დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: JSB Diabolo Exact Heavy .177 Cal, 10.2 Grains, Domed, 500ct
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღი > ტყვიები, ზეთები, საწმენდი საშუალებები
გვერდი: 1, 2
maqsimusa
ხვალ ვაპირებ თბილისში ჩამოსვლას და JSB Diabolo Exact Heavy .177 Cal, 10.2 Grains ამ ტყვიების ყიდვას გუდვილის მაგნუმში, ამხელა გზაზე ტყვილათ რომ არ ვიარო ხომ არ იცით ექნებათ ისევ ან ხომ არ გაუთავდათ, უახლესი ინფო მაინტერესებს მაგის გულისთვის მოვდივარ მარტო, ან იქნებ რამე საკონტაქტო დამიწეროთ რო დავაზუსტო. smile.gif
TORA
magnum.ge-ზე შედი მერე კონტაქტში და იქ წერია საკონტაქტო ინფორმაცია
maqsimusa
DaV1nCh
მადლობა
ეგ არც კი გამხსენებია smile.gif
kubi11
ახალ თემას აღარ გავხსნი არ მიწყინოთ კითხვა ამ ტყვიებს ეხება და აქვს ვიკითხავ smile.gif თუ იცით ვინმემ ეს ტყვიები მაგნუმის გარდა რომელ მაღაზიაში იყიდება კიდე? წინასწარ მადლობა ყველას smile.gif
SCORPIONS
kubi11 სად არ იყიდება,ეგ ვიცი biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
kubi11
ციტატა(SCORPIONS @ Jan 21 2015, 07:42 PM) *
kubi11 სად არ იყიდება,ეგ ვიცი biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

ეგ მეც ვიცი biggrin.gif :P
SCORPIONS
kubi11 შენა და საქში რომელი ტყვიებია დეფიციტი?
kubi11
ციტატა(SCORPIONS @ Jan 22 2015, 11:16 PM) *
kubi11 შენა და საქში რომელი ტყვიებია დეფიციტი?

კაკრას ესენი ზაფხულამდე არ გვექნებაო მაგნუმში და სხვაგან ვერსად წავაწყდი sad.gif
SCORPIONS
kubi11
ციტატა(kubi11 @ 22nd January 2015 - 11:20 PM) *
კაკრას ესენი
ვერ გავიგე კაკრას ესენი რომლებია? wink.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
kubi11
ციტატა(SCORPIONS @ Jan 22 2015, 11:23 PM) *
kubi11
ვერ გავიგე კაკრას ესენი რომლებია? wink.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

დიაბოლოები არაა არსად გამოლიეს და სანამ არ ამოყიდიან სხვა ტყვიებს არც იქნება ზაფხულამდე sad.gif
SCORPIONS
kubi11 შეკაცო,გამოვიწეროთ და ეგაა. ისე კი გეტყვი,რო კანადიდან შემიძლია გამოვაგზავნინო,მაგრამ გზა,სავარაუდოდ ძალიან ძვირი დაჯდება.
kubi11
ციტატა(SCORPIONS @ Jan 22 2015, 11:34 PM) *
kubi11 შეკაცო,გამოვიწეროთ და ეგაა. ისე კი გეტყვი,რო კანადიდან შემიძლია გამოვაგზავნინო,მაგრამ გზა,სავარაუდოდ ძალიან ძვირი დაჯდება.

კანადა ძვირიანი ქვეყანაა ისე ამაზონზე 14 დოლარი ღირს ან პირამიდაზე 4 კოლოფს თუ შეუკვეთავ 3ის თანხას იხდი და 4ე საჩუქარია biggrin.gif მაგრამ ტრანსპორტირება აქვთ ძვირი ქვეყნის ტერიტორიაზე და პლიუს გადამზიდსაც უნდა გადაუხადო და სადღაც 1.5კგ მაინც იქნება 4 კოლოფი biggrin.gif ასე რომ გაცილებით ძვირი დაგიჯდება sad.gif აქ კოლოფი 20 ლარი ღორს ხოლმე biggrin.gif
ხ.მ.ე.ლ.ო
ჯსბ-დიაბოლო 10.34 გრანიანს ეხება ეს თემა თუ არ ვცდები და სათაურში გრეინების რაოდენობა შეცდომით წერია მემგონი, ამიტომ ამ თემაში დავწერ რის თქმაც მინდა...

