
დიდი შანსია სწორი მიმრთულება ანუ ერთი წრტივი ღერძI არ გქონდეს, ან რაღაც პერიოდის შემდეგ, დაშლა აწყობის მერე, შეიძLება გადაიხაროს ღერძი...


მართალია !

ეგ კი არა ჩვეულებრივი სტანდარტული მოდერებიც კი , ხშირ შემთხვევებში სტანდარტებში არ ჯდება ერთ ხაზზე არაა, ან რეზბა აქვს არასწორად მოჭრილი , რომელიც თვალით არ ემჩნევა . , ამისათვის ხშირად გვიწევს , ხოლმე ნახვრეტის გადიდება , რომელის გამოც ხმა იზრდება , მაგრამ სხვა გზა არაა ...
sekurifa
giga2010
თხელი გუბკა კარგია ბიგუდებზე. ფერადი ქეჩაც კარგია უბრალოდ ნელნელა იპუწება და ძაფი გამოდის.

და ისე რეზინის კლაპანზე არ გიფიქრია?
userman
ციტატა(sekurifa @ 1st March 2018 - 05:18 PM) *
და ისე რეზინის კლაპანზე არ გიფიქრია?


თუ მოდერატორის გამასასვლელზე გულისხმობ , მაშინ
ეფექტი კარგი აქვს , მაგრამ მალე გამოდის მწყობრიდან .
ანუ მე პირადად არ მიტაცებს .
giga2010
მადლობა ყველას გამოხმაურებისთვის, გაიხარეთ
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.