დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: Crosman 1377 უმაღლესი ტუნინგით
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღი > პნევმატიკა მფლობელის თვალით
გვერდი: 1, 2, 3, 4
mamukaaa
მადლობა რჩევისთვის.
mamukaaa
ფტოროპლასტის წინა კლაპანი სად ვიყიდო თუ მაგის ბრალია?
Multi-Tool
mamukaaa
ფტოროპლასტი არაა აუცილებელი. იგივე დიამეტრის, პოლიურეთანის ან რაიმე მყარი რეზინის ცილინდრიც მშვენივრაგ წავა. მასალა შეგიძლია ნავთლუღში იყიდო, ფეხსაცმლის მასალა სადაც იყიდება. გამოჭრა მოგიწევს
ვისეჩკით, რომელიც იქვე იყიდება. ოღონდ დიამეტრი შეურჩიე.
უფრო იაფად გამოხვალ, თუ იქვე ამოაჭრევინებ.
მე ეგრე მაქ გაკეთებული და მშვენივრად მუშაობს.
mamukaaa
გაიხარე გოჩა.
ja_ja
mamukaaa
მაიცა თუ ღმერთი გწამს საერთოდ ამიხსენი რათ გინდა რომ მეორე და მესამე დღეს ჰქონდეს წნევაშენარჩუნებული?

ჩემის გადასახედიდან 1377-ისთვის მაგ ამოცანის დასმა სტოკ ნაწილებზე არის საკუთარი თავის წამება, მუდმივი ცვლილების ჩალიჩი და ბოლოს დედის გინებით ყველაფრის გადაყრა smile.gif

საქმე იმაშია რომ სკოკ ვერსიაში არც ნაწილებია ძალიან რაღაც სუპერ ხარისხის (ნუ მთელი პისტალეტი ღირს იმაზე იაფი რაც ცალკე მარტო კლაპანი ღირს ხოლმე კაი მოდიფიცირებული და რა არის გასაკვირი smile.gif ) აქედან გამომდინარე რატომ ისახავ საკუთარი თავის საწვალებენ ამოცანას?

1377-ს ნამდვილად ვერ მოვთხოვ რომ გინდა 1 და გინდაც 2 დღე ჰაერი დაიჭიროს (ნუ კლაპნის სტრანნი თავისებურების გამო), ყველაფერს რომ თავი დავანებოთ PCP ხომ არაა ჩვეულებრივი მულტიპამპია, შედეგად რომც გააპაროს ჰაერი ხელახლა რამდენიმე წამში დააწაჩავებ... მთავარია იმდენად ჩქარა არ გასდიოდეს რომ სანამ გასროლას გააკეთებ ნუ პირობითაც 10-20 წუთის განმავლობაში არ დაკარგოს წნევა


ქარხნული კლაპნის გადაკეთება იმენნა დაგღლის. ჯობია მაგით თავი არ შეიწუხო... როგორც ზემოთ ვთქვი მთავარია რამდენიმე წუთი იწერდეს წნევას და საგრძნობ ცვლილებას არ იძლეოდეს, ხოლო 1 და 2 დღის დასახვა ნუ შეიძლება ვიღაცას გაუმართლოს და ჰქონდეს, ქარხნულადვე, მაგრამ უმეტესობას არ აქვს ეგ შესაძლებლობა და მე თუ მკითხავ საჭიროებაც არაა...

ეგ რომ PCP იყოს და კლაპნის გაუმართაობის გამო მთელი რეზერვუარი იცლებოდეს, ნუ იასნია მისახედი იქნებოდა, მარა რაცხა 3 კუბიკური სანტიმეტრი იკარგება 1 დღეში... smile.gif ბოლო-ბოლო 10 დაკაჩავება და სულ ეგაა
mamukaaa
გაიხარე და მადლობა რჩევისთვის.ერთხელ დამაინტერესდა,ვცადე და არ შეინახა ჰაერი.
უბრალოდ მაინც გავწმინდავ.
gigi30
ინტერესის გულისათვის, ჩემს 1377-ს დავტენი 10 დატუმბვაზე და დაახლოებით 36 საათის შემდეგ შევამოწმებ(სამორიგეოდ მივდივარ და ორშაბათს დავბრუნდები, ტრადიციულად შემოვალ და გამახსენდება).
ja_ja
აბა რა ქენი უჭირავს 36 საათის მერე თუ არა smile.gif, ბედნიერი მფლობელი ხარ თუ სტანდარტული biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
gigi30
შევამოწმე გასროლის ხმით, შეიმჩნეოდა მცირე სხვაობა. მაგრამ შესამჩნევი იყო ეს სხვაობა. სამწუხაროდ სხვა, ობიექტური შედარების საშუალება არ მქონდა. უკმაყოფილო ნამდვილად არ ვარ, მეტს არც ველოდი.
S.T.A.L.K.E.R
მეც მაქ 2 1377 ძველიც და ახალიც და ორივეს რო დავტენი 1 კვირაც კი დამიტოვებია მარა ისევ ისეთი ძალით ისვრის wink.gif
mamukaaa
აბა ჩემს რა მოუვიდა?
ერთი ღამე ვერ გაძლო.უნდა დავშალო და გავწმინდო იქნებ უშველოს.
gigi30
მხოლოდ წინასწარ ნახე ვიდეო, თუ როგორი თანამიმდევრობით უნდა დაშალო და რა შეცდომები არ დაუშვა. რუსულენოვანზე არის http://www.topguns.ru/1377-polanja-razborka-dovodka-kit/ ეს მაგალითად, ან ეს: https://www.youtube.com/watch?v=vFxrwttebno
mamukaaa
გაიხარე.
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.