გუშინ ოპტიკა ხელახლა დავაყენე თოფზე და სახლში გავტესტე 15 მეტრის მონკვეთზე თოფი.
მქონდა 2 პაჩკის ჯსბ 10.34 გრანიანები, ანუ ერთხელ სხვა დროს ვიყიდე ეგ ჯსბ და ცოტა მომრჩა
და მერე მოგვიანებით რამდენიმე ხნის წინ კიდევ ვიყიდე ახალი შეფუთვა და მინდა ავღნიშნო შემდეგი:

უფრო ადრე ნაყიდი ჯსბ-ები, აშკარად ოდნავ დაბალია ახლო წარსულში ნაყიდ ჯსბ-ებთან შედარებით
და ამას გარდა, ადრე ნაყიდ ჯსბ-ს კაბის კედლები უფრო ოდნავ სქელი აქვს და ახლო წარსულში ნაყიდს-თხელი.
ნუ, ალბად მიხვდით, რომ ეს ტყვიის სიმაღლიდან გამომდინარე არის ასე. ანუ ტყვიას სიმარლე აქვს მოკლებული და
სამაგიეროდ კაბის კედელი აქვს ცოტათი სქელი, ხოლო მეორე შემთხვევაში სიმაღლე აქვს მომატებული და
შესაბამისად კაბის კედელი დათხელებული და ცხადია ეს იმიტომ გააკეთეს ასე, რომ წონის ბალანსი არ დარღვეულიყო
ძველ და ახალ შეფუთვას შორის.

მინდა ყურადღება გავამახვილო მეორე ფაქტზე: გაცილებით ადრე ნაყიდი (სქელ კაბიანი და დაბალი) ტყვიები, ლულაში
ოდნავი გაჭედვით ჯდება, ვიდრე ახლო წარსულში ნაყიდი (თხელ კაბიანი და მაღალი) ჯიესბეები, ეს ბოლო ეგრევე ოდნავი
გაჭედვის გარეშეც კი თავისუფლად ჩადის ლულაში.

ეხლა კი მინდა ყურადღება გავამახვილო მთავარ ფაქტზე, რის გამოც დავწერე ეს პოსტი: 15 მეტრის დინსტანციაზე ვისვროდი ადრე
ნაყიდ ჯიესბეებსაც და შედარებით ახალ ნაყიდ ჯიესბეებსაც და აშკარად გამოიკვეთა შემდეგი რამ: ის ჯიესბი რომელიც ოდნავ
ძნელად ჯდებოდა ლულაში, ცოტა მაღლა მიდიოდა და ის, რომელიც ადვილად ჯდებოდა-ის დაბლა ხვდებოდა სადღაც 7 მმ-ით.
როგორც ჩანს, ფორმის ცვლილებამ, ფორმიდან გამომდინარე კი ლულაში ჩაჯდომის ცვლილებამ გამოიწვია ტყვიების დაბლა დაჯგუფება.

პ.ს. მე ძველი ჯიესბეები მირჩევნოდა, რადგან სჯობს ოდნავ მაინც ჩაიჭედოს ლულაში, ვიდრე ეგრევე ჩავარდეს... smile.gif
ikaaa
კაბის კედლის დათხელების იდეა არ მომწონს , რადგანაც ძლიერმა თოფმა შეიძლება კაბა გაბეროს.

მე მქონდა ეგეთი შემთხვევა, ოღონდ სხვა ტყვიებზე.

ხ.მ.ე.ლ.ო

ისე ჯგუფებში განსხვავება ხო არ მოგცა?
Multi-Tool
ხ.მ.ე.ლ.ო
JSB Diabolo Exact Heavy .177 Cal თუ მეხსიერება არ მღალატობს არსებობს 4.52 და 4.53
ხო და საქმეც მაგაშია მგონი.
ის ფლაყვე ტყვიები დაბლა იმიტომ ჯდებიან, რომ დროიზე ადრე იწყებენ მოძრაობას, ანუ არ ელოდებიან ჭარბი წნევის წარმოქმნას.
შედეგად მთლიანად ვერ ითვისებენ ბოლომდე ზდპს ძალას. მჭიდრო ტყვიებს კი კოპრესიაც და ხახუნის ძალაც მეტი აქვთ.
აქედან გამომდინარე შედეგიც სახეზეა. ზდპ სთვის რა თქმა უნდა მჭიდრო ტყვიები სჯობს.
თუ რამეე შემეშალა შემისწორეთ. მაინტერესებს სხვა აზრიც.
ხ.მ.ე.ლ.ო
ციტატა(Multi-Tool @ Mar 1 2015, 05:04 PM) *

კი, მაგას და მაგიტომ ვამბობ ზუსტად, რომ სჯობს იჭედებოდეს ვიდრე ეგრევე ჩავარდეს. smile.gif

ikaaa
არც მე არ მომწონს, მაგრამ ძალიან ცოტა განსხვავებაა, და კაბა მაინც არ გაიხევა, იქიდან გამომდინარე რომ მყარი მასა მალევე იწყება მაგ ტყვიაში და სადღაც სორს არ აქვს სიმყარე. უბრალოდ ის ტეხავს ეგრე ადვილად რომ ვარდება ლულასი და შედეგზეც აისახა ცოტატი.
არა, ჯგუფებში განსხვავება არ არის, განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ ეგ ოდნავ თხელკაბიანი დაბლა მიდის ცოტათი და სქელკაბიანი ტავის ადგილზე biggrin.gif ასე ვთქვათ smile.gif
Power_VANO
კი ეგრეა, JSB არსებობს კაბის სხვადასხვა დიამეტრით. ქვემოდან აქვს ხოლმე მისტიკერებული კაბის დიამეტრი კოლოფს.
ja_ja
ხ.მ.ე.ლ.ო
ციტატა(x.m.e.l.o @ 1st March 2015 - 04:20 PM) *
სათაურში გრეინების რაოდენობა შეცდომით წერია მემგონი

სწორე წერია, პროსტა ადრე გამოდიოდა 10.2 გრაინი, და სადღაც ასე 1 წელია ნუ მქსიმუმ 1.5 წელი რაც გაიჩითა 10.34-იანები. ადრე შეფუთვაც სხვანაირი იყო, ნუ ვსმისლე ნაკლეიკა smile.gif მერე ეტყობა არღაც დიზაინში შეცვალეს და ახლა უკვე გამოდის 10.34-იანები.

რაც შეეხება დიამეტრს ეგ ტყვია არის მინიმუმ შემდეგნაირები 4.5 მერე მოდის 4.51 ასევე 4.52, კიდევ უფრო დიდი 4.53 და ბოლოს 4.54. ნუ ყველას თავისებურად უნდა და ისე არჩევს, ფართო გაყიდვაში არის 4.52 და 4.53 დანარჩენი როგორც წესი სპორცმენების ან კლუბების მოთხოვნითაა ხოლმე დამზადებული, ანუ ყველა მსროლელს ტავისი წიკი აქვს, და ყველას თავისებური თოფი და ლულა.

ხ.მ.ე.ლ.ო
ციტატა(ja_ja @ Mar 1 2015, 07:25 PM) *

აა კი, ეგ განსხვავებები არის, მაგრამ კონკრეტულად იგივე შეფუთვა არის აშკარად შეცვლლი ))
რავი, რაც შევამჩნიე ავსახე მაინც ყოველი შემთხვევისთვის smile.gif
koknar
მაგნუმში რაცაა 52 იანებია, ძველი ჯობდა უფრო ხარისხიანია ანუ ზუსტად გაკეთებულია, აშკარად მეტი ჩინელი მუშაობდა ადრე.
და ეგენი აღარაა გაყიდვაში? რაღაცას წერდნენ გაწყდაო
ხ.მ.ე.ლ.ო
ციტატა(koknar @ Mar 1 2015, 08:42 PM) *
მაგნუმში რაცაა 52 იანებია, ძველი ჯობდა უფრო ხარისხიანია ანუ ზუსტად გაკეთებულია, აშკარად მეტი ჩინელი მუშაობდა ადრე.
და ეგენი აღარაა გაყიდვაში? რაღაცას წერდნენ გაწყდაო

ის ძველები, თეთრი ნაკლეიკით რომ იყო და 8 გრანიანი ტყვიები ეხატა და სინამდვილეში 10.34 იანები ეყარა და ეგრე ეწერა 10.34 იანიაო, აღარ არის... და მე სწორედ ისინი მომწონდა smile.gif ნუ ესენიც კარგია ძალიან ზუსტია, მაგრამ ის უფრო კარგი იყო smile.gif
userman
მინდა გაგახაროთ და გაცნობოთ , რომ ჯსბ 10.34 გრაინიანები (ანუ 0.67 გრამიანები) სულ რაღაც ერთ თვეში გამოჩნდება მაგნუმის მაღაზიებში . და არამარტო ეგენი . სავარაუდოთ იგივე ფასებში smile.gif .
აქვე ვიტყვი იმასაც , რომ ყველა წონის ტყვია იქნება.
რაც შეეხება პცპ-ებს ჯერ ვერ შემოვიტანთო , ამ წელშიც არა მგონიაო . თუმცა იგეგმება ვაირაუხის ფირმის და ჰატსანის ფირმის შემოტანა ისევ.
ასეთია მაგნუმში საქმის ვითარება ამ ეტაპზე .
giga2010
რატომღაც მგონია მეორე მაგნუმში ჯსბ-ის უფრო მეტი არჩევანია, გუდვილის მაგნუმში 3 თვე დავდიოდი და ვკითხულობდი ხომ არ ქონდათ ჯსბ 0,54. შემდგომ სულ შემთხვევით შევედი მეორე მაგნუმში და ქონდათ. მე მგონია რომ მაგნუმი რომელიც თამარ მეფის გამზირზეა, ის არის პირველი შემომტანი
xmaladze
კი მაქვს 10.34 იანი ნაყიდი მაგრამ ჯერ ვერაფრით ვერ გავტესტე sad.gif
userman
giga2010
ციტატა(giga2010 @ 23rd March 2017 - 01:11 PM) *
რატომღაც მგონია მეორე მაგნუმში ჯსბ-ის უფრო მეტი არჩევანია, გუდვილის მაგნუმში 3 თვე დავდიოდი და ვკითხულობდი ხომ არ ქონდათ ჯსბ 0,54. შემდგომ სულ შემთხვევით შევედი მეორე მაგნუმში და ქონდათ. მე მგონია რომ მაგნუმი რომელიც თამარ მეფის გამზირზეა, ის არის პირველი შემომტანი

კი ვაგზალზე რომაა ცენტრალურია , თუმცა ამ შემთხვევაში 0.54 გრამიანი ჯსბ თამარ მეფეზეა და 0.87 გრ. მარტო გუდვილშია smile.gif .

ზოგადად ამ მომენტისათვის ტყვიების ძალიან მცირე არჩევანია . ბარაკუდა საერთოდ არ აქვთ და ბევრი სხვა.
name
Hatsan at 44 მძიმე ტყვიებიდან რომელი მოწონს?
სტაბილურად რომელს უფრო ისვრის წლებია აღარ გავკარებივარ მძიმე ტყვიებს
userman
name

მოწონებაში რას გულისხმობ ?
ზოგისთვის 30 მმ-იანი ჯგუფიც მისაღებია 50 მეტრზე , ჩემთვის მაგალითად 15 მმ-ია . ამას კი მხოლოდ 0.54 გრ. და 0.67 გრ. ჯსბ აკეთებს .
0.87გრ. და 1.05 გრამიანი კი 25 მმ.
მოკლედ 50 მეტრამდე ყველა ტყვია სტაბილურია . მძიმე ჯსბ-ის ვგულისხმობ , მაგრამ უფრო შორს სიზუსტეს კარგავს არადა მძიმე ტყვიის სროლა იმიტომ მინდა , რომ 50 მეტრზე შორს მეტი ენერგეტიკა ჰქონდეს. თანაც ნიავის მიმართ უფრო სტაბილური იყოს , მარა სიზუსტე არ მაკმაყოფილებს.
ამ თემაში მაქვს ოფრო ვრცლად http://www.airgun.ge/forums/index.php?show...294&st=1620
მაგრამ იმასაც გეტყვი , რომ ყველა თოფი ინდივიდუალურია შენ თვითონ უნდა სცადო.

პ.ს. მაღალ ენერგეტიკას , მაღალი სიზუსტე მირჩევნია მე პირადად . თუმცა ორივე ერთად სჯობია , მარა სად არის ?! sad.gif
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.